Thursday, 27 October 2022

რა საიდუმლოს ინახავს ავსტრალიის გრადნიოზული ღობე



დედამიწაზე ბევრი საიდუმლოებით მოცული და დახურული ზონაა, მათ შორისაა ავსტრალიის ის ტერიტორია, რომელიც უცნაური ღობის იქით მდებარეობს. რა იმალება ავსტრალიის გამყოფი ღობის იქით და რატომაა ის დახურული  ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის?

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღმართეს სპეციალური და კოლოსალური  6 ათას კილომეტრიანი ღობე ავსტრალიაში, რომელიც დღესაც შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში. რას მალავს ავსტრალიის დიდი ღობე და რატომაა აკრძალული ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იქ შესვლა? ავსტრალიის ხელისუფლება განმარტავს ცნობისმოყვარეებისთვის, რომ კედელი მთელი კონტინენტის გასწვრივ აგებულია მხოლოდ ადგილობრივი ფაუნის დასაცავად გარეული კურდღლების, კატებისა და დინგოს ძაღლებისგან (იგივე მელიებისგან), რომელთა პოპულაცია ეროვნულ პრობლემად იქცა ყველა ავსტრალიელისთვის. თუმც ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელი ჩანს ბევრისთვის.

Saturday, 22 October 2022

ზეგრძნობადი სამყაროს დონეები


სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სამგანზომილებიანია. შეგვიძლია გადაადგილება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, წინ და უკან. გააჩნია თუ არა სივრცეს უფრო მეტი განზომილება?  რეალურად მხოლოდ სიგრძის, სიგანის და სიმაღლისგან შედგება სივრცე თუ ეს ადამიანის შეზღუდული აღქმის დამსახურებაა? ასეული წლების  განმავლობაში მეცნიერები უარყოფდნენ მრავალგანზომილებიანი სივრცის არსებობის იდეას, თუმც სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლოუციამ ბევრი რამ შეცვალა. დღეს მეცნიერება ისეთი კატეგორიული აღარაა ზეგრძნობადი სივრცის საკითხთან დაკავშირებით.

Tuesday, 11 October 2022

სად ინახება ბიბლიური მოსეს კვერთხი


ძველი აღთქმა გვიამბობს ბევრი წინასწარმეტყველის ცხოვრებასა და საქმიანობაზე, სადაც  მოსეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ მან იწინასწარმეტყველა იესოს დაბადება და დაიხსნა ებრაელები ეგვიპტის მონობისგან. ბევრი საოცრება მოსემ კვერთხის დახმარებით მოახდინა. ეს ნივთი ბურუსითა და საიდუმლოებითაა მოცული.

ღვთისმეტყველებაში წინასწარმეტყველი მოსე უპირველეს ყოვლისა ცნობილია როგორც კანონმდებელი. მოსეს ღმერთმა სინას მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ძირითადი ათი მცნება გადასცა. თუმც ძველი აღთქმის მიხედვით მოსე ცნობილია როგორც ისრაელიტელთა ლეგენდალური წინამძღოლი. 40 წელი ემზადებოდა მოსე საკუთარი ისტორიული მისიის შესასრულებლად. ღვთის წინასწარმეტყველი 40 წელი ასრულებდა ამ მისიას არაბეთის უდაბნოში რჩეულ ხალხთან ერთად. აწრთობდა მათ როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. საერთო ჯამში მოსემ 120 წელი იცოცხლა.

Saturday, 8 October 2022

ნათელმხილველი მოლაპარაკე სპილენძის თავები


მექანიკური "მოლაპარაკე თავები" ნახსენებია მე-12 საუკუნის სხვადასხვა ევროპულ წყაროებში. ხელნაწერებში საუბარია "სპილენძის მოლაპარაკე თავებზე", რომლებიც გარკვეულწილად წარმოადგენდა მექანიკურ ავტომატს და წინასწარმეტყველებდა. არაბულ ხელნაწერებში კი ხშირად წინაწარმეტყველებენ ადამიანის მოჭრილი თავები ან თავისქალები. ტექსტებს თუ ვენდობით, თავები დამზადებული იყო თითბერის ან ბრინჯაოსგან და ლაპარაკობდნენ ქვედა მოძრავი ყბის საშუალებით. თავებს შეეძლო პასუხის გაცემა დასმულ კითხვებზე და ასევე მომავლის წინასწარმეტყველება.

