Sunday, 6 March 2022

მათემატიკოსი-წინასწარმეტყველი სედიქ ავღანი (Sediq Afghan), რომელმაც უკრაინის მომავალი გამოინგარიშა


ავღანელმა მათემატიკოსმა მუჰამედ სედიქ ავღანმა მსოფლიოში  წინასწარმეტყველებით გაითქვა სახელი, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის დახმარებით აკეთებს. მეცნიერის აზრით,  ჩვენი სამყარო ემორჩილება მკაფიო ფორმულებს, ამიტომ დამდეგი მოვლენების გამოთვლა სრულიადაც არაა რთული.

სედიქს ბავშვობიდან ჰქონდა გამოთვლის ნიჭი. შვიდი წლის ასაკში ის პირდაპირ მეოთხე კლასში ჩარიცხეს. 19 წლისამ კი გაეროში საკუთარი სამეცნიერო კვლევა გააგზავნა, რომელიც ცნეს  ახალ მიმართულებად თეორიულ ალგებრაში. აშშ-ში მას კომპიუტერთან მოუწყეს შეჯიბრი, სედიქმა 400 ურთულეს მათემატიკურ კითხვას  ექვსი წუთით უფრო მალე  გასცა პასუხი ვიდრე კომპიუტერმა.

ავღანმა იწინასწარმეტყველა სსრკ-ს დაშლა. მან იცოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა შავკანიანი, კორონავირუსი დიდხანს იქნებოდა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი, 1991 წლის მიტინგები და ხალხის მღელვარება, ტერაქტი და ტყუპი ცათამბჯენის ნგრევა, სისხლისღვრა დონბასში 2014 წელს. სედიქ ავღანს უწოდეს მათემატიკური ფილოსოფიის ფუძემდბელი, რომელმაც შეძლო ნუმეროლოგიის, ეზოთერიკის და მათემატიკის გაერთიანება.

წინასწარმეტყველება ავღანმა მას შემდეგ დაიწყო, როცა ერთხელ საკუთარი თავი ავტოვარიაში იხილა. თავიდან იფიქრა, რომ ეს სულელური ფიქრების შედეგი იყო, მაგრამ როცა ერთი დღის შემდეგ ეს ავარია მართლაც მოუხდა, მათემატიკოსი დაფიქრდა და გადაწყვიტა შეესწავლა მომავალი მოვლენების ალბათობის მექანიზმი.

ყველა მოვლენა ქაოტური კი არა, კანონზომიერია და ურთიერთკავშირშია-ერთი მომდინარეობს მეორესგან. ჯერ კიდევ პითაგორე ამბობდა, რომ ყველა მოვლენა დაპროგრამებულია. მათემატიკოსის გაანგარიშებით სამყარო არ არის უსასრულო და გააჩნია გარკვეული ზღვარი. მისი აზრით, სამწუხაროდ ადამიანის ანალოგიური სიცოცხლის ფორმის ნახვა სამყაროში შეუძლებელია-ადამიანები აქ მარტონი არიან. თუმც არსებობენ სხვა გონიერნიც ოღონდ გარეგნულად სხვანაირი.

მეცნიერი ირწუნება, რომ არ არსებობს შემთხვევითი რიცხვები, ყველაფერი კანონზომიერია, პასპორტის, ბინის ნომერიც კი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ავღანელი მათემატიკოსი ამბობს, რომ ამოხსნა კაცობრიობის ისტორიის მთავარი ამოცანა და გამოთვალა მსოფლიოს მომავალი. 
"არაფერია ჩვენს სამყაროში შემთხვევითი, ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, ვინაიდან ყველანი აქ მოვედით კონკრეტული კოდით. რიცხვების დახმარებით შეიძლება ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის, კატასტროფებისა და უბედურებების გამოთვლა, როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური მასშტაბის." 

ეზოთერიკოსთა აზრით, სედიქ ავღანმა მოახერხა მათემატიკის კანონების მისტიკურ ნუმეროლოგიასთან შეთავსება. თავად დრო და დედამიწის გადასვლა სხვა განზომილებაში კარნახობს ციფრულ ფორმატში გადასვლას. მეხუთე განზომილებაში ადამიანებს ექნება განსაკუთრებული სულიერი უნარები, რომელიც გააჩნია მხოლოდ სულიერი იერარქიის წარმომადგენლებს.

