თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია, პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი".
Tuesday, 29 June 2021
პარანორმალური მოვლენების მკვლევარ-მეცნიერი თომას ლეთბრიჯი
თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია, პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი".
Saturday, 19 June 2021
ლეონარდო და ვინჩი როგორც მისანი
ლეონარდო და ვინჩი მართლაც უნივერსალური ადამიანი გახლდათ. თითქმის ყველა სფეროში მიაღწია მან პროფესიული წარმატების მწვერვალს: მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, გამომგონებელი და მეცნიერი.
1499 წელს ლეონარდომ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII-თან მილანში შეხვედრისთვის შექმნა მექანიკური ლომი, რომელსაც რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეხსნებოდა გულმკერდი და იქიდან მოუჩანდა "შროშანებით სავსე" შიგნეულობა. დიდ მხატვარს ეკუთვნის სკაფანდრის, წყალქვეშა ნავის, თბომავლის გამოგონება. მანვე დაგვიტოვა ხელნაწერი, სადაც საუბარია გაზის განსაკუთრებული ნარევის გამოყენების შესახებ ( საიდუმლო შეგნებულად დაწვა) წყალქვეშ ყვინთვისთვის. ასეთ გამოგონებას აუცილებელად ესაჭიროებოდა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ზედმიწევნით ცოდნა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ლეონარდომ გამოიგონა ვერტმფრენი, ველოსიპედი, პარაშუტი, ტანკი, ტყვიამფრქვევი და ბევრი სხვა რამ. საოცარია, რომ გამოგონებულ მანქანებს და მოწყობილობებს, რომლის დამზადება იმ დროს შეუძლებელი იყო, დაწვრილებით აღწერდა.
Thursday, 17 June 2021
სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები
ძველი მითებიდან ვგებულობთ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მომხდარი წარღვნის შესახებ. ამასვე იმეორებს ბიბლიაც. სწორედ ბიბლიაშია ნახსენები ნოეს კიდობანი, რომლის აგების მიზანი გახლდათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა.
არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში წყლით დაიფარა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, სადაც სავარაუდოდ 75-100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები აფრიკის კონტინენტს იქით.
Thursday, 10 June 2021
ჰამსას სიმბოლო
ჰამსა უძველესი, დიდი ძალის მქონე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად იყენებენ ამულეტად. რთულია ამ სიმბოლოს საწყისი ფესვების პოვნა, ვინაიდან იუდაისტ, ქრისტიან და მუსლიმ მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი ჰამსას მნიშვნელობის განმარტებისას. ეს სიმბოლო გამოსახულია თვალის სახით ხელისგულზე. მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა უამრავი სხვა სახელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰამსას სიმბოლო წარმართობის დროიდან მოდის და მოგვიანებით ის მიიღო სხვა რელიგიებმა. როგორც ირკვევა მას კავშირი აქვს შუამდინარეთთან, ძველ ეგვიპტესთან.
Wednesday, 9 June 2021
სამი საიდუმლო კარი, რომლის გაღება აკრძალულია
ინდოეთი_პადმანაბჰასვამის ტაძარი/საცავი B
სტატიაში გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო უკვე ვისაუბრე ინდოეთში არსებულ ოქროთი მოვარაყებულ ტაძარზე და იქ გახსნილ 5 ოთახზე, სადაც აღმოჩნდა ტრილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები, ნივთები და ძვირფასეულობა. მე-6 ოთახი (B) დარჩა დაკეტილი, ვინაიდან კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება თუ ბუდისტი ბერი შეასრულებს განსაკუთრებულ წმინდა გალობას, მაგრამ ამის შესრულება დღეს არავის ძალუძს. ამიტომ ოთახი კვლავ დაკეტილია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.
Tuesday, 8 June 2021
ნიუტონს სწამდა, რომ ეგვიპტის პირამიდებში დაფარული იყო უძველესი ცოდნა
საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი და სამეცნიერო რევოლუციის საკვანძო ფიგურა ისააკ ნიუტონი დაინტერესებული იყო ოკულტიზმით. ის გახლდათ მისტიციზმით გატაცებული. მისი დაინტერესება ალქიმიითა და თეოლოგიით დოკუმენტურადაა დადასტურებული. ნიუტონს ბევრი საიდუმლო ჰქონდა. გადმოცემით, ბიბლიაში არსებული ფარული კოდების ამოხსნის ცდებს მეცნიერის გამოუქვეყნებული ნაშრომები ნათელჰყოფს. სავარაუდოდ, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები დაწერილია 1680 წელს, რომელიც აღმოაჩინეს მისი გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნიუტონს აპოკალიფსის გასაღებად მიაჩნდა ძველი ეგვიპტე.
