სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სამგანზომილებიანია. შეგვიძლია გადაადგილება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, წინ და უკან. გააჩნია თუ არა სივრცეს უფრო მეტი განზომილება? რეალურად მხოლოდ სიგრძის, სიგანის და სიმაღლისგან შედგება სივრცე თუ ეს ადამიანის შეზღუდული აღქმის დამსახურებაა? ასეული წლების განმავლობაში მეცნიერები უარყოფდნენ მრავალგანზომილებიანი სივრცის არსებობის იდეას, თუმც სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლოუციამ ბევრი რამ შეცვალა. დღეს მეცნიერება ისეთი კატეგორიული აღარაა ზეგრძნობადი სივრცის საკითხთან დაკავშირებით.
ფიზიკოსები კარგა ხანია დაინტერესებულნი არიან არსებობს თუ არა სამზე მეტი განზომილება. თუკი არსებობს, რატომ ვერ ვხედავთ სხვა განზომილებებს? სამ განზომილებას, რომელიც გვაკრავს ჩვენ, ვიღებთ როგორც მოცემულობას. აინშტაინმა განავითარა ეს კონცეფცია და ჩართო მასში დრო როგორც მეოთხე განზომილება. ახლანდელი სამეცნიერო ინტერესის საგანი გახლავთ მეხუთე განზომილება და ა.შ. ყოველი განზომილება ესაა სამყარო საკუთარ თავში, დასრულებული თავისი კანონებით და პრინციპებით. მრავალგანზომილებიან სივრცეში როგორც მინიმუმ უნდა არსებობდეს ხუთი განზომილება. თანამედროვე თეორიულმა ფიზიკამ სივრცისთვის გამოიმუშავა უამრავი თეორია. ასევე არსებობს თეორიაც, სადაც საუბარია უსასრულო განზომილებებზე.
1921 წელს გერმანელმა მათემატიკოსმა თეოდორ კალუცმა ფარდობითობის თეორიის დახმარებით შექმნა თეორია, რომელმაც გააერთიანა გრავიტაცია და ელექტრომაგნეტიზმი. ამ თეორიის თანახმად, სივრცეს გააჩნია ხუთი განზომილება (მათ შორის დრო). 1926 წელს შვედმა ფიზიკოსმა ოსკარ კლაინმა კალუცის მიერ აღწერილი უხილავი მეხუთე განზომილების დასაბუთება შეძლო. ავტორის აზრით, ზეგანზომილებები შეკუმშულია უმცირეს ზომამდე. მოგვიანებით, ეს თეორია დაედო საფუძვლად მრავალგანზომილებიანი სივრცის სხვა თეორიებს.
ყველა განზომილებას გააჩნია ქვეგანზომილება ან ცალკეული სამყაროები. მაგალითად ასტრალური სამყაროები და მენტალური დონე გახლავთ მეოთხე განზომილების ნაწილი. დედამიწის (ფიზიკური) დონე-პირველი, მეორე და მესამეა. ეთერული დონეები იწყება მეოთხე განზომილების ზედა საფეხურზე. ადამიანს შეუძლია ეთერული დონეების წვდომა და მეოთხემდე ასვლა.
ზეგრძნობად სამყაროდ ითვლება მეხუთედან დაწყებული მეთორმეტე განზომილების ჩათვლით. მეხუთე განზომილება ფუნქციონირებს ინკარნირებული არსებების დონეზე. მეექვსე განზომილება ფუნქციონირებს შესაძლო რეალობების დონეზე. მეშვიდე განზომილების ზესულიერება ფუნქციონირებს სულთა დონეზე. რვიდან ათის ჩათვლით-მზის სისტემების დონეზე. მეთერთმეტე და მეთორმეტე-გალაქტიკების დონეზე.
