არსებობს თუ არა სხვა, ანუ პარალელური სამყაროები? მათ შესახებ ბევრ ლეგენდაში, წიგნებსა და ფანტასტიკურ ფილმებშია საუბარი. ჯერ კიდევ ცნობილი ჯორდანო ბრუნო ახსენებდა სხვა სამყაროებს. მეცნიერება არ იღებდა ფრაზას" პარალელური სამყაროები". თუმც ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუდმივად.
პარალელური სამყარო-რეალობა, რომელიც ჩვენს თანადროულად და მისგან დამოუკიდებლად არსებობს. პარალელურ სამყაროში არსებული მდოგომარეობა შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ჩვენ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისგან, შესაძლოა ჰგავდეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეალობების არსებობა არაა დამტკიცებული, მეცნიერები მაინც სერიოზულად განიხილავენ ამ შესაძლებლობას. სხვა რეალობების არსებობის მტკიცებულება შეიძლება იყოს ბურუსით მოსილი საიდუმლოს გასაღები.
სხვა სამყაროებს პირველად შეეხნენ ძველი რომაელი და ბერძენი ფილოსოფოსები. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად მოიმატა სამეცნიერო ინფორმაციამაც. დღესდღეობით ექსპერტთა უმრავლესობა მზადაა დაეთანხმოს სხვა სამყაროების არსებობის თეორიას. შესაძლოა ასეთ სამყაროში გასვლის ელემენტალური მაგალითია სიზმარი. სიზმარში მიმდინარე მოვლენების რეალობა ადამიანს აფიქრებინებს, რომ ირგვლივ ყველაფერი არაა გამოგონილი, ცოცხალი, ნამდვილი. სიზმრიდან ადამიანის გონება იღებს ინფორმაციას, რომლის სიჩქარე უსწრებს ჩვეულებრივ სამყაროში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. ადამიანს ორ საათში შეუძლია ნახოს ბევრი ახალი და საინტერესო რამ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამას ერთი კვირა დასჭირდებოდა. საიდან იღებს საწყისს სიზმარში ნანახი შეუდარებელი არაჩვეულებრივი სახეები?
თვალუწვდენელი სამყარო უმცირესი ნაწილაკებითაა ნაქსოვი. ისინი მოლეკულებშია შერწყმული. ყველაფერი ამ სამყაროში მისგანაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილაკების დანახვა შეუძლებელია, არავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი არსებობს. ადამიანი ხომ ატომებისგან შედგება. ატომები მუდმივად მოძრაობს. ჩვენი სხეულის ატომები ისეთივე სიჩქარით თუ იმოძრავებს როგორც ჩვენი სიზმრები, მაშინ ვერავინ დაგვინახავს. ადამიანის გრძნობის ორგანო: თვალები ატომთა ასეთი სწრაფი მოძრაობისას ვერ ამჩნევს ობიექტს. ამიტომ თუკი ჩვენ გვერდით იარსებებს იმქვეყნიური სამყარო, სადაც ატომები ჩვენსაზე ბევრად სწრაფად მოძრაობს, მას ვერ დავინახავთ. ადამიანის გრძნობის ორგანოები და ასევე აზროვნების სიჩქარე ვერ აფიქსირებს ობიექტს. ქვეცნობიერი კი უმკლავდება ამ ამოცანას. ამიტომ აწუხებს ადამიანს გაუგებარი აშლილობები. ხშირად მას უჩნდება გრძნობა, თითქოს ვიღაცას უკვე შეხვდა ან რაღაც ფრაზა უკვე მოსმენილი აქვს. ასეთ შემთხვევაში გახსენება უშედეგო იქნება, ვინაიდან მოვლენა სამყაროების გადაკვეთის გარკვეულ წერტილში მოხდა. რამდენიმე სამყაროს გადაკვეთის ადგილზე ხდება იდუმალი მოვლენები, რომელსაც არ გააჩნია გონივრული ახსნა.
