Tuesday, 30 November 2021

იდუმალი ქალაქი კერ-ისი_ლეგენდა თუ რეალობა


კერ-ისი-ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი წყალქვეშა ქალაქი, რომელიც ჩაიძირა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში. ქალაქი დაარსა და  სამეფოს დედაქალაქად აქცია გრადლონ დიდმა, რომელიც მართავდა ახლანდელ ბრეტონს შორეულ წარსულში.

გადმოცემის თანახმად, კერ-ისი ფერიებმა ააშენეს და მათ ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი კეთილგანწყობილი იყვნენ გრადლონისადმი და დაუთმეს საკუთარი სამფლობელოს ნაწილი მას. ქალაქი თვალსადახელშუა გაიზარდა. მალე, კელტურ მიწებზე სიმდიდრითა და სილამაზით მისი ბადალი ქალაქი არ მოიძებნებოდა. ზღვის მხრიდან ქალაქს დამბა და კაშხალი იცავდა, რომლის ჩასაკეტ გასაღებს მეფე კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა.

Thursday, 25 November 2021

წინასწარმეტყველი მხატვარი_ბენჟამენ პარავიჩინი


საყოველთაოდ ცნობილია, რომ წინასწარმეტყველები  ხდებიან არა მხოლოდ ღვთისმოსავი სასულიერო პირები, არამე ხელოვანები და მწერლებიც. მათ უხილავი, ზებუნებრივი ძალა კარნახობს ნახატებისა და თხზულებების სიუჟეტებს. არგენტინელი მხატვრის ბენჟამენ სოლარი პარავიჩინისთვის ეს მოვლენა გახდა არამარტო შთაგონება, არამედ ნათელმხილველური ნიჭის გამოვლენის საშუალება. "ის მოულოდნელად შეპყრობილივით იწყებდა ცახცახს, სტაცებდა ფანქარს ხელს და ფანქარი თითქოს თავად ატარებდა ხელს ქაღალდზე, თითქოს ვიღაც რაღაცას კარნახობდა მას"-ყვებოდა ბენჟამენის მამა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში.

Saturday, 20 November 2021

ჩეშირელი წინასწარმეტყველი რობერტ ნიქსონი


რობერტ ნიქსონი დაიბადა მე-15 საუკუნეში, ინგლისის ქალაქ ჩეშირში, გაკოტრებული ფერმერის ოჯახში. ბიჭი გონებრივად ჩამორჩენილი იყო,  დიდი თავისა და გადმოკარკლული თვალების გამო, ბავშვს დასცინოდნენ. ლაპარაკის დროს იყენებდა მხოლოდ ორ სიტყვას: "დიახ", "არა". ყველაფრის მიუხედავად ნიქსონი შევიდა ისტორიაში როგორც ჩეშირელი წიანასწარმეტყველი.

Saturday, 13 November 2021

მგელი_მგელ ძაღლის სიმბოლო


მგელი, მგელ-ძაღლი არის ძალის სიმბოლო. ის იმყოფება ორი სამყაროს ზღვარზე. შეგვახსენებს, რომ ადამიანში ცხოვრობს ველური ძალა და არის თავისუფლების ტოტემი. მგელი გვასწავლის თავისუფლების სიყვარულს, თავისუფალ ცხოვრებას შინაგანი შეზღუდვების გარეშე. მგელი ყოველთვის იყურება შიგნით და შემდეგ გარეთ.

Tuesday, 2 November 2021

სუფისტ-დერვიშთა ორდენები


 აზიის დასავლეთში არსებობს უამრავი მისტიკური სექტა, რომელიც ჩაისახა ისლამში. მათში ყველაზე ცნობილია  დერვიშთა ორდენები. დერვიშთა საძმოში არსებობს თორმეტი მთავარი ორდენი. ყოველი ორდენში სათავეში დგას მასწავლებელი, რომლის მიმართ ყველა ერთგულებას გამოთქვამს. ორდენის წევრად მიღებისას ტარდება ინიციაციის რიტუალი. დერვიშთა სულიერ საძმოებს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. დერვიშებად ითვლებიან ისინი, ვისაც ზებუნებრივი უნარები გააჩნიათ და მათ მიმართავენ თხოვნით, კითხვებით, რომლის გადაწყვეტას სჭირდება განვითარებული ინტუიცია.

