დიდი ზიმბაბვე გახლავთ შონთა მთავარი სიწმინდე და საკულტო ცენტრი. ის ერთადერთი მეგალითური კომპლექსია აფრიკაში, რომელიც მდებარეობს საჰარის სამხრეთით. არქეოლოგები დღემდე დავობენ და ვერ მივიდნენ საერთო დასკვნამდე, ვინ ააგო ეს ქალაქი. ცდილობენ დაადგინონ დიდი ზიმბაბვის წარმოშობა. მკვლევართა აზრით მას კავშირი უნდა ჰქონდეს ბიბლიურ პერსონაჟებთან-მეფე სოლომონთან და საბაოთის დედოფალთან.
მდინარე ზამბეზისა და ლიმპოპოს შორის აღმოჩენილია უამრავი ქვის ნაგებობის ნანგრევი, მაგრამ დიდი ზიმბაბვე, მათ შორის, გამორჩეულია. ზიმბაბვე-ინგლისურ ყაიდაზე შეცვლილი აფრიკული სიტყვაა, რომელიც "ქვის სახლებს" ნიშნავს. ციხესიმაგრე აგებულია ქვისგან, აფრიკისთვის უჩვეულო მასალით. კომპლექსი მიმოფანტულია 24 ჰექტარზე. მთავარი ნაგებობა-დიდი დასახლება ელიფსის ფორმისა 250 მეტრიანი კედლითაა გარშემორტყმილი. კოშკი თავისი ფორმით ადგილობრივ შონას ტომის მარცვლეულის შესანახს წააგავს, მაგრამ მისი მონოლითურობიდან გამომდინარე ნაგებობის დანიშნულება არქეოლოგებისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება.
დიდი დასახლებიდან 800 მეტრის მოშორებით, გრანიტის გორაკზე სხვა კომპლექსის ნანგრევებია, რომელიც ცნობილია ქვის ციხესიმაგრის სახელწოდებით. ისიც მშრალი წყობითაა ნაგები. ვიწრო კიბეები, რომელზეც მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეიძლება აიაროს, უფრო მომცრო შენობების შიდა ლაბირინთამდე მიდის.
პირველი ევროპელები, ვინც დიდი ზიმბაბვეს არსებობის შესახებ შეიტყო, იყვნენ პოტუგალიელი ვაჭრები, რომლებიც მე-16 საუკუნეში ჩავიდნენ აფრიკაში ოქროს საძიებლად. დაახლოებით 50 წლის შემდეგ პორტუგალიელი მისიონერი ჟოაო დოს სანტოსი თავის ნაშრომებში ახსენებდა იმავე ნაგებობებს და წერდა, რომ ზოგიერთი აფრიკელი ოქროს საბადოთა ნანგრევებად მიიჩნევდა მათ, რომელიც ეკუთვნოდა საბაოთის დედოფალს ან მეფე სოლომონს. თავად დოს სანტოსს ფიქრობდა, რომ ესაა მეფე სოლომონის მაღაროები, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც ოფირის ოქროს მაღაროები. ოფირის, საიდანაც მეფე სოლომონი ოქროს ეზიდებოდა, არსებობაზე აფრიკელი ვაჭრები ერთმანეთს უამბობდნენ ხოლმე. მე-17 საუკუნის შუა ხანებში ჰოლანდიელებმა სცადეს ოფირის ქვის ნანგრევების მონახულება. ისინი სამხრეთ აფრიკაში დასახლდნენ, მაგრამ ამ მხრივ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
1867 წელს გერმანელი გეოლოგი კარლ მაუჰი ეწვია ზიმბაბვეს. დეტალურ ანგარიშში ქვის კომპლექსი მან საბაოთის დედოფლის სასახლის ნანგრევებად გამოაცხადა. 1905 წელს ინლისელმა არქეოლოგმა დევიდ რენდალ მაკივერიმ უარყო ეს დასკვნა და დაიწყო გათხრები დიდი დასახლების ტერიტორიაზე. სამუშაობის დროს მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ნანგრევები არც ისე ძველი იყო. და რომ კომპლექსის მშნებლობა დაიწყო მე-9 საუკუნეში და დასრულდა მე-15 საუკუნეში. მომდევნო არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა მისი ვარაუდი. ამ კომპლექსის ათვისება დაიწყო მეორე ათასწლეულში.
