Friday, 28 May 2021

სტამბულში აღმოჩნდა ისტორიამდელი სამარხები რუნული წარწერებით


 თურქეთში არქეოლოგებმა სტამბულის ყველაზე  მოძრავ მოედანზე, სადაც მიმდინარეობს მეტროს ახალი სადგურის მშენებლობა, აღმოაჩინეს ათობით ისტორიამდელი სამარხი. 

ისტორიამდელი სამარხი მშენებლობის ადგილზე მდებარეობს. არქეოლოგობი ამ ადგილზე 2016 წლიდან მუშაობენ. მათი მოვალეობაა არქეოლოგიური ძეგლების მოძიება და ამ ძეგლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მშენებლობა შეჩერებულია ექსპერტთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან აღმოჩენები ერთიმეორის მიყოლებით კეთდება. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ყორღანის ტიპის სამარხები, რომელიც დათარიღებულია 3000-3500 წ-ით ჩვ.წ.აღ-მდე. ეს გახლავთ ყორღანული ტიპის ყველაზე  ძველი სამარხები, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სამარხი განეკუთვნება ადრეულ ბრინჯაოს ხანას. გაირკვა, რომ უმეტესობა კრემაციის შემდეგაა დაკრძალული. ამიტომ მიცვალებულთა ნეშთები ძალიან მყიფეა. არქეოლოგები აგრძელებენ სამუშაოებს. ჯამში აღმოჩენილია 82 სამარხი.


ყველა სამარხი გახსნილი და დოკუმეტირებულია. მხოლოდ შვიდი მათგანია პირდაპირი სამარხი ანუ მათში დაკრძალულია გარდაცვლილი ადამიანები. დანარჩენ 72 სამარხში კრემირებული ადამიანთა ნეშთებია.

სამარხებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე საინტერესო არტეფაქტი. მათ შორისაა თიხის ფიგურები. ისინი არაფრით ჰგავს ბრინჯაოს ხანის მსგავს თიხის ფიგურებს, რომელიც ცნობილია ადგილობრივი არქეოლოგებისთვის. ფიგურებზე გაკეთებულია სიმბოლოები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  ეს გახლავთ რუნული დამწერლობის ნიშნები. მსგავსი სიმბოლები შემჩნეულია რუმინეთში არსებულ ვინჩის კულტურაში.

ვინჩი გახლავთ ნეოლითური არქეოლოგიური კულტურა. მას ეკავა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დიდი ტერიტორიები. როგორც ცნობილია, ის გაქრა 4500 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი აღმოჩენილი სამარხები შეძლებს ამ კულტურის ქრონოლოგიისა და მიგრაციის გზების გადაწერას.







No comments:

Post a Comment