Sunday, 31 October 2021

საიდუმლო საზოგადოება "ტულე"


1918 წელს მიუნჰენში შეიქმნა ოკულტურ-პოლიტიკური საზოგადოება ტულე, რომლის მიზანი გერმანული სიძველეების შესწავლა გახლდათ. სწორედ მას უკავშირდება მესამე რაიხის იდეოლოგიის საწყისი. ამ საზოგადოებასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი გერმანიის მუშათა პარტიის შექმნაში, რომელიც შემდეგ იქცა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიად. ნაცისტთა მისალმება ზიგ ჰაილ პირველად გამოიყენეს საზოგადოება ტულეში. ტულე თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც გერმანული ორდენი.

სახელწოდება ტულე დაკავშირებულია ბერძნული ლეგენდებიდან ცნობილ მითიურ ჩრდილოეთის ქვეყანასთან ჰიპორბორეა. ნაცისტი მისტიკოსების აზრით, ტულე იყო ჰიპორბორეის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილოეთში.

Saturday, 9 October 2021

გველი_როგორც სიმბოლო


გველი-სიმბოლოებიდან უნივერსალური, რთული და ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული და ძველი სიმბოლო. გველის, გველეშაპის სახე ბევრ ძველ გადმოცემასა და ლეგენდაში ფიგურირებს, სადაც ის მისტიკური შარავანდედითაა მოსილი, ერთდროულად იწვევს პატივისცემასა და შიშს. ხშირად გველი და გველეშეპი ურთიერთმონაცვლეა, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში მათ არ განასხვავებენ. 

გველის სიმბოლო მრავალშრიანია და სემანატიკურად ღრმა.  განასახიერებს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ და ამასთან ანდროგინულ საწყისსაც. ის გახლავთ მკვეთრად გამოხატული ფალოსური სიმბოლო, მამაკაცური ძალა. გველი უჭირავს ხელში ყველა ქალღმერთს ან გარს ახვევია მას, მათ შორის, დიდ დედა ღვთაებას. გველი იძენს ქალურ თვისებებს, როგორიცაა: იდუმალება, ინტუიცია და ამავე დროს, არაპროგნოზირებადობაც, ვინაიდან მოულოდნელად ჩნდება და ქრება.

Tuesday, 10 August 2021

მეცნიერები ადასტურებენ, რომ დედამიწის ბირთვში ცხოვრობენ ადამიანები


 ჯერ კიდევ 2012 წელს ამერიკელმა მეცნიერ-ფიზიკოსმა ბრუქს ენდრიუმ განიზრახა ექსპედიციის ჩატარება ჩრდილოეთ პოლუსზე, ვინაიდან  მიაჩნდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო ჩასასვლელი მიწისქვეშა სამყაროში. ის იზიარებდა ღრუ დედამიწის თეორიას, სადაც უნდა ეარსება საკუთარ ცას და საკუთარი მზეს. ამის შესახებ მან ეგვიპტური მითებიდან შეიტყო, სადაც ნახსენებია მიწისქვეშა მზე როგორც "შუაღამის მზე". მეცნიერი ეგვიპტის მითების კვლევის საკითხს თანამედროვე ფიზიკის, კოსმოლოგიის, შემეცნებისა და დროში მოგზაურობის კუთხით უდგებოდა. მისი აზრით, აბიდოსში ნაპოვნი ხელნაწერების მიხედვით, ეგვიპტელები მოსალოდნელ კატასტროფებს გაექცნენ, რომლის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამიტომ  გადაინაცვლეს მიწისქვეშა სამყაროში. ბრუქს ენდრიუ ახსენებდა მიწისქვეშა ქალაქ დამენჰურს, სადაც თითქოს ეგვიპტელები უნდა წასულიყვნენ. მისი აზრით, იქ დრო შენელებას იწყებს სინათლის სხივის სიჩქარესთან შეფარდებით. მსგავს თეორიას გამოთქვამდნენ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ტოლტეკებთან დაკავშირებითაც. ტოლტეკები დროში გადანაცვლების უნარს ფლობდნენ და ამიტომ მოულოდნელად გაქრნენ. უცნობია შეძლო თუ არა ბრუქს ენდრიუმ საკმარისი სახსრების უქონლობის პირობებში საკუთარი პროექტის გახორციელება.

