არსებობს ისეთი ადგილები დედამიწაზე, რომელიც ბევრ კითხვას უჩენს როგორც მეცნიერებს, ასევე მისტიკის მოყვარულთ. ერთ-ერთ ასეთ ადგილად ითვლება წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულ ტამუენზე მდებარე ქალაქი ნან-მადოლი. ქალაქი აგებულია მარჯნის რიფზე, რომელიც სამწუხაროდ მიტოვებულია და ის ახლა დაუსახლებელია. კვლევების თანახმად, ქალაქის ასაშენებლად გამოყენებულია 800 ათასი ტონა ქვა. ასეთი ქალაქის აშენება ბევრად ადვილი იქნებოდა ხმელეთზე და ქვაც ნაკლები დასჭირდებოდა. შესაბამისად ჩნდება კთხვა: როგორ მოხდა ამდენი ქვის გადაზიდვა ქალაქის ასაშენებლად დანიშნულ ადგილზე?
იდუმალებით მოცული ქალაქი ნან-მადოლი სანაპიროდან 1000 კმ-ს მოშორებით მდებარეობს. ქალაქი მთლიანად წყალშია, ამის გამო მას დაარქვეს "წყნარი ოკეანის ვენეცია". კუნძულები რომელზეც ქალაქია განთავსებული მიკრონეზიას ეკუთვნის. ქალაქი გიგანტური ბაზალტის ქვებითაა ნაგები. აქ, ოდესღაც ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი გაუკაცრიელებულია.
ნან-მადოლის კედლები პირდაპირ წყლიდან ამოდის. მის ასაგებად გამოყენებული ზოგიერთი ბლოკი 40 ტონას იწონის. სავარაუდოდ, ქალაქმა მოგვიანებით დაიწია წყალქვეშ. გეოლოგთა აზრით, კუნძული რომელზეც ნან-მადოლი მდებარეობს არ ჩაძირულა ბრადისეიზმის შედეგად. ამიტომ გაუგებარია როგორ დაფარა წყალმა ეს ქალაქი. თუ კუნძული არ ჩაძირულა, მაშასადამე წყალმა აიწია. უკანასკნელად აქ წყალმა შესამჩნევად მოიმატა დაახლოებით 14 ათასი წლის წინ, დიდი გამყინვარების შემდეგ. ლოდები რომლითაც ქალაქია აგებული მაგნიტურია, რისი გარკვევის საშუალებასაც იძლევა კომპასი.
ლეგენდის თანახმად, ნან-მადოლი დაარსა ტყუპმა ჯადოქარმა ძმამ მითიური დასავლეთ კატაუდან, სადაც გველეშაპები და გოლიათები ცხოვრობენ. ისინი ნავით მოცურდნენ გველეშაპის თანხლებით. კუნძული სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა მიწათმოქმედებისთვის, ამიტომ ტყუპმა ძმამ ოლოსოფემ და ოლოსიფემ მიწათმოქმედების ქალღმერთის სალოცავი მოაწყვეს კუნძულზე. მათ ჯადოსნობის დახმარებით გადაჰქონდათ დიდი ქვები და აგებდნენ ქალაქს. ადგილობრივებმა ისინი მმართველებად მიიღო. დროთა განმავლობაში მათ ეყოლათ შვილები აბორიგენი ქალებისგან და მმართველთა დინასტიაც ჩაისახა.
როცა ასაკში შესული ოლოსიფე გარდაიცვალა, ოლოსოფმა ადგილობრივზე იქორწინა და ეყოლა 12 შვილი. მათ შეეძინათ კიდევ 16 შთამომავალი და საფუძველი ჩაუყარეს საკუთარ დინასტიას. დინასტიის დამფუძნებლები სიკეთით გამოირჩეოდნენ და ისე მართავდნენ ქალაქს. თუმც შემდგომ შთამომავლებმა უფრო მეტი მოთხოვნები წაუყუნეს ქვეშევრდომებს. დინასტია დროთა განმავლობაში დესპოტური და კორუმპირებული გახდა. 1628 წლამდე კუნძული იმყოფებოდა იმპერიულ ორთაბრძოლაში. არსებული დინასტიის მმართველობა დასრულდა იზოკელეკელიას შემოჭრით, რომლებიც ასევე ნან-მადოლზე ცხოვროდნენ. საკვების სიმცირისა და მატერიკის სიშორის გამო, იზოკელეკელიებმა კუნძული ნელ-ნელა დატოვეს. ჯადოქრების მაგიური შესაძლებლობებიც დავიწყებას მიეცა. ძველი იმპერიის არსებობის ნიშნები ჯერ ისევ არსებობს ამ ქალაქ კუნძულზე. ბევრი რამ კი ისევ გამოუცნობი რჩება.
კუნძულის ისტორიაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ყველას საკუთარი აზრი გააჩნია ამ საკითხზე. ყველაზე პოპულარულია ფოტოგრაფისა და მოგზაურის ავგუსტ ლე პონჟონის თეორია, რომლის თანახმად ამ რეგიონის კუნძულები სავარაუდოდ უნდა იყოს დაკარგული კონტინენტ მუს ნარჩენი. პლონჟონის ინფორმაციით მუს კონტინენტზე ცხოვრობდა მთელი ცივილიზაცია. ძლიერი მიწისძვრების შედეგად კონტინენტი დაფარა წნარმა ოკეანემ. დარჩა მხოლოდ კუნძულები, რომელსაც ახლა ვხედავთ.
