როცა გვესმის სიტყვათშეთანხმება "გემი-მოჩვენება", ჩვეულებრივ წარმოგვიდგება მიტოვებული ხომალდი დაფლეთილი აფრებით, რომელიც მიცურავს სადღაც ოკეანეში. ხანდახან ხომალდები სანაპიროზე გამოირიყება და იქ დროთა განმავლობაში სილით იფარება. მაგრამ ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ხომალდებს პოულობენ ქვიშიან უდაბნოში. ლეგენდები ასეთ ხომალდებზე საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და არავის შეეძლო ახსნა რანაირად მოხვდნენ ისინი იქ.
ყველაზე გავრცელებული თეორია ასეთ ფაქტებზე ამბობს, რომ "გემი-მოჩვენება" ოდესღაც ცურავდა ზღვებში და აღმოჩნდა მეჩეჩზე. დროთა განმავლობაში ზღვამ უკან დაიხია კლიმატური პირობების ცვლილების შედეგად. ასე აღმოჩნდა გემები სილაში. ამგვარ მოვლენებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. დაჟანგული ხომალდების ნახვა შესაძლებელია დამშრალ არალის ზღვასთან. თუმც როცა ხომალდი უდაბნოშია, სადაც არასდროს ყოფილა ზღვა და ოკეანე, ამის ახსნა ძნელია.
|
ხომალდი დამშრალ არალის ზღვაზე
|
აშშ-ში ყველაზე ცნობილი ადგილი, სადაც ხშირად ნახულობენ გამოუცნობ ზღვის ხომალდებს, გახლავთ კოლორადოს უდაბნო კალიფორნიის შტატში. იმავეს ამბობენ სონორას უდაბნოზე ამავე შტატსა და კოლორადოში. აქ ორი საუკუნის განმავლობაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია მიტოვებულ იალქნიან ხომალდებზე.
ადგილობრივი ინდიელები დროდადრო აწყდებოდნენ ასეთ გემებს. მათი თქმით ისინი მიტოვებული, მზისგან გამომშრალი და ნახევრად სილაში ჩაფლული იყო. აღწერით შეიცნობოდა შუა საუკუნების ესპანური გალეონები და შვედური ხომალდები.
ხანდახან ინდიელები მიტოვებული გემის ჩონჩხში შესვლას ახერხებდნენ და იქ განძსაც კი პოლობდნენ. ერთ ასეთ ისტორიას ჰქონდა ადგილი 1775 წელს, როცა ჯორების გამრეკი ტიბურჩო მანკერნა დაიქირავა ხუან ბაპტისტა დე ანცამ უდაბნოს ექსპედიციისთვის, რომლის მიზანი იყო სონორიდან ალტა კალიფორნიისკენ სახმელეთო მარშრუტის ძიება. ერთ დღეს ახალგაზრდა შემთხვევით წააწყდა დიდ იალქნიან ხომალდს, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა, თითქოს არცთუ დიდი ხნის წინ აღმოჩნდა სილაში. მაკერნა მარტო იყო იმ დროს, ექსპედიციის წევრების გარეშე. მან გადაწყვიტა ხომალდის დათვალიერება. შიგნით მარგალიტებითა და ოქროს მონეტებით სავსე უამრავი სკივრი ნახა და რამდენიც შეძლო წამოიღო. გზად ღამის გასათევი ინდილებმა მისცეს. შემდეგ კვლავ მისიაში დაბრუნდა. მას მერე მანკერნა უამრავჯერ დაბრუნდა უდაბნოში, მაგრამ ის ხომალდი ვეღარ ნახა. შესაძლოა ცუდად დაიმახსოვრა გზა, ან გემი მთლიანად ჩაეფლო სილაში, ან ხომალდი ისევე იდუმალად გაქრა როგორც გამოჩნდა.
მეორე შემთხვევას ადგილი ჰქონდა 1832 წელს. მდინარე კოლორადოს ადიდების შემდეგ, როცა წყალმა უკან დაიხია, ადგილობრივებმა მოულოდნელად უდაბნოში დაინახეს სილაში ნაწილობრიც ჩაფლული ძველი ხომალდი, რომელიც იმავე ესპანურ გალეონს ჰგავდა. კოლორადოს წყალმა ჩამორეცხა სილა და გამოაჩინა ხომალდის ჩონჩხი, რომელიც ყველაფრის გათვალისწინებით იქ მინიმუმ რამდენიმე ასწლეული მაინც უნდა ყოფილიყო. ხალხი სანახავად მიდიოდა, მაგრამ როცა რამდენიმე ხნის შემდეგ სპეციალური ჯგუფი მის შესასწავლად ჩავიდა, მათ ხომალდი ვეღარ ნახეს. ვარაუდობენ, რომ ადგილი სადაც გალეონი მდებარეობდა დაფარა მლაშე ტბა სოლტონ-სის წყალმა, რომელიც რეგულარულად ხან შრება ხან ისევ ივსება. ამის გამო ამ ადგილებში რთულია რაიმე გათხრების ჩატარება.
