სასახლის აგებამდე ფერდინანდ შევალი არაფრით იყო გამორჩეული. ის მუშაობდა ფოსტალიონად, ორჯერ იქორწინა, ჰყავდა სამი შვილი, მაგრამ სამივე შვილი ადრეულ ასაკში დაეღუპა. შვილების დაკარგვამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ფერდინანდზე. შესაძლოა სასახლის აგება მას ეხმარებოდა ოჯახური ტრაგედიის დავიწყებაში.
სასახლის იტორია კი დაიწყო, როცა შევალი ოცდაათი წლის გახდა. ყველაფერი კი მის უცნაურ სიზმარს მოჰყვა. სიზმარში შევალიმ იხილა როგორ აგებდა დიდი ქვის სასახლეს. ხილვას იმდენად ცხადი სახე ჰქონდა, რომ მან ამ ნაგებობის თითეული დეტალი კარგად გაარჩია და დაიმახსოვრა.
გამოღვიძებულ ფერდინანდს დაწვრილებით ახსოვდა ნანახი სიზმარი. ამიტომ გაუჩნდა ისეთი გრძნობა, რომ ის წინასწარმეტყველური იყო და ღვთის ნიშანი გახლდათ. შევალის იმდენი საყოფაცხოვრებო პრობლემები ჰქონდა, რომ სასახლის აგებაზე არც კი უფიქრია თხუტმეტი წლის განმავლობაში. მას მუდმივად ახსენდებოდა ეს იდეა, მაგრამ სხვა დროისთვის დებდა მის განხორციელებას.
ერთხელ, როცა ფოსტალიონი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და წერილი მიჰქონდა ერთ-ერთ შორეულ სოფელში, ფეხი წამოჰკრა ქვას და კინაღამ დაეცა. ქვა ქვიშაქვისა იყო. მას წყლის ზემოქმედებით მიღებული ჰქონდა არაჩვეულებრივი ფორმა და ძალიან წააგავდა ცხოველს. შევალიმ დახედა თუ არა ქვას, მაშინვე გაახსენდა სიზმარში ნანახი სურათები.
მეორე დღეს ფერდინანდი კვლავ დაუბრუნდა ამ ადგილს, შეაგროვა იმდენი ქვა რამდენის წაღებასაც შეძლებდა. თავდაპირველად ქვებს ქურთუკის ჯიბეებში იწყობდა, მოგვიანებით კალათით მიჰქონდა. ბოლოს ურიკაზე აგროვებდა და ისე ეზიდებოდა.
შეგროვებული ქვები მიჰქონდა საკუთარ ცარიელი მიწის ნაკვეთზე. როცა საკმარისი ქვა მოაგროვა, დაიწყო მისივე თქმით, "იდეალური სასახლის" (Palais idéal) მშენებლობა. შევალის არქიტექტურასა და მშენებლობაში არანაირი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ის შეუპოვრად მიიწევდა მიზნისკენ.
ფერდინანდი 33 წელი აგროვებდა ქვებს, ლოდებს, ამუშავებდა მათ და ცემენტის დახმარებით ადუღაბებდა მშენებარე სასახლეში. სასახლე დასრულდა 1912 წელს. ის სიმაღლეში 10 მეტრის და სიგანეში 26 მეტრისა იყო. სასახლეს ზღაპრული ფასადი ჰქონდა. "იდეალური სასახლე" დამშვენებული იყო სვეტებით, ორი ქვის ჩანჩქერით, დახვეული კიბეებით, მოზაიკით, მრავალიარუსიანი კოშკებით. სასახლეს ალამაზებდა ცხოველთა ფიგურები, მითოლოგიური არსებები და მრავალფეროვანი გრავიურები წარწერებით.
ფერდინანდი იმდენად მოხიბლული იყო საკუთარი სასახლით, რომ სიკვდილის შემდეგაც არ სურდა მასთან განშორება და მოისურვა შიგნით დაკრძალვა, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა. მომდევნო 8 წელი შევალი ისევ ქვებს აგროვებდა, ახლა უკვე თავისი მავზოლეუმისთვის. მან მავზოლეუმი ააგო ადგილობრივ სასაფლაოზე.
შევალის სასახლე იმდენად უცნაურია, რომ მას არ გააჩნია რაიმე არქიტექტურული სტილი. ფერდინანდი ჟურნალის ილუსტრაციებს ათვალიერებდა, იქ ირჩევდა ფორმებსა და მორთულობას რაც მოეწონებოდა.
მან ჯერ კიდევ მშენებლობის დროს მიიპყრო უამრავი ადამიანის ყურადღება.სასახლის ნახვის შემდეგ ყველა აქებდა მის ხელოვნებას. შევალის სახელმა პაბლო პიკასომდეც კი მიაღწია, რომელმაც ქათინაურები არ დაიშურა მისი მისამართით.
როცა სასახლის მშენებლობა დასრულდა, მისმა შემქმნელმა ფასადზე წარწერა გააკეთა: "ეს სამუშაო გააგრძელოს ახლა სხვამ ჩემზე უფრო დაჟინებულმა."
ფერდინანდ შევალი გარდაიცვალა 1914 წელს. ის დაკრძალეს საკუთარ მავზელეუმში. ამის შემდეგ მისი ცხოვრება ლეგენდად იქცა და ხალხი სპეციალურად ჩადიოდა სასახლის სანახავად. 1969 წელს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა შევალის სასახლე გამოაცხადა კულტურულ ღირსშესანიშნაობად. ახლა, იქ წელიწადში 100 ათასი მნახველი ჩადის. სასახლეს არამარტო მუზეუმად, არამედ გამოფენებისა და თანამედროვე მუსიკის კონცერტებისთვისაც იყენებენ.
შევალის სასახლე ბევრ გამოცანასთანაა დაკავშირებული, დაწყებული მისი სიზმრიდან, დამთავრებული იმით, რომ მარტოხელამ შეძლო სასახლის ისე აგება, რომ მშენებლობის არარა გაეგებოდა.
No comments:
Post a Comment