Tuesday, 16 March 2021

კასაგის გამოუცნობი მინი-პირამიდები იაპონიაში

 

ბევრ ქვეყანაში გვხდება ქვისგან შექმნილი ობიექტები, რომლის დანიშნულება ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია. ევროპაში მეტნაკლებად ასეთი ნაგებობები შესწავლილია, მაგრამ სხვა ქვეყნების მეგალითური ნაგებობები პრაქტიკულად შეუსწავლელია. სამაგალითოდ კმარა ჩინეთისა და იაპონიის მეგალითური ძეგლები.

იაპონიაში მდებარეობს კასაგის მთა, რომლის ფერდობები მოფენილია მინიატურული პირამიდებით-ქვის ლოდებით, რომლებსაც პირამიდის ფორმა აქვს. არავინ იცის რეალურად როდის და რისთვის შეიქმნა კასაგის პირამიდები. მათი სიმაღლე  საშუალოდ 2 მ-ია. ისინი განლაგებულია მცირედ დასახლებულ რაიონში და იმდენად ცუდადაა შესწავლილი, რომ მათ შესახებ არაფერი იცის ახლომდებარე მსხვილი ქალაქ ნაგოას მოსახლეობის უმრავლესობამაც კი.

ყველაზე ცნობილი კასაგის პირამიდა იდეალურად სიმეტრიულია და ცხრა ტონიანი მთლიანი მასიური გრანიტის ბლოკისგანაა შექმნილი. ამასთან მის ზედაპირზე არ ჩანს ხელოვნური ჩარევის კვალი. მთავარი პირამიდის გარდა კასაგის ფერდობზე კიდევ ოთხი ქვის ობიექტია.

კასაგის ახლომახლო მსგავსი გრანიტის ლოდების მონახვა პრექტიკულად შეუძლებელია. ამიტომ პასუხი ლოგიკურია-ეს ქვები სპეციალურად მიიტანეს იმ ადგილზე შორიდან. პროფესორ ნობიჰურო ესიდას მიაჩნია, რომ ტყისა და ბუჩქნარის სიხშირე იმ ტერიტორიაზე მათი ასტრონომიული დანიშნულების ვერსიას უკუაგდებს, არც საზოგადოების მაღალი ფენის სამარხები უნდა იყოს იქ. ესიდამ ადგილობრივები დაკითხა პირამიდების შესახებ. ერთხელ მას უამბეს ლეგენდა თეთრი გველზე, რომელიც კასაგის მთის შიგნით ცხოვრობს. ამავე ლეგენდის მიხედვით მის ბუნაგში შესასვლელი ერთ-ერთი პირამიდის ქვეშაა განთავსებული.


ამ ლეგენდის გამო ზოგიერთი ადგილობრივი დღემდე ყოველწლიურად ატარებს ძალიან ძველ, კვერცხების მირთმევის  რიტუალს კასაგის მთაზე. მიაქვთ კალათებით ქათმის კვერცხები ყველაზე დიდ პირამიდასთან და ტოვებენ იქ,  რათა გველის კეთილგანწყობა მოიპოვონ. მსგავსი კვერცხებისა და გველების საკულტო ტრადიცია იაპონიაში და აზიის დანარჩენ ნაწილში არსად გვხვდება. სამაგიეროდ ის ცნობილია ნილოსის დაბლობზე ეგვიპტეში და ეწოდება კნეფი-გველშემორტყმული ფრთიანი კვერცხი. 

ამავე ლეგენდის თანახმად თეთრი გველი ქალღმერთია და მრავალი ათასი წლის წინ ჩამოვიდა იაპონიაში ზღვის მეორე მხრიდან. მისი სახელია ბენტენი. ფონეტიკურად ბენტენი ძალიან ჰგავს ბენბენს-ეგვიპტური ფენიქსის მსგავსი ფრინველი, რომელიც განასახიერებს უკვდავებას და ასევე დაკავშირებულია წმინდა კვერცხთან. ბენბენის ერთ-ერთი სიმბოლო გახლდათ პირამიდა. მსგავსება ბენტენსა და ბენბენს შორის საკმაოა.

იაპონურ-ეგვიპტური მსგავსება უფრო თვალშისაცემი გახდება თუკი გვეცოდინება, რომ კასაგის მთავარი პირამიდის წვერის დაქანების კუთხე 76 გრადუსის ტოლია, რომელიც ემთხვევა გიზას დიდი პირამიდის წვერის დაქანების კუთხეს. ალბათ არც უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან თუკი ეგვიპტელბმა მოახერხეს სწვეოდნენ ავსტრალიას, მაშინ იაპონიის კუნძულებზე ვიზიტსაც მოახერხებდნენ.







No comments:

Post a Comment