ინდუსებისთვის მერუ დედამიწის ღერძია. მის გარეშე დედამიწა ვერ იბრუნებს. ბუდიზმის მითოლოგიაში მერუ-წმინდა მთა მდებარეობს სამყაროს ცენტრში. ოკულტური სწავლება მას ათავსებს დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე. ლეგენდების თანახმად, მერუზე არსებობენ ვედური დროის დიდი ღმერთები. მოგვიანებით ინდურ მითებში მერუ ჰიმალაის 16 მწვერვალის ჩამონათვალშია, რომელიც გადაურჩა წარღვნას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ინდუსთა წარმოდგენით კაილასის მთა უფრო წმინდა გახლავთ, რომელსაც მერუზე მეტად სცემენ თაყვანს.
მერუს მწვერვალზე მდებარეობს ღმერთ ბრაჰმას ქალაქი. მის ირგვლივ ასევე განლაგებულია სხვა სფეროთა მეუფეების არაჩვეულებრივი ქალაქები. ინდუისტთა რწმენით სამყაროს გააჩნია გაშლილი ლოტოსის ფორმა, რომლის ცენტრში აღმართულია წმინდა მერუ.
მთა მერუ ანუ სუმერუ (დიდი მერუ) განიხილება როგორც მატერიალურისა და სულიერი სამყაროს ცენტრი. ის დევატების(ღმერთების) სავანეა. ბევრი ტაძარი მერუს მთის სიმბოლურ გამოსახულებას წარმოადგენს. ერთი ვერსიით, ის მდებარეობს ზეგრძნობად სამყაროში ჩრდილოეთ პოლუსის თავზე. ინდუისტური კოსმოლოგიის მიხედვით, მერუ მდებარეობს სამყაროს ცენტრში. მისი მდებარეობის შესახებ ერთიანი თვალსაზრისი არ არსებობს. უცნობია იყო თუ არა ის რელაურად თუ მარტო მითის ნაყოფია.
მერუზე საუბარია ასევე პურანებში, რომლის მიხედვით, ის ყველა სამყაროს ცენტრია-ზედა (სამოთხის), საშუალო და ქვედა (ჯოჯოხეთის). მერუ აღმართულია სამოთხის-ზედა სამყაროს თავზე.
ბუდისტურ კოსმოლოგიაში მერუ (სუმერუ) მდებარეობს ბრტყელი დედამიწის ცენტრში. მანდალებზე ის გამოსახულია ცენტრში , რომელსაც გარს არტყია ოთხი დიდი კუნძული (დვიპები). მათ იქით არის რვა პატარა დვიპა. სუმერუ ძვირფასი ქვებისგანაა ნაგები, კერძოდ, ჩრდილოეთი ნაწილი ოქროსია, სამხრეთი-ლაჟვარდის, აღმოსავლეთი-ვერცხლის, დასავლეთი-იაჰონტის(იგივე საფირონი). ტაძრის კედლებზე გამოსახულ მანდალაში ლამები სუმერუს გამოსახულებას ამ ქვებით გამოსახავდნენ მხარეების მიხედვით.
ტიბეტში არსებული ძველი ტექსტები გვამცნობენ, რომ ჰიმალაის მთების ჯაჭვი დედამიწის სარტყელია. ხოლო ამ სარტყლის "ჭიპი" მზის ჩასვლის მხარესაა, სადაც მერუს ფესვებია, ჰიმალაების ჩრდილოეთით მდებარე მთებში. თავად მერუ არ მდებარეობს დედამიწის ცენტრში ანუ "ჭიპში, მხოლოდ მისი ძირი და ფესვებია ჭიპში, რაც მას აკავშირებს " ცენტრალურ ქვეყანასთან, რომელიც არასდროს დაიღუპება". ინდურ და სპარსულ სიმღერებში ჩნდება კაი-კაუსი (კაუსიკი=კავკასია). ის მიემართება აზბურჟისკენ (ასბურგი=აზგარდი), სადაც ჩადის მზე. ტექსტის სიმბოლიკა გვეუბნება შემდეგს: დედამიწის "ჭიპი" მდებარეობს ჰიმალაების დასავლეთით ანუ კავკასიაში. მერუს მთის (სამყაროს ხის სიმბოლო) ფესვები არის სწორედ ამ ჭიპში. ის დაკავშირებულია ცენტრალურ ქვეყანასთან, რომელიც არასდროს დაიღუპება, ანუ კავკასიის ფესვები განლაგებულია დედამიწის ჭიპში. ვერტიკალურად ჩრდილოეთ-სამხრეთი და ჰორიზონტალურად აღმოსავლეთ-დასავლეთი ქმნის ოთხქიმიან ტოლგვერდა ჯვარს, რომლის ცენტრი დედამიწის ცენტრშია- კავკასიაში, სადაც ოთხივე ტოტის ფესვები იყრის თავს.
ძველინდური ტრადიციის მიხედვით, მერუს ირგვლივ ბრუნავს ყველა მნათობი. მის მწერვალზე კი იმყოფებიან ყოვლისშემძლე ღმერთები-ინდრა, ბრაჰმა, შივა, ვიშნუ. ინდუსთა მთავარი ღმერთის-ინდრას სამოთხე მდებარეობს მერუს მწვერვალზე. მასზე აიგო ინდრას ბრწყინვალე ტაძარი, რომლის ბაღში ხარობს სომა-უკვდავების წმინდა სასმელი.
სომას არსი ბოლომდე ჯერაც არ არის გარკვეული. აღწერით ამ სასმელს მათრობელი თვისებები გააჩნია. აყენებენ მას რომელიღაც ხვიარა მცენარისგან დუღილის პროცესით. ზოგიერთი მკვლევარი მას უკავშირებს ხვიარა სვიას. ზოგს მიაჩნია, რომ ის შეიცავდა ეფედრას (ცხენისმუხლა) წვენს. მაგრამ მას მასიური მომხმარების დანიშნულება არ ჰქონდა, ვინაიდან ეფედრინის დიდი დოზა საშიშია. ჰიმნებში სომასთან ერთად ნახსენებია რძეც და მისი ადუღება, რაც ბადებს მოსაზრებას, რომ სასმელის დაყენება ხდებოდა ფერმენტირებული რძიდან. მათრობელი სასმელის ასეთი მეთოდით გამოყვანა ცნობილია მომთაბარე მეცხოველეებში.
"მაჰაბჰარატას" პირველ წიგნში აღწერილია ამრიტის (სომას)-უკვდავების სასმელის შექმნის ისტორია. მერუს მთის მთავარ-მანდარას მწვერვალზე ღმერთებმა ბრაჰმასა და ვიშნუს მეთაურობით გადაწყვიტეს უკვდავების სასმელის შექმნა. ტექსტში საუბარია ამ სასმელის მიღების პროცესში როგორ გამოიყენეს მანდარას მწვერვალი ოკეანის ასათქვეფად, რომლის შედეგად ბალახისა და ხეებისგან გამოყოფილი სხვადასხვა წვენებისგან დაიბადა ამრიტა.
No comments:
Post a Comment