აზიის დასავლეთში არსებობს უამრავი მისტიკური სექტა, რომელიც ჩაისახა ისლამში. მათში ყველაზე ცნობილია დერვიშთა ორდენები. დერვიშთა საძმოში არსებობს თორმეტი მთავარი ორდენი. ყოველი ორდენში სათავეში დგას მასწავლებელი, რომლის მიმართ ყველა ერთგულებას გამოთქვამს. ორდენის წევრად მიღებისას ტარდება ინიციაციის რიტუალი. დერვიშთა სულიერ საძმოებს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. დერვიშებად ითვლებიან ისინი, ვისაც ზებუნებრივი უნარები გააჩნიათ და მათ მიმართავენ თხოვნით, კითხვებით, რომლის გადაწყვეტას სჭირდება განვითარებული ინტუიცია.
დერვიში სპარსულად: dervis-ღარიბი, ღატაკი სუფიზმის მიმდევარი. ისინი არიან მოხეტიალენი და ცხოვრობენ სავანეში შეიხის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც იცავს წესრიგს და ორდენის წესებს. სავანეში მცხოვრები დერვიშები ხშირად ხეტიალობენ, იკვებებიან ნაწყალობევით, მაგრამ პერიოდულად ბრუნდებიან უკან ერთობლივი მარხვებისა და ლოცვებისთვის. შუა აზიის ზოგიერთ ქალაქში დერვიშების საცხოვრებლად ქალაქის ხელისუფალნი აგებდნენ ხანაკებს(სავანე). დერვიშის განმასხვავებელი გახლდათ სიღარიბის აღთქმა, საკუთრებაზე უარის თქმა- ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს. ხანდახან დერვიში არ ცხოვრობდა სიღატაკეში, მაგრამ ამას ანაზღაურებდა გულუხვობით, სტუმართმოყვარეობით და ყველაფერს იმეტებდა სტუმრისთვის.
სუფიურ ორდენში გაწევრიანებისას, რასაც უწოდებენ გზაზე დადგომას, ზოგიერთ ორდენში ტარდებოდა ინიციაციის რიტუალი. გაწევრიანების მსურველ ადეპტს უნდა დაედო ერთგულების ფიცი-ბაია, რის შემდეგ მას გადასცემდნენ სუფიურ სამოსს-ჰირკა. ინიციაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დერვიშული ჩაჩის-ტაჯისის გადაცემა.
სუფიური გამოცდილება მოწმობს, რომ ე.წ. ჰალუცინაციები მოქმედებს ორი საშუალებით. ადამიანი ფიქრობს, რომ ის ხედავს ისეთ რაღაცას რაც სინამდვილეში არ არსებობს. მან შეიძლება დაინახოს რაღაც ისე, როგორც სინამდვილეში არ გამოიყურება. როგორ დაინახავს და რას დაინახავს დამოკიდებულია მისი ცნობიერის უნარზე. აქ არ იგულისხმება შეგნებული ტყუილი "ფანდი".
ცნობილია, რომ სუფიები ალქიმიით იყვნენ გატაცებული, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მაგიურ ლიტერატურაში არსებობს დიდძალი სუფიური მასალა. როგორ გამოიყენება ეს მასალა და რა იმალება ალეგორიების უკან, ამის ახსნა სრულყოფილად შეუძლებელია. ორთოდოქსული მუსლიმური განსაზღვრებით "სიჰრ"-დაშვებული ჯადოქრობა(მაგია) მოიცავს სუფიურ მასალას, რომლის წერილობით გადმოცემა შეუძლებელია. სუფიური მასალის გადმოსაცემად თავად სუფიები იყენებდნენ დაშვებულ ალეგორიულ ტერმინოლოგიას (ალქიმიური, ფილოსოფიური, მეცნიერული). სუფიათა ნაშრომების უმეტესობა, რაც მიუღებელი იყო თეოლოგიური ნაშრომის სახით, გადმოიცემოდა მაგიური ნაშრომის სახით. სუფიური პოზიციიდან მაგია ფასდება როგორც სუფიური სისტემის გაყალბება. მაგი, რომელიც ცდილობს განავითაროს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ზებუნებრივი ძალა, არის სისტემის მხოლოდ ერთი ფრაგმენტის მიმდევარი.
ისლამის მისტიკურ საძმოებში არიან ღვთისმოსავი დერვიშები და მეცნიერები, ვინც თავი მიუძღვნა სამყაროს იდუმალი სულიერი ძალების შესწავლას. მათ მიეკუთვნებიან ორდენის მოხეტიალე წევრები, რომლებიც განუდგნენ ამქვეყნიურ ამაოებას და ცხოვრობენ მორწმუნეთა მოწყალებით.
