Sunday, 7 February 2021

სფინქსის მითიურ_სიმბოლური სახე


სფინქსის მითოპოეტური სახე გავრცელებულია აფრიკის, აზიის და ევროპის ხალხთა მითებში. ეს ფანტასტიკური არსება ითავსებს ცხოველისა და ადამიანის ნიშნებს. ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სამშობლოა ეგვიპტე, საიდანაც ის გავრცელდა მთელ ანტიკურ სამყაროში.ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში ლომი მზის ძალაუფლებას განასახიერებდა. ფარაონ ხაფრას-ხაფ-რა სახელი  მზის ღმერთ რას სახელის მატარებელია, რაც მზის მსგავსს ნიშნავს.

ძველი ეგვიპტელები სფინქსს დგამდნენ  წმინდა ადგილების შესასვლელთან. მას თვლიდნენ იდუმალების მეუფედ, რომელიც ინახავდა მიმსვლელთა საიდუმლოს. ყველაზე ცნობილ გიზას სფინქსს აქვს ლომის სხეული. ამ ძლიერი ცხოველის გამოსახულება იყო სიმბოლო ღვთიური ძალისა და სიბრძნის, რომელსაც ფარაონი იყენებდა ქვეყნის დასაცავად და სამართავად.

ეგვიპტეში სფინქსი დაკავშირებულია 100 ბჭიან თებესთან. ამ ქალაქში სფინქსის ხეივანი დღემდეა შემორჩენილი. ძველბერძნულ და ეგვიპტურ მისტიკაში სფინქსს განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. ეზოთერული ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ეგვიპტეში არსებობდა სფინქსის უზარმაზარი ხის ქანდაკებაც, რომლის შიგნით იმართებოდა იდუმალი წესთმსახურებანი. არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა ,,სფინქსი'' მომდინარეობს სიტყვა sesphan-"სიცოცხლის ქანდაკება''. ბოლომდე ამ სიტყვის ეტიმოლოგია მეცნიერებისთვის ჯერაც გაურკვეველია.


ბერძნული სფინქსი ყოველთვის მდედრია, ხოლო ეგვიპტეში-ხან მამრი, ხან მდედრი. ბერძნულ მითოლოგიაში ეს არსება იყო ტიფონისა და ექიდნეს წარმონაქმნი ქალის თავითა და მკერდით, ლომის სხეულით და ფრინველის ფრთებით. ბერძნული სფინქსი უკავშირდება მითს ოიდიპოსზე, ასევე ესქილეს სატირულ დრამას "სფინქსი". ბერძნულ სფინქსთან დაკავშირებით მეცნიერულ ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, რომ ეს მითოლოგიური სახე შესაძლოა ჩამოყალიბდა თებეს მთვარისეული ქალღმერთის ხატისგან.  ქალღმერთი თავის თავში აერთიანებდა ლომისა და გველის სხეულებს, რომელიც თებეს წელიწადის ორ ნაწილს განასახიერებდა. ლომი წელიწადის მატებად ნაწილს, ხოლო გველი-კლებადს. ქალი ნაყოფირების სიმბოლოა და დედამიწას უკავშირდებოდა, ლომი მიწიერი, მეფური ძალაუფლების სიმბოლოა, არწივი ზეცისა და მისი მეუფის ხატია, ხოლო გველი უკავშირდება მიწისქვეშა წყლის სტიქიას. ამ სამ სტიქიას სფინქსის მითოლოგიურ სახეში ემატება აგრეთვე ცეცხლი, რომელიც სიმბოლურად სფინქსის სიბრძნეშია მოცემული. მითოპოეტურ აზროვნებაში ცეცხლი და სიბრძნე ადვილად უკავშირდება ერთმანეთს. ცეცხლი+სინათლე+სიბრძნე. სფინქსის სახეში სიმბოლურად არის გაერთიანებული 4 პირველელემენტი: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი.

ეგვიპტის გიზას სფინქსს, ბერძნულისაგან განსხვავებით, ადამიანის თავი აქვს, ხარის ტანი, ლომის ბრჭყალები და არწივის ფრთები. ხარის, ლომის, არწივისა და ადამიანის ამ შერწყმაში მოჩანს წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვის ოთხი მხეცი, რაც ოკულტური მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს. ესაა მიკროკოსმოსისა და მაკროკოსმოსის ოთხი შემადგენელი ნაწილი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. სფინქსის საიდუმლოს ახსნა არის ადამიანი-მიკროკოსმოსის ღვთიური თანამგზავრი, რომელიც თავის თავში მოიცავს ბუნების ყველა ელემენტს და ძალას. სფინქსი გახლავთ ადამიანის გონების სიმბოლო, რომელიც სულთანაა შერწყმული.

ეს მითიური არსება წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ და ღრმააზროვან ხატს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სფინქსის მონუმენტი გახლავთ ასტრონომიული გამოთვლების ზუსტი ინსტრუმენტი. თათებით ის მიმართულია კვადრატის აღმოსავლეთის მხარეს, რომელშიც მოქცეულია გიზას დანარჩენი ნაგებობები. თუ მათ პარამეტრებს გავამრავლებთ, შედეგი იქნება ერთი კოსმიური წელიწადის დროის ტოლი-26000. ძველ ეგვიპტეში სფინქსს "მცველსაც'' უწოდებდნენ. მეცნიერ ჰენ-კოკის აზრით სფინქსი იცავს დროის საწყის რჩეულ ადგილს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ როგორც მთელი რეგიონის მომცველ დიდი მაგიური ძალის ცენტრს. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეგვიპტური სფინქსი შეიქმნა ლომის ზოდიაქოს ერაში(ტანი ლომის აქვს), რომელიც გრძელდება 10970-8810 წლის ჩათვლით ჩვ.წ. აღ-მდე. 

ეგვიპტის სფინქსი 1200 წელი იყო სილაში დაფლული. მხოლოდ ფარაონ თუთმოს მე-4-მ გადაწყვიტა მისი გაწმენდა და რესტავრირება. ასტრონომიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სფინქსი იყო ეკვატორული მარკერი, რომელიც მიუთითებს გაზაფხულის ბუნიობისას მზის წერტილის ზუსტ მდებარეობას ჰორიზონტზე მზის ამოსვლისას. რთული ასტრონომიული გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ სფინქსი შეიქმნა ჩვ.წ.აღ-მდე 10500 წლის წინ. რობერტ ბაუგალი გეოლოგიური და ასტრონომიული კვლევების ღრმა ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სფინქსის შექმნის თარიღი უნდა იყოს 10500 წ. ჩვ. წ.აღ -მდე.







No comments:

Post a Comment