გავრინისის საოცარი მეგალითური სამარხი მდებარეობს საფრანგეთის დასავლეთით, პატარა კუნძულზე მორბიანის ყურეში. სამარხი ბორცვზეა განთავსებული, მახლობლად კი კუნძულზე გოლფის მოედნებია მოწყობილი.
სამარხი აგებულია ქვით 5 ათასი წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე, რომლის საერთო მოცულობა 4000 კუბ.მ-ია, დიამეტრი 50 მ. ქვის ლოდების ცენტრში უზარმაზარი კრატერია. სამარხის შემორჩენილი ნაწილიდან ყველაზე მაღალი 7 მეტრია.
ამ უძველესი ნაგებობის შიგნით გადის 13 მეტრის სიგრძის დერეფანი. გავრინისი განეკუთვნება დერეფნის ტიპის სამარხს, რომელიც ხშირად გვხვდება ირლანდიასა და ესპანეთში. დერეფანი სიგანეში 8 მ-ია, ხოლო სიმაღლეში-1,5 მ. მისი ცენტრალური ღერძი ზამთრის მზებუდობისას მზის ამოსვლისკენ იყურება როგორც ნიუ გრენჯში.
სამარხის ასაგებად გამოყენებული 52 ქვის ლოდი, რომელთა ნახევარზე მეტი მოხატულია იშვიათი სიმბოლოებითა და ორნამენტული რელიეფებით.
დერეფნის იატაკი ისეა დახრილი, რომ შიგნით მყოფი ადამიანი ოდნავ თუ მოჰკრავს თვალს ჰორიზონტს. მშენებლობისას ასეთი ხერხის გამოყენება გამიზნული იყო გარკვეულ დროს ამომავალი მზის სინათლის სხივების შეღწევის თავიდან ასაცილებლად-განსაკუთრებული დრო, როცა ძველი მშნებლების ვარაუდით პლანეტა შესაძლოა დაღუპულიყო.
მსგავს კონსტრუქციას და გეგმას იყენებდნენ ძველ ეგვიპტურ სამარხებში, სადაც სინათლის სხივებს ეღობებოდა სვეტები, რომელიც განთავსებული იყო ცენტრალურ ღერძის გასწვრივ. ბევრ ძველბერძნულ ტაძარში, მზებუდობისას, ცენტრალური ღერძი მიმართული იყო მზის ამოსვლისკენ.
მეგალითური ნაგებობების უმეტესობა, რომელიც ასტრონომიული მოსაზრებით იგებოდა, ორიენტირებული იყო ზაფხულის მზებუდობაზე. მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ჩვ.წ.აღ-მდე 5000 წლის წინ არსებობდა ხალხი ან რელიგიური გაერთიანება, რომელსაც ჰქონდა სხვა კალენდარული აღრიცხვა.
ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ბორცვი ხელოვნურია და მის ძირში შესაძლოა იმალებოდეს გასაღები მეგალითთა ეპოქის ბევრი გამოცანის ამოსახსნელად. 1979-1984 წწ.-ში კუნძულზე ჩატარდა არქეოლოგიური ექსპედიცია და მეგალითურ ნაგებობას გაუკეთდა რესტავრაცია.
No comments:
Post a Comment