პირველი განზომილება-მინერალური სამეფოს ადგილი. ყველაფერი ცოცხალი ჩანასახიდან იწყება და ნელ-ნელა იღებს ფორმას. ამ განზომილების ნებისმიერ მკვიდრს გააჩნია ცნობიერება, რომელიც დაკავშირებულია ღვთაებრივ საწყისთან და მისი შემადგენელია.
მეორე განზომილება-მცენარეების საუფლო. ამ განზომილების მკვიდრნი გადადიან შემდეგი განვითარების დონეზე. ისინი დგამენ პირველ ნაბიჯებს და ცდიან საკუთარ თავს. მონაწილეობას იღებენ სიცოცხლის დაბადების, სიკვდილის და აღორძინების ციკლში. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი არსებობა გავლენას ახდენს სამყაროზე, შედიან სხვა ქმნილებების გაერთიანებაში და შეუძლიათ საკუთარი თავის გამოცდა მათთან კავშირში.
მესამე განზომილება-ადვილად წარმოსადგენია როგორც ცხოველთა სამეფო. მესამე განზომილებაში ცნობიერება განვითარებულია თვითშემეცნების დონეზე. ამ სამყაროს მკვიდრნი იძენენ მიჯაჭვულობას საკუთარ ცხოვრებასთან და ამასთანავე, თვითგადარჩენის ნებას. ისინი სწავლობენ უსაფრთხოების ორმაგ სახეს და შიშს გადარჩენის მიზნით. შეუძლიათ ინსტიქტურად იგრძნონ და შეიგრძნონ. გონების ნაწილის მთავარი როლი გახლავთ ინფორმაციის შენახვის სისტემის შემუშავება ისე, რომ მასზე წვდომა შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების შენარჩუნების მცდელობის დროს. ეს ინფორმაცია შეიცავს ამ არსების პირად გამოცდილებას ან მის მიერ დანახული სხვა ქმნილების გამოცდილებას. არსება ქმნის მეხსიერების ბანკს საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ეყრდნობა რა საკუთარ, ასევე უფროსთა ან გაერთიანების სხვა წევრთა გამოცდილებას. ასეთი გონება ვითარდება გადარჩენის მიზნით.
ადამიანები არსებობენ მესამე ან მეოთხე განზომლიების დაბალ საფეხურზე, სანამ მათი ყურადღება გადარჩენისგან ან გადარჩენის სურვილისგან არ გადაინაცვლებს მეოთხე განზომილების მაღალი დონეების უფრო სულიერ მისწრაფებებზე.
მეოთხე განზომილება ცნობილია როგორც ადამიანის საუფლო, ვინაიდან მეოთხე განზომილებაში მიღებული უნარები და აღქმა სრულიად შეესაბამება კაცობრიობის ჭეშმარიტ ბუნებას, ვიდრე მესამე განზომილებაში ცხოვრების შედეგად მიღებული ჩვევები და რწმენები. მეოთხე განზომილებაში ცნობიერება ვითარდება და უარს ამბობს გადარჩენის ნებაზე ყოფიერების უფრო დახვეწეილი ფორმების სასარგებლოდ. სწორედ ამ განზომილებაში აღწევენ ცნობიერების ისეთ დონეს, როცა ჩნდება კითხვა: "ვინ ვარ?", "საიდან გავჩნდი სულიერების თვალსაზრისით?", "ვინ, რა და სადაა ჩემი შემოქმედი?", "რა არის ჩემი მიზანი?"
უფრო უკეთ რომ გავიგოთ როგორ მუშაობს განზომილებები და რას ნიშნავს მესამე, მეოთხე ან მეხუთე განზომილებაში ცხოვრება, უნდა განვიხილოთ განზომილება, როგორც აღქმის წერტილი და არა, როგორც თქვენი გზის დანიშნულების ფაქტობრივი ადგილი. ამავე დროს, შესაძლებელია ცნობიერების რამდენიმე განზომილების ერთდროული აღქმა, როცა მესამე განზომილების ცნობიერებით ვიღვიძებთ მეოთხეს საშულებით მეხუთისკენ.