დერვიშთა ერთ ყველაზე საინტერესო სექტად ითვლება მევლევის სუფიური ორდენი, რომელსაც უფრო მეტად იცნობენ როგორც მოცეკვავე დერვიეშებს. ეს ორდენი დააფუძნა წარმოშობით სპარსმა სუფი პოეტმა, ფილოსოფოსმა ჯალალ ედ-დინ რუმმა მე-13 ს-ში, თურქეთში. მევლევის ორდენის განმასხვავებელი თავისებურება გახლავთ ღმერთთან ერთიანობის მიღწევის მიზნით რიტუალური ცეკვების პრაქტიკა.
დერვიშთა ორდენების განსხვავება შეიძლება სამოსის ფერის, ფორმის და ტურბანზე არსებული ნაოჭების მიხედვით. ევროპელები ხშირად გამხდარან მოწმე დერვიშთა არაჩვეულებრივი უნარებისა. ორდენის ორგანიზაციის ხილული სისტემა შედგება მოწაფეთა ჯგუფებისგან, რომლებიც ცხოვრების საიდუმლოს წვდებიან საპატიო მასწავლებლებისგან. დერვიშთა მისტიციზმის გარეგნული სტრუქტურის მიღმა დაფარულია საიდუმლო უხილავი ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს განმანათლებელ ოსტატებს. ოსტატები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ურთიერთობენ დაბალ საფეხურზე მდგომ მოწაფეებთან. პროფესორი სელიგმენი გაოცებული იყო
ისინი დედამიწაზე ჯერ ფიზიკურ სხეულში არსებობენ, მაგრამ მათი ცნობა შეუძლიათ მხოლოდ რჩეულებს. დერვიშთა სწავლებით, შემთხვევით გზად გადაყრილი ერთი იმათთაგანი, ყველაზე ღატაკიც კი, შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი გამოჩენილი სულის პატრონი. დერვიშთა ორდენის იერარქიის მწვერვალზე დგას ყველაზე დიდებული, ყველაზე ღირსეული სული, რომელსაც სამყაროს ღერძი ან პოლუსი ჰქვია. ვინაა ის, ორდენის უმაღლესმა წევრებმაც არ იციან. ხშირად მთავარი მოგზაურობს დედამიწაზე მოწაფის სახით. ფლობს რა მაგიურ ძალას, სურვილისამებრ შეუძლია გახდეს უჩინარი და ფიქრის სიჩქარით დაფაროს კოლოსალური მანძილი.
ღერძის ორივე მხარეს დგას ორი დიდებული სული, რომელიც ემორჩილება მხოლოდ მას. როცა ღერძისთვის მოდის დრო დატოვოს ფიზიკური სხეული და ავიდეს სინათლის სფეროში, მარჯვნივ მყოფი ერთგული სული ადის ღერძის ღირსებამდე, ხოლო ორდენის სხვა წევრები ერთი საფეხურით იწევენ მაღლა და იკავებენ განთავისუფლებულ ადგილს. მიაჩნიათ, რომ დერვიში რწმენაში მტკიცდება თუ გაუძლებს ცდუნებას ათასი დღისა და ღამის განმავლობაში. ყოველივე ხორციელზე უარს თქმით ისინი თავის ცხოვრებას უძღვნიან ცნობიერების სრულყოფას.
დერვიშებს აქვთ კაცობრიობის აღორძინების საიდუმლო დოქტრინა, რომელიც რაღაცით წააგავს ბრაჰმანიზმის მისტიციზმს. მათი ფილოსოფია მოკლე განსაზღვრებით წარმოადგენს აღმოსავლური სწავლების რეალიზაციას. ადამიანის ცნობიერების უარყოფით, გრძნობითი აღქმის ყველანაირი შეზღუდვით და ინტელექტზე ამაღლებით, დერვიში აღწევს ტრანსცენდენტური შემეცნების დონეს, სადაც ის შეიგრძნობს როგორ შთაინთქმება სამყაროს ყოფიერების არსში. დერვიში ნეოფიტი განვითარებით მიიწევს გზებით. ეს გზები ანუ საფეხურები არის ოთხი და ყოველ მათგანს მართავს ღვთიური ატრიბუტის გარკვეული პერსონიფიკაცია. პირველ საფეხურზე ახალბედა ცდილობს დაემზგავსოს შეიხს-გზის ოსტატს; მეორე საფეხურზე-ცდილობს დისციპლინის შემქმნელ ცნობილ ბრძენთან იდენტიფიკაციას; მესამეზე-ხელდასმული ცდილობს მიაღწიოს წინასწამეტყველ მუჰამედთან მსგავსებას, ხოლო მეოთხეზე-ადეპტი აღწევს უფალთან სრულ შერწყმას.
