კოდექსის ყველა თავი იწყება მიმართვით შთამომავლობისადმი დამაჯერებელი განმარტებით, რომ სამყარო "ცოცხალი ორგანიზმია". ლეონარდოს აზრით: ჰაერი დედამიწის სულია, მისი ზედაპირი-სხეული, წყალი-სისხლი.
ჩანაწერები ეხება ბუნების სხვადასხვა მოვლენებს, მთვარის ნათებას, როგორ და რატომ მოედინება წყალი მდინარეებში, რისგან შედგება მინერალები და ა.შ. წიგნში ბევრი მათემატიკური გაანგარიშებები, დიაგრამები და ნახატებია. წიგნს "ლესტერის კოდექსი" ეწოდა გრაფ ლესტერის პატივსაცემად, რომელმაც ეს ხელნაწერი შეიძინა 1717 წელს. 1980 წელს წიგნი ლესტერის მემკვიდრეებისგან შეიძინა არმანდ ჰამერმა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1994 წელს კოდექსი გასაყიდად აუქციონზე გამოიტანეს და ის შეიძინა მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა $30.8 მილ. მისივე ინიციატივით "ლესტერის კოდექსი"ხშირად გააქვთ სხვადასხვა მუზეუმის გამოფენებზე. 2003 წლიდან კოდექსი გამოფენილია სიეტლის ხელოვნების მუზეუმში.
No comments:
Post a Comment