Saturday, 7 August 2021

ერთწლიანი ლეთარგიული ძილის შემდეგ დაწერილი მომავლის წინასწარმეტყველება

 

"მომავლის წიგნი"-უნიკალური წიგნი, სადაც გადმოცემულია ლეთარგიულ ძილში მყოფი პოლ ამადეუს დინაჰის საოცარი განცდები. დინაჰი ამტკიცებდა, რომ უგონო მდგომარეობაში ყოფნისას აღმოჩნდა მომავალში და ურთიერთობა  ჰქონდა ადამიანებთან, რომლებმაც აუხსნეს რა მოხდებოდა უახლოესი ორი ათასი წლის განმავლობაში.

პოლ დინაჰი წარმოშობით  შვეიცარელი გერმანელი იყო. 1920 წელს ის დაავადდა იშვიათი დაავადებით-ლეთარგიული ენცეფალიტით, რომლის ეპიდემია მე-20 საუკუნის ოციან წლებში გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დააწვინეს ჰოსპიტალში, სადაც  იმყოფებოდა კომაში. გონზე მოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ ფხიზლად იყო მთელი წელი სხვა ადამიანის სხეულში, რომელიც ცხოვრობდა მესამე ათსწლეულის ბოლოს. ერთი წლის შემდეგ, ექიმის რჩევით ის გაემგზავრა ათენში. საბერძნეთში ის სტუნდენტებს გერმანულ ენას ასწავლიდა.

ცნობადის ხე


ცნობადის ხე-სამყაროს ხის სახეცვლილება. ის საპირისპიროა ცხოვრების ხისა, რომელიც ბიბლიური ტრადიციით გახლავთ სიკეთისა და ბოროტის შემეცნების ხე და სიკვდილის მომასწავებელი. ბაბილონში იზრდებოდა ორი ხე-ცხოვრების ხე და ჭეშმარიტების ხე, რომელსაც ასევე საპირისპირო მნიშვნელობა ჰქონდა. 

ეგვიპტის მითოლოგიიდან ცნობილია სიკომორი, რომლზეც მიცვალებულთა წიგნის თანახმად, უნდა დაეშვას მიცვალებული ფრინველის სახით საცოცხლის ნაყოფით  ხელში; ვინც ამ ხის ტოტზე ჩამოჯდება ღმერთად იქცევა, ანუ შეიძენს ღვთიურ ცოდნას.

Tuesday, 27 July 2021

მისტიკოსი და წინასწარმეტყველი მონაზონი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (ჰილდეგარდ ბინგენელი)


ჰილდეგარდ ფონ ბინგენი გახლავთ ყველა დროის და არამარტო შუა საუკუნეების ევროპელი ხალხის უნიკალური და ყველაზე ცნობილი გერმანელი მისტიკოსი ქალი და თავისი დროის ძალიან დაფასებული წინასწარმეტყველი. ჰილდეგარდი დაიბადა 1098 წელს ბინგენის მახლობლად (ახლანდელი მაინციდან 20 კმ-ში) არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობიდან აწუხებდა თავის ტკივილები. მიეჩვია პატარაობიდან ტკივილების ატანას,  არ ტიროდა და ჩიოდა ამის გამო. ეშინოდა ეთქვა, რომ მტკივნეული შეტევების დროს ეწყებოდა უცნაური ხილვები. ხილვები კი მას სამი წლის ასაკიდან დაეწყო. როცა მშობლებმა ხილვების შესახებ შეიტყვეს, მიხვდნენ რომ გოგონა ღვთის მსახურებისთვის იყო მოვლენილი. 8 წლის ასაკში ის ბენედიქტელთა ორდენის ქალთა მონასტერში მიიყვანეს, სადაც მის აღზრდაზე ზრუნავდა დედა იუტა. ის ასწავლიდა ჰილდეგარდს ბიბლიას, გალობას და ბენედიქტელთა ლოცვებს, ლათინურ პატრისტიკას და ხელოვნებას.