Monday, 26 September 2022

კანადელი, რომელმაც გოლიათ ადამიანს ვიდეო გადაუღო, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

 

კანადელი ენდრიუ დოუსონი ყოველ დილით მიემგზავრებოდა სამსახურში მანქანით. სწორედ იმ გზაზე, რომლითაც ის ყოველდღიურად სარგებლობდა, ერთ დღეს,  გორაკის წვერზე-უიტსლერის პიკი მოულოდნელად უცნაური ფიგურა შენიშნა და გადაწყვიტა მისთვის ვიდეოს გადაღება. გზასა და გორაკის მწვერვალს შორის მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ფიგურას ძნელად თუ ვინმე შეამჩნევდა.

Thursday, 22 September 2022

რიცხვი 666_როგორც სიმბოლო


საკმაოდ ცნობილი სახარებისეული "იოანეს გამოცხადება" ყოველთვის დიდი ინტერსს იწვევდა  მორწმუნეებსა და ზოგადად  საზოგადოებაში.  სურვილი ტექსტის ფარული მნიშვნელობის ამოცნობის და გაშიფვრისა ყოველთვის დიდი იყო. განსაკუთრებულ ინტერსს გამოცხადების ტექსტში იწვევს რიცხვი 666, რომელიც მხეცის ანუ ეშმაკის რიცხვთანაა ასოცირებული. არსებობს ამ რიცხვის ამოხსნის სხვადასხვა ვერსია. 

Sunday, 11 September 2022

ბუდისტი ბერების თვითმუმიფიკაცია სიცოცხლეში


ყველასთვის ცნობილია ძველ ეგვიპტეში მიცვალებულის სხეულის მუმიფიცირების მეთოდის შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ბუდისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ მიაღწიეს სიცოცხლეშივე საკუთარი სხეულის მომზადებას მუმიფიცირებისთვის. "ცოცხალ მუმიად" ქცევა შეეძლო იმ ბერს, რომელიც აღწევდა გაბრწყინებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღირსი იყო დარჩენილიყო უხრწნელი. მიაჩნდათ, რომ ცოცხლად მუმიფიცირებული ბერი ბუდას მდგომარეობას მიაღწევდა: ნამდვილად არ მოკვდებოდა, იქნებოდა ცოცხალთა და მიცვალებულთა საამყაროებს შუა და იმოქმედებდა ამ სამყაროებს შორის. ამასთან, უხრწნელი მუმია იქცეოდა თაყვანისცემის ობიექტი და იცავდა გარშემომყოფთ ავადმყოფობებისა და უბედურებისგან.

Monday, 5 September 2022

სრულიად შესაძლებელია ადამიანმა იცოცხლოს 800 წელი


რატომ ცოცხლობდნენ ადრე ადამიანები 700-800 წელს, ახლა კი 70-80 წ-ს? ბიბლიური გადმოცემით, ადამმა იცოცხლა 930 წელი ხოლო ნოემ 950. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა მსოფლიო წარღვნის შემდეგ. სავარაუდოდ წარღვნამდე ბუნებრივი პირობები იყო ბევრად უკეთესი, ამიტომ ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. წარღვნის შემდეგ შეიცვალა კლიმატი, ნიადაგი, ჰაერი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ადამიანის ორგანიზმზე. მეორე ვერსიით, წარღვნის შემდეგ მოხდა ადამიანის გენეტიკაში რაღაც ცვლილებები.. ეს კითხვა მუდამ აწუხებდა კაცობრიობას.

Sunday, 28 August 2022

ჰერონიმუს ბოსხის კიდევ ერთი ამოუხსნელი გამოცანა


ცნობილი ნიდერლანდელი მხატვრის ჰერონიმუს ბოსხის სახელი დღემდე ლეგენდებითაა მოსილი. მიუხედავად იმისა, რომ ის სახელგანთქმული მხატვარი იყო, მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. მხატვრის რეალური გარეგნობაც კი უცნობია, ვინაიდან რამდენიმე ავტოპორტრეტი რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, სპეციალისტებში მის ავტორობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს. სავარაუდოდ, ბოსხმა ისტორიის ჩრდილში ყოფნა არჩია. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ შემორჩენილია მე-16 საუკუნის მეცნიერის, პოეტის ლამპსონიუსის მიერ შესრულებული დიდი მხატვრის ლიტერატურული პორტრეტი.

Sunday, 14 August 2022

გირჩი_როგორც სიმბოლო


გირჩი უძველესი დროიდან წარმოადგენს სამყაროს, ცის, მზის, ცეცხლის,  ვაჟკაცობის, ნაყოფიერების, ჯანმრთელობის, აღორძინების, შინაგანი წონასწორობის სიმბოლოს. გირჩის უძველესი გამოსახულება მთელ მსოფლიოში შეიძლება აღმოაჩინოთ. ის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი სიმბოლოა, რომელსაც იყენებდნენ უძველეს ხელოვნებაში.

