საყოველთაოდ ცნობილია, რომ წინასწარმეტყველები ხდებიან არა მხოლოდ ღვთისმოსავი სასულიერო პირები, არამე ხელოვანები და მწერლებიც. მათ უხილავი, ზებუნებრივი ძალა კარნახობს ნახატებისა და თხზულებების სიუჟეტებს. არგენტინელი მხატვრის ბენჟამენ სოლარი პარავიჩინისთვის ეს მოვლენა გახდა არამარტო შთაგონება, არამედ ნათელმხილველური ნიჭის გამოვლენის საშუალება. "ის მოულოდნელად შეპყრობილივით იწყებდა ცახცახს, სტაცებდა ფანქარს ხელს და ფანქარი თითქოს თავად ატარებდა ხელს ქაღალდზე, თითქოს ვიღაც რაღაცას კარნახობდა მას"-ყვებოდა ბენჟამენის მამა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში.
არგენტინელი მხატვარი ბენჟამენ პარავიჩინი (1898-1974) 1930 წლებში იწინასწარმეტყველა იაპონიის კატასტროფა, ატომური ბომბი, ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტი და კოსმოსში გაფრენა.
ერთ-ერთი შთაგონებითი შეტევის დროს მან დახატა აზვირთებულ წყლის მორევზე მტირალი ანგელოზები და მიაწერა-იაპონია. მინდორზე შენიშვნებში მან დაწერა, რომ "დიდი "ფ" აფეთქდება და გამოიწვევს განუზომელ ხმაურს მთელ დედამიწაზე."
არ არის გამორიცხული, რომ დიდ "ფ"-ში მას მხედველობაში ჰქონდა იაპონიის ელექტროსადგური "ფუკუსიმო-1". ცუნამის დამანგრეველი დარტყმის დროს ენერგობლოკებში მოხდა ოთხი აფეთქება.
ჯერ კიდევ 1936 წელს ხელოვანის ჩანახატებმა და მასთან გაკეთებულმა შენიშვნებმა უცნაური ფორმა მიიღო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ნახეტებს მიიჩნევდნენ ხატვის უცნაურ მანერად. მხოლოდ წლების შემდეგ ნახატზე გამოსახული უცნაური გამოსახულებები საოცარი სიზუსტით გაცხადდა და პარავიჩინიზე საუბარი დაიწყეს როგორც წინასწარმეტყველზე.
"სახლის ტელემიმღები! პატარა ეკრანზე სახლიდან შესაძლებელია გარეთ მიმდინარე მოვლენების თვალყურის დევნება." (1938)
პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი ხმარებაში შემოვიდა 50-იან წლებში. პარავიჩინიმ შეძლო მომავალი ტელევიზორის ჩანახატის გაკეთება. ამავე 1938 წელს გააკეთა ასეთი ჩანაწერი: "სახლის ეკრანის დიდი ზეგავლენის გამო მსოფლიო უსახური გახდება. ახალი მოწყობილობა უარყოფითად იმოქმედებს თითეულ ოჯახზე, რომელიც მასებზე დამოკიდებული, მეტისმეტად კომერციალიზებული იქნება. ლამაზი სამოთხის სურათებით დაჰიპნოზებული კაცობრიობა უბრალოდ გამოთაყვანდება. მოვა დრო, როცა ფარასავით დაიწყებენ მათ მანიპულირებას."
"ბრძოლა ამერიკელებსა და რუსებს შორის. ბრძოლა ტერიტორიებისა და კოსმოსის დაპყრობისთვის. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ძალაუფლების გამარჯვების თასი დარჩება ამერიკას".(1941)
ფრაზა "კოსმოსის დაპყრობა" გაჩნდა ბენჟამენის წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ 16 წლის შემდეგ. მან შეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამერიკის ტრიუმფი კოსმოსურ ხომალდ "აპოლონის" სერიის შექმნაში, რომელმაც განახორციელა ასტრონავტების პირველი დაშვება მთვარეზე.
"ადამიანი გაფრინდება ვარსკვლავებისკენ, გადალახავს ბგერის სიჩქარეს, შეიმეცნებს მნათობებს და გაიგებს, რომ დედამიწა წარმოადგენს ყველაზე დაბალი დონის, განუვითარებელ პლანეტას ყველა პლანეტას შორის ."(1937)
პირველი ადამიანი, რომელმაც გადალახა ბგერის სიჩქარე, გახდა ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ელვუდი, ბენჟამენის წინასწარმეტყველებიდან 10 წლის შემდეგ.
"60-70 წლებში ადამიანები იფრინენ." (1938)
იური გაგარინმა განახორციელა პირველი კოსმოსური გაფრენა ხომალდ "ვასტოკ-1"-ით 1961 წელს. ამის შემდეგ 60-70 წლებში კაცობრიობა გააოცა ახლმა მიღწევებმა კოსმონავტიკაში.
