1937 წელს ტიბეტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დისკები, რომელსაც უწოდეს დროპას დისკები. "დროპა" (დროპკა) ტიბეტურ ენაზე ნიშნავს "მარტოხელას", "იზოლირებულს". მათი დიამეტრი 30 სმ-ია. დისკები მყარი გრანიტისგან იყო დამზადებული. მასზე უცნაური წარწერები ჩანდა ამოტვიფრული. მკვლევართა ჯგუფს ჩინელი არქეოლოგი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი იმყოფებოდა ქვეყნის ყველაზე რთულად მისასვლელ ჰიმალაის მთიანეთში, რომელიც ჩინეთის საზღვართანაა ახლოს, სადაც გვირაბების მთელი სისტემაა განთავსებული სადგომებით. არქეოლოგებმა უამრავ პატარა გამოქვაბულში სამარხები აღმოაჩინეს, რომლის ნიშებშიც სხვა ნივთებთან ერთად იყო დროპას დისკები.
გადმოცემით, ამ უცნაურ დისკებთან ერთად ნაპოვნია მეტისმეტად მცირე ზომის ადამიანის ჩონჩხები-130 სმ. ჩონჩხებს კიდურები არაპროპორციულად ჰქონდათ განვითარებული. რაც შეეხება დისკებს, ზოგიერთ მათგანზე აღმოჩნდა არა მხოლოდ სიმბოლოები, არამედ თანარსკვლავედებიც. ისინი ერთმანეთთან პუნქტირებითა და ხაზებით იყო შეერთებული. სავარაუდოდ ვინც ეს დისკები დაამზადა, ასტრონომიის კარგი ცოდნა გააჩნდა.
დოქტორ ტესის ვარაუდით ჩონჩხები არარეგისტრირებული გორილას სახეობისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამავე დროს, ვერ ახსნა რატომ იყო ისინი დაკრძალული რიტუალის დაცვით.
დისკების წარმოშობასთან დაკავშირებით გაჩნდა ბევრი ვერსია, მათ შორის ფანტასტიკურიც, რომლის მიხედვით 12 ათასი წლის წინ ტიბეტის ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა კოსმოსურმა ხომალდმა. დისკები ჩონჩხის ნარჩენებთან ერთად საიდუმლო ხომალდის ეკიპაჟის ნარჩენებია.
ჩინეთში მომხდარი კულტურული რევოლუციის შემდეგ, აღმოჩენილი ჩონჩხები გაქრა. გაქრა ასევე დისკების დიდი ნაწილიც. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი. ისინი ადგილობრივ მუზეუმებში ინახებოდა. არქეოლოგიური ჯგუფის ანგარიშიც დავიწყებას მიეცა.
თანამედროვე მეცნიერებს არ ძალუძს გამოიცნონ დროპას დისკების დანიშნულება და მისი დამზადების მეთოდი, ვინაიდან მინერალი რომლისგანაც ისინი იყო დამზადებული ძალიან მკვრივი გახლდათ. ჩინეთში ყველაზე ძვირფას ქვად ითვლება თეთრი ნეფრიტი. ამ მინერალის სტრუქტურა ერთგვაროვანია. მისგან დამზადებული ნაკეთობები ყოველთვის ოქროსა და სპილოს ძვლის ნაკეთობაზე უფრო მეტად ფასობდა. ჩინელებს მიაჩნდა, რომ ნეფრიტი ცოცხალია. ამ მინერალის დამუშავება ძალიან ძნელია. ფიქრობენ, რომ დისკებს უშუალო კავშირი აქვს ჩინეთის რელიგიასა და ღმერთებთან. ზოგიერთის აზრით დისკები განასახიერებენ მზეს ან ბორბალს, რომელიც მაჩვენებელია სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლურობის.
დარჩენილი დისკების გამოკვლევა შესაძლებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. აღმოჩნდა, რომ დისკები ჩვეულებრივი არ იყო. მათ შემადგენლბაში ასევე აღმოჩნდა იშვიათი ლითონი კობალტი და კიდევ სხვა საინტერესო ლითონი. მეცნიერები გააოცა დისკების მაღალმა ელექტროგამტარიანობამ.
ბევრმა სცადა წარწერების გაშიფვრა, მაგრამ უშედეგოდ. დოქტორმა ცუმ უმ ნუიმ კი ამ საქმეს ოცი წელი მოანდომა. 1962 წელს მეცნიერმა გადაწყვიტა თავისი შრომის შედეგის გამოქვეყნება, რომელიც მან ტექსტის დეშიფრირებისას მიიღო, რომლის მიხედვით ტექსტში საუბარია დედამიწაზე არამიწიერთა სტუმრობის შესახებ. ხომალდმა განიცადა კატასტროფა და მასზე მყოფნი იძულებული გახდნენ დარჩენილიყვნენ ტიბეტში. აღწერით ისინი მომცრო აღნაგობისანი იყვნენ.-" დროპები დაეშვნენ ღრუბლებიდან საკუთარი საფრენი აპარატით. ჩვენი კაცები, ქალები და ბავშვები ათჯერ დაიმალნენ გამოქვაბულებში მზის ამოსვლამდე. როცა საბოლოოდ გაიგეს დროპტთა ჟესტების ენა, ნათელი გახდა, რომ მოსულებს მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ".
ტექსტის გაშიფრვა არავინ ირწმუნა, უფრო უარესიც, მისმა კვლევამ ჩინეთის ხელისუფლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და მკველვარი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო იაპონიაში. 1964 წელს კი ცნობილი გახდა ტექსტის გამშიფრავის იდუმალებით მოცული სიკვდილის შესახებ. მისი ჩანაწერები უკვალოდ გაქრა.
სამწუხაროდ დარჩენილი დისკები საბოლოოდ გაქრა 2004 წელს. ვინ ამოიღო ექსპოზიციიდან და სად ინახება არავინ იცის. შემორჩა მხოლოდ ფოტოსურათები, რომელიც მეცნიერებმა 1994 წლამდე გადაიღეს.
1995 წელს "ასოშიეტიდ პრესის" სააგენტომ საზოგადოებას აუწყა, რომ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში აღმოჩნდა 120 კაციანი უცნობი ტომი. ამ ტომის ყველაზე თვალშისაცემი ღირსება მომცრო სიმაღლე იყო. თუმც, 1997 წელს ჩინელმა ეთნოლოგებმა განაცხადეს, რომ ამ ტომის წევრთა უცნაური გარეგნობა ადგილობრივ წყალში თუთიის დიდი რაოდენობით შემცველობის დამსახურება გახლდათ.
გადავხედე თქვენს ბლოგს და გული მწყდება რომ არანაირი კომენტარი არ ჩანს არადა მადლობის მოხდა მინდა თქვენთვის რომ ასეთ საინტერესო ინფორმაციებს ვპოულობ თქვენი მეშვეობით❤️
ReplyDeleteმიხარია, რომ მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. კომენტარი არის, მაგრამ რამდენიმე. შესაძლოა სათქმელი არაფერი აქვს მკითხველს. თუ კითხულობენ, ესეც კარგია. 😍
Delete