Saturday, 7 August 2021

ერთწლიანი ლეთარგიული ძილის შემდეგ დაწერილი მომავლის წინასწარმეტყველება

 

"მომავლის წიგნი"-უნიკალური წიგნი, სადაც გადმოცემულია ლეთარგიულ ძილში მყოფი პოლ ამადეუს დინაჰის საოცარი განცდები. დინაჰი ამტკიცებდა, რომ უგონო მდგომარეობაში ყოფნისას აღმოჩნდა მომავალში და ურთიერთობა  ჰქონდა ადამიანებთან, რომლებმაც აუხსნეს რა მოხდებოდა უახლოესი ორი ათასი წლის განმავლობაში.

პოლ დინაჰი წარმოშობით  შვეიცარელი გერმანელი იყო. 1920 წელს ის დაავადდა იშვიათი დაავადებით-ლეთარგიული ენცეფალიტით, რომლის ეპიდემია მე-20 საუკუნის ოციან წლებში გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დააწვინეს ჰოსპიტალში, სადაც  იმყოფებოდა კომაში. გონზე მოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ ფხიზლად იყო მთელი წელი სხვა ადამიანის სხეულში, რომელიც ცხოვრობდა მესამე ათსწლეულის ბოლოს. ერთი წლის შემდეგ, ექიმის რჩევით ის გაემგზავრა ათენში. საბერძნეთში ის სტუნდენტებს გერმანულ ენას ასწავლიდა. 

თავიდან პოლი ცდილობდა საიდუმლოდ შეენახა მიღებული ინფორმაცია, თუმც ამის გამო ფიცი არ დაუდევს მომავლის ადამიანებთან. თავად ხვდებოდა, რომ მისავე ინტერესებში შედიოდა ჩუმად ყოფილიყო და არაფერი გაეხმაურებინა. მას ეშინოდა, რომ დასცინებდნენ და გიჟად შერაცხავდნენ თუ თავის ისტორიას სხვებს გაუზიარებდა.

ახალ სხეულში ყოფნისას ის შეხვდა ბევრ ადამიანს მომავლიდან, რომლებმაც აუხსნეს ყველაფერი რაც დედამიწაზე მოხდა წინა წლებში. მას აცნობეს ახალი სახეობის ადამიანზე, რომელიც ადამიანის ევოლუციის შემდეგი საფეხური გახდებოდა. როგორც ირკვევა, ლეთარგიულ ძილში მყოფი პოლ დინაჰის სული გადავიდა 3906 წელს მცხოვრები ვინმე ანდრეას ნორტემის სხეულში, რაც არ ჰგავს გათამაშებულ ამბავს. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2016 წელს დინაჰის დღიურზე (1000 გვ.) მუშაობა დაიწყო ბერძენ და ასევე სხვა ქვეყნების მეცნიერთა ჯგუფმა.

1924 წელს დინაჰმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მან კაბინეტში უხმო თავის საუკეთესო სტუდენტს გეორგიუს პაპაჰაცისს და გადასცა ხელნაწერები. ურჩია გერმანულად დაწერილი ტექსტი  ბერძნულად ეთარგმნა, რაც მას ენის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებოდა. სავარაუდოდ, პოლი გზაში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

იმ დროიდან დაიწყო დღიურის თავგადასავლები. გეორგიუს პაპაჰაცისმა 12-ჯერ იმგზავრა შვეიცარიაში დღიურის ავტორის მოსაძებნად (1952-1966წწ), მაგრამ ვერც მასწავლებლის და ვერც მისი ნათესავების კვალს ვერსად მიაგნო. პაპაჰაცისმა გადაწყვიტა რამდენიმე ადამიანი ჩაერთი ხელნაწერი დღიურის თარგმნაში. თარგმნას მან თოთხმეტი წელი მოანდომა.

თავიდან ის ფიქრობდა, რომ კითხულობდა უცნაურ რომანს, მაგრამ რამდენიმე ხანში მიხვდა, რომ ეს იყო პოლის მოგონებები, რომელსაც კაცობრიობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გადაწყვიტა გაეზიარებინა ის თავისი კოლეგა მასონებისთვის. როგორც ირკვევა, მან დიდი შეცდომა დაუშვა. ნაწერები მიითვისეს და უარი განაცხადეს საკუთარი წრის გარდა სხვებისთვის მის გაზიარებაზე.

საბერძნეთში გამოქვეყნდა რომანი "ვარდების ველი", რომელიც წარმოადგენდა  პაპაჰაცისის მოთხრობების კომპილაციას მასწავლებელზე და ნორტემის აღიარებაზე დაყრდნობით. ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება ვინ და რატომ ამოიღო გაყიდვიდან ამ რომანის მთელი ტირაჟი და შემდეგ გაანადგურა.  ამავე დროს, პაპაჰაცისმა გააგრძელა საიდუმლო ხელნაწერის თარგმანზე მუშაობა.

სამწუხაროა, რომ  დროში მოგზაურის დღიურის დედანი უკვალოდ გაქრა. მთარგმნელის მტკიცებით, 1944 წლის შობის წინ, მის სახლში შევიდნენ საბერძნეთის არმიის ჯარისკაცები და ამოიღეს საეჭვო დოკუმენტი გერმანულ ენაზე იმ პირობით, რომ დააბრუნებდნენ შემოწმების შემდეგ, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა. 