1984 წელს მათემატიკოსმა გადაწყვიტა გამოეყვანა  სამყაროს საერთო "ბედის ფორმულა", რათა შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანთა და სახელმწიფოთა მომავლის და უარყოფითი მოვლენების გამოცნობა. სწორედ მისი დახმარებით  გამოთვალა თვე და დღე, როცა სსრკ გამოიყვანდა ჯარს ავღანეთიდან. 

ავღანელი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ყოველი ადამიანის და სახელმწიფოს ბედიც კი დაპროგრამებულია. არსებობს მათი ბედის ფორმულები. მათემატიკამ მას მისცა საშუალება ჩაეხედა წარსულში და მომავალში. საკუთარი უნიკალური მეთოდის დახმარებით ავღანმა შეძლო მომავლის ნახვა 2065 წლამდე. ახლა ის ცხოვრობს სტამბულში, წერს წიგნს, რომელიც გახსნის კაცობრიობის მომავლის ყველა საიდუმლოს. მუჰამედ სედიქმა გადაწყვიტა ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა  წიგნის დასრულებამდე გამოექვეყნებინა.

მათემატიკოსი ირწმუნება,  რომ მის პროგნოზებში არავითარი მისტიკა არ არის. ის წინასწარმეტყველებს და აკეთებს დასკვნებს უნიკალურ მათემატიკურ ანგარიშზე დაყრდნობით.

მეცნიერი ამბობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მატრიცაში, რომელიც შექმნა და დააპროგრამა შემოქმედმა. სამყარო-ესაა მათემატიკური მოდელი, რომელიც სასრულია და არა უსასრულო როგორც დღემდე ითვლებოდა. ყველაზე მეტად ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის, ვინაიდან არ იციან რა ელოდებათ. ავღანმა დიდი ხანია გამოთვალა საკუთარი გარდაცვალების თარიღი. მისი აზრით, ასე უფრო ადვილია ცხოვრება-ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი შიშის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ მუჰამედ სედიქის აზრსა და პროგნოზებს ყურს უგდებენ არამარტო მეცნიერები, არამედ მსხვილი ბიზნესმენები და ფინანსისტები. რაც ნიშნავს, რომ მის რეკომენდაციებს ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობისას ყურადღებით იხილავენ და ითვალისწინებენ  ფინანსური სამყაროს მმართველები.

სედიქ ავღანის პროგნოზით, რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოში შეიქმნება ახალი გაერთიანება. 2025 წელი გახდება შემობრუნების წელი დედამიწის მთელი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში ეს იმოქმედებს სახელმწიფოთა ურთიერთობაზე, რომლებიც ადრე საერთოს ვერ პოულობდნენ.

მსოფლიოს ყველა ხალხები აიძულებენ თავიანთ ლიდერებს შექმნან ნამდვილად სახალხო სახელმწიფოები-ერთიანი მთელ პლანეტაზე. საოცარია, რომ ამ ახალი მსოფლიოს დაბადების ცენტრი, სედიქის გაანგარიშებით, იქნება უკრაინა. პოლიტიკოსთა სიხარბისა და მზაკვრობის გამო, თავიდან მას გახლეჩა და სისხლისღვრა ელოდება, დაპირისპირება და ქვეყნის სისხლიანი გახლეჩაც კი. მაგრამ მოვლენები დასრულდება ისე, რომ ყველაფერი დამშვიდდება, ძველი ლიდერები და სისტემა წარსულს ჩაბარდება,  გონიერი ლიდერები ქვეყნის განვითარებას წარმართავენ უმაღლესი სულიერ-სოციალური გზით. ამასთან ნახსენებია ქალაქი ჩერნიგოვი, სადაც მისი გაანგარიშებით ცხოვრების მოწყობის ახალი მოდელი ჩაისახება.

 ავღანის შედგენილი უკრაინის მომავლის ცხრილი და სახალხო პრეზიდენტი

მეცნიერის თქმით, გლობალური მსოფლიო ომები 2055 წლამდე აღარ იქნება. 2055 წელს კი მოხდება სერიოზული კონფლიქტი, რომელიც გადაიზრდება მე-3 მსოფლიო ომში.






2 comments:

  1. საინტერესო სტატიაა, მადლობა პოსტის ავტორს!
    <3

    ReplyDelete