ჰერმოფროდიტი არის ჰერმესისა და აფროდიტეს სახელთა შეერთების შედეგად მიღებული სიტყვა. კარგადაა ცნობილი სიმბოლიზმი და ძირითადი მნიშვნელობა ჰერმოფროდიტისა ალქიმიაში. ესაა მგზნებარე სურვილი ერთიანობისა, რომელსაც ჰქვია სიყვარული, რაც აისახა ბიბლიის "დაბადებაში"-ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ."(2:24)
შუა საუკუნეებში თვლიდნენ, რომ ჰერმოფროდიტები ჩნდებიან ქალისა და მამაკაცის არახელსაყრელი შერევით ან საშვილოსნოში ნაყოფის შეცდომით ჩასახვის გამო. ეს ანატომიური მითი გავრცელებული იყო ანტიკური დროიდან რენესანსის ხანამდე. ასეთი ორგანოს გამოსახულება არსებობს ლეონარდო და ვინჩის ნახატებზე.
მეორე ვერსიის თანახმად, ქალური თესლები შესაძლოა საჭიროზე უფრო მეტი იყო ერთი ბავშვისთვის, მაგრამ ნაკლები ვიდრე ორს სჭირდებოდა-ასე ჩნდებოდნენ ჰემოფროდიტები. ორსქესიან არსებას ჩვეულებრივ არქმევდნენ მამაკაცის სახელს: ქალური ბუნება ითვლებოდა ნაკლებ კეთილშობილად. თუმც ბავშვს გაზრდის შემდეგ, თავად უნდა გაერკვია ვინ უნდა ყოფილიყო-ქალი თუ მამაკაცი. ხანდახან ამ არჩევანს ექიმი აკეთებდა. ცვლილება სიკვდილით ისჯებოდა.
გამოთქმა საკრალურ სქესს უძველესი ფესვები აქვს. ჟამთააღმწერლები მიუთითებენ საკრალურ სქესთან დაკავშირებულ რიტუალებზე, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია და გაუგებარი. საფიქრებელია, რომ საკრალური სქესის არსებობის მოტივირება უნდა ყოფილიყო ღვთაებრივთან ერთიანობის მიღწევის სურვილი ან აქტის მონაწილეთა სულებში ნაპერწკლის გაღვივება. ქრისტიანები სქესის შეფასებისას თითქმის ერთიანნი იყვნენ, რაც არსებობდა არაორთოდოქსულ რწმენაში: ესაა ეშმაკის შექმნილი.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა საკრალური სქესის წარმოქმნის საინტერესო და დამაჯერებელი საფუძველი მომდინარეობს ქრისტიანული რწმენის კონტექსტიდან. ქრისტიანი მისტიკოსები, როგორიცაა იაკობ ბოემე, ფრანც ფონ ბაადერი და სხვები, გვთავაზობდნენ თეზას, რომელიც ეფუძნებოდა დაბადების წიგნის მეტად უცნაურ განმარტებას. ამ თეორიის თანახმად, მას მერე, რაც ღმერთმა საკუთარ სახედ შექმნა ადამიანი, ადამი, სავარაუდოდ იყო საწყისში ჰერმოფროდიტი, ანუ არსება, რომელიც ორივე სქესის ნიშნებს ატარებდა. ადამიანის დაცემა მაშინ კი არ დაიწყო, როცა ადამმა და ევამ სამოთხე დატოვეს, არამედ როცა ღმერთმა ადამს წაართვა მისი პირველყოფილი ერთარსი, როცა მისივე სხეულიდან შექმნა ევა, რომ ის მარტო არ ყოფილიყო. ამგვარად, სექსუალური სურვილი მომდინარეობს ადამიანის ინსტიქტური მისწრაფებიდან, რათა გამოსცადოს და კვლავ დაიბრუნოს საკუთარი პირვანდელი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი რაღაც ძალიან არსებითი. ფრანც ფონ ბაადერს მიაჩნდა, რომ სექსუალური სიყვარულის, რაც არ უნდა იყოს გაიგივებული გამრავლების ინსტინქთან, უმაღლესი არსი სულ სხვა რამაა, საშუალება დაეხმაროს ქალსა და მამაკაცს სულიერად შეირწყნენ (თანაბრად სულითა და სამშვინველით) სრულყოფილ ადამიანურ ან საწყის ღვთიურ სახეში. ასეთი მსჯელობა უცნაური, მაგრამ ამავე დროს, მჭერმეტყველური, გამოითქმებოდა სხვადასხვა ფორმით, უძველესი წარსულიდან მოყოლებული დღემდე. ამასთან დაკავშირებით ვაწყდებით მინიშნებებს ძველ სწავლებებში, როგორიცაა კაბალა და ალქიმია და ისეთი როგორიცაა სექსუალური მაგია. ამის დასტურად მოჰყავთ იესოს სიტყვები: "ამ დღეს თქვენ – ერთი, თქვენ გახდით ორნი. როცა თქვენ გახდებით ორნი რას გააკეთებთ?" თომას სახარება (12).