Saturday, 17 July 2021

კამბეის ცივილიზაცია_აღმოჩენილია ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში


ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთით, არაბეთის ზღვაში მდებარეობს კამბეის ყურე. უძველესი დროიდან ეს ყურე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 2002 წელს კამბეის ყურეში აღმოაჩინეს უძველესი დასახლების ნანგრევები. ჩაძირული ქალაქი გამოიკვლიეს თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. წყლის ზედაპირზე ამოიღეს უამრავი არტეფაქტი. ყველაზე საოცარი კი ამ დასახლების ასაკი აღმოჩნდა, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 9500 წელს ითვლის.

არქეოლოგები ათეულობით წლების განმავლობაში იხილავდნენ ჰარაფას ცივილიზაციის წარმოშობას, რომელიც თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ყვაოდა 3000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. კამბეის ყურეში ჩატარებული კვლევების შედეგად ინდოელი მეცნიერები სენსაციური აღმოჩენის წინაშე დადგნენ. გაირკვა, რომ ჰარაფას ცივილიზაცია დაკავშირებული იყო მასზე უფრო ძველ კულტურასთან. ეს უძველესი კულტურა კი არსებობდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულისთვის, რომელიც შემდეგ წყალმა დაფარა. ცნობისთვის, უკანასკნელი გამყინვარების ხანაში დაახლოებით 18 ათასი წლის წინ, ზღვის დონე ამ ტერიტორიაზე 130 მეტრით დაბალი იყო.

Sunday, 4 July 2021

ნადი_ბედისწერის ბიბლიოთეკა ინდოეთში


ინდოეთში არსებობს ასტროლოგიური ბიბლიოთეკა ნადი. ნადი ძველ ტამილურ ენაზე ნიშნავს დანიშნულებას. პალმის საცავი ძირითადად ინდოეთში მდებარეობს, მაგრამ ნაწილი შრი-ლანკაშიცაა. სამყაროს ისტორია შესაქმედან მოყოლებული დატეულია პალმის ფოთლებისგან შემდგარ 3665 ტომში. თითეულ მათგანში დევს 365 ფირფიტისგან შექმნილი ბარათი.



ნადი-ასტროლოგია
გახლავთ ჯოთიშის ცალკე მიმართულება. თავისთავად ჯოთიში (ჯოთი-სანსკრიტ. "სინათლე") ცნობილია როგორც ინდური ასტროლოგია. რეალურად ესაა მეცნიერება სინათლის არსზე, მის წარმოქმნაზე, სიბნელესთან ურთიერთობაზე და იმ კანონზომიერებებზე, რომელიც მათი ურთიერთობის შედეგად ჩნდება. ეს მეცნიერება მოიცავს არა მხოლოდ ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ქირომანტიას, არამედ წარსულის, აწმყოს და მომავლის ამოცნობის სხვა მეთოდებსაც, მაგ. ადამიანის გარეგნობით და სუნთქვითაც კი.

Tuesday, 29 June 2021

პარანორმალური მოვლენების მკვლევარ-მეცნიერი თომას ლეთბრიჯი


თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია,  პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი". 

Saturday, 19 June 2021

ლეონარდო და ვინჩი როგორც მისანი


 ლეონარდო და ვინჩი მართლაც უნივერსალური ადამიანი გახლდათ. თითქმის ყველა სფეროში მიაღწია მან პროფესიული წარმატების მწვერვალს: მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, გამომგონებელი და მეცნიერი.

1499 წელს ლეონარდომ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII-თან მილანში შეხვედრისთვის შექმნა მექანიკური ლომი, რომელსაც რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეხსნებოდა გულმკერდი და იქიდან მოუჩანდა "შროშანებით სავსე" შიგნეულობა. დიდ მხატვარს ეკუთვნის სკაფანდრის, წყალქვეშა ნავის, თბომავლის გამოგონება. მანვე დაგვიტოვა ხელნაწერი, სადაც საუბარია გაზის განსაკუთრებული ნარევის გამოყენების შესახებ ( საიდუმლო შეგნებულად დაწვა) წყალქვეშ ყვინთვისთვის. ასეთ გამოგონებას აუცილებელად ესაჭიროებოდა  ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ზედმიწევნით ცოდნა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ლეონარდომ გამოიგონა ვერტმფრენი, ველოსიპედი, პარაშუტი, ტანკი, ტყვიამფრქვევი და ბევრი სხვა რამ. საოცარია, რომ გამოგონებულ მანქანებს და მოწყობილობებს, რომლის დამზადება იმ დროს შეუძლებელი იყო, დაწვრილებით აღწერდა.

