ლევიტაცია ჩინურიდან ითარგმნება როგორც "დღისით ამაღლება". ის ნახსენებია ძველ ჩინურ წიგნებში. ლევიტაცია-ადამიანის ექსტრასენსორული უნარი დაძლიოს დედამიწის გრავიტაცია და ავიდეს ჰაერში. რაში მდგომარეობს ლევიტაციის საიდუმლო?
ადამიანის ლევიტაცია ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ფაქტია რომ ლევიტაცია შესაძლებელია. მისი არსებობა ცნობილია არა მარტო აღმოსავლეთის კულტურებში, ქრისტიანობაც აღიარებს ასეთ ფენომენს, თუმც მის მიმართ დამოკიდებულება ორაზროვანია. ქრისტიანების დამოკიდებულება ლევიტაციის მიმართ უფრო ხშირად უარყოფითია. მას ათანაბრებენ ცრუ წმინდანობასთან, რომელიც დემონურ ნიშანს ატარებს, რათა ადამიანი ჭეშმარიტი გზიდან გადააცდინოს. თუმც ცნობილია ქრისტიანი წმინდანების ლევიტაციის შემთხვევები. ცნობილია 230-მდე ასეთი შემთხვევა.
მე-13 საუკუნეში დაწერილ წმ.ფრანცისკო ასიზელის ცხოვრებაში ნახსენებია მისი უნარი მიწის ზემოთ ამაღლების. ფრანცისკო ასიზელი მეტად მოკრძალებული პიროვნება იყო და ერიდებოდა ესაუბრა საკუთარ ნიჭზე. ლევიტაციის დაწვრილებითი აღწერა მოცემულია ესპანელი მონაზვნის წმ.ტერეზა ავილიელის ბიოგრაფიაში. მონაზონი განმარტებას ადვილად იძლეოდა რელიგიური ექსტაზის დროს მიღებულ საკუთარ შეგრძნებებსა და განცდებზე, აგრეთვე ლევიტაციაზე. ლოცვის დროს ღმერთთან ახლოს ყოფნისას, ხშირად წყდებოდა მიწას და მაღლდებოდა ნახევარი მეტრის სიმაღლზე. გრავიტაციის ძალის დამარცხება ხანდახან ნახევარ საათს გრძელდებოდა.
პირველად წმ.ტერეზას ძალიან შეეშინდა შექმნილი ეფექტის, წინააღმდეგობასაც კი უწევდა მას, მაგრამ ამაღლების ძალამ სძლია წინააღმდეგობას. მოგვიანებით მონაზონმა საკუთარი შეგრძნება განმარტა როგორც "ნეტარი სიმსუბუქე".
ლევიტაციის უნარი არამარტო რელიგიური ექსტაზის დროს ვლინდება. ეს ხელეწიფება ისეთ ადამიანებსაც, ვისაც მედიუმობის ნიჭი აქვს და გააჩნია გარკვეული ფსიქოფიზიოლოგიური თვისებები, რომელსაც საკუთარი ნებით მართავს. ასეთთა რიგს განეკუთვნებოდა წარმოშობით შოტლანდიელი დანიელ ჰიუმი, რომელიც ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. საკუთარი ზებუნებრივი შესაძლებლობის წყალობით, ჰიუმმა მოიპოვა პოპულარობა იმ დროის არისტოკრატულ წრეებში. სხვა მედიუმებისგან განსხვავებით, რომლებიც სეანსებს დაბურულ გარემოში ატარებდნენ, ის მუშაობდა კარგად განათებულ შენობაში. ამასთან, ჰიუმი იწვევდა სხვადასხვა მკვლევარებს საკუთარ სეანსებზე, აძლევდა მათ კვლევის უფლებასა და საშუალებას.
დანიელ ჰიუმი |
- პრაქტიკის მეშვიდე წელს იოგი ხდება ნიავივით მსუბუქი, მიწაზე ფეხშეუხებლად შეუძლია ცაში ლივლივი-ტირუმანტირამი
- თუ შეძლებ კუნდალინამდე ასვლას დორსალური ღრუდან მერუს წვერამდე, მაშინ მიაღწევ ლაგჰიმა-სიდჰის. შეძლებ გახდე ბამბასა და მოფარფატე ფოთოლზე უფრო მსუბუქი. ამასთან, სრულიად ადვილად მოახერხებ სურვილებისა და ვნებების დამორჩილებას. ამ ყველაფერს ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი ვარჯიშით შეძლებ-ტირუმანტირამი
ვედურ წყაროებში იოგა ლევიტაცია აღწერილია როგორც ჩვეულებრივი, ბანალური მოვლენა, როგორც ერთ-ერთი უნარი, რომლის შეძენა ხდება თვითსრულყოფის პროცესში და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. სიდჰი და კერძოდ ლევიტაცია არ გახლავთ იოგისთვის თვითმიზანი. გატაცება მისით შეიძლება საცდური გახდეს იოგის პრაქტიკოსისთვის და შეაჩეროს მისი წინსვლა სრული თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე. ამ შემთხვევაში ჩანს მსგავსება ქრისტიანულ წარმოდგენასთან ამ მოვლენაზე.
ბუდისტური წყაროების მიხედვით კი, ბევრ ზებუნებრივ უნარებს, მათ შორის ლევიტაციის უნარს ფლობდა გაუტამა ბუდა და ზოგიერთი მისი მოსწავლე. მიუხედავად ამისა, ბუდა თვლიდა, რომ ზებუნებრივი შესაძლებლობების საჯაროდ დემონსტრირება ასაზრდოებს ადამიანის პატივმოყვარეობას. ის არ აძლევდა მოსწავლეებს დემონსტრირების უფლებას რელიგიური ქადაგების ეფექტის ასამაღლებლადაც კი.