ექსპერტთა უმეტოსობა თანმხდება იმაზე, რომ დიდი ზიმბაბვე აფრიკელების მიერ იყო დაპროექტებული და აგებული. გაუგებარი რჩება მხოლოდ რატომ ააგეს ქვისგან და არა აფრიკელთათვის ტრადიციული ხისა და თიხისგან. ახლოს მდებარე ძველი მაღარო (სადაც ძვირფას ლითონებს მოიპოვებდნენ) იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ადგილი აფრიკის მადნის წარმოების ცენტრი იყო, რომლის წარმოებაც მე -15 საუკუნეში შეწყდა. ბრიტანელმა არქეოლოგმა როჯერ სამერსმა 1958 წელს გამოიკვლია ზიმბაბვეს მაღაროები და დაასკვნა, რომ მადნის მოპოვების მეთოდები, სავარაუდოდ, ინდოეთიდან იყო შემოსული. აქ ნაპოვნი საგნები არაბულ და სპარსულ კულტურებს განეკუთვნება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დიდი ზიმბაბვეს მკვიდრთ ურთიერთობა ჰქონდათ გარე სამყაროსთან. წერილობითი მტკიცებულებების გარეშე, ფაქტების დადგენა რთულია. ასე რომ, ულამაზესი ბორცვებით გარშემოტყმული გრანდიოზული ქვის ნანგრევები რჩება დროთა განმავლობაში დაკარგული ცივილიზაციის ერთადერთ გადარჩენილ მტკიცებულებად.
დიდი ზიმბაბვე ფაქტიურად აღმოაჩინეს 1888 წელს. ზიმბაბვეს არქიტექტურა უნიკალურია და განეკუთვნება აფრიკულ ტიპს. ერთ-ერთი ვერსიით, ელიფსური ფორმის ნაგებობა უნდა იყოს საბაოთის დედოფლის იერუსალიმის სასახლის ზუსტი ასლი, ხოლო ციხესიმაგრე მორიას მთაზე სოლომონის ტაძრის ასლი.
ციხესიმაგრე დგას 27 მეტრის სიმაღლის ბორცვზე და მასზე ასვლა კიბითაა შესაძლებელი. საფეხურები კლდეშია ამოჭრილი. ისეთი ვიწროა მხოლოდ ერთი კაცი თუ ავა მასზე. მე-7 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე არსებული ზიმბაბვეს საძირკველი ბევრად უფრო მეტი ხნისაა, მაგრამ ეს ჯერ არავის გამოუკვლევია. ფიქრობდნენ, რომ ქვის მორკალული, ნახევრად დანგრეული კედელი და დაახლოებით 250 მეტრის წრიული პლატფორმა, ადგილობრივ მმართველთა სასახლის კომპლექსს ეკუთვნოდა 800 წლის წინ. მაგრამ რიჩარდ უეიდს Nkwe Ridge-ის ობსერვატორიიდან მიაჩნია, რომ ნაგებობა ბრიტანეთის სტოუნჰენჯის მსგავს ფუნქციას ასრულებდა. კედლების განლაგება, ქვის მონოლითებზე არსებული რთული სიმბოლოები და მაღლივი კოშკის მდებარეობა იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ შუა საუკუნეების ზიმბაბვეს იყენებდნენ როგორც მთვარეზე, მზეზე, პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვების კომპლექსს საუკუნეების განმავლობაში. ზოგიერთი ქვის მონოლითი ემთხვევა ორიონის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავს, ვინაიდან ეს ვარსკვლავები ამოდის წლის უმოკლეს დღეს, ზამთრის მზებუდობისას. კიდევ ერთი მონოლითი შეიცავს ისეთ ნიშნებს, რომელიც დედამიწისა და ვენერას ორბიტათა მონახაზს წააგავს.
ამ ნიშნებს, სავარაუდოდ იყენებდნენ დაბნელების პროგნოზირებისთვის. უაიდი თვლის, რომ კომპლექსის კოშკი ააგეს 1300 წლის წინ რათა თვალი ედევნებინათ ახალი ვარსკვლავის აფეთქებისთვის. ძველი ლეგენდის მიხედვით, ადილობრივთა წინაპრები გამოჰყვნენ სამხრეთის ცაზე არსებულ კაშკაშა ვარსკვლავს და მოვიდნენ ჩვრდილოეთიდან.
ერთ დროს დიდი ზიმბაბვე გახლდათ მთავარი სალოცავი და საკულტო ცენტრი შონას ხალხის წინაპრებისთვის. გათხრებისას აღმოჩნდა თასები, მძივები და კერამიკული ნაწარმი, რაც მოწმობს აქტიურ სავაჭრო ურთიერთობას წარსულში. სიტყვა "ზიმბაბვეს" ძირითადი მნიშვნელობის გარდა "ქვის სახლები", გააჩნია დამატებითი მნიშვნელობაც "ღვთისმსახურების სახლი".
No comments:
Post a Comment