Monday, 21 February 2022

ცისფერი სისხლი_არსებობენ თუ არა ცისფერსისხლიანი ადამიანები

უძველესი დროიდან ცისფერი სისხლი ასოცირდებოდა კეთილშობილებასა და სამეფო ხელისუფლებასთან. ის ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას და კამათის ობიექტად იქცეოდა. ამასთან, მას უკავშირდებოდა ბევრი მითი, რომლის თანახმად სამეფო გვარის წარმომადგენლებს სისხლის განსაკუთრებული შემადგენლობა და ფერი ჰქონდა.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, გამოთქმა "ცისფერსისხლიანი" გაჩნდა მე-8 საუკუნეში, როცა ესპანეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ მავრები. მავრები მუქკანიანები იყვნენ, ამიტომ ესპანეთის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ თავის ცისფერ ვენებს და ფერმკრთალ კანს. ამით ისინი ახდენდნენ დემონსტრირებას, რომ მათ გვარში არ ერივნენ მუქკანიანი მავრები, რომლებსაც ხელისუფლება ებრძოდა მე-15 საუკუნემდე. როცა ესპანეთის იმპერიის საზღვრები გაფართოვდა, ეს ფრაზა შევიდა მთელი ევროპის არისტოკრატთა ლექსიკაში.

სამეფო კარი საზოგადოებისგან განცალკევებით ცხოვრობდა, რასაც საფუძვლად უდებდნენ საკუთარ ღვთიურ წარმოშობას და მაღალ სტატუსს. სარგებლობდნენ შექმნილი მითით, რომ სისხლი ჰქონდათ ცისფერი. ბრიტანეთის დედოფალ  ელიზაბეტ I სახეს და ხელებს ხშირად ხატავდნენ ცისფერი ელფერით. 

თუმც ბევრ უცნაურ ლეგენდაში იყო ნაწილი სიმართლეც. სამეფო ოჯახში ხშირად ხდებოდა ახლო ნათესაური კავშირები. მათ უმეტესობას გააჩნდა უარყოფითი რეზუსი. მეცნიერები ამას განიხილავენ უბრალო მუტაციად, მაგრამ არსებობს ასევე თეორია რომლის მიხედვით, რეზუს-უარყოფითო სისხლი სინამდვილეში ეკუთვნოდა ადამიანებისა და ღმერთების კავშირის შედეგად დაბადებულ პირველ შთამომავლებს.

სამეფო ოჯახებში ხშირად იყენებდნენ სუფრისთვის ვერცხლის ჭურჭელს. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვერცხლის მცირე ნაწილაკები შეიძლება დაიჟანგოს ზოგიერთ საკვებში, განსაკუთრებით ღვინოში. ვერცხლის იონები ზრდის ინფექციების წინააღმდეგ გამძლეობას (აქედან ზოგიერთი მონარქის ხანგრძლივი სიცოცხლე), მაგრამ ასევე  შეუძლია გამოიწვიოს ზოგიერთი დაავადება, როგორიცა არგირია, რომლის დროს ვენები და არტერიები ადამიანს ულურჯდება.

ნამდვილად არსებობენ თუ არა ცისფერსისხლიანი ადამიანები? თურმე ნამდვილად არსებობენ ისეთები ვისაც სისხლი ცისფერი აქვს. მათი რაოდენობა დედამიწაზე ცოტაა, სულ რამდენიმე ათასი. ასეთ ადამიანებს უწოდებენ კიანეტიკებს. მათ ერითროციტებში აქვთ ცისფერი პიგმენტი, რომელიც სითხეს აძლევს შეფერილობას. კიანეტიკებს სისხლი აქვთ მოცისფრო იისფერი. მედიცინაში ასეთი შემთხვევები არ ითვლება პათოლოგიად, ვინაიდან არ მოქმედებს მისი მატარებლის სიცოცხლისუნარიანობაზე. ჩვეულებრივი სისხლისგან განსხვავებით მას არსებითი და დადებითი მახასიათებლებიც კი გააჩნია: ასეთი ადამიანები არ ავადდებიან ზოგიერთი გავრცელებული სისხლის დაავადებით მასში არსებული სპილენძის დამსახურებით. გააჩნია უკეთესი შედედების უნარი, ამიტომ სისხლდენა სწრაფად ჩერდება. კიანეტიკის პარამეტრები მემკვიდრეობით არ გადადის. ასეთი მოვლენა უნიკალურად ითვლება.



