Sunday, 15 November 2020

წინასწარმეტყველი და ალქიმიკოსი ალბერტ დიდი


ალბერტ ფონ ბოლშტედი დაიბადა 1193 წელს ბავარიის პატარა ქალაქ ლაუნგიენში არისტოკრატთა  ოჯახში. ბავშვობაში ალბერტი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, რაც ბრწყინვალე მომავალზე არ მიანიშნებდა. პატარა ალბერტს ერთი გატაცება ჰქონდა-სწრაფვა ცოდნის მიღებისკენ. მას მე-13 საუკუნის ყველაზე ცნობილ ალქიმიკოსად რაცხავენ. ის იყო ცნობილი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მეცნიერი. ლექციებს კითხულობდა ბავარიისა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მისი ლექციები ტრიუმფით მიმდინარეობდა. აუდიტორიაში ადგილები არ ჰყოფნიდათ სტუდენტებს დასასწრებად. იმის გამო, რომ უნივერსიტეტში დიდი დარბაზი არ აღმოჩნდა, ალბერტი ლექციებს ატარებდა ღია ცის ქვეშ, მოედანზე.

ალქიმიითა და ასტროლოგიით გატაცებამ მას სიცოცხლეში მაგისა და ჯადოქრის სახელი მოუპოვა, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც შეუძლებელი იყო სხვებისთვის. ერთი მხრივ ამტკიცებდა, რომ თითეული ცალკე სახის ლითონი შეუძლებელია გარდაიქმნას სხვა ლითონად.  ფერის შეცვლა და სხვა თვისებების შეცვლა არის მხოლოდ გარეგნული მხარე, ლითონის შინაგანი თვისებების შეცვლა შეუძლებელია. მეორე მხრივ, მეცნიერი თვლიდა, რომ ტრანსმუტაცია მაინც შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ლითონის მთლიანად შეცვლა, მისი თვისებების მოსპობა, შემდეგ მისი ხელახლა შექმნა ახალი თვისებების მინიჭებით; რომ ასეთი ხერხით შეიძლება ოქროს მიღებაც.

გადმოცემით, ლოცვისას მას წმინდა მარიამი გამოეცხადა და ჰკითხა მეცნიერების რომელ დარგს ანიჭებდა უპირატესობას. ალბერტს წარმატების მიღწევა ძალიან სურდა ფილოსოფიაში. ღვთისმშობელი დაპირდა დახმარებოდა გამხდარიყო დიდი ფილოსოფოსი, მაგრამ ამავე დროს გაოცება გამოთქვა, რომ მას არ სურდა თეოლოგობა. ამის გამო, მარიამმა მიანიშნა, რომ სასჯელის სახით ალბერტს სიკვდილის წინ დაუბრუნდებოდა უწინდელი გონებრივი სისუსტე. ამ ლეგენდამ ფართო გვარცელება ჰპოვა იმ დროს, როცა ალბერტი დიდების ზენიტში იყო. 1278 წელს რეჰენსბურგის უნივერსიტეტში ლექციის კითხვის დროს ინსულტი დაემართა, რაც მისი მოხუცებულობის დემენციის მიზეზად იქცა. დიდმა მეცნიერმა მთლიანად დაკარგა მეხსიერება და ძალისხმევის გამოვლენის მცირე უნარიც კი. თანამედროვე ფსიქიატრთა აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ალბერტ დიდს ალცჰაიმერის სინდრომი აწუხებდა.

ალბერტმა 87 წლამდე იცოცხლა. იმ დროისთვის ამ ასაკმდე სიცოცხლის ხანგრძლიობა ძალზედ იშვიათი იყო, რამაც  მე-13 საუკუნის მეცნიერებს მისცა საბაბი ეთქვათ, რომ დიდი გერმანელი ფლობდა ფილოსოფიურ ქვას. მართლაც და ალბერტი აქტიურად იყო დაინტერესებული ოკულტური მეცნიერებებითა და ალქიმიით.

