Friday, 14 May 2021

ფსიქომანტუმი_მიცვალებულთან ურთიერთობის საშუალება

 

მას მერე რაც ადამიანი მიხვდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სული სადღაც სხვაგან მიემართება, ის შეუდგა სულთან დამაკავშირებელი გზების ძიებას, რასაც საუკუნეები მოანდომა.  დღეს მედიუმები და სპირიტისტები ძირითადად იყენებენ "უიჯის დაფას"(სპირიტისტული დაფა ასოებით და რიცხვებით) ან კიდევ უფრო თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც იჭერს ელექტრომაგნიტურ ანომალიებს.

მაგრამ არსებობს კიდე ერთი საშუალება, რომელიც ჩვენს ეპოქაში პრაქტიკულად მიივიწყეს. ეს გახლავთ  უძველესი მეთოდი-ფსიქომანტუმი, რომლის მიახლოებითი მნიშვნელობაა "გონების თეტრი".

მისი ძირითადი კონცეპცია მომდინარეობს ნეკრომანტონის ტრადიციიდან-ნეკრომანტიის ტაძარი, რომელიც ეძღვნებოდა ჰადესსა და პერსეფონეს. ეს ტაძარი მდებარეობდა მდინარე აშერონის ნაპირთან, ქალაქ ეფირის მახლობლად. თვლიდნენ, რომ ტაძარში მიცვალებულთა სამეფოს ჭიშკარი იყო. ლეგენდის მიხედვით ეს ჭიშკარი აკავშირებდა ორ სამყაროს. სხვა სამყაროში მოსახვედრად კი საჭირო იყო გვირაბის გავლა. ვინც ჭიშკარში შედიოდა, მაშინვე გრძნობდა სისუსტეს და კარგავდა სხეულის კონტროლს.



გადმოცემით, ტაძარში ტარდებოდა სულებთან დამაკავშირებელი რიტუალები, რომელიც იწყებოდა სარიტუალო სუფრით, იკვლებოდა სამსხვერპლო ცხოველი. ოდნავ განათებულ დერეფანში იდგმებოდა წყალი და ზეთი. მას ხანდახან ასხურებდნენ ცხოველის სისხლს. სითხით სავსე ჭურჭლის ზედაპირი სარკის ფუნქციას ასრულებდა და იქ მყოფთ ეწყებოდათ ხილვები.

1990 წლიდან თანამედროვე ფსიქომანტუმმა ახალი სახე შეიძინა სარკის გამოყენებით და მისი ავტორი გახლდათ რაიმონდ მუდი-ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ექიმი, რომლის კვლევის თემაა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მუდის ფსიქომანტუმი წარმოადგენს პატარა, მზის სხივებისგან სრულიად დაცულ ბნელ ოთახს, სადაც  დგას 45 გრადუსით დახრილი სკამი. როცა მუდი ჯდებოდა (უფრო მართებულად წვებოდა) ამ სკამზე, მის წინ ჩანდა სარკისებური ეკრანი.  შედეგად, ის ეფლობოდა სრული სიბნელის ოკეანეში. ოთახს ანათებდა სკამის უკან განთავსებული  პატარა ნათურის ძალიან სუსტი სინათლე.


სარკეში ხილვის გამოსაწვევად საჭირო იყო იმ ადამიანზე კონცენტრირება ვისი ნახვაც სურდა პიროვნებას. შეიძლებოდა მიცვალებულის სურათის მიტანაც, ამასთან ყურება და ფიქრი მასზე.

მუდის თქმით, ასეთი სეანსის შედეგი, რომელიც ერთ საათს გრძელდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ამასთან, მასში მონაწილეებს შიში იპყრობს. მოვლენები, რომელსაც ხედავენ, ისმენენ და გრძნობენ, სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული აქვს. ზოგიერთს ესმის მიცვალებულთა ხმები, ზოგიერთი მათ შეხებას, მოფერებას გრძნობს. გრძნობენ სუნს, რომელიც მიცვალებულს უკავშირდება. ნაწილი ხედავს მიცვალებულის სახეს სარკეში. ზოგიერთი ამბობს, რომ ხედავს მიცვალებულს ზუსტად ისეთივეს როგორიც ის სიცოცხლეში იყო და ეს გამოსახულება გამოდის სარკიდან, დადის მის გარშემო როგორც რეალური ადამიანი.

თავად მუდი ირწმუნება, რომ ასეთივე მეთოდით მან ნახა გარდაცვლილი ბებია და მისი გამოსახულება სარკეში  როგორც ცოცხალი და არა ნახევრად გამჭვირვალე მოჩვენება.

მრავალი წლის კვლევების დროს მუდიმ ბევრი მსგავსი ფსიქომანტუმის ცდა ჩაატარა. აქედან გამომდინარე აღნიშნავს, რა სახითაც უნდა გამოჩნდეს მიცვალებულის სული ნათესავების წინაშე, ის ყოველთვის დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ამ უკანასკნელზე. რომლის შემდეგ  პიროვნებას ადვილად გადააქვს ამქვეყნიდან წასულის მძიმე დანაკარგი. 

ყველა ექსპერიმენტი მუდიმ დაწვრილებით აღწერა წიგნში"ხელახლა გაერთიანება: ვიზუალური შეხვედრები წასულ ნათესავებთან", რომელიც 1993 წელს გამოსცა. მუდი კვლავაც აგრძელებს საკუთარ კვლევებს ამ სფეროში.







No comments:

Post a Comment