Thursday, 10 June 2021

ჰამსას სიმბოლო



ჰამსა უძველესი, დიდი ძალის მქონე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად იყენებენ ამულეტად. რთულია ამ სიმბოლოს საწყისი ფესვების პოვნა, ვინაიდან იუდაისტ, ქრისტიან და მუსლიმ მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი ჰამსას მნიშვნელობის განმარტებისას. ეს სიმბოლო გამოსახულია თვალის სახით ხელისგულზე. მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა უამრავი სხვა სახელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰამსას სიმბოლო წარმართობის დროიდან მოდის და მოგვიანებით ის მიიღო სხვა რელიგიებმა. როგორც ირკვევა მას კავშირი აქვს შუამდინარეთთან, ძველ ეგვიპტესთან.

ძველი ეგვიპტელები ამულეტს უწოდებდნენ ჰამეშს, რომელიც მფლობელს მაგიის ცუდი გავლენისა და არაკეთილმოსურნეთა ავი თვალისგან იცავდა. ამულეტს ასევე იყენებდნენ შვილის მცველი სულების გამოსაძახებლად. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ძველი ეგვიპტელები ატარებდნენ ამულეტს, რომლის ორი თითი განასახიერებდა იზიდას და ოზირისს, ხოლო შუა თითი მათ შვილ ჰორს. სავარაუდოდ, არაბული ჰამსას (რაც ხუთს ნიშნავს) ეტიმოლოგია ეგვიპტურ ჰამეშს უნდა უკავშირდებოდეს. ივრითზეც 5  არის "ჰმეში". იად-ა-ჰმეში  ნიშნავს "ხუთიანი ხელი", რომელიც ასევე წარმოადგენს თორას ხუთწიგნეულს.

ჰამსას ამულეტს აქვს მრავალი სახელი: ფატიმას ხელი, მირიამის ხელი, თურქული ხელი და ა.შ. ეს სიმბოლო ყველაზე ცნობილია მსოფლიოში. რატომაა ის ასე პოპულარული და რაში მდგომარეობს მისი მაგიური თვისებები?

მიიჩნევენ, რომ ჰამსას სიმბოლო არის ავი თვალისგან დამცავი. მას მფლობელისთვის მოაქვს ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება. ამიტომაა ახლო აღმოსავლეთში ეს სიმბოლო ასეთი პოპულარული დღესაც. თილისმის ტარება ეწინააღმდეგება ყურანის კანონებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუსლიმურ ქვეყნებში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ნივთებს ამ სიმბოლოს გამოსახულებით. ასეთი ნივთის ტარებით იცავენ სახლს უარყოფითი გავლენისგან. გაშლილი თითებით გამოსახული ხელი ბოროტებას ირეკლავს, ხოლო შეერთებულ თითებს მოაქვს წარმატება.

ჰამსას სიმბოლო ძალზედ პოპულარულია ებრაელებსა და მუსლიმებში. აზიური ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მუსლიმის ყველა უბედურებისგან დასაცავად საჭიროა ამ მაგიური ნიშნის ტარება თითებით დაბლა. მუსლიმები ჰამსას სიმბოლოს ფატიმას ხელით იცნობენ. მათი რწმენით ამულეტი არის თმენისა და მორჩილების, სულიერი წონასწორობის სიმბოლო-ზუსტად ის თვისებები, რაც გადმოცემით ახასიათებდა მუჰამედის ქალიშვილ ფატიმას. ისლამური ტრადიციით ამულეტი უნდა ატაროს მუსლიმმა ქალმა რათა გახდეს ერთგული ცოლი და მზრუნველი დედა; დაიცვას ოჯახი არაკეთილიმსურველთაგან; იყოს გულკეთილი და მორწმუნე. ამულეტის კლასიკური ფერია ლურჯი და ცისფერი.


იუდაისტებისთვის ჰამსას სიმბოლო განასახიერებს მირიამის ხელს. ებრაული ლეგენდის მიხედვით, მირიამი იყო ნათელმხილველი, იუდაიზმის ფუძემდებლის მოსესა და პირველ ღვთისმსახურ აარონის და. ებრაელებისთვის მაგიური ატრიბუტის ძირში გამოსახულია დავითის ვარსკვლავი, რომელიც ადამიანის ხუთი გრძნობის გამომხატველია და ასოცირდება თორას ხუთწიგნეულთან. მირიამის ხელი ეხმარება მის მფლობელს სამყაროს შეცნობაში, იცავს ცდუნებისგან. ებრაელები გამოსახულებას ატარებენ თითებით მაღლა. 


ძველი  ლეგენდის მიხედვით, ღრუბლებიდან გამოჩნდა ღმერთის ხელი, რათა დაელოცა დედამიწის მოსახლეობა. მოჩვენებითი სახე იქცა ღვთის ქმედების სიმბოლოდ, რომლითაც რთავენ ხოლმე ქრისტიანული თემატიკის ხელოვნების ნიმუშებს. ქრისტიანებმა ამ სიმბოლოს ღვთისმშობელი მარიამის ხელი შეარქვეს.

მე-16 საუკუნეში ქრისტიანული კანონი უკრძალავდა მართლმადიდებლებს მაგიური სიმბოლოების ტარებას, რომელსაც მუსლიმები ატარებდნენ. ხუთასი წლის შემდეგ აკრძალვა მოიხსნა იმ პირობით, რომ მორწმუნე ჰამსას ამულეტში იწამებდა მართლმადიდებლობის მიერ მინიჭებულ მნიშვნელობას, რაც გულისხმობს: მოგზაურისთვის ღმერთის მფარველობას; მოგზაურისთვის სწორი გზის ჩვენებას.











No comments:

Post a Comment