"ადამიანები მიაღწევენ მთვარეს, მაგრამ მის ათვისებას ვერ შეძლებენ. ნახავენ მას, მაგრამ ვერ ჩაიხედავენ მის წიაღში. მოუსმენენ, მაგრამ ვერ გაიგებენ. დაუბრუნებელნი დაბრუნდებიან. ფრთხილად!" (1940 წ. მთვარეზე პირველ დაჯდომამდე 29 წლით ადრე).
"მოვა ატომი და გახდება მსოფლიოს ბრძანებელი." (1939)
მხედველობაშია მისაღები ფაქტი, რომ ატომური ბომბის შექმნის პირველ ცდას ადგილი ჰქონდა 1945 წელს, ხოლო ატომური რეაქტორი ამუშავდა 1951 წელს. ასეთი წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია.
"ესპანეთში ხელისუფლებაში მოვა დიქტატორი, რომელიც დაანგრევს ქვეყანას. მის შემდეგ ტახტზე ავა ბურბონთა წარმომადგენელი. დასუსტებული ტირანი გაიქცევა არგენტინაში, თუ ამის საშუალებას მისცემს ჯანმრთელობა."
ეს წინასწარმეტყველება დაიწერა ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს, ხუან კარლოს ბურბონის დაბადების წელს. პარავიჩინიმ იწინასწარმეტყველა ფრანკოს გამარჯვება, სამოქალაქო ომის შემდეგ მისი ხელისუფლებაში მოსვლა 1939 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა სამეფო ტახტზე ხუან კარლოსის ასვლა. ფრანკო პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა 1975 წელს, ვერ მოასწრო არგენტინაში წასვლის სურვილის განხორციელება.
"რუსეთი დაიმორჩილებს ჩინეთს და იქ გაავრცელებს თავის დოგმებს". (1939)
სამოქალაქო ომიდან ათი წლის შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა მაო ძედუნი, გამოაცხადა კომუნიზმი სახელმწიფოს ეროვნულ იდეოლოგიად.
ბენჟამენმა იწინასწარმეტყველა კათოლიკური ეკლესიის რეფორმების გადახედვა ვატიკანის მე-2 კონსილიუმზე 1962 წელს, ასევე ახალი პაპის, იოანე პავლე მე-2 დანიშვნა 1978 წელს, რომელიც ცნობილი იყო მუდმივი მოგზაურობებით მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში.
"ჰიტლერი და მუსოლინი. მათ ერთნაირი დასასრული ელის; ერთნაირი დასასრული" (1939)
შვიდი წლით ადრე ფაშისტებისა და ნაცისტების დამხობამდე, ბენჟამენმა დახატა ერთმანეთზე გადაბმული დამარცხებული ლიდერები.
"ადამიანი წვერით, რომელიც ყველას წმინდანად მოეჩვენება, აანთებს ანტილის კუნძულებს" (1937)
"კუბაში წვერებიანი გაიმარჯვებს." (1938)
"ჩრდილეოთ ამერიკის თავისუფლება ჩაქრება, მისი ჩირაღდანი ისე აღარ ენთება როგორც ადრე. მასზე ორჯერ მოხდება შეტევა" (1939)
ბენჟამენმა დახატა კიდეც ცნობილი ტყუპები, რომელზეც 2001 წლის 11 სეტემბერს მოხდა ტერაქტი. საოცარია, რომ სურათის ხატვისას კოშკები არ არსებობდა.
"არამიწიერი ხომალდი დაუმტკიცებს დედამიწის მოსახლეობას სიცოცხლის სხვა ფორმის არსებობას. ერთ მშვენიერ დღეს სამხრეთ პოლუსი შემოტრიალდება ჩრდილოეთ პოლუსისკენ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ რამდენიმე ხნით." (1960)
"მოვა დასასრულის ჟამი! ადამიანი თავად გაინადგურებს თავს, შთამომავლობის გასამრავლებლად მამაკაცი საჭირო აღარ იქნება. ადამიანური ორგანიზმები გაჩნდება შთამომავლობის გარეშე. და ეს ყველაფერი ატომური აფეთქებების ფონზე, რომელიც გაანადგურებს კაცობრიობას. ადამიანებს რადიაცია მოკლავს; დედები შობენ ურჩხულებს, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ურჩხულებს. სტრონციუმის შედეგად ადამიანები დაიბადებიან შუშის მაგვარი ძვლებით; ის შეჭამს მათ ტვინში სისხლის უჯრედებს. კიბოს დაავადება ნორმალური მოვლენა გახდება." (1936)
No comments:
Post a Comment