მესამე განზომილებაში თქვენ ხედავთ საკუთარ თავს როგორც სხვა ადამიანებისგან და სამყაროსგან ცალკე მყოფ ობიექტს. თქვენ ისევ ფესვგადგმული ხართ ფიზიკურ სამყაროში და მისაღებად მიგაჩნიათ ადამიანზე კანის ფერის, ასაკის, სქესის, ფინანსური მდგომარეობის მიხედვით მსჯელობა. ის იარლიყები რომელიც გაგაჩნია, განსაზღვარავს, ვინ ხარ შენ და როგორი პიროვნება ხარ.
მეოთხე განზომილების რეალობა მეხუთე განზომილების დერეფანია, სადაც ცნობიერება იწყებს გამოღვიძებას. იმისდა მიხედვით თუ როგორ იწყებს ცნობიერების სინათლე შინაგან გამოღვიძებას, თქვენი მესამე განზომილების რწმენათა რეალობა აბსურდულად წარმოჩინდება. თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ საზოგადოებაზე, რომელიც ნერგავს ამ რწმენის სისტემებს. მეხუთე განზომილებაში შედარება და მსჯელობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ უფრო სულიერი სახით. თქვენ შეიძლება საკუთარ თავს უწოდოთ "გამოღვიძებული პიროვნება", იმავე დროს განიკითხოთ სხვა როგორც "მძინარე". ყურადღება ერთვება ცოდნისა და გაგებისკენ. მეტი ცოდნა და უკეთესი გაგება წარმოადგენს თვითრეალიზაციის გასაღებს. "ეგო ჩემი მტერია და საჭიროა მისგან განთავისუფლება."
მეხუთე განზომილება-სიყვარული. თუ მეოთხე განზომილება მოიცავს ადამიანურ საუფლოს და ის ადგილია, სადაც ხორცშესხმული ადამიანი წყვეტს თავის პრობლემებს და კავშირს ამყარებს თავის სულიერთან, მეხუთე განზომილება ესაა სულიერების საუფლო. მეხუთე განზომილებაში გადასვლისას ინიცირებული ტოვებს დუალობის სამყაროებს და შედის ხარისხობრივად სხვა სამყაროში-სიყვარულის და ერთობის სამყაროში. როცა ინიცირებული აღწევს ამ საუფლოს, ის უკვე კარგად აცნობიერებს თავისი გარდასახვის მიზანს და საკუთარი ცხოვრების აზრს. ამ განზომილებაში არ არის მეოთხე განზომილების მსგავსი სიყვარული და ორმაგი შიში. ეს განზომილება ეფუძნება სიყვარულსა და სინათლეს, ამიტომ ბევრი მეოთხე განზომილების მაღალ საფეხურზე მყოფი ინიციანტი ისწრაფვის ხუთგანზომილებიანი ცნობიერების მიღწევისკენ.
მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე განზომილების ზღვარზე გრძნობთ თქვენ, რომ გაგაჩნიათ ფორმა, რომელიც სხვებისგან გამოყოფილია. მეხუთე განზომილების შუაში და ზევით თქვენ გახსოვთ, რომ ყველაფერი ცხოვრებაში ურთიერთკავშირშია. ადვილად დაინახავთ სიცოცხლის მოლეკულებს, რომელიც გაერთიანებთ. ამა სოფლის დონიდან სულის დონეზე წინსვლასთან ერთად განცალკევების ყველა ნარჩენი ქრება, სანამ სულიერის დონეზე ყველაფერი არ გაერთიანდება ერთ მთლიან არსად, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული ფორმა.
