ჯერ კიდევ 2012 წელს ამერიკელმა მეცნიერ-ფიზიკოსმა ბრუქს ენდრიუმ განიზრახა ექსპედიციის ჩატარება ჩრდილოეთ პოლუსზე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო ჩასასვლელი მიწისქვეშა სამყაროში. ის იზიარებდა ღრუ დედამიწის თეორიას, სადაც უნდა ეარსება საკუთარ ცას და საკუთარი მზეს. ამის შესახებ მან ეგვიპტური მითებიდან შეიტყო, სადაც ნახსენებია მიწისქვეშა მზე როგორც "შუაღამის მზე". მეცნიერი ეგვიპტის მითების კვლევის საკითხს თანამედროვე ფიზიკის, კოსმოლოგიის, შემეცნებისა და დროში მოგზაურობის კუთხით უდგებოდა. მისი აზრით, აბიდოსში ნაპოვნი ხელნაწერების მიხედვით, ეგვიპტელები მოსალოდნელ კატასტროფებს გაექცნენ, რომლის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამიტომ გადაინაცვლეს მიწისქვეშა სამყაროში. ბრუქს ენდრიუ ახსენებდა მიწისქვეშა ქალაქ დამენჰურს, სადაც თითქოს ეგვიპტელები უნდა წასულიყვნენ. მისი აზრით, იქ დრო შენელებას იწყებს სინათლის სხივის სიჩქარესთან შეფარდებით. მსგავს თეორიას გამოთქვამდნენ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ტოლტეკებთან დაკავშირებითაც. ტოლტეკები დროში გადანაცვლების უნარს ფლობდნენ და ამიტომ მოულოდნელად გაქრნენ. უცნობია შეძლო თუ არა ბრუქს ენდრიუმ საკმარისი სახსრების უქონლობის პირობებში საკუთარი პროექტის გახორციელება.
ამაზონის, ბრაზილიის, ვენესუელის აბორიგენ ინდიელ მაკუშთა ლეგენდების თანახმად, ისინი ცეცხლის შემქმნელი და ღრუ დედამიწის დამცველი მზის შვილების შთამომავლები არიან. ტომის ზეპირსიტყვიერი ლეგენდები გვიამბობენ დედამიწის შიგნით მათ მოგზაურობაზე. ლეგენდის მიხედვით, 1907 წ-მდე მაკუშები შედიოდნენ გამოქვაბულში და მოგზაურობდნენ 13-15 დღე დედამიწის შიგნით. სწორედ იქ, სამყაროს მეორე ბოლოს, დედამიწის შიგნით, ცხოვრობენ 3-4 მ. სიმაღლის გოლიათები. მათ წინაპრებს დაევალათ შესასვლელის უცნობთაგან დაცვა.
ბევრი მიიჩნევს ამ ლეგენდას კიდევ ერთ მითოლოგიურ ისტორიად, მაგრამ ინდიელებისთვის ლეგენდა აბსოლუტურად რეალურია, ვინაიდან მათ წინაპრებს ურთიერთობა ჰქონდა მიწისქვეშა სამყაროს უძველეს ხალხთან. ისინი ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან დედამიწის შიდა შესასვლელის მცველებად. ერთხელ ბრიტანელი მკვლევარები ჩავიდნენ ამაზონზე ოქროსა და ალმასების საძიებლად. ისინი გამოქვაბულისკენ გაეშურნენ განძისთვის...რომ აღარასოდეს დაბრუნებულიყვნენ უკან.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ბოლო დროინდელი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ დედამიწას აქვს მეხუთე შრე "შიდა ბირთვის" სახით. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ აღმოჩენის შედეგად მოგვიწევს სახელმძღვანელოების გადაწერა. დედამიწის ბირთვის გამოკვლევამ ბიძგი მისცა თეორიას დედამიწის ღრუში მცხოვრები ადამიანების შესახებ. ამასთან, ჩნდება დამატებითი მტკიცებულებები, ისინი არამარტო არსებობენ, არამედ ადამიანზე უფრო მაღალი ინტელექტის მქონენიც არიან.
დედამიწის სტრუქტურა შრეებადაა დაყოფილი-ოთხი შრე: ქერქი. მდნარი გარსი, თხევადი გარე ბირთვი და მყარი შიდა ბირთვი. მეცნიერთა ბოლო დროინდელმა აღმოჩენამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ადრინდელი წარმოდგენა დედამიწის აგებულებაზე. Journal of Geophysical Research-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით მტკიცდება მეხუთე შრის არსებობაც-დედამიწის შიდა ბირთვი.
კვლევების მთავარი ავტორი ჯოან სტივენსონი აცხადებს, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ეჭვობდნენ, რომ დედამიწაზე შეიძლება ეარსება სხვა სტრუქტურებსაც. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ცვლილებები დედამიწის ბირთვის რკინის სტრუქტურაში საერთაშორისო სეისმური ცენტრის სეისმური მონაცემების შესატყვისი ალგორითმის გამოყენებით.
