რატომ ცოცხლობდნენ ადრე ადამიანები 700-800 წელს, ახლა კი 70-80 წ-ს? ბიბლიური გადმოცემით, ადამმა იცოცხლა 930 წელი ხოლო ნოემ 950. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა მსოფლიო წარღვნის შემდეგ. სავარაუდოდ წარღვნამდე ბუნებრივი პირობები იყო ბევრად უკეთესი, ამიტომ ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. წარღვნის შემდეგ შეიცვალა კლიმატი, ნიადაგი, ჰაერი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ადამიანის ორგანიზმზე. მეორე ვერსიით, წარღვნის შემდეგ მოხდა ადამიანის გენეტიკაში რაღაც ცვლილებები.. ეს კითხვა მუდამ აწუხებდა კაცობრიობას.
მეცნიერები შეუდგნენ იმ არსების საიდუმლოს ამოხსნას, რომელიც უკვდავია და არ ბერდება. ასეთი გახლავთ მედუზა Turritopsis dohrnii.მას გააჩნია ფანტასტიკური უნარი იყოს უკვდავი და არ დაბერდეს განსხვავებით მისი მონათესავე მედუზა Turritopsis rubra-გან, რომელიც კვდება კიდეც და ბერდება კიდეც. რამ აქცია ასეთად ზღვის ეს ბინადარი? სწორედ ეს გაარკვიეს ოვიედოს უნივერსიტეტის ესპანელმა მეცნიერებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარია პასკუალ-ტორნერი. მეცნიერებმა მოახდინეს ორივე მედუზის გენომეს სეკვენირება, შეადარეს ერთმანეთს და აღმოაჩინეს, რომ უკვდავებს გააჩნია გენების ორმაგი ასლი, რომლებიც იცავს და აღადგენს დნმ-ს. ამ გამოკვლევისა და აღმოჩენის შესახებ მათ ისაუბრეს ჟურნალ The national Academy of Sciences.
მედუზა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოკლათ, მაგრამ თავისი ნებით ის არ კვდება. ამიტომ თვლიან Turritopsis dohrnii-ს უკვდავად. ასეთად იქცევა ის, ვინაიდან დაბერების პროცესს უკან აბრუნებს-დროდადრო ახალგაზრდავდება.
ჩვეულებრივი მედუზები მოზრდილ ასაკში აფრქვევენ სქესობრივ უჯრედებს, რომლებიც შეხვედრისას ერთმანეთს ანაყოფიერებენ და იქცევიან ერთგვარ ჭუპრებად, რომელიც ზღვის ფსკერს ეკვრებიან და იქცევიან ლორწოვან ახალწარმონაქმნად. აქიდან ჩნდებიან "ახალშობილები", რომლებიც იზრდებიან, ბერდებიან და კვდებიან. ასეთია მოკვდავთა ცხოვრებისეული ციკლი.
ზრდასრული უკვდავი მედუზები იგრძნობენ თუ არა სიბერის მოახლოებას ან მოხვდებიან თუ არა არასასურველ გარემოში, ეკვრებიან ფსკერს და კვლავ იქცევიან "თოთო" ჭუპრებად. ასეთი სახით მათ შეუძლია უამრავჯერ საკუთარი სიცოცხლის ციკლის შეწყვეტა და განახლება და ასე თავს აღწევენ სიბერეს. მეცნიერებმა გაარკვიეს რომელი გენები იღებს მონაწილეობას გაახლაგაზრდავებაში, რომელი აღმდგენი და დამცავი ცილები ჩნდება, რისგან იცავს, რა ახდენს ნეიტრალიზებას. გაარკვიეს ასევე, რომელი მუტაციის შედეგად უჩნედება უკვდავებს უჯრედების გაყოფა და არ უმოკლდებათ თელომები-ქრომოსომების დაბოლოება, რომლებიც უჯრედის ყოველ გაყოფაზე უმოკლდება მომაკვდავ მედუზას.
როგორც ჩანს, მთელი გენეტიკური კომპლექსი ეხმარება მედუზას მარადიულ ახალაგაზრდობის მიღწევასა და შენარჩუნებაში. იქნებ მეცნიერებმა უკვდავებას თუ არა, იმ ასაკობრივი ცვლილებების დაძლევა შეძლონ, რომელიც ღუპავს და ამახინჯებს ადამიანს, როგორც გარეგნულად ასევე შინაგანად, კიბოსა და გონებრივი სისუსტის ჩათვლით. იმედოვნებენ მიაღწიონ მსგავს გარდასახვას ჯერ ლაბორატორიაში ცხოველებზე, ხოლო შემდეგ ადამიანებზე. ბუნებაში შექმნილი მექანიზმი დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ესპანელთა ამერიკელ კოლეგებს კი გააჩნია უფრო პრაქტიკული გეგმები. ფლორიდის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში გეგმავენ პირველ ხანებში უკვდავი მედუზებისგან შექმნან სახის გამაახალგაზრდავებელი საცხი.
დნმ-ში პატარა შესწორების შეტანით თურმე შევძლებთ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ასეული წლებით. სტივ კონორი აცხადებს რევოლუციურ აღმოჩენაზე, რომელმაც მეცნიერულ სამყაროში დაპირისპირება გამოიწვია.
კალიფორნიელმა მეცნიერებმა შექმნეს გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც 10-ჯერ უფრო დიდხანს ცოცხლობს. ესაა სიცოცხლის ყველაზე მეტი ხანგრძლივობა, რომელსაც მათ აქამდე მიაღწიეს. თუ ამ მეთოდის გამოყენებას მოახერხებენ როდისმე ადამიანზე, მაშინ ადამიანი შეძლებს 800 წლამდე სიცოცხლეს.
