ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღმართეს სპეციალური და კოლოსალური 6 ათას კილომეტრიანი ღობე ავსტრალიაში, რომელიც დღესაც შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში. რას მალავს ავსტრალიის დიდი ღობე და რატომაა აკრძალული ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იქ შესვლა? ავსტრალიის ხელისუფლება განმარტავს ცნობისმოყვარეებისთვის, რომ კედელი მთელი კონტინენტის გასწვრივ აგებულია მხოლოდ ადგილობრივი ფაუნის დასაცავად გარეული კურდღლების, კატებისა და დინგოს ძაღლებისგან (იგივე მელიებისგან), რომელთა პოპულაცია ეროვნულ პრობლემად იქცა ყველა ავსტრალიელისთვის. თუმც ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელი ჩანს ბევრისთვის.
ვისგან ან რისგან იცავს ღობე? დინგო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივ ფერმერთა ცხვრის ფარებისთვის. ეს უნიკალური ჯიშის ძაღლი (მელია) ავსტრალიის კონტინენტზე შეიყვანეს იმდროინდელმა ახალმოსახლეებმა ხუთი ათასი წლის წინ. დინგო კარგად შეეგუა იქაურ პირობებს. ისინი მგლებივით ჯგუფურად ნადირობენ. დინგო ადამიანს გაურბის, ხაფანგები მათ დიდ ზარალს ვერ აყენებს. ამიტომ გადაწყდა ღობის გამართვა. მათზე ნადირობა კანონით დაშვებულია და როგორც ამბობენ, რიცხობრივად ისე შემცირდა, რომ შესაძლოა ეს ჯიში გაქრობის წინაშე დადგეს.
კურდღლებისგან დამცავი ღობეც მსგავსი მიზეზით აიგო. მე-19 ს-ში ჩამოსულმა ინგლისელმა საკუთარ ნაკვეთში გაუშვა კურდღლები. ის მონადირე იყო და მომავალში მათზე ნადირობა ჰქონდა გადაწყვეტილი. კურდღლები მალე გამრავლდნენ და სულ რამდენიმე წელიწადში 20 მილიარდს მიაღწეს. ისინი ანადგურებდნენ ფერმერთა მოსავალს და ირგვლივ არსებულ მცენარეებს. ღობის გარდა მათ წინააღმდეგ მოგვიანებით გამოიყენეს ბილოგიური იარაღი, რამაც სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მაგრამ არის თუ არა მთლად გამართლებული ამ ღობეების დღემდე არსებობა, ამაზე პასუხი არავის აქვს, რამაც ხალხში გააჩინა ალტერნატიული მოსაზრებები. არსებობს ძველი რუკები, სადაც ავსტრალია ანტარქტიდასთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიან მატერიკს. ამის მტკიცებულებად გამოდგება ავსტრალიიის სამხრეთში მდებარე თოვლიანი მთის მასივები. ამასთან ერთად, რუკებზე დღევანდელი ავსტრალიისა და ანტარქტიდის ტერიტორიაზე გამოსახეს უამრავი ფანტასტიკური არსებები. სავარაუდოდ ისინი ამ ტერიტორიებზე ბინადრობდნენ წარსულში. იქნებ სწორედ მათ მალავენ უზარმაზარი ღობის უკან?
ადგილობრივ ავსტრალიელებს გააჩნიათ საკუთარი ლეგენდები, რომლის მიხედვით უხსოვარ დროს ავსტრალიის ტერიტორიაზე გასასვლელი თავისუფალი იყო და მსურველებს შეუფერხებლად შეეძლოთ სამოგზაუროდ წასვლა ანტარქტიდის მითიურ ყინულოვან კედლამდე, რომლის იქით თითქოს დედამიწისა და კონტინენტების გაგრძელებაა. გამოდის, დედამიწა ბევრად დიდი ზომისა ყოფილა, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით?
სულ ცოტა ხნის წინ, google map-ის თანამგზავრით გადაღებულ სურათებზე ბლოგერებმა აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბები, რომელიც აკავშირებს ანტარქტიდას ავსტრალიასთან. თანამგზავრის სურათებზე კარგად ჩანს გამოუცნობი მრავალკილომეტრიანი ხაზები, რომელიც წყალქვეშ მიემართება ავსტრალიიდან ანტარქტიდამდე. საინტერესოა, რომ ავსტრალიის დახურულ ინტერნეტ ფორუმებზე შეიძლება წააწყდეთ დაუჯერებელ ამბებს მოგზაურებზე, რომლებმაც ასე თუ ისე, მოახერხეს ღობის იქით, ავსტრალიის დახურულ ტერიტორიებზე გადასვლა. ისინი საუბრობენ მიტოვებულ ქალაქ-მოჩვენებებზე და პირდაპირ გასასვლელებზე ანტარქტიდაში. ამბობენ, რომ მზე იქ რამდენიმე საათის განმავლობაში ზენიტში დგას უმოძრაოდ, შემდეგ მოულოდნელად ჩაესვენება ჰორიზონტზე. ცა აქა-იქ ჩვეულებრივ მოცისფრო კი არა, არამედ მომწვანო-მოლურჯოა.
ალტერნატიულ მოსაზრებას მხარს უმაგრებს მე-19 საუკუნის ბოლოს ბრიტანელი ალფრედ მიდლტონის ავსტრალიის ამ ტერიტოებზე გადაღებული ფოტოებიც. მიდლტონმა მთელი ცხოვრება მოგზარობაში გაატარა ამაზონზე, აფრიკაში და აზიაში. მისივე სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ მან აფრიკის ერთ-ერთ ბაზარზე შეისყიდა რუკა ადგილობრივი შამანისგან. მასზე გამოსახული იყო ძველი ცივილზაციების ქალქთა განლაგების სამი ადგილი.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, ის გაემგზავრა დაკარგული უძველესი ქალაქის საძიებლად სუმატრის ჯუნგლებში. თუმც ცოტა ხნის წინ მკვლევარის გამოქვეყნებულმა დღიურმა სინათლე მოჰფინა მის საიდუმლოებით მოცულ გაქრობას. ალფრედ მიდლტონი სავარაუდოდ ავსტრალიიის საიდუმლო ექსპედიციის დროს გაქრა. ქსელში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მეცნიერმა შეძლო ავსტრალიის დიდი კედლის გადაკვეთა და სხვა მიწების ნახვა, ასევე არამარტო აკრძალული ტერიტორიების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სურათების გადაღებაც. მიდლტონის ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა მოახერხა ავსტრალიის ღობის იქითა მხრიდან უკან დაბრუნება და თან გამოიყოლა უნიკალური ფოტოები.
მიდლტონის ამ ფოტოების დიდი ნაწილი ემთხვევა გადმოცემებსა და ლეგენდებს ავსტრალიის ღობესა და საიდუმლოებებზე. თუმც კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები.
No comments:
Post a Comment