შუა საუკუნეებში მიღებული იყო წმინდანებად ცნობილი მიცვალებულების სისხლის შეგროვება. ასეთი ჩვეულება განსაკუთრებით გავრცლებული იყო იტალიაში. სისხლს ინახავდნენ შუშის ფლაკონებში, სადაც ის ხმებოდა და მკვრივ მასად იქცეოდა. ხანდახან ეს ძვირფასი რელიკვია გამოჰქონდათ მონასტრისა და ეკლესიის საძვალეებიდან და ის ისევ "ცოცხლდებოდა" ანუ თხევად სახეს იღებდა. სიმკვრივის დაკარგვასთან ერთად სისხლში ჩნდებოდა ბუშტები და ქაფს გამოჰყოფდა. ასეთი საოცრება წელიწადში რამდენჯერმე ხდება ნეაპოლში დღემდე, სადაც ადგილობრივ საკათედრო ტაძარში ორ ფლაკონში ინახება წმინდა იანვარიუსის სისხლი.
წმინდა იანვარიუსი დაიბადა მე-3 საუკუნის დასასრულს. ის ბენევენტოს ეპისკოპოსი გახლდათ. მოგზაურობდა მთელ იტალიაში, ავრცელებდა უფლის სიტყვას, რითაც იმპერატორ დიოკლიტიანეს, რომელიც ქრისტიანთა დევნით იყო ცნობილი, რისხვა გამოიწვია. იანვარიუსი მოწაფეებთან ერთად შეიპყრეს 305 წელს და ქალაქის ამფითეატრში ლომებს შეუგდეს დასაგლეჯად.
ლეგენდის თანახმად, ლომები უფლის სიტყვის გამავრცელებლებს არ შეხებიან. ქრისტიანები ქალაქ პოცუოლის მახლობლად მდებარე ფორუმზე შეყარეს და თავები მოჰკვეთეს. ლეგენდა გვიამბობს, რომ მოსამსახურემ ორი ფლაკონი სისხლი შეაგროვა იმ ქვიდან, რომელზეც თავისმოკვეთით დასაჯეს იანვარიუსი. გადმოცემით, ჭურჭელი იანვარიუსის სხეულთან ერთად დაკრძალეს ნეაპოლის მახლობლად მდებარე კატაკომბებში. მისი და ქალაქის შავი ჭირისგან გადარჩენის პატივსაცემად, 1526 წელს აღმართეს საკურთხეველი, ხოლო ფლაკონები მოათავსეს პატარა ურნაში. იქ დროთა განმავლობაში სისხლი გამაგრდა, მაგრამ დროდადრო ის თხევად სახეს იღებს.
ამჟამად სისხლს ინახავენ ნეაპოლის საკათერდო ტაძრის სამლოცველოში, სადაც ჩვეულებისამებრ კეტავენ სპეციალურად განკუთვნილ საძვალეში და იცავენ საგულდაგულოდ.
სისხლი ორ შუშის ბოთლშია, რომელიც მოთავსებულია ვერცხლისა და შუშისგან დამზედულ ცილინდრში-ცისტა. ცისტა რამდენიმე საუკენეს ითვლის (მისი დამზადების ზუსტი თარიღი უცნობია). ცისტა თავის მხრივ დევს დიდ ვერცხლის სანაწილეში. სამწუხაროდ ფლაკონები ისეა ამოქოლილი, რომ მისი გახსნა შეუძლებელია ცისტის გატეხვის გარეშე, რაც სისხლის ქიმიურ ანალიზს ხდის შეუძლებელს.
მხოლოდ ერთხელ სცადეს ფლაკონების ამოღება. 1956 წელს ეკლესიის მესვეურებმა გადაწყვიტეს გაეწმინდათ ხის მტვერი, რომელმაც შეაღწია ცისტის შიგნით, როცა ომის დროს რელიკვიას ინახავდნენ ბურბუშელაში. მაგრამ პროცედურა შეწყვიტეს, როგორც კი მიხვდნენ, რომ ბუდის გახსნა რელიკვიის დაზიანებას გამოიწვევდა.
დაცული ნივთიერება ნამდვილად სისხლია. ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია ფლაკონები 1902 წელს. შუშის ცისტაში გაატარეს სინათლის სხივი, რომლის დახმარებით ჩატარდა სუბსტანციის სპექტრალური ანალიზი. გაკეთდა დასკვნა: ფლაკონებში სისხლია, თუმც შესაძლოა სხვა ნივთიერებებიც არსებობდეს მასში. სისხლი საკმაოდ ძველია. წელიწადში რამდენჯერმე საჯარო რიტუალის დროს, წმინდა იანვარიუსის დღესასწაულზე და სხვა დროსაც სისხლი ხდება თხევადი და იდებს ქაფს ბუშტებით.