ალბერტ დიდის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს შორის იყო თავად თომა აქვინელი, რომელიც მოგვიანებით დიდი ფილოსოფოსი და თეოლოგი გახდა. ერთ-ერთ გვიანდელ ნაწარმოებში აქვინელი ამტკიცებდა, რომ შეესწრო მის თვალწინ როგორ აქცია  ალბერტ დიდმა ვერცხლისწყალი ოქროდ. დამსწრე მოსწავლეებმა სცადეს იგივე, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამავე დროს, თომა აქვინელი  ვარაუდობდა, რომ ალბერტ დიდმა ფილოსოფიური ქვის დახმარებით შეძლო ჰომონკულუსის-ხელოვნური ადამიანის შექმნა, მაგრამ ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნით მეცნიერი იძულებული გახდა გაენადგურებინა თავისი შემოქმედების უნიკალური ნაყოფი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ალბერტთან იმყოფებოდა გრეგორ მობერი, რომელიც ასრულებდა მდივნის, მოსამსახურის ფუნქციას. და როგორც ამბობდნენ, ჯაშუშობდა ვატიკანის სასარგებლოდ. გვიანდელი მკვლევარები სწორედ მის სახელს უკავშირებენ ალბერტ დიდის ლაბორატორიის გაქრობას, სადაც სხვა მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად შესაძლოა იყო ფილოსოფიური ქვაც.

ოცი წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და დომინიკანლეთა ორდენის წევრი გახდა, ამავე დროს შეძლო გამხდარიყო დიდი მკველავრი და გამომგონებელი. მისმა აღმოჩენებმა  დიდი ხნით გაასწრო დროს, ხოლო მისი ხელით შექმნილი საიდუმლოებით მოცული ნივთები აოცებდა თანამედროვეთ. შემონახულია მოგონებები ალბერტის მიერ ოქროსგან შექმნილი ჩიტზე, რომელიც გალობდა და ტოტიდან ტოტზე დაფრინავდა. ბოჰეემის მეფე ალბერტ დიდს ამ ჩიტში ზღაპრულ თანხას თავაზობდა, მაგრამ მეცნიერმა უარი თქვა თავის შემოქმედების ნაყოფთან განშორებაზე. ალბერტ დიდის სახელს უკავშირდება გასაკუთრებული ამწე მექანიზმის გამოგონებაც ვერცხლის სამეფო საბადოებისთვის ბავარიაში. მექანიზმის მოქმედებაში მოსაყვანად არ იყო საჭირო იმ დროისთვის ტრადიციული ფიზიკური ძალა ადამიანისა და ცხენისა.

არსებობს მონაცემები, რომ მეცნიერმა ააგო  გიგანტური სათბური უცნობი მასალისგან და შექმნა ხელოვნური ბაღი, სადაც ყველა პროცესი იმართებოდა უცნობი ძალით. ამის მტკიცებულებები აღმოჩნდა ზოგიერთ ისტორიულ დოკუმენტში. კერძოდ, ამ დოკუმენტებში საუბარია იმაზე, რომ მონასტრის ასაგებად ალბერტ დიდმა გადაწყვიტა ეყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ჰოლანდიის მეფე ვილჰელმ II-ს ეკუთვნოდა. გვირგვინოსანმა უარი უთხრა მეცნიერს გარიგებაზე. კელნის დომინიკანელთა მონასტერში მეფის ვიზიტის დროს, ალბერტმა მიიპატიჟა მეფე მისთვის გამართულ საზეიმო სუფრაზე. ვინაიდან ზამთარი იყო, მეფეს გაუკვირდა, რომ სუფრა გარეთ იყო გაშლილი ღია ცის ქვეშ. როგორც კი მეფე და მისი ამალა სუფრას მიუსხდა, ცა მოიწმინდა და მზემ გამოანათა. რამდენიმე წუთში ყველას თვალწინ დადნა თოვლი, მინდორში ყვავილები გამოჩნდა, ხეები გაიკვირტა. გაოცებული მეფე გარიგებას დათანხმდა. როგორც კი საზეიმო სუფრა დასრულდა, კვლავ ზამთარი დაბრუნდა, მოთოვა, დაჭკნა ყვავილები.