ვალტერ ლონგოს ჯგუფი ვარაუდობს, რომ 800 წელი სიცოცხლე მარტო შესაძლებელი კი არა, გარდაუვალიცაა. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობისას შექმნეს საფუარის სოკოს შტამი, რომელიც ცოცხლობს 10 კვირაზე მეტხანს, იმ დროს, როცა ჩვულებრივი სოკო ცოცხლობს მაქსიმუმ ერთი კვირა. სოკოს გენომედან ორი გენის ამოშლით და მათი დაბალკალორიულ დიეტაზე გადაყვანით, ლონგომ შეძლო უბრალო საფუარის უჯრედების, რომლითაც სარგებლობენ ხაბაზები, სიცოცხლის გახანგრძლივება.
რა თქმა უნდა, განსხვავება ადამიანისა და საფუარის უჯრედს შორის დიდია, მაგრამ ამას ლონგოსა და მისი კოლეგებისთვის ხელი არ შეუშლია განეცხადებინა, რომ მათი კვლევები უშუალო კავშირშია ადამიანის დაბერებისა და სიცოცხლის ხანგრძლივების პრობლემასთან. -"ჩვენ საფუძველს ვუყრით ორგანიზმის რეპროგრამირებას ჯანმრთელ სიცოცხლეზე. თუ ბოლომდე გავარკვევთ როგორ მუშაობს დღეგრძელობა, მაშინ შევძლებთ მის გამოყენებას ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედთან. ჯერ შორს ვართ სიცოცლხის ხანგრძლივობის 800 წლამდე გაზრდისგან, მაგრამ არც ისე ძნელია 120 წლამდე გაზრდა ჯანმრთელობის შენარჩუნებით. დადგება დრო, როცა შესაძლებელი გახდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის 800 წლამდე გაზრდაც. არა მგონია არსებობდეს რომელიმე ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვრის ლიმიტი"- ამბობს ლონგო
გერენტოლოგთა უმტესებობა ასეთ განცხადებას მწვალებლობად მიაჩნევს. გერენტოლოგი ჰოლიდეი სკეპტიკურად უყურებს თითქოს შესაძლებელი იყოს დაბერების პროცესის მოტყუება და ამის შედეგად ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, ვინაიდან ფეხმოკიდებული აზრით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმუმი 125 წელია. ჰოლიდეის აზრით კვლევები სიბერის წინააღმდეგ გადაიქცა სამეცნიერო ფანტასტიკად. მისი სიტყვებით, ბიომედიცინის ზღვა მონაცემები მიუთითებს, რომ სიკვდილი 125 წლის ასაკში გარდაუვალია.
ლონგო კი აცხადებს, რომ ორი გენის RAS2 и SCH9-ის ამოცლით, რომელიც ხელს უწყობს საფუარის სოკოს დაბერებას, ასევე ადამიანის სიმსივნის განვითარებას, სოკოს დაბალკალორიულ დიეტაზე დასმით შეძლო სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც თეორიულად შეუძლებელია. ჯერჯერობით კალორიების შეზღუდული რაოდენობა აღიარებული ხერხია მრავალი ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის გასახანგრძილვლებლად. მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული კალორიების შეზღუდვით შესაძლებელი იქნება თუ არა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება.
ერთ-ერთი დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე გახლავთ "სომას უტილიზაციის თეორია", რომელიც მოკლედ ასე გამოიყურება: გენებს შეუძლია ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივება იმ შემთხვევაში თუ გაწეულ დანახარჯებსა და დღეგრძელობის სარგებელს შორის მიღწეულია ბალანსი. ორგანიზმის მექანიზმის შეკეთება ყოველ ჯერზე შესაძლებელია, რომელიც დღითი დღე ცვდება და უვარგისი ხდება, მაგრამ დგება ჟამი, როცა ამის გაგრძელება აზრს ჰკარგავს, დანახარჯები ძვირია. ასეთ დროს "სომა"-ს უტილიზაცია ხდება, ვინაიდან აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ლონგოს აზრით, ტომ კერკვუდის 1970 წელს შემოთავაზებული "სომას უტილიზაციის თეორია" დაბერების ბუნების ყველაზე დამაჯერებელი განმარტებაა. თუმც მას აქვს სხვა თეორიაც. ის თვლის, რომ დაბერება შესაძლოა არა უბრალოდ ცხოვრების განმავლობაში სხეულის ცვეთის გვერდითი მოვლენის ეფექტია, არამედ ასევე გენეტიკურად დაპროგრამებული მდგომარეობაც, რომლის მიზანია პოპულაციის ხნიერი წევრების ლიკვიდაცია, რათა ახლაგაზრდებს გაუნთავისუფლდეს ადგილი. საფუარის სოკოს მოდიფიკაციის მისი ექსპერიმენტები მოწმობს, რომ დაბერება უბრალოდ ცხოვრების გვერდითი მოვლენის ეფექტი კი არა, არამედ მიზანმიმართული დაპროგრამებული პროცესია და გაშალაშინებულია ბუნებრივი შერჩევით. ლონგოს თქმით, ის ორგანიზმები რომელსაც სწავლობენ, განკუთვნილ დროზე უფრო ადრე კვდებიან, რათა საკვებით მოამარაგონ საკუთარი პოპულაციის გარემოში გაჩენილი "მუტანტები". ამგვარად მილიარდობით ორგანიზმი კვდება ადრე, რათა ცხოვრებასათან შეგუებულ მცირე ჯგუფს ზრდაში შეეწყოს ხელი.
ვალტერ ლონგოს თქმით, აქამდე ვერავინ დაამტკიცა დაპროგრამებული სიკვდილის თეორიის უმართებლობა.
No comments:
Post a Comment