Tuesday, 17 November 2020

შავი ბამბუკის ანომალური ზონა "ჰეიჩჟუ" ჩინეთში

 

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე შავი ბამბუკის ხეობა ჰეიჩჟუ დედამიწის ანომალური ზონების ხუთეულშია შესული. ეს ხეობა ყველაზე საშიშ და ამოუცნობ ადგილად ითვლება. ორმოცდაათი წელია უკვე, რაც იქ მასიურად იკარგება ხალხი. ხეობა სულ 200 კვ. მ-ია. ბამბუკი ისე მჭიდროდ იზრდება, რომ ჰორიზონტი სრულიად უხილავია. ჩინელები ბამბუკს ყოფაცხოვრებაში საუკუნეებია რაც იყენებენ, მაგრამ ამ ხეობას ახლოს არ ეკარებიან. გამცილებლებიც კი ტურისტულ ჯგუფებს ზონის საზღვართან ტოვებენ ხოლმე. ამ ადგილს ბევრი ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს.

1949 წელს, როცა ჩინეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, კომუნისტებისგან დევნილმა მთავარ ძალას ჩამორჩენილმა ჰომინდანის რაზმმა ამ ანომალურ ზონას შეაფარა თავი, დაახლოებით ოცდაათმა კაცმა. ამის მერე ისინი არავის უნახავს. ამ რაზმს კვალში მიჰყვებოდა ჩინეთის სახალხო არმიის სამი მზვერავი. ხეობიდან გამოსვლა მოახერხა მხოლოდ ერთმა გონებადაკარგულმა. მოგვიანებით, როცა ცოტა გონს მოეგო, მეომარმა განაცხადა, რომ შემთხვევით ჩამორჩა მეგობრებს, ცდილობდა მათ დასწეოდა, მაგრამ ვერ მიაგნო. რა მოხდა იმ ადგილზე ვერ გაიგო.

1950 წელს ჰეიჩჟუში ასი ადამიანი დაიკარგა. 1955 წელს, ამ ადგილის მახლობლად მუშაობდა სამხედრო კარტოგრაფების ჯგუფი. ორი ჯარისკაცი ქალაქში პროდუქტების მოსატანად წავიდა. მათ ხეობაზე გაიარეს და უკვალოდ გაქრნენ. სამხედროებმა მთელი არემარე გაჩხრიკეს, მაგრამ მხოლოდ დაკარგული მეომრების ორი თოფი იპოვეს.

1962 წელს, დედაქალაქიდან ხეობაში ჩავიდნენ გეოლოგ მკვლევარები, რათა მოეხდინათ ამ ადგილის დაწვრილებით აღწერა. ჰეიჩჟუს აკრავს არანაკლებ ხშირი შერეული ტყე, მაგრამ ხალხი გაქრა სწორედ ბამბუკნარში. გადარჩა მხოლოდ გამცილებელი, რომელმაც დაბლა ჩასვლისგან შეიკავა თავი. შეყოვნდა, ვინაიდან როცა ექსპედიცია შედიოდა ქვის ჭიშკარში, გამცილებელმა შეამჩნია, რომ ნისლი წვებოდა, ის ვეღარაფერს ხედავდა. ასეთი მოვლენა ნესტიან გარემოში, სადაც ტბები და ჭაობებია, არაა იშვიათი. ნისლი კი ჩვეულებრივი არ გახლდათ. გამცილებელმა დროის შეგრძნება დაკარგა, ესმოდა შიშისმომგვრელი უცნაური ხმები და ის ერთ ადგილზე გაშეშდა.  როცა ნისლი გაიფანტა, გამცილებელმა ჯგუფის კვალიც კი ვერ იპოვა. ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო.


მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი  1966 წელს. ხეობაში კარტოგრაფები დაიკარგნენ მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიის სპეციალისტები ითვლებიან გზამკვლევებად და შეუძლიათ ყველანაირი ტყიდან მონახონ გამოსასვლელი. ამის შემდეგ გაიზარდა შიში ხალხში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნისლი წვებოდა ტყეში. გაჩნდა მონაცემები სმენით ჰალუცინაციებზე. ყვებოდნენ საშინელი კვნესისა და ღრჭიალის ხმებზე, რომელიც მოდიოდა დანისლული ადგილიდან. დაკარგულ ადამიანებს ვერ პოულობდნენ.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ერთმა გმირმა შეძლო უცნაური შემთხვევის წყალობით ამ მოჯადოებული ადგილისთვის დაეღწია თავი. ერთხელ ნიუფი სანადიროდ წავიდა შავი ბამბუკის ხეობაში თავის მეგობრებთან ერთად. წყლის მარაგი მალევე გამოელიათ. სამი დღის შემდეგ ზოგიერთმა გონება დაკარგა. მსგავს მდგომარეობაში მყოფ ნიუფის ფერია გამოეცხადა ძილში. ფერიამ დაამშვიდა მონადირე და აღუთქვა, რომ მას სიმამაცე დაეხმარებოდა წყლის მოძებნაში. გამოღვიძებული ნიუფი დაადგა ფერიის მიერ მითითებულ გზას, მაგრამ მხოლოდ დიდი ქვა აღმოაჩინა. გაკვირვებულმა მოზიდა მშვილდი და ქვას სამი ისარი ესროლა. მოულოდნელად ქვიდან გადმოხეთქა სამმა წყარომ. მონადირეებმა წყურვილი მოიკლეს და შინ ნანადირევით დაბრუნდნენ.

ადგილობრივები ასევე თხზავენ ლეგენდებს გიგანტურ კაციჭამია ადამიანზე და ფსიქტროპულ ორთქლზე, რომელსაც თითქოს გამოჰყოფს ადგილობრივი შავი ბამბუკი.

ადამიანთა მასობრივი გაქრობის გამო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაემშვიდებინა მოსახლეობა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ ანომალურ ზონაში გააგზავნა რამდენიმე კარგად მომზადებული და ეკიპირებული ექსპედიცია, მაგრამ უშედეგოდ.

მეტნაკლებად უკეთ ამ ადგილის კვლევა ჩატარდა 1997 წელს. მეცნიერებმა ხეობაში მიმდინარე მოვლენები ახსნეს ბუნებრივი ფაქტორებით.  დაადგინეს, რომ ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური ქანები მეტად მრავალფეროვანი და რთულია. აღმოაჩინეს, რომ ამ ადგილზე მეტისმეტად მაგნიტირებული ბაზალტის ქანებია და მაგნიტური ანომალიის მიზეზი მრავალი რკინის მადნის ძარღვების გამონადენი გახლავთ.

ამასთან, ექსპედიციის მუშაობის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ყველა სასიკვდილო ბუნებრივი ხრიკი და საფრთხე მომდინარეობს მიწის ზედაპირს ქვემოდან, რომელიც ხანდახან პირს ხსნის. გამოვლენილი ფაქტების ერთობლიობით შეიძლება აიხსნას შავი ბამბუკის ხეობის საიდუმლოება. 

მეცნიერთა ახსნა-განმარტება არადამაჯერებელი ჩანს, ვინაიდან გაუგებარია სად ქრება ადამიანთა ნაშთები. მიწა თუკი იხსნება და შთანთქავს გაუფრთიხელებელ მგზვრებს, მაშინ მათთან ერთად ტყის ნაწილიც უნდა ქრებოდეს. მაგრამ ხეობაში არაფერი ხდება ამის მსგავსი. 





No comments:

Post a Comment