მერკაბა-სინათლის სხეული. ისტორიაში მერკაბა მოხსენიებულია როგორც გადაადგილების საშუალება ზენა და ქვენა სამყაროებში. რეალურად მერკაბა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე სატრანსპორტო საშუალება. მერკაბას ველს შეუძლია იყოს ყველაფერი, ვინაიდან ისაა პირველყოფილი მოდელი, რომელმაც შვა ხილულიცა და უხილავიც სამყაროში.
ძველ ეგვიპტელთა აზრით, მერკაბა ესაა სულისა და სხეულის ეტლი, რომლითაც შესაძლებელია მოგზაურობა სივრცეში, დროსა და სხვა განზომილებაში. სხვაგვარად, ესაა ცოცხალი ვარსკვლავური ხომალდი, რომელსაც თავის გარშემო ქმნის ადამიანი. ანუ, ესაა მბრუნავი სინათლე, რომელსაც სული და სხეული გადაჰყავს ერთიდან მეორე სამყაროში. აფრიკელი ზულუსები თვლიან, რომ სიტყვა "მერკაბა" ზულუსური სიტყვაა და ნიშნავს "სივრცე-დრო-განზომლიბის ეტლს". ზულუსთა ლეგენდის მიხედვით, მათი ტომი დედამიწაზე სხვა განზომილებიდან გადმოვიდა მერკაბას დახმარებით. ივრითზე ეს სიტყვა ჟღერს როგორც მერ-კა-ვაჰ და ორი მნიშვნელობა აქვს: ღვთის ტახტი და ეტლი-ადამიანის სხეულისა და სულის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისთვის. ებრაელებს ძველად სწამდათ, რომ მერკავაჰს ამოქმედება შესაძლებელი იყო მედიტაციის გარკვეული ხერხების დახმარებით. ბიბლიაში არსებობს ცნობები წინასწარმეტყველ ეზეკიელსა და მის ეტლზე, რომლის საშუალებით ის ზეცად ამაღლდა.
ეგვიპტელთა აღწერით, საუბარია თითქოს კრისტალზე, მაგრამ ესაა ენერგეტიკული წარმონაქმნი. მერ-პირველადი მბრუნავი სინათლე, ანუ მისი ენერგიის მატარებელი. კა-თავად სული, ბა-სულის ძალა.
მერკაბა ტექნიკური თვალსაზრისით გახლავთ ელექტრომაგნიტური ველი. სხეული ამ მდგომარეობაში წარმოადგენს თხევად სინათლეს. მერკაბეს ველი საჭიროა რათა თქვენი სხეული არ დაიშალოს სივრცეში გრავიტაციული ძალის ზემოქმედების შედეგად, რომელიც მოდის პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან. ესაა ელექტრომაგნიტური ჰოლოგრამა, რომელსაც აკავებს მერკაბას გრავიტაციული ველი. მაგრამ მერკაბა უბრალოდ ველი არაა, ის ცნობიერის ღვთიური გეომეტრიული ფორმაა, რომელიც შექმნა შემოქმედმა ადამიანის სხეულთან ერთად.
ლეგენდების მიხედვით, ჩვენ დედამიწაზე ვარსებობდით ცნობიერის მეტად მაღალ საფეხურზე. მომხდარი კატაკლიზმების შემდეგ, მიახლოებით 16000 და 13000 წწ.-ის წინ კაცობრიობის დონე დაეცა და დაკარგა კონტროლი. დაცემა დაკავშირებული იყო ზეგრძნობადი სხეულის გამკვრივებასთან. მიაჩნიათ, რომ არსებობს სიმკვრივის 12 დონე. ახლა ჩვენ ვართ მე-3 დონეზე. ამიტომ ვარსებობთ სამგანზომილებიან სამყაროში. მერკაბა წარმოადგენს ვარსკვლავურ ტეტრაედრს, რომელიც შედგება ორი ურთიერთაკავშირში მყოფი ტეტრაედრისგან.
მერკაბა არის ცოცხალი და არამექანიკური ენერგეტიკული ველი. ის ეხმიანება ადამიანის ფიქრებსა და გრძნობებს, რომელიც წარმოადგენს ამ ველთან დამაკავშირებელ იარაღს. ამიტომ მერკაბას ველის მართვის "კომპიუტერი" არის ადამიანის გული და გონება. მერკაბას ველის შესაძლებლობები უსასრულოა. რომელიმე კონკრეტულ მომენტში ამა თუ იმ ადამიანის მერკაბას ველი შეიძლება გაცოცხლდეს. ამ დროს ხდება ელექტრომაგნიტური ცვლილება, რაც ქმნის ენერგიის დისკს, რომელიც ადამიანის ხერხემლის ფუძის მცირე სივრციდან მოდის და სწრაფად ვრცელდება სხეულის გარშემო 18 მეტრის დიამეტრის რადიუსში. ამ დისკის პოვნა ადვილია სამეცნიერო საშუალებებით.
როგორც არ უნდა ეცადოთ მერკაბას შეცნობას საკრალური გეომეტრიის დახმარებით, მარტო ეს არ იკმარებს. ის არარსებული ნახევარის ექსპერიმენტული ნაწილია. იმ ნაწილში შეიძლება იცხოვროთ თქვენ მხოლოდ მაშინ, როცა გიყვართ. მერკაბას ველის გამოღვიძება შეიძლება სიყვარულის დახმარებით, რაც აუცილებელზე უფრო მეტია. სიყვარული თავად მერკაბას ცხოვრებაა. დიახ, მერკაბა ცოცხალია. ის თქვენ ხართ და სხვა არაფერი. თქვენ კი ცოცხალი ხართ. მერკაბა ცალკე არ არსებობს. ესაა ენერგეტიკული ხაზები, რომლებიც სიცოცხლის ძალთა ენერგიით, პრანა, ჩი, შემოვიდნენ თქვენში და კვლავ ღმერთს დაუბდრუნდებიან. სიყვარული-სინათლის ნახევარია, რომელიც ტრიალებს თქვენს გარშემო, ხოლო ცოდნა-მეორე ნახევარი. როცა სიყვარული და ცოდნა ერთიანი გახდება, ქრისტე ყოველთვის თქვენთან იქნება.
No comments:
Post a Comment