Monday, 7 June 2021
სოლომონ მეფის მაგიდა_რთული ტექნოლოგია
სოლომონ მეფის საგანძური გამუდმებით იწვევდა და იწვევს საზოგადოების გაუნელებელ ინტერესს. მრავალი საუკუნის შემდეგაც კი არ წყდება მისი რეალურად არსებობის შესახებ დავა, ვინაიდან სოლომონის ტაძრის დარბევის დროს დაიკარგა და აქამდე არ აღმოჩენილა. საგანძურის ნივთების მთავარი ღირსება მათი მაგიური თვისებები გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი ნივთი იყო სოლომონის მაგიდა, რომელსაც საოცარი მახასიათებლები ჰქონდა.
Sunday, 30 May 2021
ლეგენდერული, დაკარგული ოაზის-ქალაქი ზერზურა
იმ უამრავი ლეგენდიდან და მითიდან, რომელიც უკავშირდება საჰარის უდაბნოს, ყველაზე მომხიბვლელი და იდუმალებით მოცული გახლავთ ლეგენდა ზერზურას დაკარგული ოაზისის შესახებ. გადმოცემით, ეს მწვანე სამოთხე მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ქვიშაში. ზოგს მიაჩნია, რომ ზერზურას ოაზისი მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ თავგადასავლების მოყვარულთ ასეთი მსჯელობა ვერ აფერხებს. შესაბამისად, ძალ-ღონეს არ იშურებენ აფრიკის ელდორადოს აღმოსაჩენად.
Friday, 28 May 2021
სტამბულში აღმოჩნდა ისტორიამდელი სამარხები რუნული წარწერებით
თურქეთში არქეოლოგებმა სტამბულის ყველაზე მოძრავ მოედანზე, სადაც მიმდინარეობს მეტროს ახალი სადგურის მშენებლობა, აღმოაჩინეს ათობით ისტორიამდელი სამარხი.
ისტორიამდელი სამარხი მშენებლობის ადგილზე მდებარეობს. არქეოლოგობი ამ ადგილზე 2016 წლიდან მუშაობენ. მათი მოვალეობაა არქეოლოგიური ძეგლების მოძიება და ამ ძეგლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
Monday, 24 May 2021
სიკვდილი ილუზიაა_ასე ფიქრობენ მეცნიერები
მეგობრის გარადაცვალების შემდეგ, ალბერტ აინშტაინმა თქვა: "ბესომ დატოვა ეს უცნაუარი სამყარო, ცოტათი გამასწრო. არაფერია, ჩვენნაირმა ადამიანებმა იციან, რომ განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მხოლოდ ჯიუტი, შეუვალი ილუზიაა". ექიმი, მეცნიერი რობერტ ლანცა დარწმუნებულია, რომ აინშტაინი მართალი იყო: სიკვდილი მხოლოდ ილუზიაა.
მიგვაჩნია, რომ ეს სამყარო-რაღაც ობიექტური რეალობა, დამკვირვებლისგან დამოუკიდებელია. ვფიქრობთ, რომ სიცოცხლე მხოლოდ ნახშირბადისა და მოლეკულების ნაზავია: რაღაც დროის განმავლობაში ვცოცხლობთ, შემდეგ მიწაში ვიხრწნებით. გვჯერა სიკვდილის იმიტომ, რომ ასე გვასწავლეს. და კიდევ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვაიგივებთ ფიზიკურ სხეულთან და ვიცით: სხეული კვდება და გაგრძელება არ არსებობს.
Friday, 21 May 2021
სამყაროს უძველესი რუკა
მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ შრი-ლანკას უძველეს ქალაქ ანურადჰაფურში მდებარე კლდეზე ამოუცნობი გამოსახულება უნდა ყოფილიყო უძველესი ვარსკვლავური ჭიშკარი, რომლის გავლით ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები მოგზაურობდნენ სამყაროს სხვა ადგილებში.