1870 წელს ვინმე ჩარლი კლასკერმა და მისმა მეგობრებმა ინდიელებისგან შეიტყვეს დიდ იალქნიან ხომალდზე, რომელიც მდებარეობდა იმავე ტბა სოლტონინ-სის მეორე მხარეს. კლასკერი და მისი მეგობრები რამდენჯერმე გაემგზვრნენ და ეძებდნენ ხომალდს. საბოლოოდ ხომალდი იპოვეს.
კლასკერის აღწერით ხომალდი უამრავი ფუფუნების საგნით სავსე მდიდრულად მორთული გალეონი იყო. ამ სიმდიდრის გამოსაზიდად საჭირო გახლდათ დიდი რესურსი, ამიტომ ისინი დაბრუნდნენ ქალაქში, რათა მოეგროვებინათ ხალხი და ჯორები ურიკებით. მათ შესახებ გაზეთ "Los Angeles Star"-შიც კი წერდნენ.
"ჩარლი კლასკერი და მისი ჯგუფი უდაბნოდან დაბრუნდა საღამოს, სწორედ იმ დროს როცა ბეჭდვას ვიწყებდით. მათ გაუძნელდათ, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს გადაამეტეს. ხომალდი აღმოჩნდა! ჯგუფი იმყოფებოდა მშიერ-მწყურვალი მცხუნვარე მზის ქვეშ ოცდაოთხი საათის განმავლობაში და დაღუპვას შემთხვევით გადაურჩა. დღეს ჩარლი ბრუნდება უდაბნოში, რათა აინაზღაუროს თავისი შრომის შედეგი. ისინი ახლა კარგად არიან მომზადებული და შეიარაღებულნი უდაბნოსთვის".
სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეემთხვა კლასკერის ჯგუფს ამის მერე, ვინაიდან გაზეთებში ისინი აღარ უხსენებიათ. შესაძლოა ჯგუფი უბრალოდ გაქრა სილაში.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1878 წელს იუმადან 120 მილის მოშორებით სამმა გერმანელმა უდაბნოში დაინახა "ესპანური გალეონი". ერთმა თითქოს გაოცებისგან თავი ვერ შეიკავა და გავარდა მისკენ, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. დარჩენილებმა იქაურობა გულისყურით დაჩხრიკეს, მაგრამ მეგობრის კვალიც კი ვეღარ ნახეს. ხომალდი თითქოს უდაბნომ შთანთქა.
მოგვიანებით ოფიციალურმა ჯგუფმა საძიებო სამუშაო ჩაატარა. ჯგუფის წევრებმა ის ადამიანი მკვდარი და შიშველი იპოვეს უდაბნოში. მისი ტანსაცმელი და ხომალდი უკვალოდ იყო გამქრალი.
ამ გალეონ-მოჩვენების გამოჩენა გრძელდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისშიც. ერთხელ კალიფორნიის შტატ შორეულ ქალაქ ბორეგო-სპრინსში გამოჩნდა ვიღაც ინდიელი, რომელმაც მაღაზიაში სასმელისა და საჭმელის საფასური გადაიხადა ძვირფასი მარგალიტით. როცა ჰკითხეს საიდან მოიტანა მარგალიტი, მან განმარტა, რომ არსებობდა ნახევრად სილაში ჩაფლული ხის "ნაგებობა", რომელიც სავსე იყო მარგალიტებით. ადგილობრივმა ავანტიურისტებმა სცადეს ესპანური გალეონის მოძებნა უდაბნოში, მაგრამ უშედეგოდ. ინდიელიც გაქრა და აღარ გამოჩენილა.
1933 წელს გაზეთში დაიბეჭდა ქალბატონ მირტლ ბოტსის ისტორია, რომელიც ანზა-ბორეგოს უდაბნოში მეუღლესთან ერთად სეირნობისას წააწყდა ადამიანს, რომელმაც აცნობა ხომალდის აღმოჩენის შესახებ კანეირბეიკის კანიონის კლდოვან ადგილზე. მისი თქმით ხომალდი ხის იყო და ქიმზე გველის ფიგურა ჰქონდა ამოკვეთილი. ბოტსი და მისი მეუღლე ხომალდის მოსაძებნად გაეშურა. მალე კანიონის კედელში, ქვების გროვაში რაღაც შეამჩნიეს. ცდა უშედეგო აღმოჩნდა, ვინაიდან მიწისძვრამ ხომალდი დიდი ქვების ქვეშ მოაქცია.
1949 წელს ლოს-ანჯელესში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის სამი სტუდენტი გაემართა უდაბნოს "გემი-მოჩვენების" საძიებლად. ინდიელთა ტომისგან გაგონილი ჰქონდათ გველის ფორმის "დიდი ნავის" შესახებ, რომელიც მათ ნახეს 1917 წელს იმ რაიონში. სტუდენტთა აზრით, ინდილეთა აღწერის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო ვიკინგების ხომალდი.
სტუდენტები კარგად მოემზადნენ და ისე გაეშურნენ უდაბნოსკენ. უცნობია საბოლოოდ რით დასრულდა ეს ექსპედიცია და იპოვეს რაიმე თუ არა, ვინაიდან ისინი უბრალოდ გაქრნენ.
No comments:
Post a Comment