როგორც თავად ალბერტ დიდი ამტკიცებდა, ძილში და ცხადში მას ხშირად ევლინებოდა ქალწული მარიამი და ანგელოზები. ისინი მას კარნახობდნენ იდეებს ახალი აღმოჩენებისთვის, დისკუსიას აწარმოებდნენ მასთან და მომავლის ფარდასაც კი ხსნიდნენ. წიგნში "ორაკულები" ალბერტ დიდმა  მნიშვნელოვანი მოვლენები იწინასწარმეტყველა, რომელიც მოიცავდა მსოფლიოს ათასწლოვან ისტორიას. ნოსტრადამუსის "ცენტურიებისგან" განსხვავებით, სადაც წინასწარმეტყველებები ბუნდოვანი ფორმითაა გადმოცემული, ალბერტის წინასწარმეტყველება ატარებს კონკრეტულ ხასიათს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ  ადამიანები აღმოაჩენენ დიდ სანაპიროს ჰერაკლეს სვეტებისგან შორს. ახალ აღმოჩენილ  მიწაზე დასახლდება ჩრდილოეთის ხალხი, რომელიც მას აქცევს დიდ სახელმწიფოდ. "ორაკულებში" ალბერტ დიდი ამტკიცებს, რომ მოვა დრო და გაჩნდება მოსიარულე მანქანა, რომელშიც ჩასხდება ხალხი, მაგრამ დროთა განმავლობაში მიაგდებს მათ როგორც გამოუსადეგარ საბავშვო სათამაშოებს. ადამიანი სხვა პლანეტებსა და სამყაროებში დაიწყებს ფრენას. ალბერტ დიდის სიტყვებით მთვარეზე გაფრენა მისი გარდაცვალებიდან 700-800 წლის შემდეგ განხორციელდებოდა, ხოლო ამ მოვლენიდან 1000 წლის შემდეგ, ანგელოზები დაეშვებიან ციდან, როგორც უხსოვარ დროს ხდებოდა. მეცნიერის აზრით, იმ დროისთვის ძალიან მძიმე დრო დაუდგება კაცობრიობას. თავად ეშმაკი შეუძვრება სულში და ადამიანი ილოცებს არა ღვთის სახელზე, არამედ ეშმაკზე. მსოფლიო გაიყოფა სამ დიდ სახელმწიფოდ. მათ შორის დიდი დაპირისპირება იქნება, რომელიც შემდეგ შესაძლოა სისხლისღვრაში გადაიზარდოს. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უზარმაზარი უძველესი კუნძული ამოიწვერება ჰერაკლეს სვეტებს იქით, დედამიწაზე საბოლოოდ დაისადგურებს მშვიდობა. ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში წინასწარმეტყველებდნენ, რომ ატლანტიდის აღორძინებით კაცობრიობას ელოდება სრულიად ახალი ერა.-ავადმყოფობების, სიკვდილისა და ბუნებრივი კატაკლიზმების გარეშე. ამ აყვავების ხანას ტანჯვის გავლის შემდეგ მიაღწევენ ადამიანები, რასაც ალბერტ დიდის სიტყვებიც ადასტურებს.

ალბერტ დიდმა აღმოაჩინა კაუსტიკური სოდის მიღების ხერხი.  იმდენად გაუსწრო თავის დროებას, რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მიაწერეს ამ ადამიანს ისეთი რობოტის შექმნაც კი, რაზეც დღეს მუშაობენ თანამედროვე ინჟინრები და მეცნიერები. ალბერტ დიდმა დატოვა უზარმაზარი ხელნაწერი მემკვიდრეობა ისეთ დარგებში როგორიცაა: ლოგიკა, ბოტანიკა, გეოგრაფია, ასტრონომია, მინერალოგია, ზოოლოგია, ფსიქოლოგია, ქიმია. მისი ნაშრომები მოიცავს 38 ტომს.

1260 წელს ალბერტი დაინიშნა რეჰენსბურგის ეპისკოპოსად, მაგრამ მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორი წელი გაატარა, ვინაიდან არ უყვარდა ოფიციალური თანამდებობები. 1280 წელს ალბერტ დიდი გარდაიცვალა. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მე-20 საუკუნეში ის წმინდანად შერაცხა. შუა საუკუნეების მეცნიერის ნაშრომები მრავალი წლის განმავლობაში იქცა სამაგიდო წიგნად დასავლეთ ევროპის ბევრი განმანათლებლისთვის. კარლოს დიდი დაკრძალულია კელნში, წმ.ანდრიას სახელობის ტაძარში. სწორედ იქ დგას  მისი სარკოფაგი. მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას თითქმის ყველა ტაძარი დაინგრა, გადარჩა მხოლოდ წმ. ანდრიას სახელობის ეკლესია.



                                                     
                                                            ჰომუნკულუსი


 

No comments:

Post a Comment