Thursday, 17 June 2021

სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები


ძველი მითებიდან ვგებულობთ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მომხდარი წარღვნის შესახებ. ამასვე  იმეორებს ბიბლიაც. სწორედ ბიბლიაშია ნახსენები ნოეს კიდობანი, რომლის აგების მიზანი გახლდათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა.

არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში წყლით დაიფარა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, სადაც სავარაუდოდ 75-100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები აფრიკის კონტინენტს იქით.

Thursday, 10 June 2021

ჰამსას სიმბოლო



ჰამსა უძველესი, დიდი ძალის მქონე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად იყენებენ ამულეტად. რთულია ამ სიმბოლოს საწყისი ფესვების პოვნა, ვინაიდან იუდაისტ, ქრისტიან და მუსლიმ მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი ჰამსას მნიშვნელობის განმარტებისას. ეს სიმბოლო გამოსახულია თვალის სახით ხელისგულზე. მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა უამრავი სხვა სახელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰამსას სიმბოლო წარმართობის დროიდან მოდის და მოგვიანებით ის მიიღო სხვა რელიგიებმა. როგორც ირკვევა მას კავშირი აქვს შუამდინარეთთან, ძველ ეგვიპტესთან.

Wednesday, 9 June 2021

სამი საიდუმლო კარი, რომლის გაღება აკრძალულია


მსოფლიოში არსებობს სამი ადგილი, სადაც დაბეჭდილია კარები, რომლის გახსნა არ შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო. იქ კი, აურაცხელი განძის გარდა იმალება დიდი საიდუმლოც.


 ინდოეთი_პადმანაბჰასვამის ტაძარი/საცავი B


სტატიაში გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო უკვე ვისაუბრე ინდოეთში არსებულ ოქროთი მოვარაყებულ ტაძარზე და იქ გახსნილ 5 ოთახზე, სადაც აღმოჩნდა ტრილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები, ნივთები და ძვირფასეულობა. მე-6 ოთახი (B)  დარჩა დაკეტილი, ვინაიდან კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება თუ ბუდისტი ბერი შეასრულებს განსაკუთრებულ წმინდა გალობას, მაგრამ ამის შესრულება დღეს არავის ძალუძს. ამიტომ ოთახი კვლავ დაკეტილია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.

Tuesday, 8 June 2021

ნიუტონს სწამდა, რომ ეგვიპტის პირამიდებში დაფარული იყო უძველესი ცოდნა


საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი და სამეცნიერო რევოლუციის საკვანძო ფიგურა ისააკ ნიუტონი დაინტერესებული იყო ოკულტიზმით. ის გახლდათ მისტიციზმით გატაცებული. მისი დაინტერესება ალქიმიითა და თეოლოგიით დოკუმენტურადაა დადასტურებული. ნიუტონს ბევრი საიდუმლო ჰქონდა. გადმოცემით,  ბიბლიაში არსებული ფარული კოდების ამოხსნის ცდებს მეცნიერის გამოუქვეყნებული ნაშრომები ნათელჰყოფს. სავარაუდოდ, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები დაწერილია 1680 წელს, რომელიც აღმოაჩინეს მისი გარდაცვალებიდან  200 წლის შემდეგ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნიუტონს აპოკალიფსის გასაღებად მიაჩნდა ძველი ეგვიპტე.

Monday, 7 June 2021

სოლომონ მეფის მაგიდა_რთული ტექნოლოგია


სოლომონ მეფის საგანძური გამუდმებით იწვევდა და იწვევს საზოგადოების გაუნელებელ ინტერესს. მრავალი საუკუნის შემდეგაც კი არ წყდება მისი რეალურად  არსებობის შესახებ დავა, ვინაიდან სოლომონის ტაძრის დარბევის დროს დაიკარგა და აქამდე არ აღმოჩენილა. საგანძურის  ნივთების მთავარი ღირსება მათი მაგიური თვისებები გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი ნივთი იყო სოლომონის მაგიდა, რომელსაც საოცარი მახასიათებლები ჰქონდა.