არაა გამორიცხული, რომ ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ არსებები, რომელთა სისხლძარღვებში წითელი კი არა,  ცისფერი სისხლი მოძრაობდა. ძველი აღმოსავლური ცივილიზაციების მცოდნე პეტრე ოლექსენკო მიიჩნევს, რომ თანამედროვე ცივილიზაციების  წინაპრები ნამდვილად იყვნენ ცისფერსისხლიანები. ვიცით, რომ სისხლი იმიტომაა წითელი, რომ სასუნთქი პიგმენტების შემადგენელია ჰემოგლობინი. ჰემოგლობინში კი რკინის იონებია.

სისხლის მთავარი ფუქნცია ჟანგბადის, ნახშიროჟანგის, საკვები ნივთიერებების გადატანაა. ორგანიზმში მიმდინარე რეაქციის შედეგად გამოყოფილი ნახშიროჟანგის გამოყოფა აუცილებელია, რასაც ცოცხალი ორგანიზმი სუნთქვის დროს აკეთებს. სწორედ ამ პროცესს ახორციელებს სისხლი. ამაში კი მას ეხმარება სპეციალური ელემენტები, ე.წ. სასუნთქი პიგმენტები, რომელიც თავის მოლეკულაში შეიცავს ლითონის იონებს. ისინი ერთმანეთთან აკავშირებს ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის მოლეკულებს.

ადამიანის სისხლის სასუნთქი პიგმენტია ჰემოგლობინი, რომლის შემადგენლობაში შედის რკინის იონები. სწორედ მისი დამსახურებითაა სისხლი წითელი ფერის. მაგრამ ირკვევა, რომ ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის გადატანა შეიძლება განხორციელდეს სხვა ლითონების იონთა სასუნთქი პიგმენტების საშუალებითაც. ასე მაგალითად, ზღვის ასციდიების სისხლი უფერულია, ვინაიდან ეფუძნება ჰემოვანადიუმს, რომელსაც შეიცავს ვანადიუმის იონები.

ამგვარად, ცოცხალი სამყაროს  სასუნთქ პიგმენტებში არის ცისფერი ფერიც. სისხლს ამ ფერს აძლევს ჰემოციანინი სპილენძიდან გამომდინარე. ეს პიგმენტი ფართოდაა გავრცელებული. სწორედ მისი დამსახურებით აქვს ცისფერი სისხლი ზოგიერთი სახეობის ლოკოკინას, ობობას, კიბორჩხალებს, რვაფეხებს. ჰაერის ჟანგბადდთან შეერთების შედეგად ჰემოციანინი ლურჯდება, ხოლო როცა ქსოვილებს აწვდის ჟანგბადს უფერულდება. 



კიბორჩხალებს და რვაფეხებს შეიძლება ჰქონდეთ ცისფერი სისხლი, რასაც გააჩნია თავისი ახსნა. ჰემოგლობინის ნაცვლად მათი ბიოლოგიური სითხე შეიცავს ცისფერ ცილას. რვაფეხას აქვს ცისფერი სისხლი, რომელსაც ჟანგბადი ჰემოციანინის საშუალებით გადააქვს. თურმე ცისფერ სისხლს უფრო მეტი ინფორმაცია გადააქვს ვიდრე ჩვეულებრივ სისხლს. სწორედ ამ თვისებას შეუძლია უზრუნველყოს რვაფეხას მაღალი ინტელექტი ვიდრე ეს სხვა ქმნილებებს გააჩნია. რვაფეხას სამართლიანად თვლიან ყველაზე ჭკვიან ცხოველად მსოფლიოში. ხოლო უხერხემლო არსებებს შორის მას ბადალი არ ჰყავს. უამრავი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ისინი ექვემდებარებიან წვრთნას. ამასთან, მათ შესანიშნავი მეხსიერება აქვთ, არჩევენ ზომებს და გეომეტრიულ ფიგურებს. ზოგიერთის აზრით, რვაფეხებთან საკმარისი დროის გატარების შემდეგ, შესაძლოა ის შინაური ცხოველიც კი გახდეს. ცოტა ხნის წინ, რვაფეხებმა გააოცეს მეცნიერები. აღმოჩნდა, რომ ისინი გრძნობენ ფიზიკური ტკივილს და შეუძლიათ ტკივილის განცდა. ეს მართლა დიდი აღმოჩენაა, ვინაიდან რვაფეხები არიან მარტივი ნერვული სისტემის უხერხემლოები.

