Sunday, 14 August 2022

გირჩი_როგორც სიმბოლო


გირჩი უძველესი დროიდან წარმოადგენს სამყაროს, ცის, მზის, ცეცხლის,  ვაჟკაცობის, ნაყოფიერების, ჯანმრთელობის, აღორძინების, შინაგანი წონასწორობის სიმბოლოს. გირჩის უძველესი გამოსახულება მთელ მსოფლიოში შეიძლება აღმოაჩინოთ. ის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი სიმბოლოა, რომელსაც იყენებდნენ უძველეს ხელოვნებაში.

ძველი ტრადიციების მიხედვით, ადამიანის ტვინის ცენტრის სიღრმეში მდებარეობს ჯირკვალი, რომელიც ახორციელებს აზრის ტელეპატიურ გადაცემას და იღებს ვიზუალურ გამოსახულებას. ჯირკვალი პატარა ზომისაა და გირჩის ფორმისაა. მას იცნობენ მედიცინაში ეპიფიზის, იგივე ჯალღუსებრი ჯირკვლის სახელით. ეპიფიზი ტვინის ნაწილი არ გახლავთ. ის მდებარეობს დაახლოებით ტვინის გეომეტრიულ ცენტრში. შიგნით, ის შევსებულია წყალწყალა სითხით. 



პითაგორე და პლატონი ეპიფიზს ახასიათებდნენ როგორც სულის საცავს. დეკარტმა მას სულის უნაგირი უწოდა. იოგაში ეპიფიზი დაკავშირებულია მეშვიდე ჩაკრასთან. ეპიფიზი მთვლემარე ორგანოა. საჭიროა მისი გამოღვიძება რათა ჩაერთოს წინასწარმეტყველების უნარი.
ჯალღუზისებური სხეული ქალებს უფრო დიდი ზომის აქვთ ვიდრე მამაკაცებს. შესაბამისად, ინტუიციაც უფრო მეტად აქვთ განვითარებული. ეპიფიზი მოქმედებს მეხსიერების მართვაზეც. ქალები უარყოფით ემოციებს უფრო დიდხანს ინახავენ, წყენას არ ივიწყებენ, რაც მათი ჯალღუზისებური სხეულის დამსახურებაა. ამავე ორგანოს უკავშირდება ისეთი ფენომენი, როგორიც გახლავთ ტელეპატია-რამაზ ხეცურიანი

ემბრიოლოგიის გათვალისწინებით მეცნიერები ვარადობენ, რომ ადრე ადამიანებს გააჩნდა მესამე თვალი, რომელიც დაგვრჩა ჯალღუზესებრი ჯირკვლის სახით. ლეგენდების თანახმად, მესამე თვალი ითვლებოდა ადამიანის ბიოენერგიის (ტელეპატიის) ორგანოდ და შეეძლო აზრის მანძილზე გადაცემა, მკურნალობა, გრავიტაციაზე ზემოქმედება.

შივას და ბუდას მესამე თვალი გახლავთ მოკაშკაშე წერტილი ან მარგალიტი შუბლის შუაში, რომელიც გახლავთ ერთიანობის, წონასწორობის, ხილვის, სულის ცნობიერებისა და გაბრწყინების სიმბოლო. მესამე თვალის-ჯალღუზისებრი ჯირკვალი გირჩის ფორმით გვხდება ძველი კულტურების ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ბუდას ქანდაკება გამოისახება წარბებშუა მესამე თვალით. თმები კი სტილიზებულია ჯალღუსებრი ჯირკვლის ფორმით, რომელიც კუნდალინის გველის მსგავსად გარს ახვევია თავსა და კისერზე. თითქმის ყველა ინდუისტურ ღმერთს აქვს მესამე თვალი. ამიტომაა, რომ ბევრი ინდუსი ატარებს შუბლზე ამ ნიშანს დღესაც.

ასირიულ-ბაბილონური ღმერთი თამუზი გამოსახულია გირჩით ხელში. ბერძნული ღვთაება დიონისე ფრესკებზე გამოსახულია კვერთხით რომლის წვერს ამშვენებს გირჩი-ნაყოფიერების სიმბოლო. დიონისეს კულტის მისტერიების ბრინჯაოს სკულპტურას ცერა თითს გირჩი ამშვენებს. ტუტანჰამონის სამარხ ნიღაბზე  გამოსახულია გველი ურეი, რომელიც ჩნდება ჯალღუსებრი ჯირკვლიდან. რომაელთა ღვინისა და ლხინის ღვთაება ბაკხუსი გამოსახულია გირჩის ფორმის რეგალიებით.



