არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.-მესამე მეფეთა (თავი 8-9)
და უთხრა მათ შუამავალმა მათმა: „მისი მეფობის ნიშანი არის ის, რომ მოვა თქვენთან ზანდუკი, რომელშიც იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება თქვენი ღმერთისგან და დარჩენილი მათი, რაც მუსას (მოსეს) ოჯახიდან დარჩა და ასევე ჰარუნის ოჯახიდან. ანგელოზები მოატარებენ მას (ხის ზანდუკს). ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი!- (სურა 248)
"მუსას (მოსეს) ოჯახიდან დარჩა და ასევე ჰარუნის ოჯახიდან"-ეს ნათქვამი თავისი მნიშვნელობით არ შემოიფარგლება ნივთებით, რომელიც ეკუთვნოდა მოსეს და აარონს-ის უშვებს შესაძლებლობას, რომ კიდობანში არის ნივთები, რომელიც მათი წინაპრებისა იყო. მაგრამ კიდობანი არც ისეთი უსაფრთხო გახლდათ, რომ უბრალო მიზეზის გამო გაეხსნათ ის. თუმც მის გახსნაზე აკრძალვა არ დაუწესებია ღმერთს.
თუ მუსლიმთა გადმოცემებს მივიღებთ მხედველობაში, ერთი შეხვედით, მოსეს ფეხსაცმელი და აარონის მიტრა ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ტრადიცია ნივთების შენახვისა, რომელიც გამოჩენილ პიროვნებას-წინასწარმეტყველს, რელიგიურ ლიდერს ეკუთვნოდა საკმაოდაა გავრცელებული, ვინაიდან ამ ნივთებზე ტრადიციის შესაბამისად გადადის სიწმინდე მისი ყოფილი მფლობელისა. ამიტომ ამ ნივთებს ინახავენ და როგორც სიწმინდეს თაყვანს სცემენ. შესაძლოა ასე მოხდა მოსეს ფეხსეცმელსა და აარონის მიტრასთან დაკავშირებით. თუმც ამ ნივთების სასწაულმოქმედებაზე არაფერია ნათქვამი.
ღმერთის მითითებით აარონი თავისი მოვალეობის შესრულებისას უნდა შემოსილიყო სპეციალურ სამოსში, რომელიც ბევრი თვალსაზრისით რაღაც დამცავ კომპლექტს ჰგავდა. რატომ და რისგან იყო საჭირო დაცვა? აქვე მნიშვნელოვანია, რომ თავსაბურავი ამ კომპლექტის შემადგენელი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, ის შეიძლება მნიშვნელოვანად განსხვადებოდა ჩვეულებრივი თავსაბურავისგან, რომელსაც ძველად ებრაელები ატარებდნენ.
იგივე შეიძლება ითქვას მოსეს ფეხსაცმელზეც-კომპლექტის ნაწილი. მოსეს ჰქონდა უფლება და ვალდებულიც იყო შესულიყო წმიდათაწმინდაში და მიახლოებოდა აღთქმის კიდობანს.
ინტერესს იწვევს ასევე ციური მანანა, რომელსაც ღმერთი ზეციდან უგზავნიდა მშიერ ებრაელებს ეგვიპტის უდაბნოში.
უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს. მეექვსე დღეს დაამზადებენ მოტანილს და იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ -წიგნი გამოსვლათა. მე-16 4:5
ისრაელიტელებს ციური მანანა საკვებად არ მოჰკლებია უდაბნოში. მეცნიერებმა გაარკვიეს რა მცენარე უნდა ყოფილიყო ციური მანანა. ის დარეგისტრურებულია ახლო აღმოსავლეთის ყველა ბოტანიკურ ცნობარში-Tamarix Mannifera, Ehr. სინაის მთებში, როგორც ძველად ახლაც შეიძლება ყველა სოფელში "ზეციური პურის" ნახვა, რომელსაც ბერები და არაბები კრეფენ და ყიდიან უცხოელებსა და მომლოცველებზე. "ეს პური" ცვივა თენებისას ნამის მსგავსად ბალახზე, ქვებსა და ტოტებზე და ბურთებად ეკიდება. ის თაფლივით ტკბილია. ბედუინები ბურთულებისგან ამზადებენ პიურეს. კიდობანში რომც შეენახათ ციური მანანას შესანახი ოქროს ჭურჭელი, ეს მაინც არაფრის მომტანი ინფორმაციაა.
ბევრად უფრო საინტერესოა მოსესა და აარონის კვერთხი. აარონის კვერთხი ფიგურირებს ბიბლიაში ორჯერ. პირველად ის ჩნდება ეგვიპტეში ისრაელიტელთა ყოფნისას მათი გამოსვლის წინ. აარონმა ფარაონის თვალწინ კვერთხი გველად აქცია. მიუხედავად ამისა, ფარაონმა მაინც არ ისურვა ისრაელიტელთა გაშვება, მაშინ აარონმა კვერთხი მდინარეს დაჰკრა, წყალი სისხლად იქცა და თევზები დაიხოცა.
საგნებიდან, რომელიც აღთქმის კიდობანში იდო, სავარაუდოდ, ყველაზე ამოუცნობად რჩება მოსეს კვერთხი. ერთ შემთხვევაში, მოსემ ის გველად აქცია და შემდეგ ისევ კვერთხად. მეორე შემთხვევაში, ისრაელიტელთა გადარჩენაში დაიხმარა. მან ზღვას შეახო კვერთხი, წყალი გაიხსნა, ისრაელიტელებმა გაიარეს და გადაურჩნენ ეგვიპტელთა დევნას. შემდეგ წყალმა ისევ შეკრა პირი და ეგვიპტელები წყალში დაიხრჩვნენ. მესამე შემთხვევა კი, "ციური მანანას" მიღების შემდეგ მოხდა. როცა ისრაელიტელებს წყურვილი ახრჩობდა, მოსემ კლდეს დაკჰრა კვერთხი და იქიდან წყალმა გადმოსჩქეფა. მოსემ დაანაყრა ხალხი წყლით.
No comments:
Post a Comment