კანადელი ენდრიუ დოუსონი ყოველ დილით მიემგზავრებოდა სამსახურში მანქანით. სწორედ იმ გზაზე, რომლითაც ის ყოველდღიურად სარგებლობდა, ერთ დღეს, გორაკის წვერზე-უიტსლერის პიკი მოულოდნელად უცნაური ფიგურა შენიშნა და გადაწყვიტა მისთვის ვიდეოს გადაღება. გზასა და გორაკის მწვერვალს შორის მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ფიგურას ძნელად თუ ვინმე შეამჩნევდა.
დოუსონმა გადაღებული ვიდეო ატვირთა საკუთარ TikTok-ის ანგარიშზე. ვიდეომ მალევე ორ მილიონზე მეტი ნახვა და უამრავი კომენტარი მოაგროვა. დოუსონს თავად აინტერესებდა რა გადაიღო და ყველას ამის შესახებ ეკითხებოდა. მისი აზრით, ფიგურა თოვლის კაცისა უნდა ყოფილიყო. მალევე იმ ადგილს ისევ დაუბრუნდა, მაგრამ იქ უკვე ვეღარავინ ნახა, გოლიათი გამქრალიყო.
გადაღებიდან რამდენიმე კვირა გავიდა და დოუსონმა შეამჩნია, რომ რაღაც უცნაურობები ხდებოდა მის თავს. ის ხედავდა საკუთარი სახლის ახლოს მდგარ მანქანაში საეჭვო ადამიანებს. მიხვდა რომ გადაიღო ისეთი რამ, რაც უცხო თვალს არ უნდა ენახა. როცა გადაწყვიტა გორაკთან ახლოს მისვლა და მისი დათვალიერება, გავლენიანმა ადამიანებმა აუკრძალეს ამის გაკეთება იმის საბაბით, რომ იქ შესვლა აკრძალული იყო.
ამის შემდეგ, დოუსონმა განცხადება გააკეთა, რომ მას სპეცსამსახურის თანამშრომლები დევნიდნენ. სულ მალე, საკუთარი გამომწერებისთვის ახალი ვიდეო ატვირთა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო გართობის მიზნით გადაიღო და იყო მისტიფიკაცია. როგორც ამბობენ, დოუსონს ამ ვიდეოში ნერვიულობა ემჩნეოდა და ხშირად იყურებოდა კამერის გვერდით მხარეს, თითქოს ვიღაც იმყოფებოდა ოთახში და მას მითითებას აძლევდა. სოცქსელებში ამ ვიდეოს განხილვა მოჰყვა, იყო თუ არა აღიარება მართალი თუ ძალა დაატანეს გაეკეთებინა ასეთი განცხადება.
სკეპტიკურად განწყობილნი ამტკიცებდნენ, რომ ეს ისტორია იყო ყალბი და შექმნილი TikTok-თვის აუდიტორიის მოსაზიდად.
მაგრამ ცოტა ხნის წინ, სოცქსელის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ენდრიუ დოუსონი მოულოდნელად გარდაიცვალა. ნეკროლოგი ამის შესახებ მისი რეგიონის საიტებზე გამოქვეყნდა 2022 წლის 1 ივლისს. დოუსონი "მისტიფიკაციის" შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მალევე დაიღუპა. ნეკროლოგის ფოტო მისი გახლდათ.
როცა ინფორმაცია დოუსონის გარდაცვალების შესახებ მოხვდა სოციალურ ქსელში, ბევრს გაახსენდა, რომ მისი აღიარება ძალიან საეჭვოდ მოეჩვენა.
უცნობია რითი გარდაიცვალა დოუსონი, მაგრამ სიკვდილი მოულოდნელი იყო. აღიარებითი ვიდეოს შემდეგ ენდრიუმ ატვირთა კიდევ ორი ვიდეორგოლი. ერთში ის აცხადებდა რომ იყო შეშინებული, მეორეში კი იგივე გორაკზე, სადაც გოლიათი გადაიღო ჩანდა რაღაც ნაგებობა. მან კითხვა დასვა:"სამხედროები არიან?"
გოლიათზე ვიდეოს ატვირთვამდე ენდრიუ ჩვეულებრივი ბლოგერი იყო. დებდა ბევრ ვიდეოს საკუთარ ძაღლზე, სამსახურზე, თმის ვარცხნილობებზე. შეთქმულების თეორიების მოყვარულს ნამდვილად არ ჰგავდა.
თემასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ 2014 წელს მსგავს სიუჟეტზე საქართველოში გადასაღებად ჩამოსული დისქავერის 5 კაციანი გადამღები ჯგუფი, რომელმაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოაწყო ექსპედიცია, რაც ამ ტერიტორიაზე გოლიათების არსებობას უკავშირდებოდა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა 2008 წელს ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩატარებული ქართველი სპეციალისტების ექსპედიცია. მანამდე, აკრძალულ ზონაში მწყემსებმა ნახირის აყვანის შემდეგ სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც სავარაუდოდ გოლიათი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები ნახეს. აქვე იყო ნატაძრალიც. ქართველების გადაღებული ვიდეო მასალით დაინტერესდნენ უცხოური არხები. სწორედ ქართველების ექსპედიციას მოჰყვა დისქავერის გადამღები ჯგუფის ჩამოსვლა ექვსი წლის შემდეგ. დისქავერის ჯგუფი გახარებული იყო იმდენად საინტერესო მასალის მოპოვება შეძლეს. მაგრამ უკვე მომზადებული ეს მასალა აღარავის უნახავს. არავინ იცის რას უკავშირდებოდა მისი არგაშვება ასეთ პოპულარულ არხზე.
No comments:
Post a Comment