რატომ იყო ეს ძველი სიმბოლო ასე ფართოდ გავრცელებული ძველ ციცივილიზაციებში?  შესაძლოა იმის გამო, რომ მის უკან დგას დიდი ცოდნა, რომელმაც ის საკრალურ სიმბოლოდ აქცია.

გირჩი გვხვდება მსოფლიოს საკრალურ ხელოვნებსა და არქიტექტურაში. წარმართებს უყვარდათ ეს სიმბოლო. ის წარმოადგენდა ფალოსურ სიმბოლოს, რომელიც განასახიერებდა ნაყოფიერებას. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში კი გირჩი ამშვენებდა სიცოცხლის ხეს.

ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ გირჩის სიმბოლო გაბრწყინების უზენაესი შესაძლებლობის მაჩვენებელია, რასაც ყველა უძველესი კულტურა აღიარებდა მთელ მსოფლიოში ინდიელთა, ბაბილონელთა, ეგვიპტელთა, ბერძენთა და რომაელთა ჩათვლით. ჩანს, გირჩს ჰქონდა ერთიდაიგივე მნიშვნელობა ყველა ძველი კულტურისთვის და წარმოდგენდა საიდუმლო რუდიმენტული ორგანოს სიმბოლოს: ჯალღუსებრივ ჯირკვალს, ანუ როგორც მას უწოდებენ "მესამე თვალს". 

როგორც ცნობილია, ინდური იოგის ბევრი პრაქტიკა მიმართულია "მესამე თვალის" ახსნაზე, რაც ტელეპატიის უნარს ავითარებს. იოგაში ჯალღუზისებრი ჯირკვალი დაკავშირებულია მეშვიდე ჩაკრასთან. ეპიფიზი წარმოადგენს მთვლემარე ორგანოს და საჭიროა მისი გამოღვიძება, რათა გაიხსნას ნათელხილვის უნარი. 

მასონთა მკვლევარი მენლი ჰოლი თვლის, რომ მასონობა აგრძელებს ეგვიპტური მისტერიების  ტრადიციას. მასონთა ყველაზე დიდი საიდუმლო ესაა ადამიანური არსების განღმრთობა ჯალღუსებრი ჯირკვლის გამოღვიძების საშუალებით. მასონობის ყოველი 33-ე გრადუსი შეესაბამება ადამიანის ხერხემლის ერთ-ერთ მალას, ვინაიდან კუნდალინის ცეცხლი მიიწევს ზევით რათა შეერწყას ჯალღუზისებრ ჯირკვალს. ინდუსები ჯალღუზისებრ ჯირკვალს  მიიჩნევენ მესამე თვალად, რომელსაც დაგმას თვალს უწოდებენ. ბუდისტებმა მას ყოვლისმხედველი თვალი უწოდეს, ქრისტიანები კი მას ერთ მთლიან თვალად მიიჩნევენ.

გირჩი, როგორც საკვანძო ელენტი  ხშირად გვხვდება ორნამენტის, დეკორის, სკულპტურის სახით. ასეთია ვატიკანის მოედანზე Giardino della Pigna-ზე მდგარი გირჩის სკულპტურა, რომელსაც გვერდს უმშვენებს ფარშევანგები. ფარშევანგი ეგვიპტურ ბენუ-ფენიქსს განასახიერებს. გირჩის ქანდაკება სიმბოლურად უჭირავთ ადამიანთა მარმარილოს ქანდაკებებს. გადმოცემით, ბრინჯაოს გირჩი ჩამოასხა პუბლიუს სალვიუსმა ჩვ.წ. აღ-ის I-II საუკუნეში. თავიდან ის იდგა მარსის მოედანზე და ახალ ადგილზე გადმოიტანეს 1608 წელს. ბრინჯაოს ფარშევანგები დამზადდა ქანდაკების იქ დადგმის დროს. ფარშევენგის სიმბოლო არაერთგვაროვანია. მუსლიმებისთვის ზოგჯერ ის ეშმაკის ფრინველია, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ეზიდები. ინდუიზმში ფარშევანგს ღმერთები იყენებენ სატრანსპორტო საშუალებად. ირანში ცხოვრების ორ მხრიდან მდგომი ფარშევანგი აღნიშნავს დუალიზმს და ადამიანის ორსახოვნებას. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ფარშევანგი აღდგომის სიმბოლოა, ვინაიდან ეს ფრინველი ყოველ გაზაფხულზე იცვლის ბუმბულს. ქრისტიანულ ტაძრების ინტერიერში ხშირად ვხვდებით გირჩის ელემენტს.














No comments:

Post a Comment