კვლევების ანგარიში აჩვენებს, რომ დედამიწის ცენტრიდან 650 კმ-ში არსებობს ადრე უცნობი ზღვარი, რომელიც მდებარეობს მის შიდა ბირთვში. ეს მონაცემები მიუთითებს დედამიწის ისტორიაში მომხდარ ორ დამოუკიდებელ გამყინვარებაზე, რომლის მიზეზი ყოველთვის გამოცანად რჩებოდა. სტივენსონმა განაცხადა, რომ დედამიწის შიდა ბირთვის სტრუქტურის შესწავლა იძლევა მისი ფორმირების ისტორიის გარკვევის შესაძლებლობას. "ეს შთამბეჭდავი აღმოჩენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს სახელმძღვანელობის გადაწერა"-თქვა ჯოან სტივენსონმა.
ბირთვის კვლევებმა მეცნიერები მიიყვანა "დედამიწის ღრუში ადამიანთა" არსებობის ჰოპეთეზამდე, რასაც ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად. თუმც ზოგიერთები მალავენ ამ ფაქტს პანიკისა და კამათის გამოწვევის შიშით.
1995 წელს NASA-მ დედამიწის ღრუდან მიიღო სიგნალი. ეს სიგნალი მაჩვენებელი იყო იმისა,, რომ არსებობს უფრო განვითარებული მიწისქვეშა "სამოქალაქო" სამყარო. 1995 წლის 4 თებერვლის კანადურ გაზეთ Weekly World News-ის ნომერში გამოაქვეყნდა სტატია სახელწოდებით "NASA-მ მიიღო სიგნალები დედამიწის ღრუდან", სადაც მკითხველს ამცნეს მონაცემები დედამიწის შიგნით არსებული სიცარიელის შესახებ. გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ დედამიწა შიგნით ნამდვილად ცარიელია.
გარკვეული ანალიზის შემდეგ, მკვლევარებმა შეიტყვეს, რომ საიდუმლო რადიოსიგნალი წარმოადგენდა რთულ მათემატიკურ კოდს. რითაც დამტკიცდა, რომ ეს იყო არა ბუნებრივი პროცესების შედეგად მიღებული სიგნალი, არამედ რომელიღაც გონიერი სამყაროდან გამოგზავნილი.
NASA-ს ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა: "ასეთი ინფორმაცია არაა საშიში, მაგრამ ის გამოიწვევს კამათსა და პანიკას". არსებობს მიწისქვეშა ცივილიზაცია, ის გვიგზავნის სიგნალებს, რომელიც აღწევს მიწის ქერქიდან და მთის ქანების ასეული კილომეტრის შრიდან. "იატაქვეშა ადამიანებმა" აშკარად მეტი იციან ჩვენზე ვიდრე ჩვენ მათზე. მათ იციან და შეუძლიათ ჩვენთან ურთიერთობა საკონტაქტო საინფორმაციო ბაზისის გამოყენებით. ჩვენ კი პრაქტიკულად არ გვაქვს საშუალება პასუხი გავცეთ მათ"-თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტები ამ აღმოჩენას მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და საოცარ აღმოჩენად მიიჩნევენ. თუმც მეცნიერებმა ჯერ არ იციან რანაირად, რა ფორმით არსებობს მიწისქვეშა ცხოვრება. ვიცით რომ დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელია: მზის სხივი, ჰაერი და წყალი. რანაირად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს მიწისქვეშ?
ცნობილია, რომ ღრუ დედამიწის თეორია შთააგონებდა ბევრ მწერალს დაეწერა პოპულარული რომანები, თუნდაც ჟიულ ვერნის " მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ", ედგარ პოს "ართურ გორდონ პიმის თავგადასავლები".
კონფიდენციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, აშშ-ს ცენტრალური სადაზერვო სამმართველო ფლობს ღრმა წყალქვეშა გამოსახულების სონარული თვალთვალის სისტემებს, მაგრამ კონფიდენციალურობისვე ყველაზე მაღალი მოთხოვნა უკრძალავს მეცნიერებს უშიშროების სპეციალური საშვის გარეშე მათზე წვდომას. უფრო მეტიც, მათ იციან მიწისქვეშა ბინადართა არსებობს შესახებ. ჭკვიანი Homo Sapiens-ები ვითარდებიან სხვადასხვანაირად პლანეტის შიგნით არსებული უფრო სტაბილური კლიმატის გათვალისწინებით. მიაჩნიათ, რომ ჩვენ მათთვის ჭიანჭველებივით ვართ. ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ჩაერევიან ჩვენი სამყაროს საქმეებში თუ ჩვენ ერთი პლანეტის ორი სამყაროს ეკოლოგიისთვის საფრთხედ ვიქცევით.
ჯერ კიდევ საკითხავია მოხდება თუ არა დედამიწის ძალთა შეჯახება შორეულ სიღრმეებში მცხოვრებ მითიურ მოსახლეობასთან. ასეთ შემთხვევაში ლეგენდები უფრო მეტ სიცხადესა და გამჭვირვალობას შეიძენდა, სადაც მიწისქვეშა სამყაროს ბინადარნი ბრძენთა სახით არიან წარმოდგენილი.
No comments:
Post a Comment