ალბერტ აინშტაინი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ სადღაც არსებობს სხვა სამყარო-ჩვენი სამყაროს სარკე. არსებობს მოსაზრება, რომ ალტერნატიული ყოფიერება დაკავშირებულია "მეხუთე განზომილებასთან". ამბობენ, სამი განზომილებისა და "მეოთხე განზომილების" გარდა არსებობს კიდევ ერთი. თუ ამ განზომილებას აღმოვაჩენთ, მაშინ ადამიანები შეძლებენ მოგზაურობას პარალელურ სამყაროებს შორის.
ფიზიკოსი კრისტოფერ მონრო დიდი ხანია იკვლევს პარალელური სამყაროების არსებობას. ის აცხადებს, რომ შესაძლებელია ორი სამყაროს ერთდროულად არსებობა ატომურ დონეზე. ფიზიკის კანონები არ უარყოფს, რომ სხვა სამყაროები ერთმანეთთან შეიძლება დაკავშირებული იყოს კვანტური გვირაბების საშუალებით. ანუ, თეორიულად ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია ისე, რომ არ დაირღვეს ენერგიის შენარჩუნების კანონი. მაგრამ ამისთვის საჭიროა იმდენი ენერგია, რომელიც არასდროს დაგროვდება მთლიანად გალაქტიკაში. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ შავ ხვრელებში შეფარულია გასასვლელები სხვა სამყაროებში . კოსმოლოგთა აზრით შავი ხვრელები ესაა "თხუნელას ხვრელები", ე.ი. გასასვლელბი ერთი სამყაროდან მეორეში. მაგრამ ეს ხვრელები ჯერ არავის უნახავს და საჭიროა მათი აღმოჩენა.
ამ ჰიპოთეზის დამტკიცება შესაძლებელია თუკი ამოვხსნით ახალი ვარსკვლავების შექმნის საიდუმლოს.
ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ თეორიის საუკეთესო კანდიდატია სუპერ სიმების თეორია. ის ხსნის არამარტო ჩვენის სამყაროს გაფართოებას, ასევე ამტკიცებს სხვა სამყაროების არსებობას, რომელიც ჩვენ გვერდით არსებობს. "კოსმიური სიმები" წარმოადგენს სივრცისა და დროის გამრუდებას. ისინი შეიძლება უფრო მეტი იყოს ვიდრე სამყარო, თუმც მათი ზომა ატომური ბირთვისას არ აღემატება. მიუხედავად საოცარი მათემატიკური ერთიანობისა, სიმების თეორიამ ჯერჯერობით ვერ მიიღო ექპერიმენტული დადასტურება. განუზომელ იმედებს ამყარებენ დიდ ადრონულ კოლაიდერზე. სხვა არაჩვეულებრივ შედეგებთან ერთად, ბოლო რამდენიმე წელიწადში კოლაიდერის ექსპერიმენტებმა მოიტანა უზარმაზარი პროგრესი ჰიგსის ბოზონის თვისებების შესწავლაში. ახალი, გაუმჯობესებული კოლაიდერი 2021 წლის გაზაფხულზე ამუშავდება და გადატვირთვის შემდეგ 14 ტერაელექტრონვოლტ ენერგიას მიაღწევს. CERN-ს იმედი აქვს, რომ 2025-2035 წლისთვის დაგეგმილი ექსპერიმენტები აქამდე არსებულზე ათჯერ უფრო მეტ მონაცემებს შეაგროვებს. მანამდე, ფიზიკოსები აგებენ სხვა სამყაროების თეორიულ მოდელს.
პრისტონის უნივერსიტეტის ჰიუ ევერეტის სადოქტორო დისერტაციამ სამყაროების გაყოფაზე გააოცა მეცნიერთა წრე, რომლის მიხედვით ყოველ წამს სამყაროები იყოფა თავის მსგავსთა უთვალავ რაოდენობად. მეორე წამს კი, თვითეული ახალშობილი იყოფა იმავე ფორმით. ამიტომ ამ დიდ უმრავლესობაში არსებობს უამრავი სამყაროები, სადაც არსებობთ თქვენც. ერთ სამყაროში თქვენ სტატიას კითხულობთ, მეორეში მეტროთი მგზავრობთ, მესამეში თვითმფრინავით მიემგზავრებით. ერთში მეფე ხართ, მეორეში-მონა.
