მექსიკის შტატ მეხიკოში ქალაქ ტოლუკა-დე-ლერდოს მახლობლად მდებარეობს აცტეკთა ქალაქი კალიცტლაუკა. ეს ქალაქი იყო ტოლუკას ხეობაში მსხვილი ტერიტორიული წარმონაქმნის ცენტრი.
1930 წელს აცტეკთა ქალაქ კალიცტლაუკში გათხრებს ატარებდა ხოსე გარსია პაიონი. 2002 წელს, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მან კვლევის ახალი პროქტის ინიცირება შეძლო. 2007 წელს გაითხარა ტერასები, სახლები.
სავარაუდოდ, აქ ოტომის მონადირე-შემგროვებლები ცხოვრობდნენ 3000 წლის წინ, ხოლო მატლაცინკები ან მათი წინაპარი-მომთაბარეები დაბინავდნენ ამ რეგიონში ჩვ.წ.აღ-მდე მე-7 ს-ში. შექმნეს დასახლება, რომელიც ტოლტეკთა გავლენის ქვეშ მოექცა. არქეოლოგთა დიდი ყურადღება მიიქცია ქარის ღმერთ ეჰეკატლიუს სახელზე აგებულმა კეტცალკოატლის მრგვალმა ტაძარმა და თავისქალებით მორთულმა ეგვიპტური ანჰის ფორმის ჯვარ-საკურთხეველმა.
მეცნიერები გამოთქვამენ დიდ ეჭვებს აცტეკთა და ეგვიპტელთა კულტებს შორის რაიმე პარალელის არსებობაზე, ვინაიდან ორივე კულტურა ვითარდებოდა ატლანტის ოკეანის სხვადასხვა მხარეს და არასდროს ჰქონიათ კონტაქტი. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, T-აუ ჯვრის დანიშნულება აცტეკებთან საეჭვოდ მსგავსია ეგვიპტური ანჰი ჯვრისა.
აცტეკთა და ეგვიპტელთა ცივილიზაცია ბევრ რამეში იყო პარალელური. ორივე კულტურა აგებდა პირამიდებს, იყენებდა მზის სიმბოლიკას, სწამდა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის, ამზადებდა გარდაცვლილებს იმქვეყნიური მოგზაურობისთვის რთული რიტუალების საშუალებით.
ეგვიპტოლოგთა აზრით თავიდან ანჰი დაკავშირებული იყო მაგიასთან. ეგვიპტელი ქურუმები იყენებდნენ მას, როგორც საიდუმლო ცოდნისა და ძლიერების გასაღებს. ძველეგვიპტურ ფრესკებსა და პაპირუსებზე ფარაონები იღებდნენ ანჰს ქურუმებისა და ღმერთი რას ხელით, როგორც მარადიული ძალაუფლების, სიბრძნის, ძალაუფლების და უკვდავების სიმბოლო. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ანჰი აღებს მიღმიერი სამყაროს ჭიშკარს. მათი წარმოდგენით, ზუსტად ასეთი ფორმა ჰქონდა გასაღებს, რომლითაც შეიძლებოდა სიკვდილის კარის გაღება.
ისევე როგორც გიზაში, ტეოტიუაკანში აიგო სამი მთავარი პირამიდა. ტეოტიუაკანის საძირკვლის პერიმეტრის თანაფარდობა პირამიდის სიმაღლესთან= 4 π-ის. გიზას ხეოფსის პირამიდის საძირკვლის პერიმეტრის თანაფარდობა პირამიდის სიმაღლესთან=2 π-ის. ორივე კულტურა იყენებდა ძალიან მსგავს T-აუს-ანჰის ჯვარს ერთიდაიგივე მიზნით. ანჰი ცნობილია როგორც იეროგლიფი ☥-"ცხოვრების გასაღები", "ცხოვრების კვანძი"-ძველი ეგვიპტელების მნიშვნელოვანი სიმბოლო. აცტეკთა T-აუ ჯვარს ეწოდება ასევე სიცოცხლის ხე.
ტეოტიუაკანი |
ცხოვრების აზრი აცტეკთათვის იგივე იყო, რაც ეგვიპტელებისთვის. ისევე როგორც ეგვიპტელებისთვის, აცტეკებისთვისაც ადამიანის სიკვდილი არ იყო არსებობის დასასრული. მათი აზრით, სიკვდილი იყო ფიზიკური სიცოცხლის აღსასრული.
აცტეკებს არ ჰქონდა ერთადერთი კოლუმბამდელი ამერიკული კულტურა, რომელიც იყენებდა T-აუს. T-ფორმის ღიობი ან ფანჯარა ჩანს მეზოამერიკის არქიტექტორულ მოტივად ქვის წყობაში. ასეთია მაგალითად, მესა ვერდე კოლორადოს სამხრეთ-დასავლეთით.
ერთ-ერთ კაბალისტურ მასონურ ლეგენდაში ჰირამ აბიფმა T-აუს ფორმის ურო საჩუქრად მიიღო თავისი წინაპრის თუბალ-კაენისგან.
ფილოსოფიური ჯვარი-ოკულტისტების საყრდენი. მის მისტიკურ სივრცეშია მთავარი გასაღები, რომელიც აღებს ყველა მეცნიერების კარს, როგორც ფიზიკურის, ასევე სულიერისა. ისაა ჩვენი ადამიანური არსობის სიმბოლო, ვინაიდან სიცოცხლის წრე ზღუდავს ჯვრის ოთხ წერტილს, რომელიც წარმოადგენს დაბადების, სიცოცხლის, სიკვდილისა და უკვდავების თანმიმდევრობას.--ე.ბლავატსკაია
No comments:
Post a Comment