Tuesday, 26 July 2022

ნან მადოლი_წყნარი ოკეანის ვენეციის საიდუმლო


არსებობს ისეთი ადგილები დედამიწაზე, რომელიც ბევრ კითხვას უჩენს როგორც მეცნიერებს, ასევე მისტიკის მოყვარულთ. ერთ-ერთ ასეთ ადგილად ითვლება წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულ ტამუენზე მდებარე ქალაქი ნან-მადოლი. ქალაქი აგებულია მარჯნის რიფზე, რომელიც სამწუხაროდ  მიტოვებულია და ის ახლა დაუსახლებელია. კვლევების თანახმად, ქალაქის ასაშენებლად გამოყენებულია 800 ათასი ტონა ქვა. ასეთი ქალაქის აშენება ბევრად ადვილი იქნებოდა ხმელეთზე და ქვაც ნაკლები დასჭირდებოდა. შესაბამისად ჩნდება კთხვა: როგორ მოხდა ამდენი ქვის გადაზიდვა ქალაქის ასაშენებლად დანიშნულ ადგილზე?

Monday, 18 April 2022

მაინც რას ამბობდა ზარათუშტრა


"ესე იტყოდა ზარათუშტრა"-ასე ეწოდება ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ ნოველას. ზარათუშტრას ნამდვილი წინასწარმეტყველება საუკუნეებმა შთანთქა. მხოლოდ ცალკეულმა მისმა გამონათქვამმა მოაღწია ჩვენამდე "ავესტას" წყალობით. ზარათუშტრა ძველ სპარსეთში ზოროასტრული სარწმუნოების სულისჩამდგმელია. მისი დაბადება და ცხოვრება მითოსურ სამოსელშია გახვეული.

აზრთა სხვადასხვაობაა წინაწარმეტყველის დაბადების ადგილსა და თარიღთან დაკავშირებით. აღმოსავლეთის იტორიკოსების თქმით, ზარათუშტრა დაიბადა სამყაროს შექმნიდან ცხრა ათასი წლის შემდეგ. დასავლეთის ისტორიკოსები კი მიიჩნევენ, რომ წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე ათასი წლით ადრე, ხოლო ზოგიერთის აზრით ექვსასი წლით ადრე უნდა დაბადებულიყო. დოკუმენტურად დგინდება ზართუშტრას დაბადების ადგილი და დრო. ბერძენი ქტესიუსი გვამცნობს, რომ ეს იყო ქალაქი რაგა. ამ ქალაქზე საუბარია "ავესტაში". საბოლოო გამოთვლით, ზარათუშტრა დაიბადა მიახლოებით 569 წ-ს ჩვ.წ.აღ-მდე და სული შთაბერა საკუთარ რელიგიას-ზოროასტრიზმს 538 წ-ს ჩვ.წ. აღ-მდე.

Wednesday, 6 April 2022

ძველი სამყაროს მისტერიები და მათი დანიშნულება


მისტერია-საიდუმლო, რომელიც დაფარულია სხვებისთვის. ყველაზე ძველი ტექსტი მისტერიებზე გახლავთ ეგვიპტური "მიცვალებულთა წიგნი", რომლის ავტორი ლეგენდის მიხედვით იყო თავად ღვთაება თოთი. მისტერიაში მონაწილე ადეპტი გადიოდა რიგ გამოცდას, რომელიც სიმბოლოურად წარმოდგენდა მის სიკვდილს და მკვდრეთით აღდგომას.  

"მიცვალებულთა წიგნში" აღწერილია არამარტო სიკვდილის შემდეგ სულის მოგზაურობა, არამედ  გადმოცემულია წმინდა რიტუალების დროს მიღებული განცდები და მდგომარეობა. სიკვდილისა და აღდგომის ძველ მისტერიებში, წმინდა საიდუმლო რიტუალებში, იყენებდნენ ცნობიერების შეცვლის ფსიქოტექნიკას.

