Thursday, 6 April 2023

აკუსტიკის აღმოჩენას ანატოლიის უძველეს მოსახლეობას უნდა ვუმადლოდეთ


როგორც ცნობილია, პირველი მიწათმოქმედნი და მეცხოველეები თითქმის ერთი ტერიტორიიდან იყვნენ გამოსული 8000-10500 წლის წინ-დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი. კულტივირებული მარცვლეულის გენეტიკური წარმომავლობაც, როგორიცაა ხორბალი და ქერი, ამავე ტერიტორიაზეა პირველად გამოყვანილი. სადაც არქეოლოგები პოულობენ უძველეს ქერს, იქვე ნახულობენ ლუდის დამზადების მტკიცებულებებს, მათ შორისაა გობეკლი თეპე. ადამიანი მაინც ადამიანია და სულაც არაა რთული წარმოსადგენი, რომ სიმღერა და მუსიკის შექმნა უკავშირდებოდეს ფერმენტირებული სასმელების მოხმარებას.

მუსიკა უნივერსალური კულტურაა. კულტურათა უმეტესობას გააჩნია საკუთარი მითიური წყაროები მუსიკის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული შესაბამის მითოლოგიურ, რელიგიურ ან ფილოსოფიურ აზროვნებაში. უძველეს გამოქვაბულებში აღმოჩენილი ძვლის სალამურები თარიღდება 40 000 წლით.

ჩარლზ დარვინი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანმა სიმღერა უფრო ადრე დაიწყო

ვიდრე ლაპარაკი. მილიონი წლის წინ ჩვენ წინაპარ ნეანდერტალელებს და თანამედროვე ადამიანის საერთო წინაპარს ჰქონდა სიმღერისთვის საჭირო ვოკალური ანატომია, მაგრამ არ ვიცით იყენებდნენ თუ არა ისინი ამ შესაძლებლობას.


12000 წლის წინ დასრულებული ბოლო გამყინვარების შემდეგ დედამიწაზე გამოჩნდნენ განვითარებული მომთაბარე-შემგროვებლები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოირჩეოდნენ სხვა ხალხებისგან, ვინაიდან უპრეცედენტო რამ შექმნეს, მათ ააგეს მსოფლიოში პირველი მეგალითური ძეგლები, რასაც რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. ჩნდება კითხვა: რატომ დაიწყო კაცობრიობამ ქვის ძეგლების მშენებლობა? იქნებ, ეს რაღაცნაირად დაკავშირებული იყო მუსიკის არაჩვეულებრივ ჟღერადობასთან.


არქეოაკუსტიკის მულტიდისციპლინური შესწავლა ასახავს ადამიანის მუსიკალურ გამოცდილებას ძველ რიტუალებსა და ცერომონიალურ სივრცეებში. ნეოლითის კვლევის ფონდმა OTS ჩაატარა კონფერენცია ამ საკითხზე მალტაში, თურქეთსა და პორტუგალიაში, რომლის მასალები გვთავაზობს ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალფეროვან მიდგომას.


საფრანგეთისა და ესპანეთის პალეოლითის ხანის მოხატული გამოქვაბულების შესწავლისას, მუსიკის ანთროპოლოგმა იგორ რეზნიკოვმა გაარკვია, რომ იქ, სადაც ცხოველები იყო გამოსახული, ექო ყველაზე ძლიერად ისმოდა. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან როდის განუვითარდა ჰომო საპიენსს აბსტრაქტული აზროვნების უნარი. რეზნიკოვი ვარაუდობს უძველესი სალოცავების და ზეპირი ტრადიციების შესაძლო კავშირს, რომელიც უფრო მოგვიანებით გვხვდება სხვა ადგილებზე.

“ჩვენს ხელთაა შუმერული და ეგვიპტური წარწერები, სადაც ნახსენებია უხილავისადმი სიმღერა, განსაკუთრებით სიკვდილთან და მეორე სიცოცხლესთან დაკავშირებით”-ი.რეზნიკოვი

რატომ არ უნდა იქცეს ბგერა გამოსახულების ნაწილად? სავარაუდოდ, ცხოველის სული არ იყო ჩუმად ისეთ ადგილებშიც კი, როგორიცაა გამოქვაბული ლასკო. შეუძლებელი გახლდათ იმის არშემჩნევა, რომ ბგერის ჟღერადობა გამოქვაბულის შიგნით ბევრად განსხვავებული იყო ვიდრე გარეთ, სადაც ადამიანი  ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებდა.

გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ქვის ხანის ადამიანთა უმეტესობა რეალურად მუდმივად არ ცხოვრობდა გამოქვაბულში. ისინი იყვნენ მომთაბარეები, რომლებიც მიჰყვებოდნენ ველურ ცხოველთა ჯოგებს რათა გამოეკვებათ და შეემოსათ საკუთარი ოჯახები. თავშესაფარი გამოქვაბულში იყო სეზონური და არავინ იცოდა რა არსებები დაისადგურებდნენ შემდეგ იქ, სანამ  ტომი იქ არ იმყოფებოდა. ზოგი გამოქვაბული განსაკუთრებით მიმზიდველი იყო რიტუალებისთვის, რომელსაც თან ახლდა წმინდა მუსიკა.

ნეირომეცნიერებამ კიდევ ერთი ფაქტორი გამოავლინა. ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთ მუსიკას ძალუძს შეეხოს ჩვენ შიგნით არსებულ ღრმა ემოციურ წერტილებს. ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ჯონ ჰოპკინსის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც ადამიანს ჟრუანტელს ჰგვრის, იწვევს  თავის ტვინში დოფამინის გამოყოფას. ადამიანს უყვარს დოფამინი, ვინაიდან ის გახლავთ სიამოვნების გამომწვევი ნივთიერება.

საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა დადგინდეს ექნებოდა თუ არა ცვლილებებს ადგილი ნაკლებად განვითარებული ანატოლიელების თავის ტვინში. დავუშვათ ეს იყო აკუსტიკური სულიერი გამოცდილება გამოქვაბულში, რამაც შთააგონა მათ პირველი ქვის ნაგებობა. ეს იყო მცდელობა შეექმნათ “მისტიკური წმინდა ადგილი” იქ, სადაც მათ სურდათ და არა იქ, სადაც ის აღმოაჩინეს: გაეკეთებინათ, მოერთოთ და გაეკონტროლებინათ. ადამიანები მაშინვე მოვიდოდნენ ამ ადგილზე შორიდან, როცა ამის შესახებ შეიტყობდნენ, რასაც მოჰყვებოდა დიდი სეზონური დღესასწაულები, ლუდი და დროსტარება, ასევე საღვთო კულმინაცია დრამის დასასრულისთვის. კულმინაციურმა გამოცდილებამ ფაქტიურად შეცვალა ტვინის ქიმიური შემადგენლობა. 12 000 ათასი წლის წინ, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობა იქცა ისეთად როგორიც ის დღესაა. ადამიანმა შეამჩნია გამოქვაბულის ფიზიკური მახასიათებლები,  რომელიც ქმნიდა კარგ ექოს. ასეთი გამოქვაბულები კი ტავრის მთებში, გობეკლი თეპეს მახლობლად ათასობითაა.


პალეოლითის ხანის მოხატული გამოქვაბულებისგან განსხვავებით, გობეკლი თეპეში მხეცები ამოკვეთილია უცნაური ქვის წრეებში. აშკარაა რომ ეს ნაგებობები სალოცავები გახლდათ, ვინაიდან ისინი საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. ამას მოწმობს დიზაინის სიმეტრია და ის ფაქტი, რომ მათი აგება არ იყო ადვილი. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლები განზრახ ამოავსეს და ჩაფლეს მიწაში, სალოცავებმა საუკუნეებს გაუძლო. იატაკებს ჰქონდა სწორი ზედაპირი, ქვის კედლები კი გალესილი. არქიტექტურული თავისებურებები მიანიშნებს, რომ ნაგებობა თავის დროზე გადახურული უნდა ყოფილიყო. კირქვის არაჩვეულებრივი ჩუქურთმები დიდხანს ვერ გაუძლებდა წვიმის და ქარის ზემოქმედებას. ასეთ პირობებში, საფუძველს არაა მოკლებული ვივარაუდოთ, რომ ამ ნაგებობებში ხმა ისეთივე ექოს იძლეოდა და ჟღერდა, როგორც ბეტონის თანამედროვე მიწისქვეშა გადასასვლელში.