რამდენადაც დერვიშთა მისტიციზმი დაკავშირებულია მუსლიმურ ტრადიციასთან, რიტუალებთან, აქედან გამომდინარე ის წარმოადგენს რელიგიის ნაწილს. თუმც რეალურად დერვიშთა მისტიციზმი ბევრად სცდება სექტანტურ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ დერვიშებს თვლიან ისლამური სამყაროს ძირითად მონაზვნურ ორდენად, ისინი მაინც ქრისტიანულ-მონაზვნური თემებისგან განსხვავდებიან ერთ რამეში, არ გამოხატავენ ორთოდოქსული რწმენისადმი ერთგულებას და არ იღებენ იქიდან სარგებელს. მათ მოახერხეს საკუთარი ძალისხმევით გადარჩენა და ტკბებიან თავისივე საქმიანობის სურვილისამებრ წარმართვით.
ზოგიერთი ავტორი დერვიშთა ორდენს ამსგავსებს ევროპელ ფრანკმასონებს. ასეთი შედარება სავარაუდოდ გამოწვეული უნდა იყოს სწავლისა და რიტუალების მსგავსებით. ევროპის ფრანკმასონებზე გავლენა მოახდინეს ახლო აღმოსავლეთის სექტებმა. ფესვები მიდის ძველი ორდენების სიმბოლიზმთან, რომელიც ყვაოდა სირიასა და არაბეთში. აღმოსავლური მისტიციზმის კვალი ჩანს დასავლურ მასონობაშიც, მაგრამ დერვიში არსებითად რჩება მისტიკურ ფილოსოფოსად.
დერვიშთა ერთმა ნაწილმა სახელი მოიპოვა ქვიშაზე, ვარსკვლავებზე ან მაგიური ნივთების გამოყენებით ადამიანის მომავლის წინასწარმეტყველებით. ცნობილია უამრავი დერვიში წინასწარმეტყველი, რომელთა ნათქვამი დასტურდებოდა მიმდინარე მოვლენების დროს.
თორმეტი ორდენიდან შეიძლება გამოვყოთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანნი. ერთი მათგანია აისი-გველის შემლოცველთა სუფიური ორდენი. მისი მიმდევრები ძირითადად არიან მაროკოში, ალჟირში, ტუნისში. საძმო დაარსა ელ-ჰადი იბნ-აისმა ტუნისში, მე-16 ს-ში. გადმოცემის თანახმად, შეიხმა ისლამის ქადაგებით შემოიარა მთელი ქვეყანა, ჰყავდა ბევრი მოწაფე. სასიკვდილო სარეცელზე ყოფნისას, გამწარებულმა ერთ-ერთმა მოწაფემ ტანზე შემოიხია სამოსი და ცოცხლად გადაყლაპა ცხვარი. ეს ლეგენდა იქცა ორი რიტუალის საფუძველი: ჰადრა-ექსტაზის მდგომარეობამდე თავის მიყვანა და ფრისა-ცხოველის ცოცხლად შეჭმა.
წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღესთან დაკავშირებით საძმოს წევრები იკრიბებიან მავზოლეუმთან, რომელიც მდებარეობს მეკნესში. ადიდებენ წინასწარმეტყველს და შედიან შიგნით. უკრავენ ინსტრუმენტებზე და სიმღერით ადიდებენ ღმერთს, წინასწარმეტყველ მუჰამედს და წმინდან ელ-ჰადი იბნ-აისს. რამდენიმე საათის შემდეგ იწყება წარმოდგენა, რომელსაც ხსნის თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი. იწყება ჰადრა, რომლის დროს ქალი ექსტაზში შედის და უნდა გამოიხმოს იბნ აისის სული. ტარდება რიტუალური ცეკვა, ყველანი შედიან კოლექტიურ ექსტაზში, რომლის დროს ისინი კარგავენ ტკივილის შეგრძნებას, ეთამაშებიან ცეცხლს, მდუღარე წყალს, ლოკავენ გახურებულ ნაკვერცხალს, ცოცხლად ყლაპავენ ობობებს, მორიელებს, დანით ისერავენ სხეულს. პროფესორი სელიგმენი გაოცებული იყო, რომ საკუთარ სხეულზე მიყენებული ჭრილობებიდან დერვიეშებს სისხლის დენა მალევე უწყდებოდათ. ამბობენ, "რიფა"-ს ორდენის დერვიშებს შეუძლიათ ჭრილობების მიყენება ისე, რომ მალე ხორცდება და შრამს არ ტოვებს. ამ დროს ხდება მათი ეშმაკისგან განთავისუფლება და სულის განწმენდა.-ლოცვას და მარხვას უდაბნოში არ გააჩნია თანაგრძნობა გულში-ჭეშმარიტების გზაზე მას ეწოდება თვალთმაქცობა...სიყვარული-სრულყოფილების უმაღლესი საფეხური. ვისაც არ უყვარს, მან ვერაფერს მიაღწია სრულყოფის გზაზე. არსებობს ოთხი სახის სიყვარული: გონიერი სიყვარული, გულით სიყვარული, სულიერი სიყვარული, იდუმალი სიყვარული..ოდესმე თუ მომხდარა სიყვარულის უფრო სრული, უფრო ფაქიზი, უფრო შესანიშნავი განმარტება?-აისი