პაპაჰაცისს მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონებოდა შესაძლებლობა გასცნობოდა ამ დაუჯერებელ აღიარებებს და გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ნაშრომი. იმ დროისთვის მან დაასრულა დინაჰ-ნორტემის დღიურის თარგმნა, რომელიც საბოლოოდ დაიბეჭდა 1979 წელს, მაგრამ ამ ტირაჟმაც მთლიანად გაიზიარა "ვარდების ველის"  ბედი. ეს ტირაჟი მთლიანად შეისყიდეს ისე, რომ მან ვერ მიაღწია მაღაზიის დახლამდე. მხოლოდ 2015 წლის ბოლოს ვიღაც ანასტასის რადამანტისმა წარუდგინა ერთი ეგზემპლარი საბერძნეთის სამეცნიერო საზოგადოებას. 

პოლ ამადეუს დინაჰის წინასწარმეტყველებებიდან ვგებულობთ კაცობრიობის შემდეგ მომავალს: 
2016-2018 წ. მსოფლიო აღმოჩნდება ომის ზღვარზე, მაგრამ საბედნიეროდ თავს დააღწევს ამ უბედურებას.
2020 წ. გაჩნდება ახალი საბანკო სისტემა. ელექტრონული ფულის ღირებულება მიბმული იქნება ელექტროენერგიასა და ბუნებრივ რესურსებზე. მოხდება ელექტრონულ ვალუტაზე გადასვლა.
2025 წ.დედამიწის ბუნებრივი რესურსები იქნება გადანაწილებული. ფაქტობრივად მათზე კერძო საკუთრება გაუქმდება. ეს მისცემს დედამიწის მოსახლეობას კეთილდღეობის გარანტიას.
2030 წ. გაჩნდება ადამიანებს შორის ახალი კომუნიკაციის საშუალება. კაცობრიობა ისწავლის სულიერი ენერგიის მართვას. ადამიანი გახდება ტელეპატი და შეძლებს გააგზავნოს და მიიღოს შეტყობინებები აზრის ძალით. ბავშვების სიკვდილიანობა ნულოვან ნიშნულს მიუახლოვდება.
2050 წ.აღმოჩნდება ახალი ენერგია_'სივრცითი ენერგია". ამასთან დაკავშირებით შეწყდება ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენება.
ამას გარდა, პოლ დინაჰი ახსენებს, რომ 21-ე საუკუნეში აღმოაჩენენ ახალ დნმ-ს. დაიწყება მიწისქვეშა ხელოვნური ქალაქების მშენებლობა, რომელიც გადაწყვეტს დედამიწის ჭარბი მოსახლეობის პრობლემას. ასევე მოხდება შიდა მიწისქვეშა მზისა და ატმოსფეროს აღმოჩენა.
დედამიწას ეყოლება ერთიანი მსოფლიო მთავრობა, რაც მოხდება მომავალი თაობების დროს. ჩანაწერების მიხედვით, ეს მთავრობა იქნება შემდგარი მეცნიერებისა და ინტელექტუალებისგან, ვინაიდან 23-ე საუკუნეში "პოლიტიკა" როგორც ასეთი, საერთოდ გაქრება.

არსებობს თუ არა არგუმენტები, რომ გეორგიუს პაპაჰაცისი არ იყო შარლატანი და მისტიფიკატორი? პაპაჰაცისი კარგად ცნობილი პიროვნებაა საბერძნეთში. ის გახლდათ უნივერსიტეტის  პოლიტიკური განათლების "პანთეონი" დეკანი, რომელიც შეიქმნა ათენში 1927 წელს. საკუთარი მასწავლებლის დღიურის პოპულარიზაციის ცდისთვის პაპაჰაცისი სერიოზულ დევნას განიცდიდა-სამეცნიერო საქმიანობის აკრძალვისა და საეკლესიო ანათემის მუქარას. მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერი მაინც განაგრძობდა თავის საქმიანობას. მაგრამ დინაჰის ხელნაწერის თარგმნის დროს დღიურს საკუთარ კომენტარებს ურთავდა. ამიტომ წინასწარმეტყველებები გადახლართულია  მის კომენტარებთან.  საჭიროა წინასწარმეტყველების მისი კომენტარებისგან განცალკევება, რომელიც უფრო  პოეტური აზროვნებით გამოირჩევა.

თავად წინასწარმეტყველებები იმსახურებს  ცოდნის სხვადასხვა სფეროს თანამედროვე სპეციალისტთა ფრთხილ მუშაობას-ფუტურულოგიით დაწყებული კვანტური ფიზიკით დამთავრებული. მე-20 საუკუნის დასაწყისის შვეიცარელი მასწავლებელი აღიარებს თავის დღიურებში, რომ ვერ შეძლო ბოლომდე გაეგო ანდრეს ნორტემის ტერმინოლოგია-შორეული მომავლის მეცნიერისა, რომელმაც ცოდნა გადასცა მას. ამიტომ პოლი თავისი ცოდნისა და გაგების შესაბამისად წერდა. ცნობილი ასტროფიზიკოს ჰუბერტ რივზის აზრით, დინაჰის მიერ აღწერილ ნორტემში განსხეულება მალავს უდიდეს სამეცნიერო მონაცემებს, რომელიც უცნობი იყო 1920 წელს და აღიარებულია ფაქტებით მხოლოდ 21-ე საუკუნეში.

დღიურში აღწერილია მოვლენები მესამე ათასწლეულის ბოლომდე, მაგრამ გამოქვეყნებულია მხოლოდ ზოგიერთი მათგანი. გაუგებარია რა მიზეზითაა ინფორმაციის დანარჩენი ნაწილი დაფარული.













No comments:

Post a Comment