არცერთ ქრისტიან ავტორს არ აღუწერია ის მეთოდები, რითაც შეიძლება შერწყმა "პირველყოფილ ღვთიურ სახეში". თუმც ერთი ავტორი მიუთითებს წერტილებს სხეულის შიგნით რომელზე ზემოქმედებითაც ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ამგვარ მდგომარეობას. ხელნაწერის ავტორი მიუთითებს იმ საშუალებებზე, რომელიც შეიძლება გამოიყენო ამ რესურსების გასახსნელად. მისი მითითებები რუკაზე საოცრად ემთხვევა ჩაკრების განლაგებას ტრადიციულ ინდურ იოგაში. აქედან გამომდინარე, დაბეჯიდებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრეული ქრსიტიან მისტიკოსებს ჰქონდათ საბაზისო წარმოდგენა იმ პრინციპებზე, რაც საფუძვლად უდევს ტანტრულ სექსს.
დაახლოებით ამაზე მსჯელობს პლატონი "ნადიმში". ადამიანები წარმოიშვნენ წინარე რასიდან, რომელიც აღარ არსებობს. ეს იყო ჰერმოფროდიტთა ანუ ანდროგინთა რასა. ეს რასა აუჯანყდა ღმერთებს, ამიტომ მიესაჯათ გაყოფა. ამის მერე განცალკევებული ნახევრები ერთმანეთს ეძებენ. მართლა სჯეროდა თუ არა პლატონს ასეთი რასის არსებობისა, თუ მარტო მითს გვაცნობდა მათზე როგორც მეტაფორას. რასაც ის "სიყვარულის მისტიკურ წყაროდ" ახსენებს, ასახავს ეზოთერიკოსთა საიდუმლო დოქტრინას უხსოვარი დროიდან. ასეთივე გნოზისი ჰქონდა შენარჩუნებული ჰერმეს ტრისმეგისტოსს რათა გადმოეცა დავიწყებულ ღმერთთა რასის სიბრძნე, რომელიც წარღვნამდე არსებობდა.
თომას სახარება არის სახარების გნოსტიკური ნაკრები, რომელიც ცნობილია Nag Hammadi-ის სახელით. ის დაიკარგა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ეგვიპტეში მისი აღმოჩენის შემდეგ. თომას სახარებაში იესო ქადაგებს სწავლებას, რომელიც განსხვავდება იმისგან, რასაც გვასწავლის ქრისტიანობის ძირითადი მიმართულებები. ზოგიერთი ეკლესიის ორთოდოქსი უარყოფს ამ სახარების კანონიერებას, მაგრამ ამავე დროს, სხვები ღებულებენ მას, ხედავენ რა მასში ლამაზ ნაწარმოებს და თვლიან ისეთივე მნიშვნელოვნად როგორც ზოგიერთი ახალ აღთქმას. მეცნიერები მუდმივად კამათობენ იყო თუ არა Nag Hammadi-ის ბიბლიოთეკის წიგნები ქრისტიანული ტექსტები, მიმართული იყო ის გნოსტიკურ აუდიტორიაზე თუ ის იყო გნოსტიკური გათვლა ქრისტიანულ აუდიტორიაზე. "თომას სახარებაში" ბევრი ისეთი რამაა, რასაც შეიძლება პირველი მამების უკმაყოფილება გამოეწვია, თუნდაც ქრისტეს მიერ ნათქვამი, რომ ის "ყველგანაა". იესომ თქვა: " როცა თქვენ ორს ერთხორცად ჰყოფთ, და რაჟამს თქვენ შექმნით შიგნითა მხარეს გარეგანის მსგავსად, და გარეთა მხარეს შიგნითას მსგავსად, და ზედა მხარეს ქვედა მხარის მსგავსად, და, რაჟამს ქალსა და კაცს ერთარსებად გახდით, რათა კაცი არ იყოს კაცი და ქალი არ იყოს ქალი, როცა თქვენ შექმნით თვალს თვალის მაგიერ, და ხელს ხელის მაგიერ, და, ფეხს ფეხის მაგიერ, სახეს სახის მაგიერ, მაშინ თქვენ შეხვალთ (სასუფეველში)".- თომას სახარება (27)
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვები გულისხმობს ჰემორმოფროდიტის საწყის არქეტიპს და ერთარსს, რომლის სიმბოლოცაა ეს არსება, რაც აუცილებელი პირობაა სასუფეველში შესასვლელად.
No comments:
Post a Comment