3600 წლის წინანდელი სასახლის გათხრების დროს, ერთ დროს დიდ ქალაქ ავარისში, არქეოლოგთა ჯგუფი ოთხ ორმოს წააწყდა. ორმოებში აღმოჩნდა დიდი ზომის ხელის მტევნები. მათი უმეტესობა ზომაზე დიდი იყო, ზოგიერთი კი ძალიან დიდი.
სასახლე ეკუთვნოდა ჰაიანე ჰიქსოსელს. ჰიქსოსები ერთ დროს მართავდნენ ჩრდილეთ ეგვიპტეს. მათი წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არ გახლათ.
მტევნების აღმოჩენა ადასტურებს ფაქტს, რომ გამარჯვებული ეგვიპტელი მეომარი მტერს აჭრიდა მარჯვენას, რომ შემდეგ მასში ანაზღაურება მიეღო, რასაც ერქვა "სიმამაცის ოქრო". მოჭრილ მტევნებს ორმოში ყრიდნენ. ამ ჩვეულების არსებობის შესახებ ვგებულობთ ძველი ეგვიპტური ლიტერატურიდან. მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს საიდან გაჩნდა ეს ჩვეულება ეგვიპტეში. ჩვენთვის ყურადსაღებია, რომ მსგავსი ჩვეულება არსებობდა საქართველოს მთის მოსახლეობაში, კერძოდ ხევსურეთში.
ჩნდება კითხვა: ვის ეომებოდა ეგვიპტის ჯარი? მტევნების ზომის გათვალისწინებით ისინი გოლიათებს ეკუთვნოდა.
No comments:
Post a Comment