Monday, 26 October 2020

ტიბეტის მისტიკური ადგილის შვიდი საოცრება და საბჭოთა ოგპუ-ს საიდუმლო მისია

 

კაილასის მთა თითქოს შეუვალი ციხესიმაგრეა და იცავს თავის საიდუმლოებებს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. რა უცნაურობების ბურუსშია გახვეული კაილასი და რა განასხვავებს მას მსოფლიოში არსებულ სხვა მწვერვალებისგან?
1.მთის სიმაღლე-ზღვის დონიდან 6666 მეტრია. კაილასი თითქოს დაცულია რაღაც ძალებით ყველა მხრიდან.

 2. ჯერ ვერავინ მოახერხა მისი მწვერვალის დაპყრობა.  ყველა დალაშქვრა  მისტიკურად მთავრდება ტრაგედიით ან წარუმატებლად. რის გამო, მთის დამლაშქრავნი იძულებული არიან მიზნის მიუღწევლად დაბრუნდნენ უკან. ცნობილია, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებში ამერიკის სამეცნიერო ექსპედიციის შემთხვევა. მეცნიერები გაემგზავრნენ კაილასზე, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს მას. ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ექსპედიციის ყველა წევრი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 3.მთის გარშემო არსებული მაგნიტური ველი. კაილასის მოლაშქრენი აღნიშნავდნენ, რომ მთასთან მიახლოება თითქმის შეუძლებელია. ის თითქოს არავის უშვებს ახლოს. მკვლევართა აზრით მთის გარშემო არსებული ველი წარმოადგენს გამრუდებულ დროსა და სივრცეს. როცა მეცნიერებმა სცადეს დროის გაზომვა კაილასის გარშემო, გაირკვა, რომ ის უფრო სწრაფად გადის იქ, ვიდრე მთელ დედამიწაზე.

 4. მთა კი არა, პირამიდაა. ბევრი მეცნიერი ემხრობა ჰიპოთეზას, რომ კაილასი ხელოვნური პირამიდაა, როგორც ხეოფსის პირამიდა. და ისევე, როგორც ეგვიპტური პირამიდა, მკაფიოდაა ორინეტირებული სინათლისკენ. კაილასის მთის საპირისპირო მხარეს, დედამიწაზე მდებარეობს აღდგომის კუნძული თავისი ცნობილი ქვის ქანდაკებებით. კაილასიდან სტოუნჰენჯამდე 6666 კილომეტრია. ჩრდილოეთის პოლუსამდე-6666 კილომეტრი. მთიდან სამხრეთ პოლუსამდე ორჯერ 6666 კილომეტრია.

 5. კაილასის მთის გარშემო "სარკეებია". ესაა გლუვ ზედაპირიანი კლდეები ჩაზნექილი ფორმებით. მიაჩნიათ, რომ კლდე სარკეები ცვლის გარშემო დროისა და სივრცის სტრუქტურას. რისთვის შეიქმნა ეს სარკეები გაუგებარია.

             

6. ორი ტბა კაილასის მთასთან. გაუგებარია ასევე, რომ ერთი ტბა სახელად მანასოვარი წელიწადის ყველა დროს წყნარია. მეორე, რაქშასი მუდამ ღელავს. პირველი წყნარი, ცოცხალი წყლითაა სავსე, მეორე-მკვდარი. 

7. ბევრი მკვლევარის აზრით, მთის შიგნით და მის გარშემო არსებული ნაგებობებში სიცარიელეა. ამ სიცარიელეში "სამათხის" მდგომარეობაში იმყოფებიან წინა ცივილიზაციების წარმომადგენელნი, ასევე მსოფლიოს ცნობილი მასწავლებლები: ბუდა, მუჰამედი, ზარათუსთრა და ა.შ. გადმოცემით, ისინი ინახავენ დედამიწის გენოფონდს გლობალური კატარსტროფის შემთხვევისთვის.