იმ დროის ადამიანებისთვის ასეთ სახის სალოცავში შესვლა არაჩვეულებრივი გამოცდილების მიმცემი უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოქვაბული, ეს იყო ახალი სიტყვა იმ დროის დედამიწელებისთვის. გობეკლი თეპეს ტერიტორია სავსეა ასეთი ნაგებობებით, რომელთა გათხრები და კვლევა წინ გველოდება. ზოგიერთი მათგანი თავად გობეკლი თეპეზე უფრო ხანდაზმულიცაა. 1990 წლების შუა ხანებში არქეოლოგი კლაუს შმიდტი შეუდგა გობეკლი თეპეს გათხრებს. ის აღნიშნავდა, რომ ხელით დარტყმისას ერთ-ერთ სვეტი გამოსცემდა სუფთა ბგერებს.

როგორც ჩანს, მშენებლები მალევე მიხვდნენ, რომ მრუდი და ჩაზნექილი ზედაპირები აკუსტიკური ეფექტის მაქსიმალურად გაზრდის მოთხოვნას შეესაბამებოდა. ეს ცოდნა არ გამქრალა, რისი დასტურიც გახლავთ ძველი ბერძნების ამპითეატრები და რომაელთა კოლიზეუმის არენა.

მკვლევარები ახლა დარწმუნებული არიან, რომ პირველი მიწათმოქმედი მოსახლეობა, რომელიც 8000 წლის წინ ევროპაში დასახლდა, იყო ანატოლიიდან. ამის შესახებ იტყობინება 2016 წლის Daily Mail.

გენეტიკურ კვლევებში მიღწეული შედეგების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მიგრაციის რამდენიმე ტალღას იმ ტერიტორიიდან, სადაც გაჩნდა გობეკლი თეპეს საზოგადოება. ე.ი. პირველი მიწათმოქმედნი, რომლებიც დასახლდნენ ევროპაში და ასიმილირდნენ მონადირე-შემგროვებლებთან, მოსული იყვნენ ანატოლიიდან როგორც უფრო განვითარებული ახალმოსახლენი. მათ თან მოიყოლეს არამარტო მცენარეები, საქონელი და სასოფლო-სამეორნეო ცხოვრების წესი, არამედ კულტურული ტრადიციებიც. ახალმოსახლეთა ის ნაწილი, რომელიც მიუყვებოდა დუნაის, სავარაუდოდ ძეგლებს აგებდა ხისგან, რომელთაგან ცოტა რამ თუა შემორჩენილი. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელმაც დატოვა ანატოლია ხმელთაშუა ზღვის გავლით, გააჩნდა მეგალითების მშნებლობის საჭირო ცოდნა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობები უფრო მცირე მასშტაბისაა, შემორჩენილი ქვის მონუმენტები გადაჭიმულია ირლანდიიდან ინგლისამდე, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, სარდინია და მალტა. არქიტექტურული თვალსაზრისით ობიექტები წარმოადგენენ ფართო სიმეტრიული გარე ფასადების რიგს, რომელიც მიემართებოდა წინა ეზოებისკენ და თავშეყრის ადგილისკენ, სადაც ეფექტურად იყო გაძლიერებული აკუსტიკა სულიერი ლიდერის მიმართვისთვის.

გობეკლი თეპეს მახლობლად მდებარე ჩათალ-ჰიუკის ნეოლითური მოსახლეობაც მიგრირებდა. თუმც ძეგლები იმ ტერიტორიაზე არაა აღმოჩენილი. ეს ადგილი იქცა ხიდად  ბინადარი ცხოვრებისთვის. ჩათალ ჰიუკის მოსახლეობის მოხატული ფრესკა ნათლად გვიჩვენებს მათ ინტერესს მუსიკისა და ცეკვისადმი.

ახლა ნათელი ხდება, როგორც კი იმ დროის ადამიანებმა შექმნეს ქვის კამერები რიტუალური დანიშნულებისთვის, მაშინვე გაჩნდა აკუსტიკური გარემო. ადვილად მისახვედრია, რომ რაღაც მუსიკა ან ბგერები იქცა საზოგადოებისთვის რიტუალის ნაწილად.








No comments:

Post a Comment