კვლევების შედეგად გაირკვა ასევე, რომ ცისფერი სისხლი არაეფქტურია დედამიწის პირობებში, ვინაიდან ჩვეულებრივი წითელ სისხლთან შედარებით ხუთჯერ ნელდება ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის გაცვლა. ამგვარად, ცისფერ სისხლს გააჩნია ერთი დიდი მინუსი, რომელიც ხაზს უსვამს ჰემოციანინის ყველა პლუსს. საინტერესოა, ევოლუციის შედეგად რატომ მოხდა ასეთი გამონაკლისი რვაფეხებისთვის და ზოგიერთი ქვეწარმავლისთვის. ამ  კითხვას ზოგიერთი მკვლევარი გამაოგნებელ პასუხს აძლევს-ამ არსებათა წინაპრები უცხოპლენეტელები იყვნენ და მათ პლანეტაზე იყო სხვანაირი წნევა და ატმოსფეროს სხვა შემადგენლობა. რამდენიმე წლის წინ ეს ვერსია ფანტასტიკას ჰგავდა. მაგრამ ამბობენ, რომ ბოლო დროს ჩნდება უამრავი ფაქტი ცისფერი სისხლის არამიწიერი წარმოშობის სასარგებლოდ.

მთელ მსოფლიოში არსებობს უამრავი ლეგენდა იმ დროზე, როცა დედამიწაზე ცხოვრობდნენ ცისფერსისხლიანი და ცისფერკანიანი ღმერთები. ბოლო დროს ხშირად ხდება ღმერთების უძველესი ნახატების, ქანდაკების აღმოჩენა, რომელიც გამოსახავს ღვთიურ არსებებს სპეც. კოსტუმებში. მოცისფრო კანი შეიმჩნევა ეგვიპტელთა ღმერთ ოზირისის, ასევე ინდოეთის პანთეონის მთელი რიგი ღმერთების გამოსახულებებზე.




ძველი ლეგენდების თანახმად, მეტალურგიის ხელოვნება ადამიანებს ღმერთებმა გადასცეს. თუ ყურადღებით გავაანალიზებთ ტექსტებს, აშკარაა, რომ ის ეხება ფერად ლითონებს და არა რკინას. ეგვიპტელებისთვის სპილენძი ცნობილი იყო დიდი ხნის წინ, პირველი ფარაონების დროს დაახლოებით 4000-5000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. სპილენძის მოპოვება ხდებოდა საბადოებზე. რკინა კი გაჩნდა უფრო მოგვიანებით, ჩვ. წ.აღ-მდე მე-2 ათასწლეულში. უფრო მეტიც, რკინა ღმერთებსაც ცოტა ჰქონდათ დედამიწაზე. მითოლოგიაში აღწერილია რკინის მხოლოდ ერთეული ნივთები. ამასთან, ამ ნივთებს ჰქონდა "ზეციური" წარმოშობა.

 შესაძლებელია თუ არა, რომ "ღმერთებს" ჰქონებოდა ცისფერი სისხლი და რომ "ღმერთები" სექსუალურ ურთიერთობაში შედიოდნენ ადამიანებთან, რომლის შედეგად იბადებოდნენ ჰიბრიდები? არსებული მითების მიხედვით ხომ ღმერთებს ცისფერი სისხლი ჰქონდათ და კანიც შებამისი ფერის. 
 














 

1 comment:

  1. გვანებივრებ მანანიკო, ამ საინტერესო პოსტებით!
    მადლობა! - მშვენიერია!

    ReplyDelete