მეექვსე განზომილება-სულის გეგმა. მეექვსე განზომილებაში ინიცირებული თავისუფლდება საკუთარი განცალკევებული მრწმასის ნარჩენებისგან და ემზადება ერთიან ღვთაებასთან შესარწყმელად. აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტებას და ესმის ღმერთის როგორც სინათლის ძალის და წყაროსი. ის თავისუფლდება საკუთარი შეზღუდული აღქმისგან და ხვდება განუსაზღვრელი შესაძლებლობების სამყაროში. აქ უკვე არ განიხილავს თავს ფიზიკურ განსახირება "მედ" და ყოვლის არსად თვლის თავს. აქ სრულიად უმორჩილებს საკუთარ "მეს" ყოვლის არსს. აქ, ის იქცევა ყველაფრად-კლდიდან დაწყებული ჩიტებამდე, ვარსკვლავები, პლანეტები. ის აღწევს ღვთაებრივ ცნობიერებას.
მეშვიდე განზომილება-ქვენა ვარსკვლავური ზეცა. მეშვიდე განზომილება ბევრი ანგელოზისა და ზეციური არსებების, ასევე სამყაროს იერარქიული დონეების საარსებო სივრცეა. როგორც კი ინიცირებული შეერწყმება მეექვსე განზომილების არსს, მას შეუძლია დაიბრუნოს, აირჩიოს სასურველი ფორმა და შეუერთდეს ერთიან სინათლეს მეშვიდე განზომილებაში. მეშვიდე განზომილების მიღწევისას, ჩნდება უამრავი ალტერნატივა. შეუძლია ამოირჩიოს დედამიწისა და კაცობრიობის მსახურება ან სხვა პლანეტარულ სამყაროებთან და სფეროებთან მუშაობა, რომელიც განსხვავდება დედამიწისგან. მას უჩნდება შესაძლებლობა იერარქიის სხვადასხვა ფორმაში განსახიერდეს და სურვილისამებრ შეიცვალოს გარეგნულად. შეუძლია განასახიეროს ქარი, წვიმა, მცენარე, ფრინველი, ცხოველი ან თევზი. ფორმის ეს ცვლილება სრულდება ყველას ნებართვით ვინც მას ეხება. შეუძლია გადაიქცეს სამყაროს "მე'-ს ერთ-ერთ შესაძლო განსახირებად-სხივურ არსებად.
მერვე განზომილება-ანგელოზთა სამყაროები. ეს განზომილება მოიცავს ვარსკვლავურ ზესამყაროს, ანგელოზთა სფეროს. აქ სიმკვრივე, ცნობიერების დონეები ერწყმის განზომილებებს. რაც უფრო მაღლა ავდივართ სულიერ სამყაროში, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს სიტყვას. ზეგრძნობად სამყაროში დონეებისა და განზომილებების კონცეფცია კარგავს თავის მნიშვნელობას. სულიერი იერარქობის მნიშვნელობა შეიძლება სასარგებლოა დედამიწაზე, მაგრამ აქ ყველაფერი მარტივადაა. გაუგონარი ფერები პულსირებს, ერწყმის და თამაშობს ღვთიური სიყვარულის და სიბრძნის ოკეანეში. ვარსკვლავურ ოკენაში დაფრინავენ ანგელოზები, ქმნიან ცისარტყელებს და მომაჯადოებელ სინათლის სვეტებს. მერვე განზომილების ზევით სასახლეების სამყაროა, სადაც იმყოფებიან ღმერთთან შერწყმული სინათლის მარადიული არსებები.
მეცხრე განზომილება- ღვთიური სამყაროები. მეცხრე განზომილებაში იმყოფებიან გაბრწყინებულნი. ამ სფეროს ენერგია პირდაპირ დაკავშირებულია ქრისტესთან. სწორედ აქ იმყოფებიან უძლეველი მთავარანგელოზები-სინათლის არსებები, რომლებიც გონიერად და ბრძნულად ზედამხედველობენ უფრო დაბლა მყოფ სამყაროებს.
მეათე განზომილება-სამოთხის სამყაროები. ღმერთებისა და სამოთხეების სამყაროები, რომელზეც საუბარია უძველეს წყაროებში. ამ სფეროს ენერგიები დაკავშირებულია მამა ღმერთთან და უფლის დედასთან. ეს დაბადების, შესაქმის, ღვთაებრივი წიაღის უნივერსალური სფეროა, სადაც ყველაფერი მარადიული სიახლით იწყება.
