Wednesday, 19 May 2021

საგნების ლევიტაცია ბგერითი ტალღების ზემოქმედებით


2019 წლის თებერვალში კოლუმბიის უნივერსიტეტის მკველვართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტის შედეგები, რომლის თანახმად ბგერით ტალღებს შეუძლია მიიზიდოს გრავიტაციული მასა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბგერით ტალღებს შეუძლია მცირე გრავიტაციული ველის შექმნა.

გამოთვლები აჩვენებს, რომ ბგერითი ტალღები ატარებს უარყოფით მასას, რაც ნიშნავს, რომ გრავიტაციული ველის არსებობისას, ისეთის როგორიც დედმიწაზეა, მათი ტრაექტორია ზევით იხრება. ირკვევა, რომ ტალღები ახდენს გრავიტაციული ველის გენერირებას. 

წლების განმავლობაში ფიზიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ბგერით ტალღებს შეეძლო ენერგიის გადატანა, მაგრამ არ შეეძლო მასის გადატანა. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მათი ადრინდელი დასკვნები არ იყო მართებული.

ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ჰელიუმზე გამავალ ბგერით ტალღებს გააჩნია მცირე მასა. გაზომვის გარეშე, მათემატიკურად დამტკიცდა ბგერითი ტალღის საშუალებით მასის გადატანის შესაძლებლობა.

აღმოჩნდა, რომ ფონონები(კვაზინაწილაკები) ურთიერთზემოქმედებს გრავიტაციულ ველზე ისე, რომ მასას მასალაზე გავლით გადაეცემა. ახალ ნაშრომში მეცნიერები გვიმტკიცებენ, რომ  ეს შედეგები მართლებულია მასალის უმეტესობაზე.

მათ შემოგვთავაზეს აღმოჩენის რეალურ სამყაროში შემოწმების გზები. ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთია მოწყობილობის გამოყენება, რომელიც განსაზღვრავს გრავიტაციულ ველებს  მიწისძვრების შესასწავლად. როცა მიწისძვრა აგზავნის ბგერას მთელ პლანეტაზე, ხელსაწყოებს შეუძლია აღმოაჩინოს "მილიარდობით კილოგრამი მასა", რომელიც ბგერას გადააქვს.

2020 წელს მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი მიწისძვრის სიგნალის აღმოსაჩენად, რომელიც გრავიტაციის დეფორმაციას ახდენს და მოკლე ვადით ცვლის ქანების სიმკვრივეს. სიგნალები გრავიტაციის ამ ცვლილებებს სინათლის სისწრაფით აგზავნის, რაც იძლევა მიწისძვრის აღმოჩენის საშუალებას ნგრევის დაწყებამდე.

კვლევებამდე ერთი წლით ადრე ამავე ჯგუფმა წამოაყენა თეორია, რომ ფონონებს გააჩნია უარყოფითი მასა, მაშასადამე უარყოფითი გრავიტაცია.

სიმების თეორიის თანაავტორი მიჩიო კაკუ ამბობს: "აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პირობებში ბგერით ტალღებს შეუძლია დაიწყოს აღმასვლა და არა დაღმასვლა. და ეს ანომალია, როგორც ჩანს, შეესაბამება ფიზიკის კანონებს. ასე რომ, ზოგიერთი ვიბრაცია, იმის მაგივრად, რომ დაეშვას დაბლა, სინამდვილეში შეიძლება მაღლა ავიდეს".

ძველი ცივილიზაციების მკვლევარები თვლიან, რომ ამ კვლევის თანახმად შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ ახერხებდნენ უძველესი ხალხები მასიური ქვების გადატანას. შესაძლოა, იყენებდნენ ბგერით ტალღებს და ვიბრაციას.

ძველი ლეგენდების თანახმად, ბგერა იყო პროცესის ნაწილი და ხალხი აგებდა უზარმაზარ ნაგებობებს ისეთს, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდა, იყენებდნენ რა გარკვეული სიხშირის ბგერებს.









No comments:

Post a Comment