Tuesday, 13 October 2020

რა საიდუმლოს ინახავს მოციქული პეტრეს საფლავი

 

"და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

 იცოდა თუ არა პეტრემ, რომ იესოს ეს სიტყვები მის მომავალს განსაზღვრავდა და ქრისტიანობის იმ დამაკავშირებელ ადგილზე მიუთითებდა, სადაც განისვენებს პეტრე, რომ იქ აღმართავდნენ წმინდა პეტრეს ტაძარს და მის გარშემო ამოიზრდებოდა ვატიკანი?

პეტრემ ეს არ იცოდა, მაგრამ ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ, მეთევზის შვილი ხდება უპირველესი მოციქული და ავრცელებს რწმენას. პეტრე სულიერად არ იყო საკმაოდ ძლიერი და როდესაც  ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მამლის ყივილამდე  სამჯერ უარყო ის. ღმერთმა მას შეუნდო. მთავარმა მოციქულმა გააგრძელა იესოს გზა დედამიწაზე და გახდა  თორმეტი მოციქულის მეთაური.

ჩვ.წ. აღ-ის 60 წელს პეტრე გამოჩნდა რომის იმპერიის დედაქალაქში და მიუხედავად იმისა, რომ  ნერონი ქრისტიანებს სდევნიდა და სასტიკად სჯიდა, მოციქულმა მარტო ერთ ჯერზე 5 ათასი რომაელი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორის საყვარელმა ცოლებმაც კი უღალატეს რომის ღმერთებს. აღშფოთებულმა ნერონმა პეტრეს დასჯის ბრძანება გასცა. ქრისტიანებმა გააფრთხილეს პეტრე და მან მალულად დატოვა დედაქალაქი. გზად მას იესო გამოეცხადა. პეტრემ ჰკითხა: საით მიდიხარ უფალო?-"რადგან შენ ტოვებ ჩემს ხალხს, მივდივარ რომში, რათა ხელახლა მაცვან ჯვარს." პეტრემ მეორედ სძლია სიმხდალეს და დაბრუნდა რომში, რათა რწმენისთვის სიკვდილს შეხვედროდა. მხოლოდ გადაბრუნებულ ჯვარზე გაკვრა ითხოვა, ვინიდან ქრისტეს ჯვრის ღირსად არ თვლიდა თავს. 67 წელს პეტრე დასაჯეს ნერონის საიმპერატორო ცირკში და იქვე ახლოს დამარხეს.

326 წელს პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა კონსტატინე დიდმა ბრძანა პეტრე მოციქულის საფლავზე სალოცავის აგება. წარმართთა სამარხებსა და ქრისტიანთა სასაფლაოს მიაყარეს მიწა, ისე რომ არ დაუნგრევიათ და ზემოდან ააგეს ბაზილიკა.

1300 წლის შემდეგ, ძველი რომის ნანგრევებზე წამოიმართა ვატიკანი. მე-16 საუკუნეში პაპმა იულიუს II ბრძანა გრანდიოზული ტაძრის აგება კონსტანტინე დიდის ბაზილიკის ადგილას. სწორედ ასე გაჩნდა წმინდა პეტრეს ტაძარი. ფიქრობდნენ, რომ საკურთხეველი იდგა მოციქულის სამარხზე.



1939 წელს მომაკვდავმა პაპმა პიუს XI მოითხოვა მოციქულის გვერდით დაკრძალვა. ეკლესიის იატაკი ამოანგრიეს და დაინახეს კონსტანტინეს ბაზილიკის ფილები, მაგრამ პეტრეს სამარხი იქ არ აღმოჩნდა. მოსალოდნელი იყო საშინელი სკანდალი, ვატიკანს საძირკევლი ერყეოდა, ვინაიდან პეტრეს საფლავი ვერ იპოვეს. ინფორმაცია გაასაიდუმლოეს დიდი ხნით. წლების განმავლობაში იქ მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები ფარულად.




ომის დასრულების შემდეგ, 1952 წელს ახალმა რომის პაპმა პიუს XII გააგრძელა ტოტალური მიწისქვეშა გათხრები სამარხის საპოვნელად. არქეოლოგებმა გათხარეს ნერონის დროის 2 ათასი წლის წინანდელი რომის მთელი ერთი ქუჩა, პირველი ქრისტიანებისა და წარმართების სარკოფაგები, რომაული ქანდაკებები, მოზაიკა. ყველაფერი კარგად იყო შემონახული, ვინაიდან მიწა ჰქონდა მიყრილი. საბოლოოდ არქეოლოგებმა შეამჩნიეს, რომ სამარხთა ნაწილი მდებარეობდა პატარა მოედნის გარშემო. გათხრის დროს გადააწყდნენ ორ 2,5 სიმაღლის წითელ კედელს. კედლებზე უამრავ წარწერას შორის ერთი ბერძნულად იყო: Ο πέτρος εδώ-ამ ტექსტის გაშიფვრაზე ზუსტად ვერ შეთანხმდნენ. არის მოსაზრება, რომ ის ნიშნავს" "პეტრე აღარ არის, პეტრე გაქრა", ან "გამარჯობა პეტრე". ნიშაში აღმოჩნდა გახვეული უთავო ადამიანის ნეშთი. 




1968 წელს ვატიკანმა ოფიციალურად სცნო ეს საფლავი წმინდა პეტრეს განსასვენებლად. ზოგს არ სჯერა ამ ვერსიის. არსებობს ვერსია, რომ წმინდა პეტრეს ნეშთი ქრისტიანთა დევნის დროს (258 წ) გააგზავნეს სან-სებსტიანის გამოქვაბულში (ესპანეთი). ამ ჰიპოთეზის თანახმად, კონსტატინე დიდის დროს ნეშთი უკან დააბრუნეს ვატიკანის ტერიტორიაზე და ერთ-ერთ სამალავში გადამალეს.  

 




No comments:

Post a Comment