ორი ათასი წლის ბრინჯაოს კელტურ სარკეს უკანა მხარეს შემორჩენილი აქვს დახვეწილი, მაღალმხავტრული ორნამენტები. სიმბოლიკაში საოცრად აისახა ერთმანეთში გადახლართული ფრაქტალები ან უამრავი მანდელბროტი.
ფრაქტალთა გეომეტრიის დახმარებით შესაძლებელია რთული მათემატიკური ცნებების გამოსახვა, რომელიც პირველად ფართო ხმარებაში შემოიტანა ბენუა მანდელბროტმა 1983 წელს. მისი დახმარებით შესაძლებელია მათემატიკური სიზუსტით ობიექტის ფორმაციების და პროცესების აღწერა. ასეთ ფრაქტალებს პრინციპული გეომეტრიული კანონზომიერება გააჩნია. გამოსახულებას თუ უფრო და უფრო გავადიდებთ და ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ყოველ ჯერზე ვუბრუნდებით ერთსადაიმავე საწყის ფორმას. ასეთი გზით შეიძლება ბუნებრივი პროცესების, მოვლენების და ობიექტების აღწერა სრული სიზუსტით ვიდრე ტრადიციული ფორმულებით და ანგარიშებით.
ფრაქტალების გამოკვლევა დიდწილად კომპიუტერული საუკუნის "შვილობილია", ვინაიდან უამრავი მანდელბროტის აღსაწერად საჭიროა მათემატიკური ოპერაციების უზომო რაოდენობა. მთელი სამყარო, ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება, როგორც მიკრო ასევე მაკროგანზომილებაში მათემატიკური სიზუსტით შედგება ფრაქტალებისგან.
უძველესი სარკე განეკუთვნება კელტურ კულტურას. კელტები ჩვ.წ.აღ-მდე 350 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე განსახლებული იყვნენ თითქმის მთელი ევროპის ტერიტორიაზე.
სარკის უკანა მხარეს ნაჩვენებია ორი ბილატერულ-სიმეტრიული უამრავი მანდელბროტი, ერთმანეთის იდენტური, რომელიც იშლება პატარა სივრცეზე და საბოლოოდ ერთიანედება და მსხვილდება.
თუ ეს გამოსახულება უბრალოდ არა გენიალური კელტი მხატვრის სპონტანური გამონათების შედეგია და სრულიად შემთხვევით შექმნილი ფორმები, ამ შემთხვევაში, ჩვენ თვალწინ ორი ათასი წლის ფრაქტალია, ამასთან ისეთივე რთული როგორიც შეიძლება მივიღოთ მხოლოდ კომპიუტრეზე ურთულესი გამოთვლების საშუალებით. ისმება კითხვა: კონკრეტულად რომელი ფუნქციაა აქ გამოსახული. რას გვაწვდის ეს მათემატიკური ფორმულა, რომლის დახმარებით ვიღებთ რაღაც ინფორმაციას წარსულიდან დღევანდელობაში.
როგორც ჩანს, სარკის სახელურიც ამ გზავნილის შემადგენელი ნაწილია. ვხედავთ გადაბმულ წრეებს, ხოლო მისი ზედა წრე თითქოს ზრდის ფრაქტალის ძირითადად მოტივს. ფიქრობენ, რომ აქ გამოსახულია ჩვენი სამყაროსა და ორეული სამყაროს დაბადება, რომელიც შედგება ანტიმატერიისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინარე სამყაროს დაშლის შემდეგ. ეს მოსაზრება ეფუძნება პულსირებული სამყაროს ჰიპოთეზას, რომელიც სავარაუდოდ გაჩნდა დიდი აფეთქების შედეგად. მას მერე ფართოვდება, რათა შემდეგ ისევ შეიკუმშოს. რის შემდეგ მოხდება კვლავ ახალი დიდი აფეთქება და ყველაფერი დაიწყება თავიდან. ამ ჰიპოთეზის დამტკიცება ან უარყოფა შესაძლებელი იქნება ახალი, უფრო ზუსტი მათემატიკური კვლევებით.
არსებობს კიდევ სხვა უძველესი ბრინჯაოს კელტური სარკეებიც შესრულებული ლა-ტენის სტილში, ფრაქტალის მსგავსი ნახატებით, მაგრამ ისინი უფრო პრიმიტიულია ვიდრე პირველი არტეფაქტი.
No comments:
Post a Comment