ყველა ხალხში მუსირებს რწმენა, რომ არსებობს ლეი-ხაზები (თოდ ლეინს), რომელიც ფარულად ქმნის ბადეს მთელ დედამიწაზე და აერთიანებს წმინდა ადგილების პირდაპირ ხაზებს, რომელიც ფარავს მთელ პლანეტას. ამგვარად, ლეი-ხაზები არის უძველესი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი წმინდა ადგილების დამაკავშირებელი დედამიწაზე. ისეთი ღირსშესანიშნაობა როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სთოუნჰენჯი და სხვა აღმოჩნდა ლეი-ხაზზე.
თუ გავითვალისწინებთ იმ ხალხთა კულტურებს შორის შეუთავსებლობას, ვინც ეს ობიექტები ააგო, ვდგებით დილემის წინაშე. შესაძლებელია თუ არა, რომ ძველად ხალხს სცოდნოდა რამე დედამიწის ენერგიაზე, როცა ირჩევდნენ წმინდა ადგილებს.
ლეი-ხაზის კონცეფცია არაა დიდი ხნის. პირველად დეტალურად ეს თეორია ჩამოყალიბდა 1921 წელს. მას მერე არ წყდება დებატები ნამდვილად არსებობს ის თუ არა. უმეტესობა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს ხაზები წარმოდგენს ბუნებრივ ძალას, ამასთან განსაკუთრებით ძლიერია მათი გადაკვეთის ადგილები.
1921 წელს არქეოლოგმა ალფრედ უოტკინსმა დაიწყო ამ სადავო საკითხის კვლევა. ის ამტკიცებდა, რომ ათეულობით ცნობილი უძველესი ადგილი, რომელიც განთავსებულია დედამიწის სხვადასხვა წერტილში აგებული იყო სერიულად როგორც სწორი ხაზები. იმისდა მიუხედავად, ეს ადგილები ადამიანის ხელით იყო შექმნილი თუ ბუნებრივად წარმოქმნილი, ყველა ხვდებოდა ამ სქემაში და მათ დაარქვა ლეი-ხაზები. ამ თეორიის დახმარებით მან შექმნა კონცეფცია, რომლის მიხედვით დედამიწის ბუნების ძალა ვლინდებოდა იქ, სადაც ეს ობიექტები მდებარეობდა.
ლეი-ხაზების თეორია მდგომარეობს იმაში, რომ მნიშვნელოვანი ძეგლები(სტოუნჰენჯი, გიზას პირამიდები) მოქმედებს ისეთ ენერგეტიკულ მაგისტრალზე, რომელიც მათ აერთიანებს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ადგილები ძველად წარმოადგენდა სარიტუალო დანიშნულების ადგილებს. სხვები ფიქრობენ, რომ ხაზებს გააჩნია მნიშვნელოვანი მაგიური შესაძლებლობები. ლეი ძველსაქსონურად ნიშნავს "გაწმენდილ გზას". გლასტონბერში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის ხელმძღვანელმა ფრედერიკ ბონდმა თავის სამეცნიერო ანგარიშში აღნიშნა გლასტონბერისა და სთოუნჰენჯის ენერგეტიკული კავშირი "ლეი-ხაზი", რომელიც აკავშირებს ორ დასახელებულ ადგილს. ამგვარ კავშირზე საუბრობენ აგრეთვე მცხეთის სვეტიცხოველსა და იერუსალიმის "ბეთეზდას" შორის.
მოგვიანებით, კვლევებმა დაამტკიცა, რომ სწორი ხაზები რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე გადიოდა ძველ სამარხებზე და ქვის ობსერვატორიებზე, როგორიც იყო "სთოუნჰენჯი". ეს იყო ნამდვილად გაყვანილი გზები, ამასთან რომაელთა შეჭრამდე. თუმც სწორედ მათ მიიჩნევდნენ გზების პირველ მშენებლებად ბრიტანეთში. ახლა ეს გზები აღარ ჩანს. უოტკინსის აზრით აღნიშნული გზები გაყვანილი იყო ენერგეტიკული ხაზების გასწვრივ.
ალფრედ უოტკინსმა წარმოადგინა თავისი თეორიის მტკიცებულება. სამაგალითოდ მოიტანა სხვადასხვა ტიპის ძეგლები, რომელიც მთელ დედმიწაზეა განლაგებული პირდაპირ ხაზზე. უოტკინსმა პირდაპირი ხაზი გაავლო სამხრეთ ინგლისზე, აქედან ირლანდიის სამხრეთ კიდეზე ისრაელამდე, რომელმაც მისი მტკიცებით, შეაერთა შვიდი სხვადასხვა ადგილი, სადაც სხვადასხვა ფორმით ფიგურირებდა სახელი "მიქაელი". ამ ხაზს ეწოდება "წმინდა მიქაელის ხაზი". ესაა რიტუალური ადგილები, მზებუდობის ტაძრები, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს საერთო წარმოდგენას.
