Sunday, 21 March 2021

ძველი ტიბეტური წყარო და ორი თანამედროვე მწერალი კორონავირუსს წინასწარმეტყველებდა

 

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ინდური ინტერნეტ საიტი "Deccan herald". ტიბეტური ხელნაწერი 2500 წლისაა და გიუდ-ჟის (Gyod-Zhi) სახელითაა ცნობილი. ის შეიცავს ზოგადად სამედიცინო ინფორმაციას და მსჯელობას დაავადებების სავარაუდო მიზეზებზე. სულ ახლახან აღმოჩნდა, რომ  მასში აღწერილი ეპიდემია ძალიან ჰგავს თანამედროვე კორონავირუსს. ამ ეპიდემიას ტექსტში ეწოდება ნიენ-რიმი.

ტექსტი იწყება იმით, რომ კალი-იუგას (ინდუისტური ღირსების დაცემის საუკუნე) ეპოქაში ადამიანები შეპყრობილი არიან სიხარბით, ხდებიან ეგოისტები და ცინიკოსები. პრობლემას წარმოადგენს ასევე რელიგიათა დაპირისპირება, ომები, განუზომელი სურვილი ადამიანისა და ცხოველის განადგურების. ამის შედეგად ირღვევა სულთა სამყარო (მარა) და ღმერთების (დაკანი) სამყარო. ადამიანები სუნთქვით გადასცემენ ვირუსს და იწყება ეპიდემია.

დაავადების აღწერა ძალიან ჰგავს კორონავირუს-ეპიდემიას, რომელიც ახლა ბობოქრებს და მთელ მსოფლიოს აწუხებს. წყაროს მიხედვით, ვირუსი ჰგავს ბუშტს გლუვი გაფართოებებით. სწორედ ასე გამოიყურება კორონავირუსი მიკროსკოპის ქვეშ.  ტექსტში ასევე აღწერილია თავად ვირუსი, როგორ მიმდინარეობს დაავადება და მისი წარმოშობის მიზეზები.


ნიენ-რიმს, ანუ ამ დაავადებას ახასიათებს სისუსტე, თავბრუსხვევა, ხველება, ძილიანობა, ცხელება. თავად ვირუსი აღწერით  მრგვალია ბლაგვი დაბოლოებებით. ტიბეტურ ტექსტში მას რა თქმა უნდა, არ ჰქვია "ვირუსი"და თავისი სახელი აქვს "ტრე ტრე ჰო" (tre tre ho).

წყაროს მიხედვით, ვირუსი  ორგანიზმში ხვდება თვალების, პირის და ცხვირის საშუალებით. მას შეუძლია დააზიანოს სასიცოცხლო ორგანოები. ამიტომ საჭიროა ნიღბის ტარება, რომელიც დაფარავს პირსა და ცხვირს. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ვირუსი უხილავია თვალისთვის. ის სწრაფად მოძრაობს, ამიტომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანი სულ რამდენიმე დღეში გრძნობს პირველ სიმპტომებს.

წყაროში ასევე აღწერილია ამ დაავადების მკურნალობის მეთოდები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭარბი რაოდენობით სითხის მიღებას. საჭიროდაა მიჩნეული სპეციალურ ბალახთა ნაყენის მიღება და მანტრების კითხვა. ტიბეტში ასეთ დროს ადამიანს ჰკიდებდნენ სპეციალურ ამულეტს ვირუსისგან დასაცავად. რაც მთავარია, ტექსტში მითითებულია, რომ  არ შეიძლება პანიკაში ჩავარდნა. აუცილებელია ფხიზელი გონების შენარჩუნება, უკუნაჩვენებია ნერვიულობა, განცდა, გაბრაზება, ვინაიდან ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მკურნალობის შედეგზე.

მე-8 საუკუნის ტიბეტელი ბერი შანტიდევა გვეუბნება: "როცა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, ნუ შფოთავ და ღელავ. როცა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, ნუ ნერვიულობ. ნერვიულობით მაინც ვერ გადაწყვეტ პრობლემას." მას მიაჩნდა, რომ ყველა დაავადებას  სწორედ მომეტებული ნერვიულობა, განცდა და უარყოფითი ემოციები იწვევს.


ცნობილი ამერიკელი მწერლის დინ კუნცის 80-იან წლებში გამოცემულმა წიგნმა "წყვდიადის თვალები", სადაც კორონავირუს პანდემიის დაუჯერებელი წინასწარმეტყველებაა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია. ზოგიერთისთვის ეს სასწაულია, ზოგიერთისთვის კი უბრალო დამთხვევა.


"წყვდიადის თვალები" გახლავთ გამოგონილი ისტორია ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაზე, რომელიც ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ფარგლებში ქმნის სასიკვდილო ვირუსს. 

წიგნში მეცნიერი ლი ჩენი, რომელიც ხელმძღვანელობს "უჰან-400"-ის კვლევას, მიემგზაცრება აშშ-ში ინფორმაციით ჩინეთის საშიშ ბილოგიუირ იარაღზე, სახელწოდებით "უჰან-400". ამ იარაღის ხელოვნური ორგანიზმები აავადებენ მხოლოდ ადამიანს და არა  ცხოველს. ადამიანის სხეულის გარეთ და -30 გრადუს ტემპერატურის დაბლა ვირუსი იღუპება. 

ექსტრასენს სილვია ბრაუნის წიგნი "დღეთა დასასრული", რომელიც გამოიცა 2008 წელს, ასევე წინასწარმეტყველებს კოვიდს-19-ის შესახებ.


"დაახლოებით 2020 წელს პნევმონიის მსგავსი მძიმე დაავადება გავრცელდება მთელ მსოფლიოში, რომელიც აზიანებს ფილტვებსა და ბრონქებს, წინააღმდეგობას უწევს მკურნალობის ყველა ცნობილ მეთოდს... უფრო მეტად გამოუცნობია ის ფაქტი, რომ დაავადება ისევე სწრაფად ქრება როგორც ჩნდება. ის კვლავ შეგვახსენებს თავს ათი წლის შემდეგ და ამის მერე საბოლოოდ ქრება".  (ნაწყვეტი წიგნიდან)







No comments:

Post a Comment