ნილოსის ზემო წელში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობა დღემდე ინახავს მოგონებას იდუმალებით მოცულ თეთრკანიან ადამიანებზე-ბაჩვეზებზე.
ლეგენდების მიხედვით, ეს ადამიანები უგანდის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მივიდნენ, ქვით ააგეს ქალაქები და შექმნეს დასახლებები, გაიყვანეს სარწყავი არხები, კლდოვან ადგილებზე გაბურღეს 70 მეტრის სიღრმის მაღაროები (შახტები). ბაჩვეზები აოცებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ცოდნით და უნარებით. გადმოცემით, მათ თავისუფლად შეეძლოთ ტბაზე გადაფრენა, ადიოდნენ ციცაბო კლდეებზე, კურნავდნენ ყველანაირ დაავადებას, ყვებოდნენ დიდი ხნის წინ მომხდარ ამბებს.
ბაჩვეზთა პირველი ხსენება უკავშირდება ბუნიორო კიტარას სამეფოს შექმნას დაახლოებით მე-13 საუკუნეში ჩვ.წ.აღ-ით. მათ წარმომავლობაზე არსებობს რამდენიმე მოსაზრება: ისინი იყვნენ ან ძველი აბისინიის დედაქალაქ აქსუმიდან მოსულები, ან ძველი მესოპოტამიიდან, ან კვიპროსიდან. ბაჩვეზები სამეფოს მართავდნენ დაახლოებით 150 წელი. მე-15 საუკუნეში კი უკვალოდ გაქრნენ. ამის შემდეგ დიდი სამეფო დაიყო და გაჩნდა სამთავროები ანკოლის, ბუგანდის და ბატაროს სახით. ამასთან ორი წარჩინებული ოჯახი, რომელთა შთამომავლებს დაარქვეს ტუტსი, გადასახლდნენ სამხრეთში. ასე გაჩნდა სახელმწიფო რუანდა, ხოლო მე-17 საუკუნეში შეიქმნა ბურუნდი.
ლეგენდები ძლიერ თეთრკანიან ხალხზე, რომლებიც გაჩნდნენ არსაიდან და წავიდნენ არსაით, ასეული წლების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ 1862 წელს პირველ ევროპელთა გამოჩენამ უგანდის მოსახლეობაში გამოიწვია განსაკუთრებული გრძნობა და განცდა, ვინაიდან ისინი ლეგენდარულ ბაჩვეზებად მიიღეს.
ბაჩვეზებმა დატოვეს ნაგებობები რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.ამ ხალხის უეცარი გაქრობის შემდეგ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბევრი უცნაური ნივთი. გასული საუკუნის შუა ხანებში უგანდის ცენტრალური ციხის პატიმრები დედაქალაქის გარეუბანში საძირკვლის ქვეშ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობის მშენებლობისთვის თხრიდნენ მიწას. ერთ-ერთის წერაქვი მოულოდნელად მკვრივ საგანს მოხვდა, რომელიც ადამიანის თავის სკულპტურა აღმოჩნდა. მონაპოვარი კერამიკული ფიგურის ნაწილი იყო. იქვე ახლოს სხეულის დანარჩენი ნაწილებიც ნახეს. თავი მეტისმეტად უცნაურად გამოიყურებოდა, ჰქონდა გამოწეული ნიკაპი, გრძელი ცხვირი და მოსამართლის პარიკის მსგავსი ვარცხნილობა.
უგანდის არქეოლოგებმა მონაპოვარი ვერცერთ ცნობილ აფრიკულ კულტურას მიამზგავსეს. ბუგანდის ადგილობრივი მოსახლეობა ადამიანის გამოსახულებას არ იყენებს და არ გამოსახავს. ცნობილი მეცნიერი მაიკლ ნსიმ-ბი გამოთქვამს მოსაზრებას ფიგურის იქ ინდოეთის ოკეანის სანაპიროებიდან მოხვედრის შესახებ. არქეოლოგებმა იმ ადგილებზე აღმოჩინეს 500-600 წლის კერამიკული ნატეხები. მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ 1900 წელს ბიგო-ბია-მუგენიეში ციხესიმაგრის ნანგრევებზე ნაპოვნი კერამიკულ ნატეხებთან მათ მსგავსებაზე. გადმოცემით, იქაც ცხოვრობდნენ ბაჩვეზები. ადგილობრივი მოსახლეობა სიმაგრეს ზებუნებრივ ძალებს უკავშირებს. ტრადიციის მიხედვით მცენარეები, რომელიც აქ იზრდება ითვლება წმინდად. ვინც აქ ხის მოჭრას გადწყვეტს, დაიღუპება. ადგილობრივები ღამით ან წვიმიან ამინდში იქ გავლას თავს არიდებენ.
ბოგოში პირველი გათხრები ჩატარდა 1920 წელს. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს კერამიკული ნაკეთობის ნატეხები, რომელიც გაიგზავნა ბრიტანეთის მუზეუმში. სამეცნიერო ექსპედიციის მახლობლად აღმოჩნდა ირიგაციული ნაგებობების ნაშთები, რომელიც კვალიფიციური მშენებლების აგებული იყო. ის მიამსგავსეს შრი-ლანკაში ირიგაციული სისტემების ნაშთებს, რომელიც ორი ათასი წლისაა.
ყველაზე საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა 1930 წელს. ხანდაზმული გლეხი ქალი წააწყდა ცილინდრის ფორმის თიხის საგანს. ეს ნივთი გაიგზანა ეროვნულ მუზეუმში. ვინ და რისთვის დაამზადა ეს ნივთი დღემდე უცნობია.
საიდუმლოებითაა მოცული ტანადას გორაკის ხვრელები და ორმოები მუგენის სიმაგრიდან სამოცდაათი კილომეტრის მოშორებითაა. გორაკი დაფარულია ხშირი ტყით. ამიტომ გამცილებლის გარეშე სულ ადვილია სტუმარი მიწისქვეშ აღმოჩნდეს. ხვრელები დიამტრით 1,5 მ-ია, ხოლო სიღრმე სამიდან სამოცდაათ მეტრამდეა. ასეთივე ხვრელები აღმოჩენილია უგანდის სხვა რაიონებშიც. ორმოები ფორმით წააგავს სამთო მაღაროებს.
მაინც ვინ იყო ეს ხალხი? გაჩნდა კიდევ ახალი ვერსია, რომლის მიხედვით ბაჩვეზები მოვიდნენ უგანდაში ხმელთაშუა ზღვის მხრიდან ეთიოპიის გავლით. თუმც ამ ვერსიის თანახმად, მათ უნდა გაევლო სამი ათასი კილომეტრი-ასეთია დროითი სხვაობა კრეტულ და უგანდაში აღმოჩენილ ნივთებს შორის. საიდუმლო შეიძლება ამოეხსნა ბაჩვეზთა სამარხებს, მაგრამ მათი კვალი ჯერჯერობით არ ჩანს.
No comments:
Post a Comment