ეს ადგილი ცნობილია როგორც რაჯარათა (მეფეთა მიწა), რომელიც კუნძულზე დაარსებული პირველი სამეფო გახლდათ (377 წ.ჩვ.წ.აღ-მდე) და მდებარეობს შრი-ლანკას ბუდისტური ცივილიზაციის ცენტრში. ამ ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ის იზიდავს მომლოცველებს უძველესი ბუდისტური ტაძრებით.
Wednesday, 19 May 2021
საგნების ლევიტაცია ბგერითი ტალღების ზემოქმედებით
2019 წლის თებერვალში კოლუმბიის უნივერსიტეტის მკველვართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტის შედეგები, რომლის თანახმად ბგერით ტალღებს შეუძლია მიიზიდოს გრავიტაციული მასა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბგერით ტალღებს შეუძლია მცირე გრავიტაციული ველის შექმნა.
გამოთვლები აჩვენებს, რომ ბგერითი ტალღები ატარებს უარყოფით მასას, რაც ნიშნავს, რომ გრავიტაციული ველის არსებობისას, ისეთის როგორიც დედმიწაზეა, მათი ტრაექტორია ზევით იხრება. ირკვევა, რომ ტალღები ახდენს გრავიტაციული ველის გენერირებას.
დროის მანქანა და მაიკ მარკუმის უცნაური გაქრობა
1995 წლის დასაწყისში, მისურის შტატის ქალაქ სტენბერის მაცხოვრებელმა მაიკ მარკუმმა სცადა საკუთარი სახლის ვერანდაზე აეგო დროის მანქანა და შეუდგა "ჯეიკობსის კიბის" მოწყობილობის აგებას. ორ კონატაქტს შორის ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად მან გამოიყენა კომპაქტ-დისკების მოდიფიცირებული ლაზერი. შედეგად წარმოიქმნა უწყვეტი ელექტრორკალი. მოწყობილობის ჩართვისას მაიკი უცნაური შედეგის წინაშე დადგა. წარმოიქმნა სითბური კვალი, როგორიც ცხელი ასფალტის ზედაპირზე ჩანს ხოლმე, მაგრამ მას ჰქონდა ქარბორბალას ფორმა. მარკუმმა რკინის ხრახნი ჩააგდო შიგნით. ხრახნი წამიერად გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა რამდენიმე მეტრის მოშორებით.
Tuesday, 18 May 2021
ორთავიანი გოლიათი "კაპ-დვა"_საიდუმლოებით მოცული მუმია
ძველ ტექსტებში საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწყდებით იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ცხოვრობდნენ გოლიათები. მსგავს ინფორმაციას გვაწვდის თავად ბიბლიაც, სადაც საუბარია "ღვთისშვილ" გოლიათ ნეფილიმებზე. მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს სმენია პატაგონიის 3,5 მ. ორთავიანი გოლიათის შესახებ. ამ გოლიათის მუმიას მეცნიერებმა სახელად "კაპ-დვა" შეარქვეს.
Sunday, 16 May 2021
ყველაზე უცნაური გრაგნილები, კოდექსები და უძველესი წიგნები ისტორიაში
![]() |
| მენდოსას კოდექსი |
კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში დაწყებული პირველი იეროგლიფებიდან და ასოებიდან, დასრულებული თანამედროვე ფილოსოფიური ტრაქტატებით, ადამიანი იყენებდა დამწერლობას აზრის გამოსახატავად სხვადასხვა საკითხზე. ზოგიერთი წიგნი-დიდი რთული ტრაქტატებია, რომელიც არ ექვემდებარება გაშიფვრას დღესაც კი. ზოგის წარმოშობა გაურკვევლია, ზოგის-შინაარსი. ლიტერატურის ჩასახვის დროიდან კაცობრიობამ დააგროვა უამრავი ისეთი ნაწარმოები, რომელიც დღემდე აოცებს მეცნიერებს.
მენდოსას კოდექსი-აცტეკთა ილუსტრირებული კოდექსი, რომელიც დაიწერა დაახლოებით 1541 წელს. მასში დაწვრილებით არიან აღწერილი აცტეკები და მათი მმართველები, ცხოვრების ფორმა, კულტურა და ბევრი სხვა რამ.
