ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში კლდეზე გამოუცნობი მიზეზით ჩნდება კვერცხის ფორმის 20-40 სმ-ის ზომის ქვის წარმონაქმნები. ადგილობრივთა თქმით ჩან დიანის კლდე 6 მ-ის სიმაღლისაა. მასზე, ყოველ 30 წელიწადში ერთხელ, ჩნდება ქვის კვერცხის ფორმის ბურთულები და ცვივა მიწაზე.
ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როცა ადგილობრივი ტურისტული ბიუროს დირექტორმა მოუწოდა საზოგადოების წარმომადგენლებს წვეოდნენ ჩან დიანს. აცხადებდა, რომ ისინი გაოცებული დარჩებოდნენ, როცა ნახავდნენ როგორ აჩენდა კლდე კვერცხებს. თუმც აღნიშნული კლდე ცნობილი გახდა მხოლოდ რვა წლის შემდეგ.
კლდე მდებარეობს ციანან-ბუიეის ავტონომიურ პრეფექტურაში, რომელიც სამხრეთით გუანსის ესაზღვრება. კლდესთან ახლოს სოფელში მხოლოდ ოცი სახლია. ადილობრივებმა შეაგროვეს დაახლოებით 68 უცნაური კვერცხისებრი ქვა. მოსახლეობა ქვებს იღბალს უკავშირებს და ჩამოვარდნილ კვერცხის ქვებს აგროვებს. მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია რითია გამოწვეული ეს უცნაური მოვლენა.
მკვლევარებს მიაჩნია, რომ მოვლენის მთავარი მიზეზი კლდეზე ცალკეული ქანების ეროზია უნდა იყოს, მაგრამ ზუსტი გეოლოგიური მექანიზმი ჯერ არაა გარკვეული.
კლდე წარმოქმნილია კირქვისგან, რომელიც 500 მილიონი წლის წინანდელ კამბრიულ ხანას განეკუთვნება. როგორც ფიქრობენ, ქვის კვერცხები წარმოიქმნება დანალექი ქანებისგან, რომელიც უფრო მკვრივია.
მოვლენა იმის მანიშნებელია, რომ კლდეს გააჩნია ტენდენცია კვერცხისებურ ფრაგმენტებამდე უფრო ადრე დაიშალოს ხანგრძლივი წვიმების ან მეწყერის ზემოქმედებით. სავარაუდოდ, კვერცხისებურ ფორმას ქვები იღებს მის გარშემო ჩამდინარე წყლის შედეგად. მაგრამ ჯერაც გაუგებარია, ქვის კვერცხების უმეტესობა როგორ და რანაირად აღმოჩნდა კლდეში ჩაკირული.
No comments:
Post a Comment