ეს გახლავთ იაკობ ბლიუმკინი (ფსევდონიმი)

იაკობ ბლიუმკინი იყო საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი და  ლევ ტროცკის ახლო მეგობარი. სამსახურებრივი დავალებით ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ. სპეციალური მისიით საქართველოშიც იმყოფებოდა 1924 წლის აჯანყების ჩასახშობად. ასევე, იღებდა მონაწილეობას თურქეთთან საზღვრების დადგენაში (საქართველოს მონაკვეთზე). იცოდა აღმოსავლური ენები, მათ შორის ჩინური და ტიბეტურიც. ინდოეთში  იმყოფებოდა სუფი დერვიშის საფარქვეშ. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც იყო მისი ექსპედიცია ტიბეტში.

1924-28 წწ.- ბლიუმკინი გაემგზავრა ნ.რერიხთან ერთად ცენტრალურ აზიაში, რომლის მიზანი იყო მასობრივი არეულობის მოწყობა ტიბეტში და ადგილობრივი ხელისუფლების დამხობა. საარქივო დოკუმენტების ფოტოასლებით ირკვევა, რომ მათი დავალება ასევე ძველი ცივილიზაციების კვალის ძიება გახლდათ და საიდუმლო ღმერთების ქალაქის აღმოჩენა. ოფიციალური მონაცემებით, რერიხისა და ბლიუმკინის მისია ჩავარდა, მაგრამ მკვლევარები საპირისპირო აზრისანი არიან.

ბლიუმკინი თავდაპირველად თავს ასაღებდა მონღოლ ლამად. ლხასში (დედაქალაქი) ჩასვლისას ის გამოაშკარავეს. პატიმრობისა და დეპორტაციისგან ბლიუმკინი იხსნა ფ.ძერჟინსკის ხელმოწერით გაცემულმა მანდატმა დალაი ლამასადმი. მასთან შეხვედრას ბლიუმკინი სამი თვე ელოდა. მისი მოხსენებიდან ირკვევა, რომ 1926 წელს ის მიიღო დალაი ლამა მე-13 ლხასში. ამის მერე, ტიბეტის ხელისუფლების მოწვევით ბლიუმკინი საპატიო სტუმარი გახდა.

ტიბეტელმა ბერებმა მას გაანდეს ზოგიერთი საიდუმლო, რომელიც ინახებოდა პოტალას სასახლის მიწისქვეშ. თავისებური "ხელდასმის" პროცედურის გავლის შემდეგ, ის დაჰპირდა დალაი ლამას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მსხვილი შესყიდვის ორგანიზებას სსრკ-დან, ასევე ტიბეტის ხელისუფლებისთვის ოქროს კრედიტის გაცემას. დალაი ლამას პირადი ბრძანებით, 13 ბერი მიაცილებდა მას მიწისქვეშ, სადაც ლაბირინთების რთული სისტემა და "საიდუმლო" კარებია. ბერები რიგრიგობით, მონაცვლეობით უშვებდნენ ჭერზე არსებული რგოლებიდან ჯაჭვებს, რომლის დახმარებით მთის ქვეშ ფარულად არსებულ ამა თუ იმ კარს აღებდნენ. მიწისქვეშა დარბაზში სულ 13 კარია. ბლიუმკინს აჩვენეს ორი დარბაზი. ერთ მათგანში ბერები ინახავენ ღმერთების უძველეს იარაღს-ვაჯარა-უზარმაზარი მაშები, რომლის დახმარებით ჩვ.წ. აღ-მდე 8-10 ათასი წლის წინ, ძველი ცივილიზაციის მმართველები ანხორციელებდნენ ფართომასშტაბიან ოქროს აორთქლებას მზის ზედაპირზე არსებული სიმხურვალის შესაბამის ტემპერატურაზე, დაახლოებით 6-7 ათასი გრადუსი ცელსიუსით. ბერების თქმით, ოქროს "აორთქლების" პროცედურის დროს, რამდენიმე წამში, მიმდინარეობს რეაქცია: ოქრო აკაშკაშდება და იქცევა ფხვნილად. ვაჯარა ფხვნილის დახმარებით ძველი მმართველები ასეული წლით იხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს, რომელსაც იღებდნენ საკვებთან და ღვინოსთან ერთად. იგივე ფხვნილს იყენებდნენ მშენებლობის დროს. ბერების მტკიცებით, მისი დახმარებით ჰაერში გადაჰქონდათ უზარმაზარი მრავლტონიანი ფილები, ხერხავდნენ და ჭრიდნენ მყარ ქვებსა და კლდეებს, აგებდნენ ქვის მონუმენტებს და ისტორიულ ნაგებობებს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

