Sunday, 10 January 2021

ორი მილიონი წლის წინ გამოძერწილი ფიგურა


ეს პატარა თიხის 4 სმ. ფიგურა აღმოაჩინეს ქალაქ ნამპაში (აიდაჰოს შტატი) 1889 წელს. მას მერე შეარქვეს "ნამპელი თოჯინა". სწორედ იმ წელს მუშები მიწისქვეშა წყლების საძიებოდ ჭაბურღილს თხრიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჭაბურღილიდან, 90 მეტრის სიღრმეზე, ტუმბომ პატარა თიხის ბურთულებთან ერთად ამოტუმბა ეს პაწია თოჯინა.

თიხის ფიგურა აშკარად ადამიანის ხელით იყო გამოძერწილი. ასეთ სიღრმეზე  ჩვენ უძველეს წინაპართა ძვლების ნაშთსაც კი ხშირად ვერ ნახავთ. მიწის ამ ფენას უძველეს თიხასთან ერთად სპეციალისტები ათარიღებენ 2 მილიონი წლით.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს თიხის ფიგურა ჭაბურღილში  მოხვედრილიყო გაბურღვის შემდეგ? შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იქ შეუძლებელი იყო უცხო სხეულის მოხვედრა. თუკი ის ნამდვილად ასეთი სიღრმიდან ამოიღეს, მაშ საიდან მოხვდა იმ ადგილზე?

სიძველეთა სპეციალისტმა ყურადღება მიაქცია რკინის ოქსიდის მოწითალო ლაქებს, რომელიც თოჯინას ყველაზე მოუწვდომელ ადგილებში მოუჩანდა. გამოდის, ის ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში იდო მიწაში.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ფიგურა შეიქმნა ზედა პალეოლითის ხანაში (40-12 ათსი წლის წინ), როცა უძველესი ხალხი ქმნიდა ცნობილ "ვენერას" ფიგურებს. ხოლო უფრო ძველ ფენაში ის თითქოს მერე მოხვდა ნაპრალის გზით. 

პალეოლითელი "ვენერა"


ნამპელი თოჯინა არაფრით ჰგავს პალეოლითელ "ვენერას". მისგან განსხვავებით უფრო პრიმიტიულია და მარტივი, არსად ჩანს მკერდი, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ქალის ფიგურაა.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ფიგურა ნამდვილად 2 მილიონი წლის წინ დაემზადებინათ? ვინ ცხოვრობდა დედამიწაზე მაშინ, როცა ჯერ არც კრომანიონელები და არც ნეანდერტალელები ჩანდნენ. ადამიანი დაახლოებით 2,3 მილიონი წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე, რომლის დიდი მიღწევა იყო ქვის პრიმიტიული იარაღი, ამასთან იმ ხანის ადამიანი გარეგნულად უფრო შიმპანზეს ჰგავდა. მას არ ჰქონდა შემოქმედების ნიჭი, გამოქვაბულის კედლებზეც კი არაფერს ხატავდა. ასეთი უნარები ადამიანმა დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ შეიძინა.

რა თქმა უნდა, 2 მილიონი წლის წინ ადამიანის წინაპარს ამერიკის კონტინენტი ჯერ არც კი ჰქონდა ათვისებული. მისი უძველესი წინაპარი ჯერ ისევ აფრიკაში ბინადრობდა.

ნამპელი თოჯინა მრავალი წლის განმავლობაში საკამათო საგნად იქცა მკვლევარებს შორის, მაგრამ დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. უკანაკსნელი მონაცემები მის შესახებ 1979 წელს გამოჩნდა, როცა პროფესორი ალბერტ რაიტი ობერლინის კოლეჯიდან მის შესწავლას შეუდგა.


რაიტის აზრით, ფიგურა ნადვილად ამ საქმეში დახელოვნებული ადამიანის შექმნილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი დრომ დააზიანა, თოჯინას სავსებით გამოხატული გარეგნობა აქვს. მას უჩანს თავი, შეიმჩნევა თვალები, პირი, განიერი მხრები, მსხვილი ხელები და ფეხები. ცალი ფეხი მოტეხილი აქვს. სხეულზე ჩანს გარკვეული მონახაზები, რაც სამოსზე მიანიშნებს.

მიუხედავად მრავალი თეორიის არსებობისა, ამ არტეფაქტის წარმოშობაზე ზუსტი მონაცემები ჯერაც არ არის წარმოდგენილი.






No comments:

Post a Comment