Tuesday, 29 March 2022

ვეფხვი_როგორც სიმბოლო


ვეფხვი სამეფო ცხოველია. აღმოსავლეთში ის ცხოველთა მეფედ და ტყის სრულუფლებიან პატრონად თვლება. ინდოეთში ვეფხვი სპილოსავით ჭკვიან ცხოველად მიაჩნიათ, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ინტელექტით ადამიანზე მაღლა დგას. ჩინეთში ის არამარტო ცხოველთა მეფეა, არამედ ბოროტი სულებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის გამო, ვეფხვს  ხშირად გამოსახავენ საცხოვრებელი სახლების კედლებზე. ეს მტაცებელი ცხოველი გამოხატავს სამხედრო წარმატებას. მის თავს ხატავდნენ მეომართა ფარზე, სამხედრო სიმაგრეების კარიბჭეზე მტრის შესაშინებლად. დასავლეთში ვეფხვი ცნობილი გახდა ალექსანდრე მაკედონელის  ლაშქრობის შემდეგ. რომმა ის პირველად იმპერატორ ავგუსტუსისთვის როგორც ინდოელი ელჩის საჩუქარი ისე იხილა.

Saturday, 19 March 2022

მისტიკური ლეი-ხაზები


ყველა ხალხში მუსირებს რწმენა, რომ არსებობს ლეი-ხაზები (თოდ ლეინს), რომელიც ფარულად ქმნის ბადეს მთელ დედამიწაზე და აერთიანებს წმინდა ადგილების პირდაპირ ხაზებს, რომელიც ფარავს მთელ პლანეტას. ამგვარად, ლეი-ხაზები არის უძველესი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი  წმინდა ადგილების დამაკავშირებელი დედამიწაზე. ისეთი ღირსშესანიშნაობა როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სთოუნჰენჯი და სხვა აღმოჩნდა ლეი-ხაზზე. 

თუ გავითვალისწინებთ იმ ხალხთა კულტურებს შორის შეუთავსებლობას, ვინც ეს ობიექტები ააგო, ვდგებით დილემის წინაშე. შესაძლებელია თუ არა, რომ ძველად ხალხს სცოდნოდა რამე დედამიწის ენერგიაზე, როცა ირჩევდნენ წმინდა ადგილებს.

Sunday, 13 March 2022

ბიბლიური სებას დედოფლის წინასწარმეტყველება


ბიბლიურ ტექსტებში ხშირად არიან ნახსენები როგორც ისტორიული, ასევე სრულიად უცნობი ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სებას დედოფალი, რომლის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ვიცით მხოლოდ, რომ მდიდარი დედოფალი ჩავიდა სოლომონ მეფესთან და შეხვდა მას. ისლამურ სამყაროში მას პატივს მიაგებენ როგორც ძლევამოსილ დედოფალ ბალქისს, ხოლო ეთიოპიაში როგორც მაქედას. სებას დედოფალზე ისე ცოტა რამაა ცნობილი, რომ ისტორიკოსებს და არქეოლოგებს ეჭვი შეაქვთ მის რეალურ არსებობაში. ბიბლიის მეფეთა მესამე წიგნში დედოფალი მოხსენებულია უბრალოდ როგორც "აღმოსავლეთის დედოფალი". არ არის დაზუსტებული მისი წარმოშობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სოლომონ მეფის სახელმა მის ყურამდეც ჩააღწია. დედოფალმა გადაწყვიტა სოლომონის მონახულება და პირადად  გაცნობა. გაეშურა იერუსალიმისკენ ქარავნით, რომელიც დატვირთული იყო ძვირფასი სამეფო ძღვენით. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, დედოფალს გადაწყვეტილი ჰქონდა გამოეცადა სოლომონ მეფე და დარწმუნებულიყო მის სიბრძნეში. დედოფალი მართლაც გაოცებული დარჩა მეფე სოლომონის გამჭრიახობით და კმაყოფილი დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ბიბლიაში მოკლედაა ნაამბობი ამის შესახებ.  სებას დედოფალზე კი ინფორმაცია სხვა წყაროებშიც გვხდება.

Sunday, 6 March 2022

მათემატიკოსი-წინასწარმეტყველი სედიქ ავღანი (Sediq Afghan), რომელმაც უკრაინის მომავალი გამოინგარიშა


ავღანელმა მათემატიკოსმა მუჰამედ სედიქ ავღანმა მსოფლიოში  წინასწარმეტყველებით გაითქვა სახელი, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის დახმარებით აკეთებს. მეცნიერის აზრით,  ჩვენი სამყარო ემორჩილება მკაფიო ფორმულებს, ამიტომ დამდეგი მოვლენების გამოთვლა სრულიადაც არაა რთული.