Saturday, 15 May 2021
ძველ ბუდისტურ მონასტერში აღმოჩნდა საიდუმლო ბიბლიოთეკა
პეკინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ძველი ბუდისტური მონასტერი. სწორედ აქ, მიწისქვეშა საცავში საუკუნეების განმავლობაში ბერები ინახავდნენ ქვის ფილებს, რომელზეც ამოტვიფრული იყო იეროგლიფური წარწერები. ბუდისტი ბერები დარწმუნებული არიან, რომ ამ ფილებზე ინახება კაცობრიობის მომავალი, ჩვენი ცივილიზაციის არსებობის უკანასკნელ დღემდე.
საიდუმლო მიწისქვეშეთში მხოლოდ გერმანელი მეცნიერი ლოტარ ლედეროზე შეუშვეს- აღმოსავლეთ აზიის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ჰაიდელბერგის უნივესიტეტში. მან მოახერხა უძველესი ტექსტების ნაწილობრივ გაშიფრვა. თავის ჩანაწერებში მეცნიერი აღნიშნავდა, რომ სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი ვერ აღმოაჩინა. ტექსტების უმეტესი ნაწილი ბიოგრაფიულ ხასიათს ატარებდა და ეძღვნებოდა მონასტრის დამფუძნებლის საქმიანობას.
Friday, 14 May 2021
ფსიქომანტუმი_მიცვალებულთან ურთიერთობის საშუალება
მას მერე რაც ადამიანი მიხვდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სული სადღაც სხვაგან მიემართება, ის შეუდგა სულთან დამაკავშირებელი გზების ძიებას, რასაც საუკუნეები მოანდომა. დღეს მედიუმები და სპირიტისტები ძირითადად იყენებენ "უიჯის დაფას"(სპირიტისტული დაფა ასოებით და რიცხვებით) ან კიდევ უფრო თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც იჭერს ელექტრომაგნიტურ ანომალიებს.
მაგრამ არსებობს კიდე ერთი საშუალება, რომელიც ჩვენს ეპოქაში პრაქტიკულად მიივიწყეს. ეს გახლავთ უძველესი მეთოდი-ფსიქომანტუმი, რომლის მიახლოებითი მნიშვნელობაა "გონების თეტრი".
Sunday, 9 May 2021
ქრისტეს ხელთუქმნელი გამოსახულება ვერონიკას მანდილზე
ბევრმა ამოუხსნელმა მოვლენამ მოაღწია ისტორიის სიღრმეებიდან და იესო ქრისტეს დროიდან ჩვენამდე. რელიგიურ რელიკვიებს შორის პირველ ადგილზეა ტურინის სუდარა, რომელზეც ქრისტეს გამოსახულებაა, მაგრამ ის ერთადერთი არტეფაქტი არ გახლავთ. იესოს ხელთუქმნელი გამოსახულება შემორჩა ვერონიკას მანდილზეც, რომელზეც იესომ შეიწმინდა პირისახე.
ქრისტიანული გადმოცემა გვიამბობს ლეგენდარულ სელის ქსოვილის მანდილზე იესოს ხელთუქმნელი გამოსახულებით. გადმოცემის თანახმად, გამოსახულება ქსოვილზე გაჩნდა მას მერე, რაც გოლგოთისკენ მიმავალ ტანჯვით აღსავსე გზაზე ქრისტეს ვერონიკამ ოფლისა და სისხლის მოსაწმენდად მანდილი მიაწოდა. სახარებაში არაფერია ნათქვამი ვერონიკასა და მის მანდილზე. ყველაზე ახლოს ამ ამბავთან დგას სასწაული, რომლითაც ქალი განიკურნა იესოს სამოსზე შეხებით. ქალის სახელი მოგვიანებით იდენტიფიცირდა აპოკრიფულ "პილატეს საქმენის"ვერონიკასთან. ეს ისტორია მე-11 საუკუნეში გადამუშავდა და დაემატა ამბავი როგორ გადასცა იესომ ქალს ქსოვილზე გამოსახული საკუთარი გამოსახულება, რომლის დახმარებით ვერონიკამ განკურნა იმპერატორი ტიბერიუსი.
Subscribe to:
Posts (Atom)


















