Wednesday, 31 March 2021

ისრაელში ბიბლიიდან ცნობილ გოლიათის ქალაქს მიაკვლიეს


 ისრაელში მორიგი გათხრების დროს თელ ეს-საფის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გიგანტური ქალაქის ნანგრევები, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე მე-10, 9 საკუნეებით. როგორც Jerusalem Post იტყობინება, გათხრები ჩატარდა ძველ ქალაქ გეთში, სადაც  როგორც ფიქრობენ დაიბადა დავითთან მებრძოლი, ლეგენდარული ბიბლიური გოლიათი.

გოლიათი ფილისტიმელთა მეომარი გახლდათ. გეთი, ღაზა, აშქელონი, აშდოდი და ექრონი იყო ფილისტიმელთა ქალაქები, რომელიც დაამარცხა არამეელთა ჯარმა მეფე აზაილის მეთაურობით ჩვ.წ.აღ-მდე 830 წელს.

ახალი არქეოლოგიური გათხრებით დგინდება, რომ გეთი სავარაუდოდ უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ მეცნიერებს. ის არსებობდა უკვე ჩვ.წ.აღ-მდე მე-11 საუკუნეში, ანუ გოლიათის ეპოქაში.

გათხრები ადასტურებს, რომ გეთი გოლიათის დროს უფრო დიდი ქალაქი იყო, ვიდრე მისი ისტორიის მოგვიანებით ხანაში. არქეოლოგები ხაზს უსვამენ ქალაქის არაჩვეულებრივ არქიტექტურას. შენობები იყო მონუმენტური და მასიური. საამშენებლო მასალად იყენებდნენ დიდ ლოდებს.

აღმოჩენა სრულიად ეთანხმება ბიბლიური გოლიათის ამბავს. ბარ-ილანის უნივერსიტეტის არქეოლოგ-პროფესორის არონ მაიერის სიტყვებით ადრე ვერავინ მოახერხა გოლიათების არსებობის არქეოლოგიური მტკიცებულებების მოპოვება.






No comments:

Post a Comment