მრავალი სამყაროს არსებობის თეორიას დამხმარედ მოევლინა მწერალი ფანტასტი მაიკლ მურკოკი. მან მთელი მოსახლეობა თავის მულტისამყაროს ზღაპრულ ქალაქ ტელენლორნში დაასახლა. ტერმინი მულტისამყარო მაშინვე გამოჩნდა სერიოზულ მეცნიერთა ნაშრომებში.
საქმე ისაა, რომ 1980 წლიდან ბევრი ფიზიკოსისთვის მომწიფდა აზრი პარალელური სამყაროებზე. ეს იდეა სამყაროს სტრუქტურაზე გახდება ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ამ ლამაზი იდეის მთავარი დამცველი გახდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი ლინდა. ლინდა აგებს საკუთარ მსჯელობას დიდი აფეთქების მოდელის საფუძველზე, რომლის შედეგად გაჩნდა ელვისებურად გაფართოებადი ბუშტი-ჩვენი სამყაროს ჩანასახი. თუ რომელიმე კოსმიურმა კვერცხმა შეძლო სამყაროს დაბადება, მაშინ რატომაა შეუძლებელი სხვა კვერცხების არსებობა? ამ კითხვაზე ლინდამ ააგო მოდელი, რომლის მიხედვით (ინფლაციური) გაბერვის თეორიით სამყაროები ჩნდება უწყვეტად. ლინდას მიაჩნია, რომ კოსმოსი შედგება უამრავი გაბერვადი ბუშტისგან, რაც მსგავსი ბუშტების წარმოქმნას აძლევს საწყისს. ე.ი. ისინი შემდეგ თავად შობენ მსგავს ბუშტებს უამრავი რაოდენობით და ასე უსასრულოდ. სივრცეში ისინი ისე შორსაა განფენილი, რომ ერთურთის არსებობას ვერ გრძნობენ, მაგრამ ყველა ერთი ფიზიკური სამყაროს ნაწილია. ესაა უზარმაზარი ფრაქტალის მსგავსი სამყარო, რომელიც შედგება ერთგვაროვანი ნაწილებისგან სხვადასხვა თვისებებით. ამ სამყაროში მოძრაობისას, შეძლებთ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლას. მართალია თქვენი მოგზაურობა გაგრძელდება ათეულობით მილიონი წელი, რაც ფიზიკურად ადამიანისთვის შეუძლებელია.
ამიტომ ზოგს სხვა სამყაროში გადასვლის მარტივი გზად მიაჩნია ანომალური ზონები. ავსტრალიელმა პარაფსიქოლოგმა ჟან გრიმბიარმა წამოაყენა მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ მრავალრიცხოვანი ანომალური ზონების სამყაროში არსებობს ორმოცი გვირაბი, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ. მისი აზრით 7 მათგანი ამერიკაშია, 4- ავსტრალიაში. ყოველწლიურად იქ იკარგება ასობით ადამიანი. კალიფორნიის ეროვნულ პარკში არის ყველასთვის საკმაოდ კარგად ცნობილი კირქვის მღვიმე. ამ გამოქვაბულში შესვლა შეიძლება, მაგრამ გამოსვლა, არა. ადამიანები იქ უკვალოდ ქრებიან. ასეთივე ადგილი შემჩნეულია გელენჯიხში, სადაც მე-18 საუკუნიდან არის ძველი მაღარო. ბოლო ხანს, დაიწერა უამრავი წიგნი ადამიანთა უჩვეულო გაქრობის შესახებ.
დედამიწაზე ყოველწლიურად ქრება მილიონობით ადამიანი. ამ გაქრობის 30 პროცენტი გაუხსნელი რჩება. სად მიჰყავთ ადამიანები? მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ დაკარგული ადამიანები დიდი ხანია ცხოვრობენ საიდუმლებით მოცულ პარალელურ სამყაროებში.
No comments:
Post a Comment