ბუდას ახლო მეგობარი გახლდათ მოგალანა, რომელიც ბუდას შემდეგ ითვლებოდა სიდჰის ყველაზე საუკეთესო მცოდნედ. ერთხელ მას თავს დაესხნენ დაქირავებული ყაჩაღები, მოგალანა რამდენჯერმე აფრინდა ჰაერში, რომ გაქცეოდა თავდასხმას. თუმც მალევე მიხვდა, რომ ეს მოვლენა განპირობებული იყო მისი წარსული კარმით. მოგალანამ ყაჩაღებს ცემის ნება მისცა. ყაჩაღებმა მისავათებული მისი სხეული მიაგდეს, ეგონათ მოკვდა. სიდჰის გამოყენებით, მოგალანამ დამტვრეული სახსრების შეზრდა მოახერხა და მასწავლებელთან გაფრინდა რათა დამშვიდობებოდა და პატივისცემა გამოეხატა მისადმი. ამის შემდეგ, თავისი კამის (სურვილი) შესაბამისად, დაბრუნდა და გარდაიცვალა.
- როგორც ადამიანს, ასევე პლანეტას აქვს ორი შემადგენელი: მატერიალური და სულიერი. თუ ადამიანი მატერალურით ცხოვრობს, ის ემთხვევა პლანეტის მატერიას, მას არ ძალუძს ჰაერში აფრენა.
- და პირიქით, ადამიანის ენერგეტიკის გაძლიერებასთან, ლევიტაციის პრაქტიკასთან ერთად, ხდება დედამიწის ენერგეტიკულ ველთან ჰარმონიზაცია, რაც იძლევა პლანეტის გრავიტაციის დაძლევის საშულებას.
ხელდასმულს შეუძლია ამაღლდეს, როგორც კი მისი "დიდი ციური არხი" მთლიანად გახსნილია. მთლიანად გახსნილი "დიდი ციური არხი" რატომ აძლევს ადამიანს ზევით ასვლის და ლივლივის უფლებას?
ადამიანის სხეულს ყოველ სივრცით განზომილებაში გააჩნია შესაბამისი გარსი. ყველა გარსი დაკავშირებულია გარკვეული საშუალებით. აკუპუნკტურული წერტილები-ადგილები, სადაც ყველა გარსი ერთმანეთს უკავშირდება. ყველა გარსს ყველა სივრცით განზომილებაში აქვს ენერგეტიკული არხები. ეს ენერგეტიკული არხები-ჭიშკარი, რომელიც აერთიანებს ამ ყველა სხეულს. უვიცთა ენერგეტიკული არხები დაბლოკილია, ამიტომ მისი გარსები სხვადასხვა სივრცით განზომილებაში არ არიან ერთმანეთთან გაერთიანებული. როგორც კი "დიდი ციური არხი" გაიხსნება, ჩვენი სხეულები იმ განზომილებაში ერთიანდებიან ენერგეტიკული არხებით სხვა განზომილებაში არსებულ ჩვენ სხეულებთან . როგორც კი ყველა ენერგეტიკული არხი გაიხსნება, "დიდი ციური არხის" მოძრაობა იწვევს ძლიერი ენერგეტიკული ნაკადის ფორმირებას. ენერგეტიკული ნაკადი სხვა სივრცით განზომილებებიდან შეკრებილი მაღალენერგეტიკული ნაწილაკებისგან შედგება. ეს ნაწილაკები ცვლის ჩვენი სხეულის ნაწილაკებს ამ განზომილებაში, რომელიც უფრო დაბალ ენერგიას შეიცავს. როცა მაღალენერგეტიკული ნაწილაკებს ცვლიან უფრო დაბალი ენერგიის მქონე ნაწილაკები, ადამიანის სხეულის ფიზიკური შემადგენლობა იცვლება ფუნდამეტნურ დონეზე.
რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება სხვადასხვა დონეზე. დაბალ დონეზე "დიდი ციური არხის" ენერგეტიკული დინება შედგება დაბალი დონის სივრცით განზომილების ნაწილაკებისგან. ადამიანი, რომელსაც "დიდი ციური არხი" გახსნილი აქვს, ჩვეულებრივი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ მისი სხეული ამ განზომილებაში სტრუქტურირებულია სხვანაირად. მას ვეღარ მართავენ და ის არ გახლავთ ამ განზომილების თავისებურებებით შეზღუდული, ვინაიდან სხვა სივრცით განზომილებების თავისებურებებში ასიმილირდა. ახლა მას შეუძლია გადაადგილდეს სხვა განზომილებებში და მის სხეულს ძალუძს ამაღლდეს იმ განზომილებაში. სწორედ ასე შეიძლება ლევიტაციის საიდუმლოს ახსნა.
ვისაც სურს ლევიტაციის საიდუმლოს შესწავლა, აუცილებელია ცხოვრებისა და მისწრაფებების გადაფასება, საკუთარი ფსიქიკური ენერგიის გაძლიერება. აუცილებელია მუშაობა თვითგანვითარებაზე, სამყაროს უფრო ფართო ხედვა ვიდრე მატერიალური ცხოვრებაა. ასევე საჭიროა საკუთარი ენერგიის გაძლიერება. ენერგიის გაძლიერებით, ადამიანი უფრო აძლიერებს საკუთარ ენერგეტიკულ ველს (აურა), რომელიც საწყისიდნვე დაკავშირებულია პლანეტის ენერგეტიკულ ველთან. რაც უფრო ძლიერია ეს ველი, მით მეტია ჰაერში ლევიტირების შესაძლებლობა.
No comments:
Post a Comment