ბევრი ეჭქვეშ აყენებს ამ კონცეფციას, მაგრამ არიან ისეთებიც ვისაც სჯერა ლეი-ხაზების არსებობის. ამ თეორიას ჯერ კიდევ მოუწევს პრაქტიკულად დამტკიცება ან უარყოფა, მაგრამ რუკებზე არსებული დამაკავშირებელი ხაზები უკვე გახლავთ მტკიცებულება. ლეი- ხაზები, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, წარმოადგენს ნავიგაციის ტექნიკის თავისებურ გამოყენებას. მათ თეორიულად განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტს, რომლის დახმარებით ძველ ბრიტანელ მოგზაურებს შეეძლო უსაფრთხოდ ემგზავრათ დანიშნულების ადგილამდე.
"ლეის სიტემის" ჰიპოთეზის მტკიცებულებას დახმარება გაუწია არქეოლოგმა გაი ანდერვუდმა. მან აღმოაჩინა, რომ ყოველი მეგალითური მონუმენტის ცენტრში და მის მიერ გამოკვლეული ყველა ეკლესიის საძირკველში არის ენერგეტიკული კვანძი, რომელსაც მან უწოდა "ბრმა წყარო". ანდერვუდმა ასევე აღმოაჩინა კიდევ ორი სახის ენერგეტიკული ხაზი. ერთს უწოდა "აკვასტატი" ხოლო მეორეს "გზის ხაზი".
აღმოჩნდა, რომ აკვასტატზე ორიენტირებით ძველად აგებდნენ საკულტო ნაგებობებს. "გზის ხაზით" კი განსაზღვრავდნენ გზების და ბილიკების მიმართულებას. ანდერვუდს მიაჩნია, რომ სამივე გეოდეზიური ხაზი დაკავშირებულია რიცხვებთან 3 და 7, რომელთა მაგიური მნიშვნელობა ცნობილია უძველესი დროიდან. ასეთი ადგილების არსებობას ცნობდა ბევრი ძველი რელიგია. ასე იყო ყველგან და ჩინეთშიც. ჩინელებს დღემდე სწამთ "დრაკონის წყაროების"-ძალის ხაზების არსებობის. სანამ ნაგებობას აღმართავენ ან ხეს დარგავენ, ისინი რჩევას თხოვენ გეომანტს რათა არ დააზიანონ "დრაკონის წყარო."
ენერგეტიკული ხაზების შესახებ იციან ტიბეტშიც. იქ მყოფი ზოგიერთი მკვლევარი იცნობდა ლუნგ-გომ-პას, რომელსაც შეუძლია კვირეების განმავლობაში სირბილი შეუსვენებლად. რაც მთავარია, ეს ადამიანები მირბიან სწორ ხაზზე, იმის მიუხედავად ეს გზა მთებში გადის თუ სხვაგან. გზაზე არსებული წინაღობის მიუხედევად ისინი არ გადაუხვევენ გზიდან, უბრალოდ ახტებიან მათ ძალიან ადვილად. ეს უნარი სავარაუდოდ მათ შეიძინეს დაუღალავი ფიზიკური ვარჯიშებით და სულიერი სრულყოფით. ამასთან, მათ შეუძლიათ ენერგეტიკული ხაზების გამოყენება. ამბობენ, უფრო მეტად ნავარჯიშევ ლუნგ-გომ-პას მიწაზე შეხების გარეშეც შეუძლია სირბილი ანუ ფრენა.
ბევრი ლეგენდიდანაა ცნობილი ფრენები, რომელსაც ძველად ბრიტანელები ახორციელებდნენ. ჯადოქარი ბლადუდი დაფრინავდა ქვების დახმარებით, მაგრამ ერთ დღეს ჩამოვარდა ციდან იქ, სადაც ახლა ლონდონში დგას წმინდა პეტრეს ტაძარი. მეორე ბრიტანელმა მაგმა აბირისმა იფრინა საბერძნეთამდე.
1969 წელს, მწერალი ჯონ მიჩელი წერდა, რომ ლეი-ხაზებს გააჩნია სულიერი და მისტიკური თვისებები. ეს მოსაზრება ეყრდნობოდა ფენ-შუის კონცეფციას. ოკულტისტები ამტკიცებენ, რომ ამ ხაზებს გააჩნია საიდუმლო ენერგია. ჯონ მიჩელს მიაჩნია, რომ ეს ლეგენდარული ფრენები შესაძლებელი ხდებოდა "ლეი სისტემის" მაგნიტური ძალის გამოყენებით. მისი აზრით, ეს ხაზები ზეციური ენერგიის გადმომცემია. ამიტომ ზოგიერთი ძველი მონუმენტი, განსაკუთრებით ეგვიპტის პირამიდები და სთოუნჰენჯი, რომელთა დანიშნულება დღემდე უცნობია მეცნიერთათვის, აგებულია სწორედ იმიტომ, რომ შეაერთოს ზეციური და დედამიწის ძალები. კაბალისტიკაში ამ ძალებს აერთიანებს რიცხვი 1746. მიტჩელმა გაარკვია, რომ სწორედ ეს რიცხვია ჩადებული მოცემული მონუმეტების არქიტექტორულ პროპორციებში.
No comments:
Post a Comment