სედიქს ბავშვობიდან ჰქონდა გამოთვლის ნიჭი. შვიდი წლის ასაკში ის პირდაპირ მეოთხე კლასში ჩარიცხეს. 19 წლისამ კი გაეროში საკუთარი სამეცნიერო კვლევა გააგზავნა, რომელიც ცნეს  ახალ მიმართულებად თეორიულ ალგებრაში. აშშ-ში მას კომპიუტერთან მოუწყეს შეჯიბრი, სედიქმა 400 ურთულეს მათემატიკურ კითხვას  ექვსი წუთით უფრო მალე  გასცა პასუხი ვიდრე კომპიუტერმა.

Monday, 21 February 2022

ცისფერი სისხლი_არსებობენ თუ არა ცისფერსისხლიანი ადამიანები

უძველესი დროიდან ცისფერი სისხლი ასოცირდებოდა კეთილშობილებასა და სამეფო ხელისუფლებასთან. ის ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას და კამათის ობიექტად იქცეოდა. ამასთან, მას უკავშირდებოდა ბევრი მითი, რომლის თანახმად სამეფო გვარის წარმომადგენლებს სისხლის განსაკუთრებული შემადგენლობა და ფერი ჰქონდა.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, გამოთქმა "ცისფერსისხლიანი" გაჩნდა მე-8 საუკუნეში, როცა ესპანეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ მავრები. მავრები მუქკანიანები იყვნენ, ამიტომ ესპანეთის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ თავის ცისფერ ვენებს და ფერმკრთალ კანს. ამით ისინი ახდენდნენ დემონსტრირებას, რომ მათ გვარში არ ერივნენ მუქკანიანი მავრები, რომლებსაც ხელისუფლება ებრძოდა მე-15 საუკუნემდე. როცა ესპანეთის იმპერიის საზღვრები გაფართოვდა, ეს ფრაზა შევიდა მთელი ევროპის არისტოკრატთა ლექსიკაში.

Wednesday, 16 February 2022

კელტური სარკე ფრაქტალების გამოსახულებით


 ორი ათასი წლის ბრინჯაოს კელტურ სარკეს უკანა მხარეს შემორჩენილი აქვს დახვეწილი, მაღალმხავტრული ორნამენტები. სიმბოლიკაში საოცრად აისახა ერთმანეთში გადახლართული ფრაქტალები ან უამრავი მანდელბროტი.

ფრაქტალთა გეომეტრიის დახმარებით შესაძლებელია რთული მათემატიკური ცნებების გამოსახვა, რომელიც პირველად  ფართო ხმარებაში შემოიტანა ბენუა მანდელბროტმა 1983 წელს. მისი დახმარებით შესაძლებელია მათემატიკური სიზუსტით ობიექტის ფორმაციების და პროცესების აღწერა. ასეთ ფრაქტალებს პრინციპული გეომეტრიული კანონზომიერება გააჩნია. გამოსახულებას თუ უფრო და უფრო გავადიდებთ და ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ყოველ ჯერზე ვუბრუნდებით ერთსადაიმავე საწყის ფორმას. ასეთი გზით შეიძლება ბუნებრივი პროცესების, მოვლენების და ობიექტების აღწერა სრული სიზუსტით ვიდრე ტრადიციული ფორმულებით და ანგარიშებით.

Thursday, 27 January 2022

საიდუმლო სამეფო შანგრი-ლა


შანგრი-ლას არსებობის შესახებ დასავლეთის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯეიმს ჰილტონის რომანის "დაკარგული ჰორიზონტის" წყალობით (The lost Horizon, 1933). სიუჟეტის მიხედვით, ავიაკატასტროფას გადარჩენილი ნაწარმოების გმირები  მოხვდებიან დაკარგულ, გამოუცნობ ქვეყანაში, სადაც  სრული ჰარმონია სუფევს. მთის მწვერვალზე დგას ბუდისტური მონასტერი, სადაც  ცხოვრობს ორმოცდაათი სწავლული ლამა. ისინი დროს ცოდნის ძიებაში ატარებენ. ლამები თემს მთის ძირში მდებარე ნაყოფიერი მიწაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მართავენ. ამ მიწაზე მოჰყავთ მრავალფეროვანი კულტურები. უცხოს ამ ბედნიერ ველზე შესვლის უფლება არ ეძლევა. ჰილტონი შანგრი-ლას წერდა მოგზაური და ბიოლოგი მეგობრის ჯოზეფ როკის მონაყოლის გათვალისწინებით. ამ რომანის მიხედვით, ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. შანგრი-ლას სამეფო უნდა მდებარეობდეს ჰიმალაების ცენტრში, რომელსაც ლოტოსის ფორმა აქვს, სადაც ცხოვრობენ სხვა სამყაროს არსებები.