სისხლის "წარუმატებელი" დუღილი ცუდის ნიშანია. მაგალითად, სასწაული არ მოხდა 1976 წლის მაისში, ცოტა ხნით ადრე იტალიაში საშინელი მიწისძვრის წინ.
ფრანგმა პუბლიცისტმა დავიდ გერდონმა ჟურნალ "Psi International"-ის დაკვეთით შეადგინა შემაჯამებელი ანგარიში ამ ფენომენზე. მან საკუთარი თვალით ნახა სასწაული, შეისწავლა ისტორიული ქრონიკები და გამოაქვეყნა მრავლისმომცველი ნაშრომი ამ მოვლენის პარანორმალური აპექტების აღწერით. გერდონმა შეძლო სისხლის გათხევადებასთან დაკავშირებით გამოეყო დამატებით კიდევ სამი ამოუცნობი ფაქტი, რომელიც ამტკიცებს ამ მოვლენის ფენომენალურობას.
- სასწაული სრულიად დამოუკიდებლად ხდება ტაძარში ტემპერატურისგან დამოუკიდებლად.
- თხევადი სისხლი მოცულობით მკვრივისგან განსხვადება. სისხლი მკვრივ მდგომარეობაში ჭურჭელს ნახევრად ავსებს, თხევადი სისხლი ან დაბლა იწევს, ან მაღლა. მაისში სისხლი უფრო იმატებს ისე, რომ ავსებს ჭურჭელს მთლიანად. სექტემბერში ის შესამჩნევად იკლებს. გაუგებარი მიზეზებით სისხლი ჩვეულებისმაბერ იზრდება მოცულობაში თუ ის ნელა გადადის თხევად მდგომარეობაში და მცირდება თუ ეს პროცესი სწრაფად ხდება. მოცულობა ვარირებს ოციდან ოცდაოთხ კუბიკურ სმ-დე, რაც წარმოუდგენელია თუ გავითვალისწინებთ ფლაკონების ზომას.იცვლება თავად ჭურჭლის წონა. საკვირველია, მაგრამ ხანდახან ის მცირდება, როცა სითხის მოცულობა იზრდება და პირიქით. ეს აღმოჩენა დაამტკიცეს იტალიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც სისხლი შეისწავლეს 1902 წელს.
- სისხლი უბრალოდ თხევადი არ ხდება. მისი ფერი ცვლილების რამდენიმე სტადიას გადის მთელი პროცესის განმავლობაში. ხანდახან ფლაკონის მთელი შემადგენლობა არ თხევადდება, რჩება ცენტრალური შენადედი "ბურთულა", რომელიც სითხეში ტივტივებს. სწორედ ეს შენადედია ამ მოვლენის ყველაზე უცნაური რამ. თვითმხილველები მიუთითებენ, რომ ის გამოყოფს თხევად სისხლს და შემდეგ თითქოს უკან იწოვს მას.
სამწუხაროდ, ფლაკონები რომც გაიხსნას, ახლა შეუძლებელია სისხლის ანალიზის ჩატარება. სასწაულის შესწავლისას შეიძლება ყველა ფაქტორის განადგურება. წყალბადზე ტესტმა შეიძლება გვამცნოს ნივთიერების ასაკი, მაგრამ შეიწირავს სისხლის ნახევარს, რასაც არ დაუშვებენ ეკლესიის მესვეურნი.
მეცნიერებს საკუთარი ჰიპოეთეზა აქვთ ამ მოვლენაზე. მათ ლაბარატორიაში, ძველი ალქიმიკოსებისთვის ცნობილი ინგრედიენტების გამოყენებით, მიიღეს მსგავსი სასწაული. სისხლს გამოცოცხლება შეუძლია შენჯღრევით. ამ პროცესს ეწოდება ტიქსოტროპია. გასაღები ამ სანახაობისა არის განსაკუთრებული ნივთიერებისგან შექმნილი სისხლი. სისხლის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს რკინა. ის აძლევს სისხლს მუქ წითელ ფერს. ფხვნილის შექმნა, რომელიც შენჯღრევის გზით სისხლს ემსგავსება, მეცნიერებმა 1991 წელს მოახერხეს. მაგრამ მათ გამოიყენეს ისეთი ნივთიერებები, რომელსაც მე-14 საუკუნეში ვერ მიიღებდნენ(სისხლის გაცოცხლება სწორედ ამ დროიდანაა ცნობილი). პირველად წმინდა იანვარიუსის სისხლი გაცოცხლდა 1389 წელს.
საკითხი მეცნიერებისთვის კვლავ ღიად რჩება, მორწმუნეებისთვის კი დიდი ხანია გარკვეული და ნათელია.
No comments:
Post a Comment