Wednesday, 31 March 2021
Tuesday, 30 March 2021
სასახლე, რომელიც ნანახი სიზმრის მიხედვითაა აგებული
სასახლის აგებამდე ფერდინანდ შევალი არაფრით იყო გამორჩეული. ის მუშაობდა ფოსტალიონად, ორჯერ იქორწინა, ჰყავდა სამი შვილი, მაგრამ სამივე შვილი ადრეულ ასაკში დაეღუპა. შვილების დაკარგვამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ფერდინანდზე. შესაძლოა სასახლის აგება მას ეხმარებოდა ოჯახური ტრაგედიის დავიწყებაში.
Saturday, 27 March 2021
მისტიკური მთა მერუ და კავკასია
ინდუსებისთვის მერუ დედამიწის ღერძია. მის გარეშე დედამიწა ვერ იბრუნებს. ბუდიზმის მითოლოგიაში მერუ-წმინდა მთა მდებარეობს სამყაროს ცენტრში. ოკულტური სწავლება მას ათავსებს დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე. ლეგენდების თანახმად, მერუზე არსებობენ ვედური დროის დიდი ღმერთები. მოგვიანებით ინდურ მითებში მერუ ჰიმალაის 16 მწვერვალის ჩამონათვალშია, რომელიც გადაურჩა წარღვნას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ინდუსთა წარმოდგენით კაილასის მთა უფრო წმინდა გახლავთ, რომელსაც მერუზე მეტად სცემენ თაყვანს.
Sunday, 21 March 2021
ძველი ტიბეტური წყარო და ორი თანამედროვე მწერალი კორონავირუსს წინასწარმეტყველებდა
Thursday, 18 March 2021
მე-20 საუკუნის უდიდეს ექსტრასენსად წოდებული ეილინ გარეტი
Tuesday, 16 March 2021
კასაგის გამოუცნობი მინი-პირამიდები იაპონიაში
Sunday, 14 March 2021
უდაბნოში აღმოჩენილი ხომალდების გამოცანა
როცა გვესმის სიტყვათშეთანხმება "გემი-მოჩვენება", ჩვეულებრივ წარმოგვიდგება მიტოვებული ხომალდი დაფლეთილი აფრებით, რომელიც მიცურავს სადღაც ოკეანეში. ხანდახან ხომალდები სანაპიროზე გამოირიყება და იქ დროთა განმავლობაში სილით იფარება. მაგრამ ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ხომალდებს პოულობენ ქვიშიან უდაბნოში. ლეგენდები ასეთ ხომალდებზე საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და არავის შეეძლო ახსნა რანაირად მოხვდნენ ისინი იქ.
Thursday, 4 March 2021
Wednesday, 3 March 2021
ჩინური "ფესტოს დისკო"_ დროპას დისკო
Thursday, 25 February 2021
ტროას კავშირი მეროვინგთა მისტიკურ დინასტიასთან და ნაპოლეონთან
რომის დაცემის შემდეგ, ევროპაში დადგა ბნელი საუკუნეების ხანა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა ყოფილ გალიაში ახალი სახელმწიფო მეროვინგთა ხელისუფლებით-ფრანკთა სამეფო. ისტორიამ შემოგვინახა რომაელთა შემცვლელი დასავლეთ ევროპის ხელისუფალთა შესახებ რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მეროვინგები ტროელთა შთამომავლნი იყვნენ. პირველად ფრანკთა ტროელთაგან წარმომავლობის გადმოცემა ჩნდება ჩვ.წ. აღ. მე-7 საუკუნეში.
Wednesday, 17 February 2021
გამოუცნობი თეთრკანიანი ხალხი "ბაჩვეზები" უგანდაში
Monday, 15 February 2021
მაგია და მისი როლი ძველ ეგვიპტეში
ძველ ეგვიპტეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში თვლიდნენ მაგიური ცოდნის სამშობლოდ. ბერძნებსა და რომაელებს არ სჯეროდათ, რომ გრანდიოზული ნაგებობები პირამიდების სახით, ზეციური ძალების დახმარების გარეშე ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლოთ აგება. თავად ეგვიპტელებსაც სწამდათ შელოცვების და ავგაროზული მაგიის, იდუმალი ღმერთების ცხოველისა და ფრინველის თავებით, იეროგლიფების და გარდაცვლილთა მისაგები რიტუალების. ყოველივე ამან შექმნა მომნუსხველი ატმოსფერო, რაც ოკულტიზმის მიმდევარებისთის ჯერაც არ მისცემია დავიწყებას.