მეთერტმეტე განზომილება მოიცავს ღვთაებას. ეს გახლავთ სამყაროს უდიდესი მზის სფერო და უჟამოდ არსობა. იქ მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ წყნარი გონებით, აზრისა და დროის უქონელ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი ხდება ერთი. მას ვერავინ აღიქვამს, ჩვენ ვხდებით სამყარო, სამყარო კი ჩვენ, ჩვენ-ღმერთი.
მეთორმეტე განზომილება-უდიდეს საიდუმლოებათა. მეთორმეტე განზომილების ზევითაა უდიდესი საიდუმლო. მეთორმეტე განზომილება ესაა დაო, გამოუცნობი, უდიდესი შეუმეცნებელი სიცარიელე, წყარო, სასრული, ალფა და ომეგა. მეთორმეტე განზომილებაში ყველაფერი განახლებადია ყოველ წამს. ეს სამყარო დროის და აზრის შეუზღუდავად არსებობს. ის გადმოსცემს გაგებას, თავისუფლებას, რისი ყიდვაც შეუძლებელია და სიყვარულს, რომლის წვდომა მიუღწეველია. მეთორმეტე განზომილება ესაა გასასვლელი სხვა სამყაროებში, რომელსაც ვერასდროს შეიცნობს ჩვენი სამყარო. ამ სამყაროებს გააჩნია აბსოლუტურად სხვა კანონები, პრინციპები და სხვა ღმერთები. სამყაროებს არ ძალუძთ წავიდნენ ამაზე შორს, ესაა სამყაროების კვლევის სასრული.
სხვა განზომილებაში გადასვლა სულაც არ გულისხმობს ვერტიკალურ მოძრაობას. ყველა განზომილების დონე ერთმანეთს ერწყმის და წარმოდგენს კვანტურ ნაზავს. ზეგრძნობადი სამყაროები არის ქვევით, ზევით, გარშემო, შიგნით და საერთოდ ყველგან. ადამიანთა უმეტესობა ჯერ იმყოფება სამგანზომილებიან-ოთხგანზომილებიან სამყაროში. იმის გამო, რომ არ არსებობს გამოკვეთილი საზღვარი განზომილებებს შორის და ისინი ყველა ერთდროულად არსებობს აქ და ახლა, ჩნდება კითხვა: რანაირად შეიძლება ზეგრძნობადი სამყაროს დანახვა და შეგრძნება? პასუხი მარტივია, საჭიროა რადიოსავით მათზე აწყობა. როცა უსმენთ რომელიმე სადგურს და გსურთ სხვა სადგურის მოსმენა, საჭიროა შეცვალოთ სიხშირე. მოცემული ბლოკის არხები დაგეხმარებათ არჩეულ განზომილებასთან მიერთებაში.
არხების გამოყენება გავსებთ სიყვარულის ძალით და გაძლევთ განზომილებათა ზედონეების წვდომის საშუალებას, დაწყებული მეხუთედან, მეთორმეტის ჩათვლით. შეგიძლიათ მოხვდეთ შინ, იმ სამყაროში, რომელიც ასე ენატრებოდა თქვენ სულს დედამიწაზე. შეიძლება შეხვდეთ თქვენ მეგობრებს, ახლობლებს. იგრძნოთ გაერთიანების სიხარული. შეგიძლიათ დაინახოთ თქვენი თავი საკუთარი სხეულის გარეთ, შესაძლოა სხვა ფორმის სახით. იგრძნოთ წარმოუდგენელი სიმსუბუქე, თითქოს გახვედით კოსმოსში, სადაც არ მოქმედებს გრავიტაცია. შეგიძლიათ თავისუფლად იფრინოთ, გადაადგილდეთ წამში სასურველი მიმართულებით.
No comments:
Post a Comment