მევლევის სუფიური ორდენის რიტუალები საკმაოდ რთულია. ის წარმოადგენს წინასწარმეტყველ მუჰამედის განდიდების რიტუალს ლექსის დეკლამაციის, მუსიკალური იმპროვიზაციების და ცეკვის შესრულებით. მოცეკვავე დერვიშებს აცვიათ თეთრი სამოსი. ბრუნვის დროს დერვიშს მარჯვენა ხელი აღმართული აქვს ზეცისკენ, ხოლო მარცხენა-მიწისკენ. მოძრაობა არასდროსაა უკონტროლო. მევლევის ორდენის მორჩილები ექვემდებარებიან მრავალწლიან განდგომას და ვარჯიშს სამაში. ჯალალ ედ-დინ რუმის სწამდა, რომ სული სამას რიტუალის დროს თავისუფლდება სხეულის სიმძიმისგან. ნამდვილი სამა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ შეიხის ნებართვით, მისი თანდასწრებით.
დერვიშები კადირიდან წყალზე დადიან. დერვიშთა "აზამიას" ორდენის წევრები ერთდროულად სხვადსხვა ადგილზე ჩნდებიან. ასეთ მოვლენებზე სუფიები ამბობენ, რომ საგნები ისეთი არაა როგორიც გვეჩვენება. დერვიშები თვლიან, რომ ისეთი ადამიანებს, ვინც თავს ობიექტურსა და განათლებულს უწოდებს, უფრო უჭირთ მსგავსი მოვლენების გაგება. მათი დიდი სურვილია, რომ აუხსნან ყველაფერი მათთვის გასაგები ტერმინებით. დერვიშთა აზრით, ასეთი ადამიანები სასწაულისგან იღებენ იმდენ საკვებს, რამდენის უფლებასაც აძლევენ საკუთარ თავს. თუკი ბავშვს მოჩვენების ეშინია, მან ან თავად უნდა მოძებნოს დამაკმაყოფილებელი ახსნა, ან მიიღოს ის სხვა ადამიანისგან.
სუფიური ორდენი ბექთაში დაარსა ჰაჯი ბექთაშმა მე-13 ს-ში. ის ახლოსაა შიიზმთან და შეიცავს ქრისტიანობის ელემენტებს(ნათლობას). ორდენი გავრცელებული იყო თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნიაში. შედგებოდა ძირითადად ისლამზე მოქცეული ქრისტიანებისგან. ბექთაშთა ორდენის წევრები სამყაროს აღიქვამდნენ შემდეგი სამების საშუალებით: ალაჰი, მუჰამედი და ალი, ჰქონდათ რიტუალური საკვები, ღვინო, პური და ყველი. დერვიში-ბექთაშები იყვნენ თავისუფლად მოაზროვნეები და ცხოვრობდნენ ტრადიციული ისლამური წესების საზღვრებს გარეშე. ბექთაში ორდენის წევრები არ იცავდნენ შარიათის წესებს და არ ლოცულობდნენ. ორდენის ძირითადი იდეები მდგომარეობდა სხვების პატივისცემასა და ტოლერანტობაში.
სენუსის სუფიური ორდენი, რომელიც ლიბიასა და სუდანშია გავცელებული, დააფუძნა მუჰამედ იბნ ალი-ას-სენუსმა მე-19 ს-ში, მექაში. მოგვიანებით ცენტრი გადაიტანა ლიბიაში, ქუფრას უდაბნოში. ამჟამად ლიბიის მოსახლეობის 1/3 სენუსის ადეპტთა ორდენის წევრია. 1969 წელს შეირაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული კადაფი სდევნიდა სენუსებს, ვინაიდან მათში ხედავდა წინა, მონარქიული რეჟიმის დასაყრდენს.
ამჟამად სენუსები რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციებზე არიან ორიენტირებული-ალ ქაიდა, ჰეზბოლა. ზოგიერთი თანამედროვე სუფია გმობს სენუსების თანამშრომლობას ვაჰაბიტებთან და მოუწოდებს მათ ურთიერთობის გაწყვეტისკენ.
No comments:
Post a Comment