ეგვიპტეში სწამდათ, რომ მაგია ადამიანების ღმერთებთან, ასევე ცოცხალი ადამიანების მიცვალებულებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლეოდა, რასაც იყენებდნენ საიქიოში კომფორტული ცხოვრების მოწყობის მიზნით, ამასთან, მიწიერი ცხოვრების მნიშველოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.
Sunday, 7 February 2021
სფინქსის მითიურ_სიმბოლური სახე
სფინქსის მითოპოეტური სახე გავრცელებულია აფრიკის, აზიის და ევროპის ხალხთა მითებში. ეს ფანტასტიკური არსება ითავსებს ცხოველისა და ადამიანის ნიშნებს. ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სამშობლოა ეგვიპტე, საიდანაც ის გავრცელდა მთელ ანტიკურ სამყაროში.ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში ლომი მზის ძალაუფლებას განასახიერებდა. ფარაონ ხაფრას-ხაფ-რა სახელი მზის ღმერთ რას სახელის მატარებელია, რაც მზის მსგავსს ნიშნავს.
Wednesday, 3 February 2021
ყოვლისმხედველი თვალი_ეგვიპტელთა, მასონთა და ქრისტიანთა სიმბოლო
Thursday, 14 January 2021
"სამჯერ დაწყევლილი" ინდური ამეთვისტოს ქვა
ყველაზე ძვირფას და იშვიათ ქვებს ხშირად თან ახლავს მომნუსხველი, ამოუცნობი და ხანდახან ტრაგიკული ისტორიები. როგორც წესი, საუბარია ალმასებზე, ზურმუხტებზე, ლალებსა და საფირებზე. მაგრამ ხდება გამონაკლისი შემთხვევებიც ნახევრადძვირფას ქვებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთთა რიგს განეკუთვნება ამეთვისტოს ქვა სახელწოდებით "ჰერონ ალენი". ის არაფრით განსხვავდება თავისავე მსგავსთაგან ერთი რამის გარდა-აქვს მფლობელის საიქიოს გასტუმრების არაჩვეულებრივი უნარი.
Sunday, 10 January 2021
ორი მილიონი წლის წინ გამოძერწილი ფიგურა
ეს პატარა თიხის 4 სმ. ფიგურა აღმოაჩინეს ქალაქ ნამპაში (აიდაჰოს შტატი) 1889 წელს. მას მერე შეარქვეს "ნამპელი თოჯინა". სწორედ იმ წელს მუშები მიწისქვეშა წყლების საძიებოდ ჭაბურღილს თხრიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჭაბურღილიდან, 90 მეტრის სიღრმეზე, ტუმბომ პატარა თიხის ბურთულებთან ერთად ამოტუმბა ეს პაწია თოჯინა.
Saturday, 9 January 2021
მოჰავეს უდაბნოს ქვების საიდუმლო
მოჰავეს უდაბნო აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იქვეა დამშრალი ტბის ფსკერი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი უცნაური მოვლენებით. პირველ რიგში ეს გახლავთ მოძრავი ქვები. რთულია იმის ახსნა რით არის ეს მოვლენა გამოწვეული. ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ გამოცანაზე. ქვების ნაწილი მკვეთრად სწორ ხაზზე მოძრაობს და დროდადრო იცვლის მიმართულებას, ზოგიერთი ქაოტურად. უცნაურია, რომ ქვები მხოლოდ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ იწყებს მოძრაობს და მისი კვალი მიწის ზედაპირზე ოთხი წლის განმავლობაში რჩება.
Monday, 4 January 2021
მეგალითური სამარხი გავრინისი საფრანგეთში
Saturday, 2 January 2021
წმინდა იანვარიუსის სისხლის საიდუმლო
შუა საუკუნეებში მიღებული იყო წმინდანებად ცნობილი მიცვალებულების სისხლის შეგროვება. ასეთი ჩვეულება განსაკუთრებით გავრცლებული იყო იტალიაში. სისხლს ინახავდნენ შუშის ფლაკონებში, სადაც ის ხმებოდა და მკვრივ მასად იქცეოდა. ხანდახან ეს ძვირფასი რელიკვია გამოჰქონდათ მონასტრისა და ეკლესიის საძვალეებიდან და ის ისევ "ცოცხლდებოდა" ანუ თხევად სახეს იღებდა. სიმკვრივის დაკარგვასთან ერთად სისხლში ჩნდებოდა ბუშტები და ქაფს გამოჰყოფდა. ასეთი საოცრება წელიწადში რამდენჯერმე ხდება ნეაპოლში დღემდე, სადაც ადგილობრივ საკათედრო ტაძარში ორ ფლაკონში ინახება წმინდა იანვარიუსის სისხლი.


