მიწისქვეშ ბერები ინახავენ წარსული ცივილიზაციების, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე,  საიდუმლოებებს. ბლიუმკინის ინფორმაციით, ასეთი იყო 5, თანამედროვე ცივილიზაციის ჩათვლით. ვა-ჯუს საიდუმლო სწავლების მიხედვით, დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი ხდება მზის გარშემო კიდევ ერთი პლანეტის ბრუნვა ელიპსოიდურ ორბიტაზე, რომელიც დედამიწაზე სამჯერ დიდია, გააჩნია სითბოსა და წყლის დიდი შინაგანი მარაგი. ის მზის გარშემო ბრუნავს 3.600 წლის ციკლით. ეს პლანეტა ბრუნავს საათის მიმართულებით, დედამიწისგან და სხვა პლანეტებისგან განსხვავებით. ამიტომ როდესაც შედის მზის სისტემის პლანეტების ბრუნვის სიმკვრივეში, ძლიერი ელექტრომაგნიტური მორევის დინებით, რაც ამ პლანეტის შემოსვლის დროს იქმნება მზის სისტემაში, ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ დედამიწაზე ხდება ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის შედეგად არაერთხელ დაიღუპა კაცობრიობა და ცხოველები. ამასთან, ყოველ მეოთხე ციკლში ამ პლანეტის მზის სიტემაში შესვლისას, პლანეტების ბრუნვის მახასიათებელი დინამიკის გამო, რომლებიც ლაგდებიან თავისი ორბიტებით გარკვეული თანმიმდევრობით, კაცობრიობას და დედამიწას ემუქრება გარდაუვალი წყალდიდობა და ცივილიზაციის დაღუპვა. დედამიწა, ამ შემთხვევაში, მატერიკის მხრიდან კი არა, არამედ წყნარი ოკენის მხრიდან იქნება მიქცეული შემოსული პლანეტისკენ. შედეგად, შემოსული პლანეტის დედამიწის ახლოს გავლისას, ასტეროიდთა სარტყელში, დიდი ზომისა და საწინააღმდეგო მხარეს ბრუნვის გამო, დედამიწის წყლები გადავა მატერიკსა და კონტინენტზე. ტალღის სიმაღლე 6-7 კმ 700-1000 კმ/სთ სისწრაფით. მოხდება ბოლო მე-5 არმაგედონი, ცივილიზაციისა და კაცობრიობის დაღუპვა.

მისიის ანგარიში სუკის არქივიდან

ბერების მტკიცებით, გადარჩება მხოლოდ ადამიანთა რჩეული ნაწილი ანტარქტიდისა და ტიბეტის მიწისქვეშა ქალაქებში, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყოველი ცივილიზაციის დაღუპვის შემდეგ, დედამიწის ღერძი გადაადგილდება საათის ისრის საწინააღმდეგო მხარეს აღდგომის კუნძულიდან 6666 კმ-ზე. მომავალი არმაგედონის დროს ჩრდილოეთ პოლუსად იქცევა ჩრდილოეთ ამერიკა.

ეს ინფორმაცია ტიბეტის შესახებ გერმანელი და იაპონელი სამხედროებისთვის გახდა ცნობილი, ბლიუმკინის რამდენიმე საზღვარგარეთული მოგზაურობის მერე. ამის შემდეგ, 1929 წელს მან გაქცევა სცადა სსრკ-დან.

დაკითხვებზე ბლიუმკინმა დაწვრილებით აღწერა ნანახი ოქროს გადასამუშავებელი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ულტრაბგერითი ტრანსფორმაციის იარაღი. ასევე აღიარა გერმანელი აგენტის ვერნერ ფონ შტილხესთვის ამ ინფორმაციის გადაცემის ფაქტი. ტიბეტის ოპერაციისა და ასევე, ახლო აღმოსავლეთის ოპერაციების შესახებ მან ასევე აცნობა ტროცკის. ამან მოუღო ბოლო მის პოლიტიკურ კარიერას და ის 1929 წელს დააპატიმრეს.  მისი ბედი უცნობია.





No comments:

Post a Comment