მეცნიერთა აზრით, ქალაქი აშენდა საუდელერების დინასტიის დროს, რომლებიც მართავდნენ 1100-1628 წწ-ში. კვლევების დროს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ქვის ნაგებობები წყლის ქვეშ 20 მეტრის სიღრმეზეა. თუმც შუა საუკუნეების მერე ოკეანის დონემ აიწია მხოლოდ 1-1,5 მეტრით. სავარაუდოდ მიკრონეზიელები მშენებლობისთვის იყენებდნენ უფრო ძველ ნაგებობებს. მათი შესწავლა კი ჯერჯერობით შეუძლებელია.
ნან-მადოლის პირველი სერიოზული კვლევა ჩაატარა გერმანელმა პაულ ჰამბრუხმა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მან დაადგინა, რომ აუზში სულ 92 პატარა კუნძულია-მისი აზრთ ყველა ეს კუნძული ხელოვნურადაა შექმნილი. ჰამბრუხმა დათვალა 800-მდე ქვის ნაგებობა. ყველას აკრავს უზარმაზარი ხუთმეტრიანი კედელი.
1946 წელს, ეს ტერიტორია გახდა აშშ-ს პროტექტორატი და მიიღო დახურული ზონის სტატუსი. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულის ოკუპაცია მოახდინეს იაპონელებმა და იქ გათხრები დაიწყეს. მხოლოდ 1958 წელს შეძლეს ამერიკელებმა ჩაეტარებინათ კვლევები ნან-მადოლში. ადგილობრივების ცნობით, იაპონელებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს და გაიტანეს ბევრი ლითონის ფიგურა, ქანდაკებები და სარკოფაგები. ამერიკელი მეცნიერები იმყოფებოდნენ აქ 1986 წლამდე და ბევრი აღმოჩენაც გააკეთეს. მათ ნახეს ბელადებისა და ქურუმების აკლდამები. გაირკვა, რომ ყველა კუნძულს აერთიანებდა მიწისქვეშა გვირაბებისა და გამოქვაბულების ქსელი. არქეოლოგთა აზრით, ნან-მადოლის ცივილიზაცია 12 ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს.
ჯერ კიდევ პირველმა ევროპელმა კოლონისტებმა მიაქციეს ყურადღება უცნაურ ელექტრო მაგნიტურ მოვლენებს, რომელიც ქალაქის ნანგრევებში შეიმჩნეოდა. ისინი ღამით ძველი შენობების კედლებზე ხედავდნენ ელექტრულ განმუხტვებს, ბურთისებრივ ელვას. ადგილობრივებს ამ მიზეზით მკაცრი ტაბუ აქვთ ნან-მადოლის ღამით სტუმრობაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ნანგრევებში ბოროტი სულები ბინადრობენ. 1907 წელს სწორედ ამ ელექტრული ანომალიით გარდაიცვალა მარშალის კუნძულების გერმანელი გუბერნატორი ბერგი იქ ყოფნის დროს. გუბერნატორმა ადგილობრივებს ყური არ ათხოვა და ღამით იქ დარჩა.
ყველაზე გამოუცნობად მაინც რჩება მოპოვების ადგილიდან ბაზალტის ლოდების საამშენებლო მოედანზე გადატანის საკითხი. ბევრი ხალხის მითებშია გადმოცემები სპეციალური შელოცვებით თუ ბგერებით უზარმაზარი ქვის ლოდების ჰაერში აწევის შესახებ. მსგავსი გადმოცემა აქვთ აქაურ ადგილობრივებსაც. მათი თქმით, ადგილობრივ გრძნეულ "უნანებს" შეუძლიათ იგივეს განხორციელება. საამისოდ ისინი დიდხანს ემზადებიან, რაც ითვალისწინებს ხანგრძლივ ასკეტურ ცხოვრებას სპეციალურად განკუთვნილ ორმოებში, რომელიც მდებარეობს ნან-მადოლის ტერიტორიაზე. უნანები ამ ორმოებში ატარებდნენ რამდნიმე კვირას და იკრებდნენ ძალას.
ამავე გადმოცემის მიხედვით, ბაზალტის ფილები რომლითაც აგებულია ქალაქი, მშენებელი ღმერთების ნება-სურვილით თავად მიფრინავდა დანიშნულების ადგილზე. ხოლო ნან-მადოლის ირგვლივ არსებული არხები გათხარა დიდმა ცეცხლისმფრქვეველმა გველეშაპმა.
არცთუ დიდი ხნის წინ ავსტრალიელ მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კომპლექსის საფუძვლიანი კვლევა და ბევრი საინტერესო რამ გაარკვია. ჯგუფისთვის ნან-მადოლის არქიტექტურა მეტისმეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მისი ანალოგი არ არსებობს მთელ დედამიწაზე. კომპლექსის მიახლოებითი ასაკი ათასი წელი უნდა იყოს.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალაქის აშენებას დასჭირდა დაახლოებით 200 წელი. და ბოლოს, ყველაზე საინტერესო რამ: ბაზალტის ნაგებობების მახლობლად, წყალქვეშ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ქალაქი. სავარაუდოდ, სწორედ ისაა "ღმერთების ქალაქი", რომლის ასაკი ათი ათასი წელი მაინც უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment