Tuesday, 1 December 2020

ლევიტაციის საიდუმლო


ლევიტაცია ჩინურიდან ითარგმნება როგორც "დღისით ამაღლება". ის ნახსენებია ძველ ჩინურ წიგნებში. ლევიტაცია-ადამიანის ექსტრასენსორული უნარი დაძლიოს დედამიწის გრავიტაცია და ავიდეს ჰაერში. რაში მდგომარეობს ლევიტაციის საიდუმლო?

ადამიანის ლევიტაცია ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ფაქტია რომ ლევიტაცია შესაძლებელია. მისი არსებობა ცნობილია არა მარტო აღმოსავლეთის კულტურებში, ქრისტიანობაც აღიარებს ასეთ ფენომენს, თუმც მის მიმართ დამოკიდებულება ორაზროვანია. ქრისტიანების დამოკიდებულება ლევიტაციის მიმართ უფრო ხშირად უარყოფითია. მას ათანაბრებენ ცრუ წმინდანობასთან, რომელიც დემონურ ნიშანს ატარებს, რათა ადამიანი ჭეშმარიტი გზიდან გადააცდინოს. თუმც ცნობილია ქრისტიანი წმინდანების ლევიტაციის შემთხვევები. ცნობილია 230-მდე ასეთი შემთხვევა.

მე-13 საუკუნეში დაწერილ წმ.ფრანცისკო ასიზელის ცხოვრებაში ნახსენებია მისი უნარი მიწის ზემოთ ამაღლების. ფრანცისკო ასიზელი მეტად მოკრძალებული პიროვნება იყო და ერიდებოდა ესაუბრა საკუთარ ნიჭზე. ლევიტაციის დაწვრილებითი აღწერა მოცემულია ესპანელი მონაზვნის წმ.ტერეზა ავილიელის ბიოგრაფიაში. მონაზონი განმარტებას ადვილად იძლეოდა რელიგიური ექსტაზის დროს მიღებულ საკუთარ შეგრძნებებსა და განცდებზე, აგრეთვე ლევიტაციაზე.  ლოცვის დროს ღმერთთან ახლოს ყოფნისას, ხშირად წყდებოდა მიწას და მაღლდებოდა ნახევარი მეტრის სიმაღლზე. გრავიტაციის ძალის დამარცხება ხანდახან ნახევარ საათს გრძელდებოდა.

Saturday, 28 November 2020

უძველესი იაპონური გვირაბები ტონკარარინი

 

იაპონიის ქალაქ ნაგომის ახლოს მთებში ძველი, ვიწრო გვირაბების სისტემაა, რომლის გამო მიმდინარეობს მუდმივი კამათი, ვინაიდან გაუგებარია, ვინ, როდის და რისთვის შექმნა ის.

მთებქვეშ არსებული საიდუმლო, ნახევრად დანგრეული გვირაბების სისტემა, რომელსაც ტონკარარინის სახელით იცნობენ, სავარაუდოდ, ჩვ.წ. აღ-ის მე-5, 6 საუკუნეშია აგებული, მაგრამ მისი რეალური ასაკი არავინ იცის.

Friday, 20 November 2020

აპოლონ თიანელის უდიდესი გამოცანები და საიდუმლოებანი

"მე მხოლოდ ადამიანი ვარ, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია ჭვრეტისა და ფილოსოფიის წყალობით ღმერთებამდე ამაღლდეს."
ამ საოცარი, იესო ქრისტეს თანამედროვე პიროვნების ფიგურა დღემდე სადაოდ რჩება. აპოლონ თიანელის ბიოგრაფია ეკუთვნის ფლავიუს ფილოსტრატე უფროსის კალამს, ახ.წ. აღ-ის 220 წ, დაიწერა ცნობილი ბრძენის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ და ეფუძნება  ნინევიელი დამისის დღიურებს, რომელიც გახლდათ აპოლონის პირადი მდივანი და თანამგზავრი ყველგან. მისი დღიურები უკვალოდ გაქრა.

Tuesday, 17 November 2020

შავი ბამბუკის ანომალური ზონა "ჰეიჩჟუ" ჩინეთში

 

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე შავი ბამბუკის ხეობა ჰეიჩჟუ დედამიწის ანომალური ზონების ხუთეულშია შესული. ეს ხეობა ყველაზე საშიშ და ამოუცნობ ადგილად ითვლება. ორმოცდაათი წელია უკვე, რაც იქ მასიურად იკარგება ხალხი. ხეობა სულ 200 კვ. მ-ია. ბამბუკი ისე მჭიდროდ იზრდება, რომ ჰორიზონტი სრულიად უხილავია. ჩინელები ბამბუკს ყოფაცხოვრებაში საუკუნეებია რაც იყენებენ, მაგრამ ამ ხეობას ახლოს არ ეკარებიან. გამცილებლებიც კი ტურისტულ ჯგუფებს ზონის საზღვართან ტოვებენ ხოლმე. ამ ადგილს ბევრი ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს.

Sunday, 15 November 2020

წინასწარმეტყველი და ალქიმიკოსი ალბერტ დიდი


ალბერტ ფონ ბოლშტედი დაიბადა 1193 წელს ბავარიის პატარა ქალაქ ლაუნგიენში არისტოკრატთა  ოჯახში. ბავშვობაში ალბერტი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, რაც ბრწყინვალე მომავალზე არ მიანიშნებდა. პატარა ალბერტს ერთი გატაცება ჰქონდა-სწრაფვა ცოდნის მიღებისკენ. მას მე-13 საუკუნის ყველაზე ცნობილ ალქიმიკოსად რაცხავენ. ის იყო ცნობილი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მეცნიერი. ლექციებს კითხულობდა ბავარიისა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მისი ლექციები ტრიუმფით მიმდინარეობდა. აუდიტორიაში ადგილები არ ჰყოფნიდათ სტუდენტებს დასასწრებად. იმის გამო, რომ უნივერსიტეტში დიდი დარბაზი არ აღმოჩნდა, ალბერტი ლექციებს ატარებდა ღია ცის ქვეშ, მოედანზე.

Thursday, 12 November 2020

გრაფი სენ-ჟერმენის უკვდავების საიდუმლო

გრაფი სენ-ჟერმენი არ იყო ტრაბახა, არ აზვიადებდა როცა ამტკიცებდა, რომ შეისწავლა ეგვიპტელთა ქიმიური საიდუმლოებები. მაგრამ როცა ამაზე საუბარს იწყებდა, არავის ეჯერა მისი. ამიტომ ზრდილობის გამო, თანამოსაუბრეთ თავს ისე აჩვენებდა თითქოს ხუმრობდა.  

                                                                   უმბერტო ეკო- "ფუკოს ქანქარა".

ის ადამიანი ვინც ისტორიაში კვალს ტოვებს, ხშირად საიდუმლოებებითაა მოცული. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიდუმლოებით აღსავსე პიროვნება გახლდათ გრაფი სენ-ჟერმენი.

ყველას სმენია გრაფი სენ-ჟერმენის შესახებ, მასზე ბევრ უცნაურობებს ყვებიან.  თავი მოჰქონდა მარადიულ ურიად, სიცოცხლის ელექსირისა და ფილოსოფიური ქვის გამომგონებლად.  როგორც შარლატანს დასცინოდნენ. კაზანოვა თავის "ჩანაწერებში" მას ჯაშუშსაც კი უწოდებდა. თუმც მიუხედავად იდუმალებისა, სენ-ჟერმენს გამოარჩევდა კეთილშობილი გარეგნობა და საზოგადოებაში თავაზიანი ქცევის უნარი.

ზუსტად არავინ იცოდა სად და როდის დაიბადა გრაფი, რაც მას აძლევდა საშუალებას, რომ თავისუფლად ესაუბრა ცნობილ ადამიანებზე, ასეული და ათასეული წლების წინ გარდაცვლილებთან შეხვედრებზე. ის შესანიშნავად  ფლობდა ბევრ ენას, ამიტომ რთული იყო იმის გარკვევა რომელი იყო მისი მშობლიური. მსმენელთა წარმოსახვა განცვიფრებაში მოჰყავდა მომხიბვლელ მონაყოლს ეგზოტიკურ ქვეყნებზე. გრაფის მოხუცი მოსამსახურე ქრთამის საფასურად ამბობდა, რომ არაფერი იცოდა მის წარმოშობაზე და წარსულზე, ვინაიდან მასთან მხოლოდ სამასი წელი მსახურობდა. ასეთი პასუხის მერე, ბევრს სჯეროდა, რომ გრაფმა იცოდა უკვდავების ელექსირის მომზადების საიდუმლო. სენ-ჟერმენი მისი უკვდავების შესახებ გავრცელებულ ხმებს არ უარყოფდა.

Tuesday, 3 November 2020

პარალელური სამყაროები_მითი თუ რეალობა


არსებობს თუ არა სხვა, ანუ პარალელური სამყაროები? მათ შესახებ ბევრ ლეგენდაში, წიგნებსა და ფანტასტიკურ ფილმებშია საუბარი. ჯერ კიდევ ცნობილი ჯორდანო ბრუნო ახსენებდა სხვა სამყაროებს. მეცნიერება არ იღებდა ფრაზას" პარალელური სამყაროები". თუმც ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუდმივად. 

პარალელური სამყარო-რეალობა, რომელიც ჩვენს თანადროულად და მისგან დამოუკიდებლად არსებობს. პარალელურ სამყაროში არსებული მდოგომარეობა შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ჩვენ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისგან, შესაძლოა ჰგავდეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეალობების არსებობა არაა დამტკიცებული, მეცნიერები მაინც სერიოზულად განიხილავენ ამ შესაძლებლობას. სხვა რეალობების არსებობის მტკიცებულება შეიძლება იყოს ბურუსით მოსილი საიდუმლოს გასაღები.

Monday, 2 November 2020

ეგვიპტური ჯვარი ანჰის ☥ და აცტეკთა T-აუს მსგავსება

 


მექსიკის შტატ მეხიკოში ქალაქ ტოლუკა-დე-ლერდოს მახლობლად მდებარეობს აცტეკთა ქალაქი კალიცტლაუკა. ეს ქალაქი იყო ტოლუკას ხეობაში მსხვილი ტერიტორიული წარმონაქმნის ცენტრი.

1930 წელს აცტეკთა ქალაქ კალიცტლაუკში გათხრებს ატარებდა ხოსე გარსია პაიონი. 2002 წელს, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მან კვლევის ახალი პროქტის ინიცირება შეძლო. 2007 წელს გაითხარა ტერასები, სახლები.

Thursday, 29 October 2020

ეშმაკის კუნძული მექსიკის ყურესთან



მექსიკის ყურეში, სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს უკაცრიელი კუნძული უცნაური სახელწოდებით-ეშმაკის კუნძული.

1611 წელს, მეკობრეთა გემიდან ამ კუნძულზე გადმოსხდა 13 ადამიანი. მათ შორის იყვნენ დაჭრილები. კაპიტანმა პირობა მისცა, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა წასაყვანად. ერთი კვირა ერთ თვემდე გაიწელა. კუნძულზე დაბრუნებულმა მეკობრეებმა ვერავინ ნახეს. ქოხები ცარიელი დახვდათ, ხელუხლებელი იყო იარაღი. მათ გაქრობას ვერ დაუკავშირებდი ინდიელთა თავდასხმას. დადგმული ხის ჯვარი მიწაზე ეგდო, რაც ცუდის ნიშნად მიიჩნიეს მოსულებმა. ამის მერე, ეწოდა ამ ადგილს ეშმაკის კუნძული.

Tuesday, 27 October 2020

ლეონარდო და ვინჩის "ლესტერის კოდექსი"_ ყველაზე ძვირადღირებული წიგნი

 

ლესტერის კოდექსი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის კალამს ეკუთვნის და დაწერილია მისივე "სარკისებური" შრიფტით, იკითხება მხოლოდ სარკეში. ესაა სამეცნიერო ჩანაწერების კრებული. ლეონარდო 4 წელი მუშაობდა ამ წიგნზე მილანში ყოფნისას და მას უწოდა "ტრაქტატი წყალზე, მიწაზე და ზეციურ საქმეებზე". ხელნაწერი შედგება 18 ფურცლისგან (72 გვერდი). 1506 წლიდან მოყოლებული 1510 წლის ჩათვლით ლეონარდო იწერდა საკუთარ დაკვირბებსა და ლოგიკურ დასკვნებს, თან ურთავდა შესაბამის ილუსტრაციებს, სქემებს, მათემატიკურ გამოთვლებს და ნახაზებს.

Monday, 26 October 2020

ტიბეტის მისტიკური ადგილის შვიდი საოცრება და საბჭოთა ოგპუ-ს საიდუმლო მისია

 

კაილასის მთა თითქოს შეუვალი ციხესიმაგრეა და იცავს თავის საიდუმლოებებს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. რა უცნაურობების ბურუსშია გახვეული კაილასი და რა განასხვავებს მას მსოფლიოში არსებულ სხვა მწვერვალებისგან?
1.მთის სიმაღლე-ზღვის დონიდან 6666 მეტრია. კაილასი თითქოს დაცულია რაღაც ძალებით ყველა მხრიდან.

 2. ჯერ ვერავინ მოახერხა მისი მწვერვალის დაპყრობა.  ყველა დალაშქვრა  მისტიკურად მთავრდება ტრაგედიით ან წარუმატებლად. რის გამო, მთის დამლაშქრავნი იძულებული არიან მიზნის მიუღწევლად დაბრუნდნენ უკან. ცნობილია, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებში ამერიკის სამეცნიერო ექსპედიციის შემთხვევა. მეცნიერები გაემგზავრნენ კაილასზე, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს მას. ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ექსპედიციის ყველა წევრი მოულოდნელად გარდაიცვალა.

Saturday, 24 October 2020

მერკაბა_ადამიანის სინათლის სხეული

 


მერკაბა-სინათლის სხეული. ისტორიაში მერკაბა მოხსენიებულია როგორც გადაადგილების საშუალება ზენა და ქვენა სამყაროებში. რეალურად მერკაბა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე სატრანსპორტო საშუალება. მერკაბას ველს შეუძლია იყოს ყველაფერი, ვინაიდან ისაა პირველყოფილი მოდელი, რომელმაც შვა ხილულიცა და უხილავიც სამყაროში.

Monday, 19 October 2020

წარწერა, რომელიც აქამდე უცნობი სამეფოს არსებობაზე მიანიშნებს

 


2017 წელს სამხრეთ თურქეთში ფერმერი საკუთარ ნაკვეთზე არხს თხრიდა, შემთხვევით ბარი ქვას მოხვდა, მოულოდნელად დიდი ქვა დაინახა ამოუცნობი წარწერებით. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ წარწერა მკვდარ ლუვიურ ენაზე იყო შესრულებული. წარწერის გაშიფვრის შემდეგ ცნობილი გახდა კიდევ ერთი უცნობი უძველესი სამეფოს არსებობის შესახებ.

ქვა დათარიღდა  მე-8 საუკუნით ჩვ.წ. და ის გახლდათ გამარჯვების სტელა. მასზე აღწერილი იყო საომარი მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფრიგია. როგორც ცნობილია, ფრიგია იმ დროს იყო ძლიერი სამეფო წინა აზიაში.

Thursday, 15 October 2020

რა ინახებოდა ბიბლიური აღთქმის კიდობანში

 

ბიბლიიდან ცნობილია, რომ აღთქმის კიდობანში ინახებოდა ათი მცნების ფილები. მაგრამ ზოგიერთ წყაროში გაჩნდა ვერსია, რომ აღთქმის კიდობანში ინახებოდა არამარტო მთელი ფილები, არამედ ღმერთისგან  პირველად ბოძებული დამტვრეული ფილებიც. თუმც თავად ძველი აღთქმის ტექსტებში არაფერია ნათქვამი დამსხვრეული ფილების შესახებ. ამ ეჭვებს საფუძველს უმაგრებს ტექსტი ძველი აღთქმიდან, სადაც საუბარია უფრო მოგვიანებით მოვლენებზე, რომელიც ეხება აღთქმის კიდობნის ადგილს სოლომონის ტაძარში.
არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.-მესამე მეფეთა (თავი 8-9)
გვხდება ასევე მტკიცება, რომ კიდობანში ინახება "ღმერთის წარმოუთქმელი სახელი". წარმოუთქმელ სახელში იგულისხმება ე.წ. ტეტრაგრამატონი-ღმერთის ოთხასოიანი სახელი. ლათინური ასოებით ის ასე იწერება IHVH ანუ იაჰვე (ან იეღოვა).

სად ინახება ბიბლიური აღთქმის კიდობანი

 


ბიბლიიდან ცნობილია, რომ აღთქმის კიდობანში ინახებოდა ათი მცნების ფილები, რომელიც ღმერთმა გადასცა მოსეს სინას მთაზე. სანამ მოსე ღმერთის დავალებას იღებდა (რასაც საკმაო დრო დასჭირდა), ისრაელიტელები დაიღალნენ ლოდინით, ეჭვი შეეპარათ დაპირებებში და გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ ძველ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. დაამზადეს ოქროს ხბო და მას ეთაყვანებოდნენ. რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ღმერთი მათგან მოითხოვდა. სინას მთიდან დაბრუნებული მოსე თანატომელთა საქციელმა აღაშფოთა. განრისხებულმა ფილები ძირს დაანარცხა და დაამსახვრია.

Tuesday, 13 October 2020

რა საიდუმლოს ინახავს მოციქული პეტრეს საფლავი

 

"და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

 იცოდა თუ არა პეტრემ, რომ იესოს ეს სიტყვები მის მომავალს განსაზღვრავდა და ქრისტიანობის იმ დამაკავშირებელ ადგილზე მიუთითებდა, სადაც განისვენებს პეტრე, რომ იქ აღმართავდნენ წმინდა პეტრეს ტაძარს და მის გარშემო ამოიზრდებოდა ვატიკანი?

პეტრემ ეს არ იცოდა, მაგრამ ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ, მეთევზის შვილი ხდება უპირველესი მოციქული და ავრცელებს რწმენას. პეტრე სულიერად არ იყო საკმაოდ ძლიერი და როდესაც  ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მამლის ყივილამდე  სამჯერ უარყო ის. ღმერთმა მას შეუნდო. მთავარმა მოციქულმა გააგრძელა იესოს გზა დედამიწაზე და გახდა  თორმეტი მოციქულის მეთაური.

Monday, 12 October 2020

თასი, როგორც საკრალური სიმბოლო

 


თასი ერთ-ერთი უძველესი ძალის მატარებელი ნივთია და მნიშვნელოვანი ატრიბუტი რიტუალებისა. მასში ინახება შესაწირი უმაღლესი ძალებისადმი. ამიტომ ის უნდა მომზადდეს და ეკურთხოს ძირითადი მაგიური პრინციპების შესაბამისად. ჩვენი წინაპრები ღმერთებს შესაწირს ხელისგულებით მიართმევდნენ. მას მერე, რაც ადამიანმა ისწავლა ხის, ქვის, ლითონის დამუშავება, ამ მიზნით უკვე იყენებდნენ თასს.

Sunday, 4 October 2020

რა საიდუმლოს ინახავს უძველესი ქვის კომპლექსი "დიდი ზიმბაბვე"

 


დიდი ზიმბაბვე გახლავთ შონთა მთავარი სიწმინდე და საკულტო ცენტრი. ის ერთადერთი მეგალითური კომპლექსია აფრიკაში, რომელიც მდებარეობს საჰარის სამხრეთით. არქეოლოგები დღემდე დავობენ და ვერ მივიდნენ საერთო დასკვნამდე, ვინ ააგო ეს ქალაქი. ცდილობენ დაადგინონ დიდი ზიმბაბვის წარმოშობა. მკვლევართა აზრით მას კავშირი უნდა ჰქონდეს ბიბლიურ პერსონაჟებთან-მეფე სოლომონთან და საბაოთის დედოფალთან.

მდინარე ზამბეზისა და ლიმპოპოს შორის აღმოჩენილია უამრავი ქვის ნაგებობის ნანგრევი, მაგრამ დიდი ზიმბაბვე, მათ შორის,  გამორჩეულია. ზიმბაბვე-ინგლისურ ყაიდაზე შეცვლილი აფრიკული სიტყვაა, რომელიც "ქვის სახლებს" ნიშნავს. ციხესიმაგრე აგებულია ქვისგან, აფრიკისთვის უჩვეულო მასალით. კომპლექსი მიმოფანტულია 24 ჰექტარზე. მთავარი ნაგებობა-დიდი დასახლება ელიფსის ფორმისა 250 მეტრიანი კედლითაა გარშემორტყმილი. კოშკი თავისი ფორმით ადგილობრივ შონას ტომის მარცვლეულის შესანახს წააგავს, მაგრამ მისი მონოლითურობიდან გამომდინარე ნაგებობის დანიშნულება არქეოლოგებისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება.

Friday, 2 October 2020

ნიკოლოზ ფლამელი_ადამიანი, რომელმაც უკვდავების საიდუმლო ამოხსნა

 

ფილოსოფოსი ნიკოლოზ ფლამელი დაიბადა 1330 წელს ქალაქ პონტუაზში, ხოლო როდის გარდაიცვალა უცნობია. თუმც ნაპოვნი საფლავის ქვით თუ ვიმსჯელებთ,  ის ცხოვრობდა 88 წელი და წავიდა იმქვეყნად 1410-1418 წ.

საფლავის ქვა შემთხვევით აღმოჩნდა პარიზის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაღაზიაში მას საჭრელ დაფად იყენებდნენ. ქვის ზედა ნაწილზე გამოსახულია მოციქული პეტრე გასაღებით, პავლე მახვილით და ქრისტე. გამოსახულებებს შორის განთავსებულია მზე და მთვარე. დაბლა ამოტვიფრულია ეპიტაფია ფლამელის საქველმოქმედო საქმიანობაზე. ფილა ახლა ინახება პარიზის შუა საუკუნეების მუზეუმში.

Tuesday, 29 September 2020

ჰერმოფროდიტი_საკრალური სქესი

 


ჰერმოფროდიტი არის ჰერმესისა და აფროდიტეს სახელთა შეერთების შედეგად მიღებული სიტყვა. კარგადაა ცნობილი სიმბოლიზმი და ძირითადი მნიშვნელობა ჰერმოფროდიტისა ალქიმიაში.  ესაა მგზნებარე სურვილი ერთიანობისა, რომელსაც ჰქვია სიყვარული, რაც აისახა ბიბლიის "დაბადებაში"-ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ."(2:24)